საქართველო – 2009 (დანართი)

 

დანართი 1:

საქართველოს ადგილი მსოფლიოში ზოგიერთი სოციალურ-
ეკონომიკური ინდიკატორის მიხედვით

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა მრავალ ცნობილ მიზეზთა გამო საქართველოში უაღრესად მძიმედ, დრამატულად წარიმართა.
შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის ვარდნა ჩვენს ქვეყანაში 1980-1990-იანი წლების მიჯნაზე დსთ-ის საშუალო დონესთან შედარებით ორჯერ მეტი, ხოლო ეკონომიკური უკუსვლის პერიოდი – დაახლოებით 3 წლით უფრო ხანგრძლივი იყო.

შესაბამისად, 1989-1994 წლებში საქართველოს ეკონომიკა გადასროლილ აღმოჩნდა დაახლოებით სამი ათწლეულით უკან და შესაბამისად, ეკონომიკური აღმასვლის თითოეული პროცენტი 1990-იანი წლების შუა ხანებიდან დღემდე გაცილებით “შემსუბუქებულია”, ვიდრე, მაგალითად, ჩვენს უშუალო მეზობლებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი).

დღეისათვის საქართველო ეკონომიკური განვითარებით (მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით) 1989 წლის 72%-ის დონეზეა (ფაქტობრივად, 1979 წლის დონეზე.), მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების აბსოლუტური სიდიდით კი – 55%-ის (შესაბამისად, 1973 წლის დონეზე .

კიდევ უფრო საგრძნობია ჩვენი ჩამორჩენა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან.

ჯერ კიდევ 1988 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდე ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნების (OECD) ანალოგიური დონის დაახლოებით 40 პროცენტი შეადგენდა.
შემდგომში (1989-1994 წლებში) საქართველოს ეკონომიკა იმდენად ღრმა სისტემურმა კრიზისმა მოიცვა, რომ 1995 წლიდან დაწყებული ეკონომიკური აღმასვლა და ზრდის ტემპი არ აღმოჩნდა საკმარისი არსებული ვარდნის დასაძლევად.
საკმარისია ითქვას, რომ 2009 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის გათვალისწინებით შეადგენდა OECD-ის წევრი ქვეყნების მხოლოდ 12.8 პროცენტს, ანუ პრაქტიკულად OECD-ის 1988 წლის დონის დაახლოებით 1/4-ს.

მთლიანობაში ეს ნიშნავს, რომ
1980-იანი წლების ბოლოს არსებულ შიდა პროდუქტის დონეზე გასვლას საქართველო 2003 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული ტემპებით (საშუალო წლიური ტემპი 2004-2008 წლებში – 7.9%) საქართველო შესძლებს არაუადრეს 2015 წლისათვის, ერთ სულზე გაანგარიშებით – 2013 წლისათვის, ხოლო იმ თანაფარდობის მიღწევას, რაც ჰქონდა საქართველოს დანარჩენ მსოფლიოსთან და მოწინავე საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან ამ ორი ათეული წლის წინ – დაახლოებით 2035 წლისათვის, ხოლო OECD-ის წევრი ქვეყნებისადმი დაწევას ეკონომიკურად – მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით – დაახლოებით 2060 წლისთვის.

ბუნებრივია, უფრო მაღალი, მით უფრო, ორნიშნა რიცხვით გამოხატული ზრდის ტემპის შემთხვევაში, ჩამორჩენის დაძლევა გაცილებით შემჭიდროებულ ვადებში იქნება შესაძლებელი.
მაგალითად, თუ ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა 1,5-ჯერ მაღალი იქნება 1996-2009 წლების საშუალო ზრდის ტემპთან შედარებით, მაშინ საქართველო მთლიანი შიდა პროდუქტის 1988 წლის დონეს ზემოხსენებულთან შედარებით სამი წლით უფრო სწრაფად, ხოლო OECD–ის წევრ ქვეყნებს – თითქმის მეოთხედი საუკუნით ადრე დაეწევა.
ესაა, რომ ეკონომიკას საერთოდ არ ახასიათებს წრფივი განვითარება და გრძელვადიან პერსპექტივაში მასზე, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნებს შორის განვითარების დონეთა თანაფარდობაზე, მრავალი ობიექტური, შიდა და გარე ფაქტორი თუ ფორს-მაჟორული გარემოება ახდენს გავლენას.

ცხრილი 1
მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 2006 წელს საბაზრო
ეკონომიკაზე გადასვლამდე მაქსიმალურ დონესთან შედარებით
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთში
(პროცენტობით)

 

ქვეყანა პიკური წელი 2009წ. %–ით პიკურ წელთან
საქართველო 1988 54.4
სომხეთი 1989 132.3
აზერბაიჯანი 1988 178.5
რუსეთი 1989 97.5
დღეისათვის საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიო შესაბამისი დონის მხოლოდ 28.0პროცენტია – ოფიციალური კურსით და 47 პროცენტი – ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით .

აღნიშნული პარამეტრით საქართველო მიეკუთვნება მსოფლიოს საშუალოდგანვითარებული ქვეყნების ქვედა ჯგუფს.
დემოგრაფიული კუთხით საქართველო მიეკუთვნება მსოფლიოს იმ შვიდ სახელმწიფოს, სადაც ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე (1975-2005წწ.) ადგილი ჰქონდა მოსახლეობის შემცირებას (უნგრეთი, ესტონეთი, ლატვია, სანტ კიტი და ნევისი, ბულგარეთი, უნგრეთი, საქართველო);
გაეროს ექსპერტთა შეფასებით, საქართველო შედის იმ ოცი ქვეყნის შემადგენლობაში, სადაც უახლოესი ათი წლის განმავლობაში მოსახლეობა ზრდის ნაცვლად შემცირდება , მსოფლიოს იმ სახელმწიფოთა ხუთეულში, სადაც ოთხი ათეული წლის განმავლობაში – 2015 წელს 1975 წელთან შედარებით – მოსახლეობა არა თუ გაიზრდება, არამედ შემცირდება კიდეც.
დემოგრაფიული მდგომარეობის შეფარდებითი უპირატესობა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები მოსახლეობის ერთ სულზე სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებში თანდათან ცვლის ეკონომიკური პოტენციალის აბსოლუტურ პარამეტრებს და პროპორციებს მათ სასარგებლოდ.

თუ 1996 წელს საქართველოსთან შედარებით აზერბაიჯანში იწარმოებოდა 4,3 პროცენტით მეტი მთლიანი შიდა პროდუქტი, 2009 წლისთვის – უკვე 4.0-ჯერ მეტი;

იმავე პერიოდში სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელთან გაიზარდა 52,5 პროცენტიდან 81.2 პროცენტამდე.

ამჟამად (2009 წლის მდგომარეობით) ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით, აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოს დონის 411.1 პროცენტია, სომხეთისა, შესაბამისად, – 77.8 პროცენტი.

ცხრილი 1

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 2006 წელს საბაზრო

ეკონომიკაზე გადასვლამდე მაქსიმალურ დონესთან შედარებით

სამხრეთ  კავკასიის ქვეყნებსა და რუსეთში

(პროცენტობით)

ქვეყანა

პიკური წელი

2009წ. %–ით პიკურ წელთან

საქართველო

1988

54.4

სომხეთი

1989

132.3

აზერბაიჯანი

1988

178.5

რუსეთი

1989

97.5

დღეისათვის საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიო შესაბამისი დონის მხოლოდ 28.0პროცენტია – ოფიციალური კურსით და 47 პროცენტი – ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტის (PPP) მიხედვით[3] .

აღნიშნული პარამეტრით საქართველო მიეკუთვნება მსოფლიოს საშუალოდგანვითარებული ქვეყნების ქვედა ჯგუფს. 

დემოგრაფიული კუთხით საქართველო მიეკუთვნება მსოფლიოს იმ შვიდ სახელმწიფოს, სადაც ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე (1975-2005წწ.) ადგილი ჰქონდა მოსახლეობის შემცირებას  (უნგრეთი, ესტონეთი, ლატვია, სანტ კიტი და ნევისი, ბულგარეთი, უნგრეთი, საქართველო);

გაეროს ექსპერტთა შეფასებით, საქართველო შედის იმ ოცი ქვეყნის შემადგენლობაში, სადაც უახლოესი ათი წლის განმავლობაში მოსახლეობა ზრდის ნაცვლად შემცირდება[4], მსოფლიოს იმ სახელმწიფოთა ხუთეულში, სადაც ოთხი ათეული წლის განმავლობაში – 2015 წელს 1975 წელთან შედარებით – მოსახლეობა არა თუ გაიზრდება, არამედ შემცირდება კიდეც. 

დემოგრაფიული მდგომარეობის შეფარდებითი უპირატესობა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები მოსახლეობის ერთ სულზე სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებში თანდათან ცვლის ეკონომიკური პოტენციალის აბსოლუტურ პარამეტრებს და პროპორციებს მათ სასარგებლოდ.

თუ 1996 წელს საქართველოსთან შედარებით აზერბაიჯანში იწარმოებოდა 4,3 პროცენტით მეტი მთლიანი შიდა პროდუქტი, 2009 წლისთვის – უკვე 4.0-ჯერ მეტი;

იმავე პერიოდში სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობა საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელთან გაიზარდა 52,5 პროცენტიდან 81.2 პროცენტამდე.

ამჟამად (2009 წლის მდგომარეობით) ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით, აზერბაიჯანის მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოს დონის 411.1 პროცენტია, სომხეთისა, შესაბამისად, – 77.8 პროცენტი.

 ცხრილი 2

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობა და მთლიანი

შიდა პროდუქტი  2000-2009 წლებში

 

 

2000

2005

2009

2009 %-ით

2000წ.

2005წ.

მოსახლეობა, ათასიკაცი

 

 

 

 

 

სომხეთი

3082.0

3016.3

3267.0

106.0

108.3

აზერბაიჯანი

8048.5

8211.4

8968.0

111.4

109.2

  საქართველო

4720.1

4474.4

4385.0

92.9

98.0

მთლიანიშიდაპროდუქტი, ვალუტისმსყიდველობითიუნარიანობისპარიტეტისგათვალისწინებით, მლრდ. აშშდოლარი        

 

 

 

 

 

  სომხეთი

7.537

14.167

16.222

215.2

114.5

  აზერბაიჯანი

20.608

38.708

85.770

416.2

221.6

  საქართველო

9.889

15.498

20.862

211.0

134.6

პროცენტობითსაქართველოსთან (საქართველო = 100)

 

 

 

 

 

  სომხეთი

 

 

 

 

 

        მოსახლეობით

65.3

67.4

74.5

X

X

       მშპით

76.2

91.4

77.8

X

X

აზერბაიჯანი

 

 

 

 

 

      მოსახლეობით

170.5

183.5

204.5

X

X

    მშპით

208.4

249.8

411.2

X

X

დემოგრაფიულსა და ეკონომიკურზე რამდენადმე უკეთესი მდგომარეობა აქვს საქართველოს ადამიანისეული განვითარების ინდექსით, რომლითაც იგი ამჟამად საშუალო მსოფლიო დონის მახლობლობაში იმყოფება (შესაბამისად, 0,778 და 0,753) და 1970–იანი წლების მეორე ნახევრის სინგაპურის, 1980-იანი წლების დასაწყისის ჩილეს და 1990–იანი წლების დასაწყისის პანამის დონეზეა.

182 ქვეყნიდან საქართველო ამ მაჩვენებლით ამჟამად მსოფლიოში 89-ე ადგილზეა და 21 პუნქტით უსწრებს ეკონომიკური განვითარებით ქვეყნის ადგილს (მშპ-ის წარმოება მოსახლეობის ერთ სულზე PPP-ის გათვალისწინებით).

დღეისათვის საქართველო ადამიანური განვითარების ინდექსით ჩამორჩება მსოფლიოში პირველ ადგილზე მყოფ ნორვეგიას 19.1 პროცენტით, ადამიანისეული განვითარების ინდექსით საქართველო ამჟამად ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 ქვეყნიდან მეათე ადგილზეა, ჩამორჩება რა ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, რუსეთს, ბელორუსიას, უკრაინას, ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ხოლო ეკონომიკური განვითარების დონით – მეთერთმეტე ადგილზე (გვისწრებენ ზემოხსენებული ქვეყნები და თურქმენეთი) .

 

ცხრილი 3.

აქართველოსა და დანარჩენი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ადგილი მსოფლიოში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტითა (მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით ) და ადამიანისეული განვითარების

ინდექსით  2007 წლის მდგომარეობით[5] 

NN

ქვეყანა

ადგილი მსოფლიოში

ჰუმანური განვითარების ინდექსით

მშპ–ის წარმოებით მოსახლეობის ერთ სულზე

1. ესტონეთი

40

43

2. ლიტვა

46

49

3. ლატვია

48

51

4. ბელარუსი

68

74

5. რუსეთის ფედერაცია

71

55

6. ყაზახეთი

82

72

7. სომხეთი

84

100

8. უკრაინა

85

94

9. აზერბაიჯანი

86

84

10. საქართველო

89

110

11. თურქმენეთი

109

106

12. მოლდოვა

137

131

13. უზბეკეთი

119

133

14. ყირგიზეთი

120

140

15. ტაჯიკეთი

127

144

დანართი 2:

ხელფასები და პენსიები

საქართველოში[6]

           2009 წელს საშუალო თვიურმა ხელფასმა  საქართველოში შეადგინა 572.5 ლარი (342 აშშ დოლარი – ლარისა და დოლარის ოფიციალური კურსით).

          საშუალო ხელფასების ზრდა ბოლო წლებში საგრძნობლად უსწრებდა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას.

ნეტო–ხელფასი 2009 წელს 2003 წელთან შედარებით გაიზარდა 4–ჯერ, არსებითად გაიზარდა ხელფასის მსყიდველობითუნარიანობაც. ასე მაგალითად, თუ 2003 წელს საშუალო ხელფასით შესაძლებელი იყო 22 კგ საქონლის ხორცის შეძენა, 2009 წელს – დაახლოებით 64 კგ–სა.

პროგრესი აშკარაა

. მაგრამ ეს მხოლოდ იმეორებს 1990-იანი წლების დასაწყისის დონეს, როდესაც დაქირავებით დასაქმებულობის დონე თითქმის 4-ჯერ, ხოლო დასაქმებულობის საერთო დონე 1.5-ჯერ უფრო მაღალი იყო ამჟამინდელთან შედარებით.

ამასთან ერთსად, მასობრივი დაუსაქმებლობა აფერმკრთალებს საშუალო ხელფასის ზრდის ეფექტს.

2009 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო წლიური რიცხოვნობა  2003 წელთან შედარებით დაახლოებით 5 პროცენტით დაბალი იყო. 

       2009 წლის ბოლოს სულ დაქირავებით დასაქმებულად ითვლებოდა დაახლოებით 625 ათასი ადამიანი, მაშინ როდესაც შინსამეურნეობათა რაოდენობა ქვეყანაში 1100 ათასზე მეტია.

გამოდის, რომ ქვეყნის ყოველ 100 შინამეურნეობაზე მხოლოდ 56  დაქირავებით დასაქმებული მოდის.

იმის გათვლისწინებით, რომ ზოგიერთ შინამეურნეობაში დაქირავებით დასაქმებულია 2 და მეტი წევრი (განსაკუთრებით ქალაქ ადგილებში) შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის საქართველოს ყოველ მეორე შინამეურნებაში არც ერთი წევრი არაა ანაზღაურებითი შრომითი საქმიანობით დაკავებული. 

აღნიშნული მდგომარეობის დრამატიზმი უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, თუკი შევადარებთ დაქირავებით დასაქმების მდგომარეობას საქართველოსა და აშშ–ში.

აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში ამერიკულზე 3.0-ჯერ ნაკლებია (დაქირავებით დასაქმებულების წილი მთელ მოსახლეობაში: საქართველო – 14.2 %, აშშ – 42.6%).

ერთი საათის საშუალო ანაზღაურება სტანდარტულ სამუშაო კვირაზე გაანგარიშებით (40 საათი) საქართველოში 3.304 ლარია, აშშ–ში – 18.48 აშშ დოლარი.

           საშუალო ხელფასი საქართველოში ამერიკის დონის მხოლოდ 10.7 პროცენტს შეადგენს[7].

            აღნიშნულის გამო მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასის ჯამური მაჩვენებელი საქართველოში ამერიკულის მხოლოდ 3.6 პროცენტს აღწევს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ

, დღეისათვის მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით საშუალო ხელფასის მსყიდველობითი უნარიანობა საქართველოში აშშ-ზე 28.0-ჯერ ნაკლებია. თუმცა ფასების დონით საქართველო ფაქტობრივად ტოლს არ უდებს აშშ–ს, ზოგიერთი სამომხმარებლო საქონლის პოზიციის მიხედვით კი უსწრებს კიდევაც მას.

სამომხმარებლო ფასები საქართველოსა და აშშ–ში და

საშუალო ხელფასის მსყიდველობითი უნარიანობა

2009 წლის დეკემბრის მდგომარეობით

 

საქართველო, ლარი

აშშ,

დოლარი

საქართველო აშშ–თან, %–ით

(ვალუტის კურსი: 1$ = 1.6705 Gel)

ელექტროენერგია, 100 კვტ.სთ

16.00

12.97

73.8

ბენზინი, ლ

1.62

0.706

137.4

პური, კგ

1.27

3.065

24.8

ფრინველის ხორცი, კგ

6.62

2.794

141.8

კვერცხი, 10 ცალი

3.02

1.477

122.4

მოუხდელი რძე, ლიტრი

2.09

0.818

152.9

ვაშლი, კგ

1.22

2.456

29.7

ფორთოხალი, კგ

3.24

2.055

94.4

ბანანები, კგ

3.20

1.259

152.2

პამიდორი, კგ

2.52

4.324

34.9

ბიგ–მაკი, ცალი

5.50

3.58

92.0

ცნობისათვის: ერთი თვის საშუალო წლიური ხელფასი

572.5

3202

10.7

საშუალო ხელფასით ამერიკის შეერთებულ შტატებში  საქართველოსთან შედარებით შეიძენთ მეტს:

ელექტროენერგიას – 6.9–ჯერ,

ბენზინს – 12.8–ჯერ,

პურს – 2.3–ჯერ,

ფრინველის ხორცს – 13.3–ჯერ,

კვერცხს – 11.4–ჯერ,

რძეს – 14.3–ჯერ,

ვაშლს – 2.8–ჯერ,

ფორთოხალს – 8.8–ჯერ,

ბანანებს – 14.2–ჯერ,

პამიდორს – 3.3–ჯერ,

ბიგ–მაკს – 9.8–ჯერ მეტს.

სამუშაო დროში რომ გადავიყვანოთ, მაგალითად,

1 ლ ბენზინის შესაძენად საჭირო თანხის გამოსამუშავებლად ამერიკაში საჭიროა 2 წუთი და 20 წამი, საქართველოში კი – 29 წუთი და 30 წამი,

1 კგ ბანანების შესაძენად, შესაბამისად – 14.0–ჯერ მეტი დრო: ამერიკაში 4 წუთისა და 5 წამის სამუშაო დრო; საქართველოში კი –58 წუთი და 7 წამის სამუშაო დრო,

ბიგ–მაკის შესაძენად – 8.6–ჯერ მეტი დრო შესაბამისად – საქართველოში 1 საათი, 39 წუთი და 53 წამი, აშშ–ში კი – 11 წუთი და 38 წამი (ცნობისათვის: ერთი ბიგ-მაკის შესაძენი თანხის გამოსამუშავებლად საჭიროა: მსოფლიოში საშუალოდ 37 წუთის შრომა, მათ შორის ტოკიოში – 10 წუთის, ციურიხში – 15 წუთის, მოსკოვში – 21 წუთის, ბუდაპეშტში – 59 წუთის და კაიროში – 82 წუთის შრომა).

მეტისმეტად არასახარბიელოა საქართველოში პენსიონერთა მატერიალური მდგომარეობაც. 

ერთი შეხედვით, პროგრესი აქაც, ისევე როგორც ხელფასების ზრდაში, თვალშისაცემია:

.   2009 წელს 2003 წელთან შედარებით საშუალო პენსიის სიდიდე ამ ხნის განმავლობაში გაიზარდა 6.1-ჯერ (14-დან 85 ლარამდე), ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან პენსიონერთათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა – 5.2-ჯერ.

შინამეურნეობებში საპენსიო შემოსავლების ზრდა 2.2-ჯერ აღემატებოდა დანარჩენი შემოსავლების ზრდას (შესაბამისად, 4.4-ჯერ და 2.0-ჯერ).

ბოლო წლებში საშუალო პენსიის ზრდის დინამიკამ გადაუსწრო მთელი ფულადი შემოსავლებისა და საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდის დინამიკას.

ამ უკანასკნელის სიდიდე 2009 წლისთვის, 2003 წელთან შედარებით, ნეტო გამოსახულებით (დარიცხულ ხელფასს გამოკლებული საშემოსავლო გადასახადი) – მხოლოდ 4.1-ჯერ (112.6 ლარიდან 458 ლარამდე) გაიზარდა.

განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ამჟამად საშუალო პენსია დღეს მოქმედი საარსებო მინიმუმის დაახლოებით 2/3-ია, მაშინ როდესაც 2003 წელს 1/5-ზე ნაკლები იყო.

შედეგიც თვალსაჩინოა: თუ 2003 წელს ერთი თვის საშუალო პენსიით შესაძლებელი იყო 2.7 კგ საქონლის ხორცისა ან 14 კგ პურის შეძენა, 2009 წელს უკვე თითქმის 10 კგ ხორცის ან 58 კგ პურის შეძენა შეიძლება.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზრდის მიუხედავად, პენსია ჯერაც არ გაზრდილა საარსებო მინიმუმამდე მაშინ, როდესაც საშუალო ხელფასი უკვე 4.6-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს. 

        საარსებო მინიმუმზე ნაკლები სიდიდის პენსია კი ფაქტობრივად მხოლოდ სოციალური დახმარების ფუნქციის მატარებელია.

ამჟამინდელი პენსია პენსიონერთა ოფიციალური საარსებო მინიმუმის (რომლის სიდიდის ობიექტურობისადმი, მნიშვნელოვანი შემცირების გამო, საფუძვლიანი სკეფსისი არსებობს) დონეზე არსებობისთვისაც კი “საკმარისია” თვეში მხოლოდ ოცი დღის განმავლობაში.

შესაბამისად, ყოველი თვის ერთი დეკადის მანძილზე პენსიონერთა მოხმარება, ფიზიკური არსებობა მთლიანად მათსავე “მარიფათსა” და ახლობლების დახმარებაზეა[8] დამოკიდებული.

ბოლო წლებში სურსათზე ფასების ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებდა ფასების საერთო ზრდას.

         თუ 2009 წლის დეკემბერში 2003 წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციამ შეადგინა 54.1 პროცენტი, სურსათზე ფასებმა იმავე პერიოდში მოიმატა 79.5 პროცენტით, ანუ თითქმის 1.5-ჯერ მეტად.

ამავე დროს, კვებაზე, სურსათზე უფრო მეტი ეხარჯება მათ, ვინც უფრო დაბალშემოსავლიანია, ანუ პენსიონერებს.

        სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფასების ზრდა, ინფლაცია პენსიონერების მდგომარეობაზე გაცილებით უფრო მძიმედ აისახებოდა, ვიდრე საშუალოდ და მით უფრო, დანარჩენ მოსახლეობაზე. 

საქართველოში უკიდურესად საგანგაშოა პენსიონერთა და დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობათა თანაფარდობა.

ეს თანაფარდობა ოპტიმალურია, როდესაც ყოველ 100 პენსიონერზე არანაკლებ 280-300 დაქირავებით დასაქმებული მოდის.

საქართველოში დღეისათვის 624.9 ათასი დაქირავებით დასაქმებულია, ანუ ყოველ 100 პენსიონერზე მხოლოდ 74  დასაქმებულია – ოპტიმალურ დონესთან შედარებით დაახლოებით 4.3-ჯერ და ოცი წლის წინანდელ დონესთან – 3.4-ჯერ ნაკლები.

           ამასთან, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოში პენსიონერი კი არაა “ბევრი” (მათი რაოდენობა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში თითქმის 1/4-ით შემცირდა), არამედ დაქირავებით დასაქმებულია “ცოტა” (მათი რაოდენობა იმავე პერიოდში, როგორც უკვე ითქვა, თითქმის 3.4-ჯერ შემცირდა).

ზემოხსენებულ ოპტიმალურ თანაფარდობამდე კი არა, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობის თუნდაც გაორმაგების ხარჯზე ბიუჯეტში დამატებით აკუმულირებული სახსრებით შეიძლებოდა ყოველთვიური პენსიების, სულ ცოტა, 75-80 ლარით გაზრდა.

ბოლო წლებში პენსიის არსებითი ზრდის მიუხედავად, საშუალო ხელფასთან თანაფარდობა საქართველოში ჯერადად დაბალია, ვიდრე ეს იყო ამ ორი ათეული წლის წინათ.

        ამჟამინდელი პენსია პროცენტებში საშუალო ნეტო ხელფასთან (საშუალო დარიცხულ ხელფასს გამოკლებული საშემოსავლო გადასახადი) 1990 წლის მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ ჩამორჩება (1990 წ. – 36.7%; 2009 წ. – 19.0%). ამჟამად რომ ორი ათეული წლის წინანდელი თანაფარდობა იყოს, პენსია ამჟამინდელზე დაახლოებით 80 ლარით მაღალი იქნებოდა.  

        ამჟამინდელი საშუალო პენსიათავისი მსყიდველობითი უნარიანობით ორი ათეული წლის წინანდელი მინიმალური პენსიის დაახლოებით 45 პროცენტის ეკვივალენტურია. 

შემოსავლებით, არამედ დაგროვილი, გადანახული ფინანსური რესურსებითაც.

ამ ორი ათეული წლის წინანდელი საშუალო პენსია თითქმის უტოლდებოდა მაშინდელ საარსებო მინიმუმს, ხოლო პენსიონერთა დეპოზიტების საშუალო სიდიდე 22-ჯერ აღემატებოდა საარსებო მინიმუმს.

დღეისათვის პენსიონერთა საშუალო პენსია თითქმის 30 პროცენტით ჩამორჩება საარსებო მინიმუმს, ხოლო პენსიონერთა დეპოზიტების საშუალო სიდიდე 2-ჯერაც ვერ აღემატება მათს ამჟამინდელ საარსებო მინიმუმს.

             თუკი მაშინ პენსიონერთა დეპოზიტების მთლიანი თანხა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტს აღემატებოდა, დღეისათვის იგი მხოლოდ 1-1.5 პროცენტია.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ 1990-იანი წლების შემდეგ ბევრ პენსიონერს მიმდინარე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მოუწია უძრავი ქონების ელემენტების (პირველ რიგში ბინის, სახლის) გაყიდვა, ან შედარებით მცირე ფართობის ან ნაკლებად კომფორტულ საცხოვრისში გადასვლა, რათა “ნამეტი” ფართობის რეალიზაციიდან მიღებული თანხით საკუთარი და ოჯახის დანარჩენი წევრების სურსათში მიმდინარე მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა.

            არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ახლებურად აყენებს პენსიონერთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

1998 წელს საპენსიო ასაკი საქართველოში 5 წლით გაიზარდა – მამაკაცებისათვის 60-დან 65 წლამდე, ხოლო ქალებისათვის – 55-დან 60 წლამდე. ამის შედეგად, აგრეთვე ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ფაქტობრივი უცვლელობის გათვალისწინებით, მექანიკურად, დაახლოებით 30 პროცენტით შემცირდა პენსიონერთა მიერ პენსიების მიღების ხანგრძლივობა.

საპენსიო თასმის აწევით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ წინასაპენსიო ასაკის (45-64) წლის სამსახურდაკარგული ადამიანები, რომლებმაც მასობრივი უმუშევრობის პირობებში სამსახურის ხელახალი შოვნის შანსი ფაქტობრივად დაკარგეს და თავისებურ “ყრუ ასაკობრივ სივრცეში” (სამსახურისთვის უკვე “ხანდაზმულები”, პენსიისათვის კი – ჯერ კიდევ “ახალგაზრდები”) აღმოჩნდნენ.

საპენსიო ასაკის გადიდებით პენსიონერთა რიგებიდან დაახლოებით 300 ათასი ადამიანის “თამაშგარე მდგომარეობაში” აღმოჩენამაც კი ვერ შეიტანა არსებითი გარდატეხა საპენსიო უზრუნველყოფის ხარისხობრივ პარამეტრებში საერთაშორისო შედარებების მხრივ.

           დღეისათვის საქართველოს მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკობრივი თასმა და ყველაზე დაბალი საშუალო პენსია აქვს.

       თუ საქართველოში იგი 48 აშშ დოლარია, სომხეთში – დაახლოებით 65 დოლარი, აზერბაიჯანში – 106.7 დოლარი, ხოლო რუსეთის ფედერაციაში – 220 აშშ დოლარი. ამასთან, საშუალო ხელფასთან საშუალო პენსიის თანაფარდობითაც ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს: საქართველო – 15.2%, სომხეთი – 20.1%, რუსეთის ფედერაცია – 34.0%, აზერბაიჯანი – 34.9%.

 

დანართი 3. 

საქართველოს  მოსახლეობის  კეთილდღეობა და  სოციალურ–ეკონომიკური  სტრატიფიკაცია

  

      საქართველო  მოსახლეობის კეთილდღეობის, მათი  შემოსავლებისა  და ხარჯების  განაწილების მხრივ, არასდროს  წარმოადგენდა  „ეგალიტარულ სამოთხეს“, თუმცა  შესაბამისი  დეცილური  კოეფიციენტის  სიდიდე ( მოსახლეობის   სოციალურ– ეკონომიკური   უთანაბრობის  ერთ–ერთი  მნიშვნელოვანი  ინდიკატორი)  დაიანგარიშება მოსახლეობის  ყველაზე  მაღალშემოსავლიანი  მეათე  ჯგუფის  შემოსავლების/ხარჯების    თანაფარდობით  ყველაზე  დაბალშემოსავლიანი , პირველი  ჯგუფის  შემოსავლებთან /ხარჯებთან) 1980–იანი წლების  ბოლოსათვისაც  კი არ აღემატებოდა   თანაფარდობას   4:1–თან.

საბაზრო  ეკონომიკაზე  გადასვლის   შედეგად,   არა მარტო  ზოგადად   გაიზარდა   ზემოხსენებული  კოეფიციენტის   სიდიდე   (დღეისათვის იგი  მთლიანი ხარჯების მიხედვით  აღწევს  16.3–ს,  ხოლო  ფულადი  ხარჯების  მიხედვით  17.1–ს),  არამედ  არსებითი  ცვლილება  განიცადა  ათვლის  სიდიდეებმაც.

         ამჟამინდელი ღარიბები   საქართველოში  ორი ათეული  წლის  წინანდელ  ღარიბებზე  ხელმოკლენი  არიან, ხოლო ამჟამინდელი  მდიდრები   მაშინდელებთან შედარებით,  უფრო მდიდრები.

საქართველო, მთელი  რიგი  მიზეზების  გამო, პოსტსაბჭოთა   სივრცეში  ერთადერთი  ქვეყანაა,  რომელსაც  აბსოლუტური მოცულობით   ჯერაც ვერ  მიუღწევია  დამოუკიდებლობის მოპოვებამდე    არსებული  მთლიანი  შიდა  პროდუქტის    წარმოების  პიკური  დონისთვის.

          დღეისათვის  საქართველოს  მოსახლეობის  ერთ  სულზე  დაახლოებით   2,400  ათასი   აშშ  დოლარის   მთლიანი  შიდა პროდუქტი  მოდის–აშშ დონის  მხოლოდ   7  პროცენტი  და  საშუალო    მსოფლიო  დონის  32  პროცენტი.

აღნიშნული  გარემოებით უნდა  აიხსნას  ის  ფაქტი, რომ   საზოგადოების  სოციალურ–ეკონომიკური  სტრატიფიკაცია     ჯერადად  განსხვავდება იმ ოპტიმუმისაგან , რაზეც დიდი ხანია  არსებობს   კონსენსუსი  შესაბამის   სამეცნიერო და პრაქტიკულ   წრეებში (ღარიბებისა და მდიდრების  წილი–15–20   პროცენტი  თითოეული , საშუალო  კლასი –დაახლოებით 60–65 პროცენტი).

შესაბამისად,  ქვეყნისათვის  სიღარიბის  არსებული   დონის  შემცირება  და მოსახლეობის  კეთილდღეობის   შემდგომი  ამაღლება  სახელმწიფოს   სოციალურ–ეკონომიკური  პოლიტიკის ქვაკუთხედს  უნდა  წარმოადგენდეს.

           ამ მიმართულებით,  ძირითადი    ინსტრუმენტებია  დასაქმების   ზრდა, დასაქმების  სტრუქტურის   ოპტიმზაცია , დასაქმებულთა  შრომის   წარმოებლურობის  , ამის საფუძველზე კი–მთლიანი  შიდა პროდუქტისა  და მასთან მაღალ კორელაციაში– მოსახლეობის  კეთილდღეობის   ამაღლება .

საქართველოში  კეთილდღეობის დაბალი დონის( სამჯერადი ჩამორჩენა მსოფლიოს საშუალო დონისაგან)    უმნიშვნელოვანესი  ფაქტორი საზოგადოებაში საშუალო კლასსის დაბალი დონეა.

თავის   მხრივ ,  საშუალო  კლასის დაბალ წილს განაპირობებს დასაქმების   დაბალ დონე, დასაქმების დაბალ დონეს  კი,  შესაბამისად– მცირე და  საშუალო ბიზნესის დაბალი წილი  ქვეყნის  ეკონომიკაში,  დამატებული ღირებულების  შექმნაში.

საქართველოში საშუალო ბიზნესის  წილად მოდის  მთელი გამოშვების  მხოლოდ 15 პროცენტი, მაშინ როდესაც  27–ში  – დაახლოებით 2/5.

მსხვილი ბიზნესის წილი საქართველოში   ევროკავშირისას თითქმის  2–ჯერ  აღემატება,  სამაგიეროდ,  საშალო ბიზნესის  წილი 2–ჯერ ,  ხოლო მცირე  ბიზნესის წილი 3  ჩამორჩება შესაბამის ევროპულ დონეს.

ამასთან  , ბოლო წლებში არა  თუ  არ გაზრდილა  ასეთი  ბიზნესის  წილი, არამედ რამდენადმე  შემცირდა  კიდეც.

      არადა,  მცირე და საშუალო  ბიზნესი–ეს არის ახალი სამუშაო ადგილები,  მასობრივი დასაქმება  სოციალური    და   ეკონომიკური  სტაბილურობა, ეთილდღეობის  განსაზღვრული დონე.

ასეთი ბიზნესის   განვითარების  გარეშე რეალურ  პროგრესზე  და კეთილდღეობის  არსებით ზრდაზე  საუბარი  წარმოუდგენელია.

საქართველოში  ასევე   მცირერიცხოვანია   იმ მეწარმეთა რაოდენობა,   რომლებიც  დაქირავებული  პირების შრომას იყენებენ.

დღეისათვის , ოფიციალური სტატისტიკით  მათი რაოდენობა  25 ათასს კაცს  – თვით დასაქმებულთა  2 პროცენტს არ აღემატება.  ყოველივე ამის  მიზეზი  ჯერ კიდევ არასაკმარისად  ლიბერალური საინვესტიციო გარემოა.  მიუხედავად ბოლო წლებში  საგადასახადო  რეჟიმის  ლიბერალიზაციისა,

ექსპერტების  შეფასებით, საგადასახადო წნეხი  საქართველოში  ჯერ კიდევ აღემატება  ოპტიმალურს  დაახლოებით  1.5– ჯერ.

საბაზრო ეკონომიკაზე  გადასვლა საქართველოში  უაღრესად დრამატულ ვითარებაში   წარიმართა.  1990–იანი  წლების  პირველ ნახევარში  არასრული ოთხი წლის  მანძილზე  საქართველომ გადაიტანა ოთხი  სამხედრო კონფლიქტი   და სამოქალაქო  დაპირისპირება.  ცენტრალური და აღმოსავლეთ   ევროპასა და ყოფილი  საბჭოთა   კავშირის  შორის საქართველოს  ჰქონდა  ეკონომიკის ყველაზე   მაშტაბური   დაცემა.

1994 წელს  საქართველოს მთლიანი  შიდა პროდუქტი  1988 წლის დონის  მხოლოდ 22  პროცენტს  შეადგენდა.  კიდევ უფრო  საგრძნობლად   იყო  შემცირებული  სამრეწველო  პროდუქციის მოცულობა–დაახლოებით  6.1–ჯერ.

დღეისათვის  სამუშაო  ადგილები  მარტო  საქართველოს მრეწველობაში 20 წლის წინანდელთან შედარებით 6–ჯერ  და მეტად– დაახლოებით 400 ათასით არის  შემცირებული.

ეკონომიკის  ვარდნამ, ეკონომიკურ საქმიანობათა და მთელი რიგი დარგების  კვდომამ  მრავალი  ასეული  ათასი ადამიანი უმუშევრად დატოვა.

1980–იანი წლების ბოლოსთან შედარებით  2009 წლისათვის  საქართველოს მოსახლეობა  შემცირდა 21 პროცენტით, მაშინ როდესაც  დასაქმებულთა  რაოდენობა – 1.5– ჯერ  მათ შორის დაქირავებით  დასაქმებულთა რაოდენობა–თითქმის 3.7– ჯერ – 1700 კაცით.

საკმარისია ითქვას, რომ ამ პერიოდში  დაქირავებულთა საერთო  რაოდენობის შემცირება 1.5 –ჯერ და მეტად აღემატებოდა  ქვეყნის მოსახლეობის  საერთო  რიცხოვნობის შემცირებას. ბევრი ადრინდელი   დაქირავებით დასაქმებული– თვითდასაქმებული გახდა( ძირითადად  სოფლის მეურნეობაში).   მრავალი ათეული  ათასი  ადამიანი კი სხვა ქვეყნებში გავიდა  შრომით მიგრაციაში.

დღეისათვის საქართველოში შრომით  მიგრანტთა რაოდენობა  დაახლოებით  1.4–ჯერ აღემატება. საქართველოში დასაქმებულთა მთლიან რიცხოვნობას.

თავად  საქართველოში უმუშევრობის დონე 2008  წლის ბოლოს  მდგომარეობით ოფიციალური სტატისტიკით, 16.5 პროცენტია.

            ამასთან,  დასაქმებულთა  მხოლოდ   1/3–ზე  ოდნავ მეტია  (35.7%)  დაქირავებით დასაქმებული;  დანარჩენი  დასაქმებულები( 64. 3% ) –

თვით დასაქმებულები  არიან.

საქართველოში, ოფიციალური სტატისტიკით, 1.4  მილიონზე მეტი  შინამეურნეობაა.შესაბამისად, დღეისათვის  ,  უკეთეს შემთხვევაში  ქვეყანაში ყოველი  5 შინა მეურნეობიდან  მხოლოდ 2 დაქირავებით   დასაქმებული.

ამდენად, საქართველოში  დღეისათვის, დაფიქსირებულ  1918 ათასი   ეკონომიკურად   აქტიურ   ადამიანს უნდა დაემატოს ქვეყნიდან  გასული 800  ათასი შრომითი ემიგრანტი,  რომლებიც  ადგილზე სათანადო სამუშაო   ადგილების არსებობის  პირობებში  დარჩებოდნენ.

სხვა  გვარად რომ ვთქვათ, 2008  წლის  ბოლოსათვის საქართველოს პოტენციური სამუშაო ძალის რიცხოვნობა  შეიძლება  ყოფილიყო 2 718ათასი ადამიანი.

აქედან საქართველოში  სამუშაო ვერ ნახა  1  116 ათასმა ადამიანმა(316 ათასი–საქართველოში დაფიქსირებული  უმუშევარი  და 800 ათასი– შრომითი  მიგრანტი), რის გამოც   ქვეყანაში    ბრუტო  უმუშევრობის  დონის საქართველოს მთელი  შრომით პოტენციალის– ქვეყანაში მყოფთა  და ქვეყნიდან გასულთა  ერთობლივი  რიცხოვნობის  – გათვალისწინებით, 41პროცენტსაღემატება.

            შესაბამისად, საქართველოში დასაქმებულია  ეკონომიკურად აქტიური  მოსახლეობის   მხოლოდ  59% ,ხოლო დაქირავებით  დასაქმებულთა  წილი  ქვეყანაში  საქართველოს მთელ ეკონომიკურად აქტიურ  მოსახლეობაში ( შრომითი მიგრანტების  გათვალისწინებით) მხოლოდ 21 პროცენტია.

გამოდის,  რომ საქართველოს  შრომისუნარიანი  ასაკის მოქალაქეთაგან   ანაზღაურებით  შრომით საქმიანობას  საკუთარი  ქვეყნის ტერიტორიაზე დღეისათვის  ახერხებს მხოლოდ  ყოველი მეხუთე (21%).

         დასაქმების  პრობლემა  იმდენად  ფუნდამენტური  პრობლემაა  საქართველოს  მოსახლეობისათვის, რომ მის სიმწვავეს  ვერ ხსნის  თვით ის გარემოებაც  ,  რომ ბოლო  წლებში   დასაქმებულთა საშუალო ხელფასი  დაახლოებით სამჯერ  უფრო სწრაფად   იზრდებოდა  მ.შ.პ.  ის  ნომინალურ ზრდასთან   შედარებით.  იმდენად არ აქვს დაქირავებით   დასაქმებას  ქვეყანაში  საყოველთაო ხასიათი , რომ ხელფასის  ზრდის  ეკონომიკური ეფექტი  ფერმკრთალდებოდა  მოსახლეობის  მთლიან შემოსავლებში  მათი დაბალი წილისა და პერნამენტულად  მზარდი მოთხოვნილებისა, გადასახადებიასა და ფასების  ფონზე.

2009 წლის  პიველი  კვარტლის  მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი  დაახლოებით  330  აშშ  დოლარის  ექვივალენტია.  ეს  2003  წლის  შესაბამის  მაჩვენებელს 5 .5–ჯერ აღემატება.

შედარებისათვის:  იმავე პერიოდში  შინა მეურნეობათა მთლიანი  ხარჯების  ფაქტობრივი მოცულობა მხოლოდ   1.5 –ჯერ არის  გაზრდილი, რეალურ განზომილებაში კი , სამომხმარებლო  ფასების  იმავე პროპორციით ზრდის გამო,  ფაქტობრივად არ შეცვლილა.

ამგვარი განსხვავება  საშუალო ხელფასის  ზრდასა და შინამეურნეობათა რეალურ  კეთილდღეობას  შორის ძირითადად  გამოწვეულია,  როგორც ზემოთ აღინიშნა,  ხელფასების  მიმღებთა დაბალი  წილით, აგრეთვე ლარის  კურსის აშშ  დოლართან  გამყარებით.

2009 წლის  ივლისში  ლარისა  და აშშ დოლარის  კურსი შეადგენდა :1შ.შ.  დოლარი=1.675 ლარი, მაშინ როდესაც  2003 წლის  ბოლოს  – 2.11–ს, ხოლო  1999წლის  8 მარტს (ამ თანაფარდობის   აშშ  დოლარისათვის  მაქსიმალური კურსის  დროს  )–2.45  ლარს.

შედარებისათვის ;  2009 წლის ივლისში     ინფლაციამ  2003 წლის  დეკემბერთან შეადგინა 51 პროცენტი, ხოლო 1999 წლის  მარტთან –117პროცენტი.  გამოდის, რომ იმ საქონლის შესაძენათ, რასაც 1999 წლის მარტში  საქართველოს  შიდა  სამომხმარებლო ბაზარზე 100 აშშ დოლარი ეყოფოდა 2009 წლის  ივლისში თითქმის  320 აშშ დოლარი გახდა საჭირო.

საქართველოში  დაქირავებით დასაქმებულთა  წილი  მთელ მოსახლეობაში 14 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც აშშ–ში  იგი 47 პროცენტია , ხოლო  რუსეთის ფედერაციაში  42  პროცენტი.

ბოლო წლებში, ერთის მხრივ, საშუალო ხელფასის სწრაფი ზრდის , ხოლო მეორეს მხრივ დაქირავებით დასაქმებულთა   დაბალი წილის გამო  საშუალო ხელფასის  დონით  საქართველოს შედარებამ სხვა ქვეყნებთან  მნიშვნელოვანწილად  დაკარგა  თავისი ეკონომიკური  შინაარსი.

მაგალითად, ნომინალურად 2008  წლის მიხედვით საქართველოში საშუალო ხელფასი  აშშ დონის  11.2 პროცენტია ( შესაბამისად  37.5  ათასი აშშ. დოლარი  და  4.2  ათასი აშშ დოლარი). მაგრამ მოსახლეობის  ერთსა  და იმავე  რაოდენობაზე  გაანგარიშებით  აშშ–ში  3.4 ჯერ მეტი დაქირავებით  დასაქმებულია  საქართველოსთან შედარებით.

2009 წლის  ივლისში  ბიგ–მაკი  ნიუ იორკში  ღირდა  3.57 დოლარი , თბილიში  6.80  ლარი  , ანუ ლარის  აშშ  დოლართან ოფიციალური კურსის  (1 დოლარი =1.665 ლარი) გათვალისწინებით –4.08 დოლარი  –ამერიკის  დონის  114.6 პროცენტი.

იმ არგუმენტს, რომ საქართველოში ფასების  საშუალო დონე ამერიკისას მნიშვნელოვნად  ჩამორჩება  და ქართული  ვალუტის კურსი  მის პარიტეტთან რამდენადმე  დაბალია,  თანდათანობით  ყავლი  გასდის.

რიგი სამომხმარებლო საქონლის   მიხედვით( ფრინველის ხორცი, კვერცხი, ბანანი ბენზინი სატელეფონო საუბრის ტარიფი,etc.)  საქართველოში   ფასები   საგრდძნობლად აღემატებოდა  აშშ–ს დონეს.  აღნიშნულ  დასკვნას  აძლიერებს ის გარემოებაც , რომ ბიგ– მაკის  ინდექსის  მიხედვით, საქართველომ 2009 წლის ზაფხულიდან უკვე  გადაუსწრო  ა.შშ.–ს დონეს.

მოსახლეობის კეთილდღეობაზე  მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  2 გარემოება: მაკრო ეკონომიკის დონეზე  მთლიანი შიდა პროდუქტის  განაწილების სტრატეგია  და შემოსავლების სახეების  დივერსიფიკაცია.

2003  წლის  შემდეგ საქართველოში   მშპ–ის    სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი წარიმართა საზოგადოების  კოლექტიური მოხმარების, ინსტიტუციური  აღმშენებლობისათვის . მაგალითად,  2008 წელს 2003 წელთან შედარებით მშპ–ს ყოველი ერთი ლარის მატებაზე  (  მიმდინარე ფასებში) შინა მეურნეობათა ფაქტობრივი ხარჯების  მოცულობა გაიზარდა  27.8 თეთრით, მაშინ როდესაც   წინა 5 წლის მანძილზე (2003 წელს 1998 წელთან შედარებით შესაბამისი მაჩვენებელი შადგენდა  42.8  თეთრს, ანუ  54 პროცენტით მეტს.

2008 წელს  2003 წელთან შედარებით  მშპ ნომინალურად გაიზარდა 2–ჯერ და მეტად,  რეალურ განზომილებაში– დაახლოებით 1.5–ჯერ, მაშინ  როდესაც   ერთი   შინამეურნეობის  ხარჯებმა ნომინალურად 1.5.– ჯერ მოიმატა, ხოლო რეალურ განზომილებაში –  უცვლელი დარჩა.

შესაბამისად, საქართველოს შიდა მეურნეობათა მთლიანი  ხარჯების  მოცულობის თანაფარდობა  ქვეყნის  მ.შ.პ ––სთან  შემცირდა  2003 წლის  62.2 პროცენტიდან  2008 წლის  49.1 პროცენტამდე.

შედარებისათვის: შინამეურნეობათა მთლიანი  თანაფარდობა მპს–თან  სსრკ–ში ,  1985 წელს  შეადგენდა 48 პროცენტს  და  „პერესტროიკის“დასასრულისათვის  , 1990 წლისათვის  სამხედრო – სამრეწველო  კომპლექსის კონვერსიისას  და რიგი სხვა მიზეზების გამო  მისი წილი  50.1 პროცენტამდე გაიზარდა.

გზების საწარმოო და  სოციალური  ინფრასტრუქტურების   ობიექტების მშენებლობა –  რეაბილიტაციამ  ,  ქვეყნის  თავდაცვის  უნარიანობის  საკითხებმა მოითხოვეს  მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზაცია (საბიუჯეტო დაფინანსება  თავდაცვაზე2007 წელს 2003 წელთან შედარებით  საქართველოში გაიზარდა თითქმის 25 – ჯერ მაშინ, როდესაც   სოციალური ხარჯები–  მხოლოდ 3.2–ჯერ), რაც პირდაპი აისახება შინამეურნეობათა შემოსავლებზე.

გზების დაგება,  სახელწიფო ინსტიტუტების  გაძლიერება, ჯარის  ყოფითი და  კვების პირობების  გაუმჯობესება – საერთო კეთილდღეობის  ზრდაზე მიუთითებს, ამ დროს უშუალოდ ოჯახურ ბიუჯეტში შესული თანხები  უცვლელი რომ   რჩებოდეს.

ყოველივე  ეს  ხელს უწყობს  სამუშაო ძალის უკეთ ფორმირებას კვლავ წარმოების  პირობების  გაუმჯობესებას, საბოლოო ჯამში კი ზრდის  მისი მობილურობისა და  გამოყენების ეფექტურობას.

მიუხედავად საშუალო ხელფასის  ზემოხსენებული საგრძნობი  ზრდისა  საზოგადოებაში  დაქირავებით დასაქმებულთა  დაბალი წილის გამო,  შინა მეურნეობათა მთლიან  სახსრებში  შრომის ანაზღაურების წილი არ აღემატება 30.9 პროცენტს , მათ შორის ფულად სახსრებში – 36.9 პროცენტს.

შედარებისათვის  – 1990–იანი წლების დასაწყისში  დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე   მოდიოდა   შინა მეურნეობათა  საერთო შემოსავლების თითქმის ¾.

 

დანართი 4

 ხელფასების სოციალურ-ეკონომიკური ფუნქცია

იყო დრო, როდესაც საქართველოში ხელფასების წილად ოჯახების შემოსავლების სამი მეოთხედი მოდიოდა. ინ დროს მუშა-მოსამსახურეთა რაოდენობა 2.2 მილიონ კაცს _ მთელი მოსახლეობის 2/5-ს აღემატებოდა.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის რთულმა, წინააღმდეგობრივმა და დრამატულმა პროცესებმა ხელფასს დიდი ხნით დააკარგვინა ოჯახების შემოსავლების არათუ ერთადერთი, არამედ ძირითადი ფუნქციაც _ საშუალო ხელფასის მსყიდველობითი უნარიანობა საქართველოში 1994 წლისათვის, 1988 წელთან შედარებით, 6-ჯერ და მეტად შემცირდა. საგრძნობლად ჩამორჩა იგი, საარსებო მინიმუმსაც როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორშიც.

ხელფასების სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციის თანდათანობითი დაკნინების პროცესი, ჩვენთან, მხოლოდ ეროვნული ვალუტის _ ლარის შემოღების შემდეგ შეწყდა: დაიწყო მისი ნომინალური და რეალური ზრდა, თუმცა საარსებო მინიმუმს იგი მხოლოდ 2003 წელს დაეწია.

1996-2003 წლებში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი შესაბამისი წლის საარსებო მინიმუმის დონეზე მაინც რომ ყოფილიყო, დასაქმებულებს ჯამში ფაქტობრივთან შედარებით არანაკლებ 1.7 მლრდ. ლარით მეტი უნდა მიეღოთ.

რადგანაც, საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი სხვა არაფერია, თუ არა დაქირავებულის მიერ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, დამქირავებლის სუბსიდირება, შეიძლება ითქვას, რომ იმ წლებში სახელმწიფო სექტორში
დასაქმებულნი, სულ ცოტა, აღნიშნული თანხით ,,შეეწივნენ” სახელმწიფო ბიუჯეტს და შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებს…

ხელფასების სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციის რეანიმაციაში ახალი ეტაპი 2003 წლიდან იწყება.
იმ წელს საშუალო ხელფასმა 126 ლარი შეადგინა (მაშინდელი კურსით _ 60 დოლარი).
2009 წლისათვის, 2003 წელთან შედარებით, საშუალო ხელფასები გაიზარდა 4.4-ჯერ (აშშ დოლარებში _5.6-ჯერ) და 2009 წლის პირველი ნახევრის მიხედვით 560 ლარი შეადგინა (337 დოლარი), მაშინ როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი იმავე პერიოდში გაიზარდა მხოლოდ 1.9-ჯერ. განსაკუთრებით გაიზარდა საჯარო მოხელეების ხელფასები.

ხელფასების ზრდა პირდაპირ აისახა მოსახლეობის შემოსავლებზე:

განვლილ პერიოდში 1.5-ჯერ გაიზარდა ხელფასების წილი შინამეურნეობათა მთლიან შემოსავლებში, ხოლო ერთი შინამეურნეობის საშუალო ფულად შემოსავლებთან საშუალო ხელფასის თანაფარდობა ფაქტობრივად გაორმაგდა (2003 წლის 57.6 პროცენტიდან 2008 წლის 113 პროცენტამდე). ხელფასმა მნიშვნელოვანწილად დაიბრუნა 1990-იანი წლების პირველ ნახევარში დაკარგული თავისი სოციალურ-ეკონომიკური ფუნქცია და სტატუსი.

აღნიშნულ პროცესს ,,საერთაშორისო რეზონანსიც” ჰქონდა.
2009 წლის პირველი ნახევრის მიხედვით საქართველო, იმ დროისათვის ჯერ კიდევ დსთ-ს გაერთიანების ფორმალური წევრი, საშუალო ხელფასის სიდიდით მეხუთე ადგილზე გავიდა, ჩამორჩა რა მხოლოდ რუსეთის ფედერაციას, ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და ბელორუსს (ამ უკანასკნელს უმნიშვნელოდ _ მხოლოდ 1.5 პროცენტით).
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩამორჩენის დაძლევა რუსეთის ფედერაციასთან. საშუალო ხელფასი საქართველოში ამ ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელთან ჯერ კიდევ 2005 წელს მესამედზე ნაკლები იყო – 32.6 (შესაბამისად, 350 და 114 დოლარი; ამჟამად თანაფარდობა უკვე 62 პროცენტს აღწევს (541 დოლარი და 337 დოლარი).

მოყვანილი მონაცემებით, პროგრესი აშკარაა. თუმცა იმის თქმა, რომ ,,სახელფასო ფრონტზე” ყველაფერი კარგადაა და პოზიტიური ტენდენციების მხრივ სტრატეგიული გარდატეხაა შეტანილი ნამდვილად არ შეიძლება.

პირველი და მთავარი მიზეზი იმისა, რომ მთლიანობაში ქართული საზოგადოება ვერ გრძნობს ხელფასების საგრძნობი მატების გავლენას საკუთარ კეთილდღეობაზე, არის ხელფასის მიმღებთა კატასტროფულად დაბალი რაოდენობა
.
უფრო მეტიც, ბოლო წლებში, კერძოდ, 2003 წლის შემდეგ მათი აბსოლუტური რაოდენობა არა თუ გაიზარდა, არამედ შემცირდა კიდევ 46 ათასი კაცით (7.5-ით).
2003 წლის შემდეგ საქართველოში იმ შინამეურნეობათა რაოდენობა, რომლებსაც ჰყავთ ხელფასის ან ხელფასის ტიპის შემოსავლის მიმღები წევრები, თითქმის 8 პროცენტული პუნქტით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ იმავე პერიოდში შემცირდა როგორც დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 213 ათასით (11.7 პროცენტით), ისე თვითდასაქმებულთა რაოდენობა 166 ათასით (თითქმის 14 პროცენტით).
საქართველოში დღეისათვის, 1990-იანი წლების დასაწყისთან შედარებით, ხელფასს იღებს 3.9-ჯერ ნაკლები ადამიანი, მაშინ როდესაც მოსახლეიბის რაოდენობა შემცირებულია მხოლოდ 1.5-ით.

ამიტომ, ხელფასის სოციალურ-ეკონომიკური ფუნქციის დინამიკაზე საუბრისას უკვე აღარაა საკმარისი მისი საშუალო სიდიდით აპელირება.
აუცილებლადაა გასათვალისწინებელი მის მიმღებთა რაოდენობაც, უფრო სწორედ ის ხელფასის ფონდი, რომელსაც მოსახლეობის ერთასა და იმავე რაოდენობაზე გათვლილი დასაქმებულები გამოიმუშავებენ.
ამისათვის კარგ მაგალითად გამოდგება საქართველოსა და აშშ-ის მონაცემების შედარება.

ყოველ 1000 კაცზე დღეისათვის საქართველოში დაქირავებით მუშაობს 132 კაცი, აშშ-ში კი _ 426, ანუ 3.2 ჯერ მეტი. საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში, როგორც უკვე ითქვა, 337 დოლარია, ამერიკაში _ 3198 დოლარი.
საშუალო ხელფასი საქართველოში ამერიკის დონის 10.5 პროცენტს შეადგენს. კიდევ უფრო დაბალია მინიმალური ხელფასის ოფიციალური დონე საქართველოში ამერიკულთან შედარებით _ 6.4

იმის გამო,რომ დასაქმების დონე საქართველოში ამერიკაზე 3.2 ჯერ დაბალია, მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასის ჯამური მაჩვენებელი საქართველოში ამერიკული მხოლოდ 3.25 პროცენტს აღწევს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეისათვის მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით საშუალო ხელფასის მყიდველობითი უნარიანობა საქართველოში აშშ-ზე 30.7 ჯერ ნაკლებია.

განვლილ პერიოდში ვერ მოხერხდა ვერავითარი გარდატეხა უმუშევრობის დაძლევის საქმეში.
უფრო მეტიც, იგი კიდევ უფრო გამწვავდა და ეკონომიკურიდან უმწვავეს სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემად იქცა.
მისი დონე 2003 წლის 11.5 პროცენტიდან 2008 წლის ბოლოსათვის 16.5 პროცენტამდე გაიზარდა. დღეს 2003 წელთან შედარებით ქვეყანას 80 ათასით მეტი უმუშევარი ჰყავს.
თუკი 2003 წელს ყოველ 1000 დაქირავებით დასაქმებულზე 381 უმუშევარი იყო, 2009 წელს _ უკვე 552, ანუ 45 პროცენტით მეტი.

ამიტომაც შემთცვევითი არ არის, რომ სოციოლოგიურ გამოკითხვებში არსებული პრობლემებიდან მნიშვნელობით მოსახლეობა პირველ ადგილზე უკვე კარგა ხანია არა ტერიტორიული მთლიანობის, არამედ უმუშევრობის პრობლემას აყენებს.

სამუშაო ადგილების სიმცირემ და უმუშევრობის მაღალმა დონემ საქართველო სერიოზულად და დიდი ხნით ჩააყენა მაღალი მიგრაციის მქონე ქვეყნების რიგში. დღეისათვის საქართველოდან სამუშაოს საშოვნელად უცხოეთში წასულია (ეთნიკური მიგრანტებისა და ქვეყნიდან არაეკონომიკური მიზეზებით გასულთა გარეშე) ჩვენი 800 ათასზე მეტი თანამემამულე.

წლიდან წლამდე იზრდება უცხოეთიდან შრომითი მიგრანტების მიერ თანხების რეპატრიაციაც. საქართველოში მათ მიერ გადმოგზავნილი თანხების მოცულობამ 2003 წელს შედაგინა 196.6 მლნ. აშშ დოლარი, 2008 წელს კი _ 1002 მლნ. აშშ დოლარი (5-ჯერადი ზრდა 2003 წელთან შედარებით).

დღეისათვის შრომითი მიგრანტების მიერ სამშობლოში რეპატრირებული თანხების მოცულობა ქვეყანაში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის რვა პროცენტს შეადგენს.

ხელფასის რეალურ სიდიდეს მისი მსყიდველუნარიანობა განსაზღვრავს. ბოლო წლებში მისმა ზრდამ ფასების საერთო დონის ზრდას თითქმის 3-ჯერ გადაუსწრო. შედეგად საშუალო ხელფასით ამჟამად შესაძლებელია, მაგალითად, დაახლოებით 60 კგ. საქონლის ხორცის შეძენა. ნაცვლად 2003 წლის 22 კგ-ისა.

პროგრესი აშკარაა, მაგრამ ეს მხოლოდ იმეორებს 1990-იანი წლების დასაწყისის დონეს, როდესაც დაქირავებით დასაქმებულობის დონე ტითქმის 4-ჯერ, ხოლო დასაქმებულობის საერთო დონე 1.5-ჯერ უფრო მაღალი იყო ამჟამინდელთან შედარებით.
თანაც, დღეისათვის მთელი რიგი საქონლის მიხედვით ფასები საქართველოში მნიშვნელოვნად უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ში.

მაგალითად, 2009 წლის სექტემბერში საქართველოში უფრო ძვირი იყო აშშ-თან შედარებით:
კვერცხი და ბიგ-მაკი _ 11-11%-ით თითოეული,
რძე _ 32.7%-ით,
ბენზინი _ 41.1%-ით,
ფრინველის ხორცი _ 43.3%-ით,
ბანანი _ 58.5%-ით.

საშუალო ხელფასით, ჩვენთან, ამერიკასთან შედარებით შესაძლებელია 7.1-ჯერ ნაკლები ელექტროენერგიის, 13.8-ჯერ ნაკლები, ბენზინის, 11-ჯერ ნაკლები ხორცის შეძენა.

ბოლო წლებში კი ეს თანაფარდობა ბევრი პოზიციის მიხედვით არა თუ არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა კიდევ. მაგალითად, ბიგ-მაკის ფასმა საქართველოში იმდენად მოიმატა, რომ დღეისათვის საშუალო ხელფასით მისი შეძენის მსყიდველობითუნარიანობა ანალოგიურ ამერიკულ მაჩვენებელს 1.3-ჯერ უფრო მეტად ჩამორჩება, ვიდრე ამ სამიოდე წლის წინათ _ 2006 წელს საშუალო ხელფასით საქართველოში შეიძლებოდა მხოლოდ 8-ჯერ ნაკლები ბიგ-მაკის შეძენა, ვიდრე აშშ-ში, 2009 წელს კი _ უკვე 10.6-ჯერ ნაკლებისა.

 

დანართი 5

  ადამიანური კაპიტალი- ეროვნული სიმდიდრის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი

საბაზრო ეკონომიკა მნიშვნელოვნად აფართოებს ეროვნული სიმდიდრის ჩარჩოებს, ტვირთავს მას ახალი შინაარსით.

,,ტრადიციულ” მატერიალურ-ნივთობრივი ფორმის მქონე ელემენტებსა და საშიანაო ქონებასთან ერთად ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მოთხოვნის შესაბამისად, მასში გაითვალისწინება ისეთი ელემენტები, როგორიცაა ინფორმაცია, ცოდნის, გამოცდილების, ტექნოლოგიების გამოყენების უფლება, აგრეთვე ყოველივე ამ დოვლათისა და ინფორმაციული რესურსის ადამიანური გამოყენების უნარი.

დღეს უკვე აღარ წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ადამიანურ ფაქტორზე.

უფრო მეტიც, ადამიანური კაპიტალი თავად ხდება ეროვნული სიმდიდრის იმანენტური, ობიექტური და ბევრი ქვეყნისთვის ეროვნული სიმდიდრის მთავარი ელემენტი.

რაც უფრო განვითარებულია ეკონომიკა, მით უფრო მაღალია მოცემული საზოგადოების ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის წილი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის წილით შეგვიძლია ვიმსჯელოთ მოცემული საზოგადოების ეკონომიკური განვითარების დონეზე.

ადამიანური კაპიტალი _ ეს ფაქტობრივად, კაპიტალიზებული სამუშაო ძალაა, ამ უკანასკნელის კვლავწარმოების ერთი ციკლის განმავლობაში წარმოებული დოვლათის (დამატებული ღირებულების) ჯამური სიდიდე.

ამ მოსაზრებას აძლიერებს ის გარემოება, რომ სამუშაო ძალის კვლავწარმოებას, მის ფაქტობრივ ღირებულებას განაპირობებს არა მხოლოდ მოსახლეობის ინდივიდუალური შემოსავლები, არამედ კოლექტიური მოხმარების უდიდესი ნაწილი (პირველ რიგში, სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებზე გაღებული ხარჯები), რაც უფრო მეტი ინვესტიციაა ჩადებული პიროვნების მომზადებაში, მის სწავლებაში, პროფესიულ ფორმირებაში, მით უფრო მაღალია მისი მწარმოებლურობა.

ადამიანის, სამუშაო ძალის კვლავწარმოებაზე გაწეული ინდივიდუალური და კოლექტური (საზოგადოებრივი) დანახარჯები უნდა ჩაითვალოს ადამიანური კაპიტალის კვლავწარმოებაზე გაღებულ ხარჯებად.

 

ბოლო წლებში არახელსაყრელი დემოგრაფიული ვითარების გამო ყოველ ორ წელიწადში საქართველოს მოსახლეობა თითო წლით ბერდება.

1989 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო ასაკი 33.6 წელი იყო, 2002 წელს _ 36.1 წელი, 2005 წელს _ 37.5 წელი შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში მოსახლეობის ერთი წელი დაბერება ამცირებს საქართველოს ადამიანური კაპიტალის ღირებულებას დაახლოევით 14.0 მლრდ. ლარით, ანუ 8 მლრდ. აშშ დოლარით.

საქართველოსთან შედარებით მოსახლეობის საშუალო ასაკი სომხეთში 3.5 წლით, ხოლო აზერბაიჯანში _ 5.8 წლით ნაკლებია. ანუ, სომხეთისნაირი დემოგრაფიული სტრუქტურის შემთხვევაში საქართველო შეიძლება მოსახლეობის იმავე რაოდენობაზე ჰქონდა ფაქტობრივთან შედარებით დაახლოებით 15 პროცენტით მეტი, ხოლო აზერბაიჯანის მსგავსი დემოგრაფიული სტრუქტურის შემთხვევაში _ 25 პროცენტით მეტი ადამიანური კაპიტალი.

მიუხედავად იმისა, თუ რა მეთოდით ხდება ადამიანური კაპიტალის განსაზღვრა, არსებობს კანონზომიერება:

ადამიანური კაპიტალის ზრდა წინ უსწრებს ეროვნული სიმდიდრის სხვა ელემენტების (ბუნებრივი სიმდიდრის, დაგროვილი ქონების ელემენტების) ზრდას (1) და რაც უფრო მაღალგანვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მაღალი ხვედრითი წილი უკავია მასში ადამიანურ სიმდიდრეს (2).

ასე მაგალითად, XXI საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის წილად მოდიოდა მთელი ეროვნული სიმდიდრის მხოლოდ 30 პროცენტი, მაშინ როდესაც აშშ-ში _ 77 პროცენტი, რუსეთში _ 50 პროცენტი, ოპეკის ქვეყნებში _ 46 პროცენტი.

საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეში ადამიანური კაპიტალის შედარებით დაბალი წილი შეიძლება აიხსნას არა ბუნებრივი რესურსების სიუხვით, არამედ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკაში შექმნილ სირთულეებით და ყველაზე კვალიფიციური და რეპროდუქციული უნარის მქონე სამუშაო ძალის ქვეყნიდან ინტენსიური გადინებით.

მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში ქვეყანაში განვითარებული კარგად ცნობილი მოვლენების გამო თუ საქართველოს მთელი ეროვნული სიმდიდრე შემცირდა 40.2 პროცენტით, მისი მატერიალურ-ნივთობრივი სიმდიდრე _ მხოლოდ 4.0 პროცენტით, ადამიანური სიმდიდრე კი 61.7 პროცენტით, ანუ 2.6-ჯერ.

ადამიანური კაპიტალის წილი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეში შემცირდა 46-დან 30 პროცენტამდე.

საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისიდან ფართო ხასიათი მიიღო ეკონომიკურმა მიგრაციამ.

მაგალითად, საქართველოდან გასულთა (1.300 000 – 1.400 000 ადამიანი) არანაკლებ 2/3 შრომითი მიგრანტი იყო.

ასეთთა შორის მაღალი იყო როგორც განათლების საერთო დონე, ისე შრომითი უნარ-ჩვევები და კვალიფიკაცია.

უმაღლესი განათლების მქონეთა რაოდენობა შრომით მიგრანტებში დაახლოვებით 1.4-ჯერ, ხოლო 20-50-წლიანი მიგრანტებისა – 2.1-ჯერ აღემატებოდა შესაბამისი ცენზის მქონეთა წილს საქართველოს მთელ მოსახლეობაში.

ამასთან, ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის კვალობაზე შეინიშნება პოზიტიური ტენდენცია:

ჩვენი შეფასებით. 2006 წლისათვის 2000 წელთან შედარებით, საქართველოს მატერიალურ-ნივთობრივი სიმდიდრე (ეროვნული ქონება) გაიზარდა დაახლოებით 15 პროცენტით, ხოლო ადამიანური კაპიტალი _ არანაკლებ 25 პროცენტით.

ადამიანური კაპიტალის უპირატესი ზრდა ეროვნული სისდიდრის სხვა ელემენტებთან შედარებით, თავის მხრივ, დღის წესრიგში აყენებს ეროვნული სიმდიდრით კვლავწარმოების ციკლის ხანგრძლივობის განსაზღვრის ახალ პარადიგმაზე გადაყვანის საკითხსაც.

მას შემდეგ, რაც დამკვიდრდა ტერმინი ეროვნული სიმდიდრე (XIX ს. დასაწყისი), მეცნიერთა უმრავლესობა ეყრდნობოდა მოსაზრებას, რომ ეროვნული სიმდიდრის სასიცოცხლო ციკლი ახლოს უნდა იყოს ძირითადი კაპიტალის კვლავწარმოების ციკლთან.

დანართი 6 .   

 

             საქართველოს მოსახლეობის გარემიგრაციული სალდოს დინამიკა 1991–2008 წლებში[9]

ათასი კაცი)

წლები

გარემიგრაციული სალდო მუდმივი მოსახლეობა გარემიგრაციული სალდო  %–ით მუდმივ მოსახლეობასთან

1991

–22.6

5453.3

–0.42

1992

-139.3

5467.4

–2.55

1993

-140.9

4778.6

–2.95

1994

-142.6

4929.9

–2.90

1995

–127.2

4794.2

–2.65

1996

–123.1

4674.5

–2.63

1997

–123.1

4558.4

–2.70

1998

–39.2

4504.9

–0.87

1999

–36.3

4469.8

–0.81

2000

-35.2

4435.2

–0.79

2001

-32.6

4401.4

–0.74

2002

-27.8

4371.5

–0.64

2003

-27.5

4342.6

–0.63

2004

5.5

4315.2

+0.13

2005

76.3

4321.5

+1.77

2006

-12.1

4401.3

–0.28

2007

-20.7

4 394.7

–0.47

2008

-10.2

4 382.1

–0.23

სულ 1991–2008 წლებში

–1060.4

X

X

დანართი 7. 

აფხაზეთის მოსახლეობა ქალაქებისა და რაიონების მიხედვით
1989 და 2003 წლებში

(კაცი)

  

 

1989

2003

2003 წელი პროცენტობით 1989 წელთან

მოსახლეობა – სულ

525061

214016

40,8

მათ შორის:
ქ. სოხუმი

119150

43716

36,7

სოხუმის რაიონი

39516

11747

29,7

გაგრის რაიონი

77079

37002

48,0

მათ შორის:
ქ. გაგრა

26800

10717

40,0

ბიჭვინთა

11000

3842

34,9

გუდაუთის რაიონი

57534

34896

60,7

მათ შორის:
ქ.გუდაუთა

15300

7738

50,6

ახალი ათონი

4300

1308

30,4

გულრიფშის რაიონი

54962

17962

32,7

მათ შორის გულრიფში

10697

3575

33,4

ოჩამჩირის რაიონი

75388

24629[10]

32,7

მათ შორის ოჩამჩირე

20078

4702

23,4

ტყვარჩელის რაიონი

14777[11]

X

მათ შორის ტყვარჩელი

21744

4786

22,0

გალის რაიონი

79688

29287[12]

36,8

„საქართველო – 2009“ – ის დანართები მომზადებულია ექსპერტ იოსებ არჩვაძის 2005 – 2009 წლებში გამოქვეყნებული ნაშრომებისა და გაანგარიშებების საფუძველზე 

 [1]   მასალა მომზადებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის, გაეროს განვითარების პროგრამისა და დსთ-ის სტატკომიტეტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით.

[2] დღეისათვის ყოფილი საბჭოთა რესაპუბლიკებიდან მშპ-ის წარმოების 1990 წლის დონე დაძლეული აქვთ რუსეთს, ბელორუსიას, ყაზახეთს, ესტონეთს, ლატვიას და ლიტვას, თანაც ბალტიის სამივე ქვეყანას – 2-2-ჯერ და მეტად…

[3]   მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ქვეყნის – ლუქსემბურგის მაჩვენებელთან შედარებით – 2.9 პროცენტი.

[4] სლოვენია, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა, ხორვატია, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, რუსეთი, ბელორუსი, უკრაინა, სომხეთი, საქართველო, გვიანა, მოლდოვა, ბოცვანა, სვაზილენდი, ლესოტო.

[5] იხ.: Human Development Report, 009, pp. 171-173.

 [7] კიდევ უფრო დაბალია მინიმალური ხელფასის ოფიციალური დონე საქართველოში ამერიკულთან შედარებით – 6.4%.

[8] საქართველოში, მიუხედავად ბოლო წლებში განვითარებული დრამატული მოვლენებისა, მოსახლეობის 9/10-ზე მეტი კვლავაც ტრადიციულ, რამდენიმე თაობით წარმოდგენილ შინამეურნეობაში (მშობლები, შვილები, ბებია-ბაბუა და ა.შ.) ცხოვრობს.პენსიონერთა მხოლოდ მცირე ნაწილი – დაახლოებით 60 ათასი (პენსიონერთა 7 პროცენტი) ცხოვრობს მარტო, ან საპენსიო ასაკის პენსიონერ მეუღლესთან ერთად.

[9] წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

[10]  სეპარატისტული ადმინისტრაციის მიერ ყოფილი გალის რაიონის ტერიტორიის მიერთების  გათვალისწინებით.

[11]  სეპარატისტული ადმინისტრაციის მიერ ყოფილი გალის რაიონის ტერიტორიის მიერთების  გათვალისწინებით.

[12] ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაონებისათვის გადაცემული დასახლებული პუნქტების მოსახლეობის გამოკლებით.

  

  დანართი 8

საქართველოსა და მსოფლიო დონეთა შედარება ზოგიერთი

ინდიკატორის მიხედვით 2007 წელს

საქართველო

მსოფლიო

ადამიანისეული განვითარების ინდექსი

0.778

0.753

მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე (მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით)

4662

9972

სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლიობა  (წელი)

71.2

67.5

ბავშვთა წილი მოსახლეობაში ( %)

24.2

41.2

მოხუცების წილი მოსახლეობაში (%)

20.7

11.6

ქალთა ფერტილობის დონე (დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 15–49 წლის ასაკის ყოველ ქალზე)

1.6

2.6

ხარჯები განათლებაზე მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით ( აშშ დოლარი)

76

ისრაელი: 1477

ფინეთი: 1940;

გერმანია: 2548

 

ცნობისათვის:   საქართველოს წილი მსოფლიოში ( % ):

მოსახლეობით –  —                                                                                                                   0.084;

მთლიანი შიდა პროდუქტით, მიმდინარე ფასებში –                                                        0.019;

მთლიანი შიდა პროდუქტით, ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის

 პარიტეტით: –                                                                                                                          0.032

ფულადი გზავნილების საერთო მოცულობაში –                                                              0.188

 

საქართველოს ადგილი მსოფლიოს 177 სახელმწიფოს შორის

არაქმედუნარიანობის რეიტინგის მიხედვით[12]

2009 წ. – 33–ე ადგილი;

2008 წ. – 56–ე ადგილი;

2007 წ. – 58–ე  ადგილი.

 

„საქართველო – 2009“ – ის დანართები მომზადებულია ექსპერტ იოსებ არჩვაძის 2005 – 2009 წლებში გამოქვეყნებული ნაშრომებისა და გაანგარიშებების საფუძველზე

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *