სისტემური ცვლილებების   გარეშე, ქვეყნის მომავალზე საუბარი ზედმეტია  

 

 ქვეყანა ჯანსაღი საბანკო  სისტემის და არა  რამდენიმე ბანკირის დიქტატის გარემოში უნდა  ცხოვრობდეს

14ძალიან ძლიერი,  მომავლის საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანი დასკვნა გააკეთა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფმა ეროვნული თანხმობის პარლამენტისათვის. მათ მიაჩნიათ და ეჭვი მეპარება, რომ ერთი მოაზროვნე კაციც არ იზიარებდეს მათ მწარე შეფასებას:

არ შეიძლება ამ საბანკო სისტემის პირობებში სერიოზულ ეკონომიკაზე ფიქრი.
არ შეიძლება ამ კაბალურ საპროცენტო განაკვეთების პირობებში, მოსახლეობის კეთილდღეობაზე საუბარი.
შველა უნდა იპოთეკარებს ისე, რომ ეს მივაღწიოთ საბანკო სისტემის გაჯანსაღებით“

როცა 1997 წელს მთავრობის გაფართოებული სხდომის ტრიბუნიდან ვთქვი, რომ საქართველოს ჰყავს მდიდარი ბანკირები , დაქცეული ეკონომიკა, და ბანკების მიერ უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყენებული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა  –  მძიმე დაპირისპირება მივიღე. დღეს შექმნილი  მდგომარეობა , ჩემი აზრით, უარესია, ვიდრე წარმოგვიდგენია. როგორც ჩანს, ბანკირებს ვერც მთავრობები ერევიან, ვერც პოლიტიკური გაერთიანებები. ერთადერთს, ვისაც ამ ბრძოლის, ქართული ეკონომიკის, ქართული  ბიზნესის, რაც მთავარია, ხალხის  სასარგებლოდ დასრულება შეუძლია, სწორედ მეცნიერება და გაბედულებით სავსე მეცნიერები და ხალხის მხარდაჭერაა.

ვფიქრობ, მეცნიერები ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.

ასევე უაღრესად  გაბედულად და დღევანდელი საქართველოსათვის შენიღბული კორუფციის წინააღმდეგ საიმედოდ მეჩვენება მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ეს შეფასებაც:
„არ შეიძლება ქართული ეკონომიკის მომავალზე საუბარი შუალედური ფირმების ასეთი თავხედობის პირობებში, როცა დაზარალებულია მწარმოებელი და მომხმარებელი და ფუფუნებაში ცხოვრობს ხელისუფლების მიერ გაყოყოჩებული შუალედური რგოლი“.

არა მარტო მეცნიერებს,  არამედ მთელს ქვეყანას უნდა გვაფიქრებდეს ეს დასკვნა: „ჩვენ სერიოზულად გვაფიქრებს , რომ მინიმუმ ოთხი ქალაქი საქართველოში, სადაც ცხოვრების გამოკვეთილად კარგი პირობები უნდა იყოს, ყველაზე უარეს მდგომარეობაშია. ჩვენ ხალხს ვეტყვით სიმართლეს, თუ რატომ არის ასეთი მძიმე მდგომარეობა იმ ოთხ ქალაქში – ფოთში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ბოლნისში, სადაც დღესაც კი ცხოვრების გამორჩეულად კარგი პირობები უნდა იყოს.“

კარგია, რომ  მეცნიერთა საინიციატივო  ჯგუფი კვლევის პირველი შედეგების გამოქვეყნებას სექტემბერშივე აპირებს.

ჩვენ , „თეთრები“ სრულად ვუერთდებით მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის „ეროვნული   თანხმობის პარლამენტისათვის“  განწყობას და ვთვლით, რომ  ამ მოძრაობას  მთელი საზოგადოების მხარდაჭერა უნდა, რაც საქართველოში სისტემური ცვლილებების საფუძველი გახდება. ამ უკანასკნელის გარეშე კი, ქვეყნის მომავალზე საუბარი ზედმეტია.

პარტია “თეთრების” თავმჯდომარე

თემურ შაშიაშვილი

30.08.2016წ

ნახეთ  მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის ყველა მასალა 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *