რა არ იცის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ?

gerbi1დრო და რეალობა ადასტურებს, რომ ნაცვლად თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყნისა, მივიღეთ არშემდგარი, უნიათო და უავტორიტეტო ქვეყანა – სრული ანარქიით ყველა სფეროში:

– დაკარგულია ტერიტორიები,
– გაიყიდა მიწა, მიწაშიც და მიწის ზემოთ არსებულიც,
– დაინგრა ეკონომიკა,
– ქართული სოფელი საკონცენტრაციო ბანაკს ემსგავსება,
– საქართველო უცხოეთის პროდუქციის ბაზრად იქცა.

ქვეყნიდან ძირითადად გადის ნედლეული, შემოდის მზა ნაწარმი, ანუ ქვეყნის გარეთ გატანილიც და ქვეყანაში შემოტანილიც სამუშაო ადგილებს უცხოეთში ქმნის და საქმიანობის შედეგად მიღებულ მოგებასაც იქ ტოვებს, ხოლო ქვეყნის შიგნით კი უმუშევრობას ზრდის. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

რაც დრო გადის, ღარიბი კიდევ უფრო ღარიბდება და მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება.

საქართველო დღეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და სოციალისტურ ქვეყნებს შორის, პრაქტიკულად, ყველაზე ღარიბი, ყველაზე ძვირი, ყველაზე გაყიდული, ყველაზე ქვეყნის გარედან მართული, ყველაზე დაბალი ხელფასების, პენსიების, შემწეობების და სტიპენდიების, ყველაზე დაბალი მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის ტემპების, ყველაზე მაღალი გადასახადების და მომსახურების ფასების ქვეყანაა.

მიდის გეგმაზომიერი შეტევა ეკლესიაზე, ოჯახზე, განათლებაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, ქართულ ცნობიერებაზე. ფეხქვეშ ითელება პიროვნული ღირებულებები: ღირსება და თავისუფლება. პრაქტიკულად, დაუცველია ადამიანის ბუნებითი უფლებები (სიცოცხლის, საკუთრების, თავისუფლების).

რაც დრო გადის, საქართველო მით უფრო ცილდება დასავლურ ცივილიზაციას, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მათხოვრულია – დახმარების და შემწეობის ძიებით განისაზღვრება. საქართველო იქცა მსოფლიო გიგანტთა ინტერესების დაჯახების ადგილად. ქვეყანამ არათუ ვერ შეძლო აშშ-ის, ევროპის, და რიგი დემოკრატიული ქვეყნების უდიდესი მხარდაჭერის გამოყენება, არამედ მისსავე ინტერესებს დაუპირისპირა და, რაც მეტად დამაფიქრებელია, ხალხში გააძლიერა პესიმიზმი და ნეგატიური განწყობა დასავლეთისადმი.

საქართველო, დიდი ხანია, ცხოვრობს ყალბი რეფორმებით. საქართველოში დღეს მოაზროვნე ადამიანების პოლიტიკური დრო გაჩერებულია, მთავარ პოლიტიკურ ძალად სიღარიბე და ღარიბი გახდა.

1 ივლისი 2010

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *