რეალური რისკები რეალურ საქართველოში

ნაწილი 1

რისკები და გამოწვევები საქართველოს მდგრადი განვითარებისათვის

ბოლო წლებში (2003 წლის შემდგომდროინდელ პერიოდში) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი რეალურ განზომილებაში მატულობდა 5.2 პროცენტით, თუმცა ეს ტემპი არ იყო საკმარისი იმ ჩამორჩენის დასაძლევად, რაც მან განიცადა 1990–იანი წლების პირველ ნახევარში.
ეკონომიკური ზრდის თითოეული პროცენტის აბსოლუტური მნიშვნელობა ამჟამად გაცილებით მეტად ჩამორჩება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობის ანალოგიურ მაჩვენებლებს, ვიდრე ეს იყო 1980-იანი წლების ბოლოს.
აღნიშნულის, აგრეთვე მთელი რიგი სხვა ინდიკატორების გათვალისწინებით საქართველოს ეროვნული მეურნეობის წინაშე დგება რიგი პრობლემებისა, გამოწვევებისა და რისკებისა, რომელთა დროულმა გადაუჭრელობამ შეიძლება სერიოზულად შეაფერხოს ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარება, გაართულოს მისი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა,  ნეგატიურად იმოქმედოს ევროინტეგრაციისადმი ქვეყნის დეკლარირებული კურსის რეალიზაციაში.

 

ძირითადი საფრთხეები, გამოწვევები და რისკები საქართველოს 
მდგრადი განვითარებისათვის თანამედროვე პირობებში:

  1. ჩამორჩენა მსოფლიო დონესა და განვითარებულ ქვეყნებთან;
  2. ჩამორჩენა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან;
  3. დემოგრაფიული მდგომარეობის სიმძიმე და მოსახლეობის დაბერება;
  4. მზარდი სხვაობა საქართველოს რეიტინგებში ადამიანური განვითარების ინდექსისა და ეკონომიკური განვითარების დონეებს შორის;
  5. ეკონომიკის რეალური სექტორის დაბალი წილი;
  6. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმცირე და მათი არაეფექტურობა;
  7. მზარდი საგარეო ვალები;
  8. სოფლის მეურნეობის მძიმე მდგომარეობა;
  9. უმუშევრობის პრობლემა;
  10. სოციალური ხარჯების დაბალი წილი მთლიან შიდა პროდუქტსა და სახელმწიფო ბიუჯეტში.

აქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2011 წელს, წინასწარი შეფასებით, 23.5 მლრდ. ლარს მიაღწევს (დაახლოებით 13.8 მლრდ. აშშ დოლარი). მოსახლეობის ერთ სულზე 2011 წელს წარმოებული იქნება დაახლოებით 5.3 ათასი ლარის მშპ (ოფიციალური კურსით, 3112 აშშ დოლარი).
2003 წელთან შედარებით ქვეყნის მშპ გაიზარდა: ნომინალურად – 2.7-ჯერ, რეალურად – 57.5 პროცენტით, მოსახლეობის ერთ სულზე დოლარულ განზომილებაში –  3.4-ჯერ.
მიუხედავად აღნიშნული ზრდისა,  მოსახლეობის ერთ სულზე ქვეყანაში  წარმოებული მშპ (3.1 ათასი აშშ დოლარი) საშუალო მსოფლიო დონის მხოლოდ  28.4 პროცენტია, ხოლო მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით – ნახევარზე 2.1–ჯერ ნაკლები – მხოლოდ  49.8%.

1

გრაფიკი 1
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები.

მიუხედავად ზრდისა, მშპის სიდიდე მოსახლეობის ერთ სულზე აზერბაიჯანისა და სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით უარესდება.
2003 წელს აზერბაიჯანის მშპ მოსახლეობის ერთ სულზე შეადგენდა საქართველოს ანალოგიური მაჩვენებლის    91.6  პროცენტს, 2011 წელს კი – უკვე  242.4  პროცენტს.
ანალოგიურად, სომხეთის მაჩვენებლის თანაფარდობა საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს ინდიკატორთან შედარებით გაიზარდა 95.1 პროცენტიდან 98.4 პროცენტამდე (ცნობისათვის: 2010 წელს სომხეთის მშპ მოსახლეობის ერთ სულზე აღემატებოდა საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს 8.0 პროცენტით).

გრაფიკი 2

2
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ  აზერბაიჯანისა და სომხეთს ეკონომიკების უფრო სწრაფი ზრდა საქართველოსთანშედარებით მიმდინარეობდა ამ ქვეყნებში მოსახლეობის რიცხოვნობის უფრო სწრაფი ზრდის პირობებში.
2011 წელს 2003 წელთან შედარებით მოსახლეობა გაიზარდა: აზერბაიჯანში – 8.3  პროცენტით, სომხეთში – 3.4 პროცენტით, საქართველოში – მხოლოდ 2.9  პროცენტით.

გრაფიკი 3

3

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები.

 

საქართველოს ეკონომიკური და დემოგრაფიული ზრდის ტემპების ჩამორჩენამ ჩვენს სამხრეთ კავკასიელ მეზობლებთან შედარებით გამოიწვია ის, რომ საქართველოს წილი სამხრეთ კავკასიის მთლიან შიდაპროდუქტში ბოლო 16 წლის მანძილზე შემცირდა 2-ჯერ და მეტად (2.3-ჯერ) – 1995 წლის 33.9პროცენტიდან  2011 წლის – 15.0 პროცენტამდე.
„სამაგიეროდ“, გაიზარდა აზერბაიჯანის წილი სამხრეთ კავკასიაში. – დღეს ამ ქვეყანაზე მოდის მთელი სამხრეთკავკასიის მთლიანი შიდა პროდუქტის 74.1 პროცენტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  83პროცენტი.
აღსანიშნავია, რომ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ჩამორჩენა უფრო თვალსაჩინოა. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების განვითარების დონეს ამჟამად საქართველო ჩამორჩება 7.5–ჯერ (მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს ამ ორგანიზაციის ანალოგიური მაჩვენებლის 13.3%-ს), მაშინ როდესაც 1980–იანი წლების ბოლოს ჩვენ ჩამოვრჩებოდით „მხოლოდ“ 2.5–ჯერ.

გრაფიკი4

4
წყარო: გაეროს განვითარების პროგრამისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაჩვენებელი რამდენადმე გაუმჯობესდა, გაიზარდა ბავშვთა შობადობის აბსოლუტური მაჩვენებელი (2000-იანი წლების დასაწყისთან შედარებით დაახლოებით 1/3-ით), ქვეყნის მოსახლეობის გაფართოებული კვლავწარმოებისათვის აუცილებელია, რომშობადობის 2000–იანი წლების დასაწყისში არსებული დონე გაორმაგდეს, ხოლო ამჟამინდელთანშედარებით გაიზარდოს სულ ცოტა 55–60 პროცენტით.
საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი ბოლო ოცი წლის მანძილზე გაიზარდა 6 წლით და მან 37.6წელს მიაღწია, რაც 8 წლით აღემატება აზერბაიჯანის, და 5 წლით სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებლებს.
ფაქტობრივად, ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა ბერდებოდა ყოველი სამი წლის განმავლობაში – თითო წლით. იმავე პერიოდში ასევე ბერდებოდა სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნების მოსახლეობაც, თუმცა გაცილებით ნაკლები ინტენსივობით: აზერბაიჯანსა და სომხეთში  მოსახლეობის თითო წლით დაბერებას „სწორდებოდა“ თითქმის 4-4 წელი.
შედეგად, მოსახლეობის საშუალო ასაკი საქართველოში ამჟამად უფრო მეტად აღემატება  აზერბაიჯანისა და სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებლებს, ვიდრე ეს იყო 1980-იან წლებში.
მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება, საშუალო ასაკის ზრდა ამცირებს ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის – ადამიანისეული რესურსების გამოყენების ეფექტურობის პოტენციალს, შეიცავს ეკონომიკურ, სახელმწიფოებრივ, სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეების მზარდ ნეგატიურ კუმულატიურ მუხტს.

გრაფიკი5

5

წყარო: გაეროს განვითარების პროგრამის მონაცემები.

მოსახლწეობის დაბერების პარალელურად იზრდება დემოგრაფიული ზეწოლა – საპენსიო ასაკის მოსახლეობის თანაფარდობა შრომისუნარიან და ბავშვების ასაკში მყოფ მოსახლეობასთან.
მარტო ბოლო თერთმეტ წელიწადში შრომითი პენსიონერების წილი მთელ მოსახლეობაში გაიზარდა 14.1 პროცენტიდან 15.4 პროცენტამდე, ბავშვების წილი კი (15 წლამდე) შემცირდა 21.2 პროცენტიდან 17.0  პროცენტამდე.

გრაფიკი 6

6
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები

შესაბამისად, დემოგრაფიული ზეწოლის კოეფიციენტი გაიზარდა აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 66.5 პროცენტიდან 90.6 პროცენტამდე.

გრაფიკი7

7
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები

საქართველოს მდგრადი განვითარებისათვის ერთერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მნიშვნელოვანი სხვაობა რეიტინგულ დონეებს შორის ერთს მხრივ, ადამიანისეული (ან, როგორც ხშირად უწოდებენ, ჰუმანური) განვითარების ინდექსსა (გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამხორციელებულ შეფასების მიხედვით საქართველოს 2011 წლისთვის მსოფლიოში უკავია 75-ე ადგილი 187 სახელმწიფოს შორის) და ეკონომიკური განვითარების ინდექსის მიხედვით (111-ე ადგილი მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი ეროვნული პროდუქტის მიხედვით).

სხვაობა საქართველოს ადგილებს შორის ამ ორი რეიტინგული ინდიკატორის მიხედვით შეადგენს 36-ს (= 11 – 75), მაშინ როდესაც მსოფლიოს ყველაზე განვითარებული 30 ქვეყნის მიხედვით ამ ორი რეიტინგული ინდიკატორის მიხედვით სხვაობა არ აღემატება 8.2-ს, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ბალტიის ქვეყნების ჩათვლით, 10.8-ს, ანუსაქართველოს მაჩვენებელი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე 3.33-ჯერ უფრომაღალია (უარესია).

გრაფიკი 8

8

წყარო: გაეროს განვითარების პროგრამის მონაცემებით.

ცნობისათვის: 
187 ქვეყნიდან საქართველოზე ცუდი მაჩვენებელი (უფრო დიდი სხვაობა) ეკონომიკური განვითარებისადა ჰუმანური განვითარების ინდექსებით დონეთა შორის აქვს მხოლოდ 9 ქვეყანას, ამასთან ყველამათგანი საქართველოზე წინაა მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი ეროვნული პროდუქტისმოცულობით (ანგოლა, ბოტსვანა, ბუთანი, გაბონი,  კატარი, კუბა, კუვეიტი, ომანი,  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).
არსებობს მაღალი კორელაცია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და მის სოციალურ-დემოგრაფიულ და კულტურულ-საგანმანათლებლო დონეებს შორის. აღნიშნული ინდიკატორებით ქვეყნის დონეებს ურთიერთდაახლოების ტენდენცია ახასიათებთ: დროთა განმავლობაში  ეკონომიკური განვითარების დონით ქვეყანა მიუახლოვდება მისსავე დონეს (ადგილს) ადამიანისეული (ჰუმანური) განვითარების ინდექსით.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპები არაა საკმარისი იმისათვის, რომ მან მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს თავისი ადგილი ქვეყნების განვითარების დონეთა რეიტინგ-ლისტში (პირიქით, 2011 წელს წინა წელთან შედარებით საქართველო ამ მაჩვენებლით მეასედან ასმეთერთმეტე ადგილზე ჩამოქვეითდა), შესაბამისად, იზრდება ის რისკები, რომ საქართველო გაიუარესებს მდგომარეობას ჰუმანური განვითარების ინდექსითაც (ბოლო ერთ წელიწადში ამ ინდიკატორით საქართველომ ერთი საფეხურით უკან დაიხია – 74-დან 75-ე ადგილზე).
ამჟამად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (ბალტიის ქვეყნების ჩათვლით) საქრთველო მეშვიდე ადგილზეა ადამიანისეული განვითარების ინდექსით და მეთერთმეტე ადგილზე – ეკონომიკური განვითარების დონით.

მდგრადი განვითარების ერთერთი პირობაა რეალური ეკონომიკის ზრდა. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდა უპირატესად მომსახურების, ვაჭრობის, საფინანსო საქმიანობის ხარჯზეხდებოდა. მომსახურების სფეროში ეკონომიკური ზრდის ყოველ ერთ პროცენტზე ზრდა რეალურსექტორში მხოლოდ 0.3 პროცენტი იყო. 2003 წელთან შედარებით რეალური სექტორის წილი მშპ–ში შემცირდა 43.4 პროცენტიდან 27.5 პროცენტამდე 2011 წელს.
გრაფიკი 9

9

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

 

2003 წელთან შედარებით 2011 წლისთვის თუ ნომინალურ განზომილებაში მომსახურების სექტორი გაიზარდა 256%–ით, რეალური სექტორი გაიზარდა მხოლოდ 76 პროცენტით.
რეალური სექტორის და საერთოდ, მთელი ეკონომიკის  ხარისხობრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს  აგრარული სექტორის მძიმე მდგომარეობა.

დარგი, რომელზეც მოდის საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 57.0 პროცენტი,დასაქმებული მოსახლეობის 63.2 პროცენტი, თვითდასაქმებული მოსახლეობის 81.5 პროცენტი დადაქირავებით დასაქმებულების  30.5 პროცენტი, წლიდან წლამდე კარგავს პოზიციებს და დღეს მისწილად მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების მხოლოდ 8.2 პროცენტი (2011 წლის პირველი ორიკვარტალის მიხედვით).

2003 წელთან შედარებით ამ დარგში არათუ რეალური ზრდა, არამედ თითქმის 15–პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა.
აღნიშნული გარემოების ერთერთი მიზეზი ამ დარგში შრომის დაბალი მწარმოებლურობაა, რომელიც საშუალო ეროვნულის მხოლოდ 13 პროცენტია (2003 წ. – 30%), ხოლო თუ საშუალო ეროვნული მაჩვენებლიდან სოფლის მეურნეობას გამოვრიცხავთ, მაშინ კიდევ უფრო ნაკლები – მხოლოდ 7.0 პროცენტი.
ამჟამად,  შრომის მწარმოებლურობა ერთ დასაქმებულზე – დამატებული ღირებულების სიდიდე საშუალოდ ერთ დასაქმებულზე – შეადგენს 14.4 ათას ლარს, სოფლის მეურნეობაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.9 ათასი ლარია, ხოლო ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებში – თითქმის 27.0 ათასი ლარი.
ამჟამად სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე თვეში იქმნება დაახლოებით 95 აშშ დოლარის  დამატებული ღირებულება, რაც ფაქტობრივად შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის ექვივალენტურია.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღევანდელ პირობებში აგრარულ სექტორში ერთი დასაქმებულის მიერშექმნილი დოვლათი საკმარისია მხოლოდ ოფიციალური საარსებო მინიმუმის დონეზე უშუალოდ მისგამოსაკვებად. 
შრომის მწარმოებლურობის არსებული დონე არაა საკმარისი იმ ჭარბი პროდუქტის (ღირებულების) შესაქმნელად, რომელიც ასევე აუცილებელია ამ დასაქმებული ოჯახის წევრების, კმაყოფაზე მყოფი პირების არსებობისათვის. – ანუ, რომ არა საქმიანობის სხვა, არააგრარული სახეობები (პირველ რიგში, ვაჭრობა, მომსახურება), სოფლად ტოტალური შიმშილი და გაჭირვება დაისადგურებდა.
აღნიშნული ვითარება მნიშვნელოვანწილად ხსნის, თუ რატომაა ამჟამად იმპორტირებული პროდუქციის წილი ქვეყანაში მოხმარებული სასურსათო კალათის მოცულობაში 2/3, მათ შორის  თბილისის მასშტაბით – თითქმის 4/5.
იმპორტის ასეთი მოძალება, რა თქმა უნდა, არსებითად უშლის ხელს ადგილობრივისასოფლოსამეურნეო წარმოების განვითარებას და ფაქტობრივად, დაუცველს ხდის მოსახლეობასმსოფლიო სასურსათო კრიზისის გავლენისაგან.
ამჟამად (2011 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით) საბანკო სექტორის მიერ სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების მოცულობა მხოლოდ 0.82 პროცენტია, ხოლო მოსახლეობაზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა (1203.3 მლნ. ლარი) 20.7–ჯერ აღემატება სოფლად სამეწარმეო საქმიანობაზე გაცემული სესხების მოცულობას.
თანაც ეს სხვაობა წლიდან წლამდე კი არ მცირდება, არამედ იზრდება. მაგალითად, 2003 წლის ბოლოს სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხების 2.01 პროცენტი.

მიუხედავად ბიზნესის დაწყების სიიოლისა, უცხოური ინვესტიციებისათვის საქართველო ჯერჯერობით ვერ გახდა განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი.

2011 წელს, 2005 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოშიგაიზრდება მხოლოდ 1.8–ჯერ, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში საქართველოს ნომინალური მშპგაიზრდება 102 პროცენტით, ხოლო საგარეო ვალების მოცულობა – 127%–ით.

გრაფიკი 10

10

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები

 

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს საგარეო ვალების მოცულობა ბოლო წლებში იზრდება 1.6-ჯერუფრო სწრაფად, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.
ამასთან, უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 1.06 პროცენტი მოდის სოფლის მეურნეობაზე, მაშინ როცათითქმის 15 პროცენტი (14.64%) – უძრავ ქონებაზე. 
მოსახლეობის ერთ სულზე განხორციელებული ინვესტიციების საშუალო წლიური მოცულობა ბოლო ხუთი წლის მანძილზე 273 აშშ დოლარს არ აღემატება, 2011 წელს კი 200 აშშ დოლარზე ნაკლები იქნება. ცნობისათვის: აზერბაიჯანში მოსახლეობის ერთ სულზე უცხოური ინვესტიციები საქართველოსაზე დაახლოებით 2.5–ჯერ მეტს (670 აშშ დოლარს) შეადგენს, მოსახლეობის რიცხოვნობა ამ ქვეყანაში საქართველოსას ასევე თითქმის 2–ჯერ აღემატება ანუ უცხოური ინვესტიციების აბსოლუტური მოცულობით აზერბაიჯანი საქართველოს 5–ჯერუსწრებს.

ინვესტიციების მთლიანი მოცულობა (როგორც საშინაო, ისე საგარეო) მშპ–სთან მხოლოდ 19.5 პროცენტია, რაც 2003 წლის მაჩვენებელზე სულ ცოტა, 1.4–ჯერ დაბალი მაჩვენებელია (2003. წ. 27.7%).
ინვესტიციების წილის შემცირების „კომპენსირებას“ ვერ ახდენს გაზრდილი საგარეო ვალები, რომელთაც მულტიპლიკაციური ეფექტი ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში 1.0-ზე დაბალია (0.8) და ამ სესხებისა და კრედიტების გამოყენების დაბალ ეფექტურობაზე (ან ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით,  მეტისმეტად გრძელვადიან პერიოდზე გათვლილ ეკონომიკურ სარგებელზე) მიუთითებს.

ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად ჩამორჩა უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების მოცულობას. თუ 2004 წელს ფულადი გზავნილები შეადგენდნენ ინვესტიციების 52 პროცენტს, 2011 წელს მათ თითქმის 120 პროცენტს მიაღწიეს.

გრაფიკი 11

11

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები;
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში გაიზარდა 64.2 პროცენტით, ფულადი ტრანზაქციების მოცულობა – 278.4 პროცენტით, ანუ ინვესტიციების მატების ყოველ ერთ პროცენტზეფულადი ტრანზაქციების მოცულობა იზრდებოდა  4.3 პროცენტით.

გრაფიკი12

12

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები;
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები.

2011 წელს 2004 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან შემცირდა 9.7 პროცენტიდან 5.9 პროცენტამდე, ფულადი ტრანზაქციების მოცულობის თანაფარდობა კი, პირიქით, გაიზარდა 5.1 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე.

გრაფიკი 13

13

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები;
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემები.

ყურადღებას იმსახურებს  საგარეო ვალების ზრდის დინამიკა, რომელმაც  განსაკუთრებულად დიდი მასშტაბები მიიღო 2008 წლიდან.

ბოლო სამ წელიწადში (2011 წელს 2008 წელთან შედარებით) საგარეო ვალები (აშშ დოლარებში) გაიზარდა 65 პროცენტით, მაშინ როდესაც  მშპ დოლარულ განზომილებაში –  მხოლოდ 7.9 პროცენტით .

გრაფიკი 14

14

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები.

2011 წელს მთავრობის საგარეო ვალის მოცულობამ მოსახლეობის ერთ სულზე დაძლია „ისტორიული მიჯნა“ და ოთხნიშნა გახდა – მოსახლეობის ერთ სულზე მან 1002 აშშ დოლარი შეადგინა.

გრაფიკი 15

15

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები.

 

ამის გარდა, სახელმწიფოს აქვს დიდი ოდენობის საშინაო ვალიც (2011 წლის ბოლოსათვის მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 250 აშშ დოლარი).
მთავრობის საგარეო ვალი 2012 წელს გაიზრდება 552 მლნ. აშშ დოლარით – 12.4 პროცენტით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საბიუჯეტო შემოსავლებისა და მათ შორს საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპს.
საგარეო ვალის მოცულობა თითქმის 5 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწევს (4991 მლნ. აშშ დოლარი). თუმცა, ამ საგარეო ვალების თანაფარდობა მშპ-სთან 32.0 პროცენტის დონეზე იქნება, რაც მხოლოდ 0.2 პროცენტით უფრო ნაკლებია წინა წლის დონეზე (ცნობისათვის: 2008 წელს საგარეო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან შეადგენდა მხოლოდ 23.5%-ს).

ამასთან, სახელმწიფო ვალის თანაფარდობა ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებთან კიდევ უფრო გაიზრდებადა 2012 წელს 148.1 პროცენტს მიაღწევს (2011 წელს – 141.7%).

გრაფიკი 16

16

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები.

 

ბოლო ოთხი წლის მანძილზე (2008–2011 წლები) მარტო საგარეო ვალის მომსახურებაზე პროცენტის სახითგადახდილია 313 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში (2012–2015 წლები)გადასახდელი იქნება 424.3 მლნ. აშშ დოლარი.
სახელმწიფო ვალების მოცულობა, რომლის 4/5 საგარეო ვალებზე მოდის, მნიშვნელოვნად (თითქმის 1.5–ჯერ) აჭარბებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს.
ბოლო წლებში უკვე მხოლოდ საგარეო ვალებიც საგრძნობლად აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს.

 

გრაფიკი 17

17

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები.

საქართველოში უაღრესად მაღალია საბიუჯეტო სახსრების ვერტიკალური კონსოლიდაციის დონე.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების 93.1 პროცენტი, მათ შორის საგადასახადოშემოსავლების 95.2 პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის. შედარებისათვის: აშშ–ში ფედერალური ბიუჯეტის წილი მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებში მხოლოდ 60 პროცენტია.
ასეთ პირობებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსურ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია:  ტრანსფერებზე მოდის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო სახსრების თითქმის 2/3.

სახსრების მობილიზაციის და კონცენტრაციის ასეთი დონე არ უწყობს ხელს ადგილობრივითვითმმართველობის ორგანოების რეალურ დამოუკიდებლობასა და დემოკრატიის განვითარებას, რაცშემდგომში უკუგავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდასა და ბიზნესის განვითარების პირობებზე..

საშუალო თვიური ხელფასი 2003 წლის 125 ლარიდან 2011 წელს 679 ლარამდე გაიზარდა.
მიუხედავად ამგვარი ზრდისა, დაბალი რჩება ხელფასების წილი მშპში – იგი მხოლოდ 23 პროცენტია.
შედარებისათვის: ევროკავშირში აღნიშნული მაჩვენებელი 39 პროცენტს შეადგენს, დანიაში კი ნახევარზე მეტს – 52 პროცენტს.
ამასთან, მიუხედავად საშუალო ხელფასების ზრდისა, რეალური გარდატეხა დასაქმების მდგომარეობაში, განსაკუთრებით კი დაქირავებით დასაქმებულებში, ბოლო წლებში არ შეცვლილა, უმუშევრობის დონე კი პირიქით, 1.3–ჯერ და მეტად გაიზარდა – 12.5 პროცენტიდან 16.3 პროცენტამდე.

რაფიკი 18

18

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის მაღალი დონე საქართველოში ნარჩუნდება შრომითი მიგრაციის მაღალი დონის პირობებში.
ექსპერტული შეფასებით, საქართველოდან დაახლოებით 800-900 ათასამდე ჩვენი თანამემამულეაგასული ეკონომიკური მიზეზებით, თუ მათაც საქართველოში დაუსაქმებლების არმიას მივათვლით (ისინი საქართველოდან გავიდნენ საქართველოში შესაბამისი სამუშაო ადგილების უქონლობის გამო), აღმოჩნდება, რომ უმუშევრობის ჰიპოთეტური, ბრუტო დონე საქართველოში იქნება არა 16.3%, არამედ 42.3 პროცენტი.
აქ შეგნებულად არ ვახსენებთ იმ გარემოებას, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდიკით, საქართველოში დასაქმებულებს მიეკუთვნებიან აგრარულ სექტორში, შრომის დაბალი მწარმოებლურობისა და არასრული დასაქმებით დაკავებული პირებიც, რაც დასაქმების დონეს კიდევ სულ ცოტა დაახლოებით 400 ათასით ზრდის (ანუ უმუშევრების რაოდენობას იმავე  რაოდენობით ამცირებს).
დღეისათვის დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 3/5-ზე მეტი თვითდასაქმებული, ხოლო 2/5-ზენაკლები დაქირავებით დასაქმებული.

1980–იანი წლების ბოლოსთან შედარებით 2011 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 18 პროცენტით, დასაქმებულთა რაოდენობა 40 პროცენტით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა – 71.4 პროცენტით.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსახლეობის ერთი მილიონით შემცირების პირობებში დაქირავებითდასაქმებულთა რაოდენობა ქვეყანაში შემცირდა 1.6 მილიონით. ამჟამად მოსახლეობის თანაბარრაოდენობაზე ჩვენ თითქმის 3–ჯერ ნაკლები დაქირავებით დასაქმებული გვყავს, ვიდრე 1980–იანიწლების ბოლოს.

გრაფიკი 19

19
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

საქართველო ერთერთია (თუ ერთადერთი არა) მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის, რომელსაცდაქირავებით დასაქმებულები ქვეყნის გარეთ უფრო მეტი ყავს, ვიდრე ქვეყნის შიგნით.

უმუშევრობის დონე განსაკუთრებით მაღალია ახალგაზრდებში (25 წლამდე ასაკის მოსახლეობაში იგი 38 პროცენტია, მაშინ როდესაც ევროკავშირში, რომელიც ასევე მწვავედ განიცდის უმუშევრობის პრობლემას, მხოლოდ 21 პროცენტი).

გრაფიკი 20

20

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები;
ევროსტატის მონაცემები.

სერიოზულ პრობლემად რჩება შრომის ანაზღაურების გენდერული ასპექტი. – ქალების საშუალო ხელფასი მამაკაცების საშუალო ხელფასთან მიმართებაში ბოლო 10 წლის მანძილზე მართალია გაიზარდა 3.5 პროცენტული პუნქტით, თუმცა ამჟამად იგი მხოლოდ 57.8 პროცენტია (1980–იანი წლების ბოლოს იგი 72 პროცენტს აღწევდა).

გრაფიკი 21

21

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

 

ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო საქმიანობაშია, სადაც ქალების საშუალო ხელფასი ოთხნიშნა რიცხვით გამოისახება (1008.8 ლარი), თუმცა ეს მხოლოდ 60.5%–ია მამაკაცების საშუალო ხელფასისა (1668.2 ლარი).
ანაზღაურების სიდიდისა  და მამაკაცების ხელფასთან სიახლოვით გამოირჩევასახელმწიფო მმართველობა, სადაც ქალების ხელფასი მამაკაცების საშუალო ხელფასის 84.6%–ს უტოლდება (855.5 ლარი და 1010.8 ლარი).
ამასთან, ტრადიციულად დაბალი რჩება ქალისა და მამაკაცის ხელფასების თანაფარდობა სოფლის მეურნეობაში(47.1% (171.0 ლარი და 363.2 ლარი) დაჯანდაცვასა და სოციალურ დახმარებაში (361.0 ლარი და 725. ლარი).
გენდერული ასპექტით ჩამორჩენა სხვა მიმართულებითაც შეინიშნება. კერძოდ, ქალების წილი საქართველოს პარლამენტში (6.5%) თითქმის 3-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე მსოფლიოში (17.7%) და 6.1–ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ადამიანისეული განვითარების ინდექსით პირველ ადგილზე მყოფ ნორვეგიაში (39.6%).

მნიშვნელოვანია საქართველოს ჩამორჩენა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის წევრი ქვეყნებისაგან განათლებაზე და ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯებით. დღეისათვის წმინდა სოციალური მიმართულებების ხარჯებს (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ მესამედი უკავიათ (33.8%), მაშინ როდესაც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში – თითქმის ¾ (74.0%). ასევე, სამჯერ და მეტად ჩამორჩება საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს ზემოხსენებული ხარჯებით მთლიან შიდა პროდუქტში (საქართველო 9.5%, ევროკავშირი – 30.4%).

გრაფიკი N22
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები;

22

გრაფიკი N 23

23

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები;
ევროსტატის მონაცემები.

 

ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში განათლების წილი ქვეყნის მთლიან შიდაპროდუქტში  2–ჯერ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის 1.5–ჯერ ნაკლებია, ჯანდაცვაზე გაღებულხარჯებში, შესაბამისად, 3.3–ჯერ და 2.3–ჯერ, ხოლო სოციალურ დაცვაზე გაღებული ხარჯებისმიხედვით – 1.9–ჯერ და 2.1–ჯერ. 
აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში ხარჯები საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე დაახლოებით 1/5–ია, რაც მსოფლიო ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ მესამედია .

ბუნებრივია, ზემოხსენებული საკითხები სრულებითაც ვერ ამოწურავენ იმ რისკებისა და გამოწვევების ჩამონათვალს, რომლებსაც აწყდება ქართული სახელმწიფოებრიობა თავის განვითარებაში.
სერიოზულ რისკ-ფაქტორების შემცველია ისეთი გარემოებებიც, როგორიცაა ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა, სიღარიბის პრობლემა, ფასების დონე, მცირე და საშუალო ბიზნესის შედარებით მოკრძალებული როლი ეკონომიკაში და ა.შ. თუმცა წინამდებარე ნაშრომში განხილული საკითხების არსებითი გადაჭრა არა მარტო ხელს შეუწყობდნენ საქართველოს უფრო მდგრად განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას, ისე სახელმწიფოს წინაშე მდგარი სხვა გამოწვევებისადმი ადექვატურ და ეფექტურ რეაგირებასაც.

რეალურ სექტორს მიკუთვნებულია ეკონომიკურ საქმიანობათა შემდეგი სახეობები: სოფლის მეურნეობა, ნადირობადა სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობა; სამთომოპოვებითი მრეწველობა, დამამუშავებელი მრეწველობა,ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება; პროდუქციის გადამუშავება შინამეურნეობების მიერ;მშენებლობა

2011 წელს 2008 წელთან შედარებით ლარის აშშ დოლართან დევალვაციის გამო (1.49–დან 1.69–მდე, ანუ 13.4%–ით), საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დოლარებში არ იყო „შთამბეჭდავი“. – ნომინალურ განზომილებაში,  ლარებში ქვეყნის მშპ 2011 წელს 2008 წელთან შედარებით, წინასწარი შეფასებით, გაიზრდება დაახლოებით 26 პროცენტით.

გაეროს განვითარების პროგრამის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის მთლიანმა ხარჯებმა საქართველოს მშპ-სთან შეადგინა 10.1 პროცენტი. ეს საგრძნობლად აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (6.0%). ამასთან, ჩვენთან საბიუჯეტო ხარჯებში ჯანდაცვის წილად მოდის მხოლოდ 6.0%, ანუ 478 მლნ. ლარი. 2010 წლის მშპ-ის 10.1 პროცენტი არის 2100 მლნ. ლარი, რასთანაც მიმართებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯები შეადგენენ მხოლოდ 22.8%-ს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კერძო სექტორი და მოსახლეობა ფარავენ ჯანდაცვის ხარჯების 77.2%-ს.

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *