რა წამებაშია „წარმატებული ეკონომიკის“ და „დიდი აღმშენებლობის“ ქვეყანის მოსახლეობა.

 

საქართველოს ხელისუფლება მთლიანად უგულებელყოფს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლებისათვის ორ ძირითად პრინციპს

• პრობლემათა პრიორიტეზაციის.
• ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შექმნას
დღეს საქართველოში:

1. რეალური უმუშევრობა 60% -ს აღემატება;

2. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნია საკმარისი სახსრები, რათა მიმართოს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებს არა სამკურნალოდ, არამედ მხოლოდ დიაგნოზის დასადგენად და ელემენტარული, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და კონსულტაციისათვის საჭირო მედიკამენტების შესაძენად;

3. პენსიონერთა და ინვალიდთა (მთელი მოსახლეობის მეოთხედი) პენსიები და შემწეობები კვალიფიკაციის არმქონე სამთავრობო „ექსპერტების“ მიერ გამოანგარიშებულ „საარსებო მინიმუმის“ 50% -ს შეადგენს

4. ოთხსულიანმა ოჯახმა თვეში 256 ლარით უნდა იცხოვროს;

5. უზარმაზარი სასურსათო თვითუზრუნველყოფის პოტენციალი უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი მოქმედებებით უკიდურესად სახიფათო დონემდეა დაწეული;

6. პრეზიდენტის ქებას კარგი მუშაობისთვის იმსახურებს „პატიმართა მინისტრი“, მაშინ, როდესაც საქართველო პატიმართა „ფარდობით“ (100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით) მაჩვენებლით მსოფლიო ლიდერია (აშშ დარუსეთთან ერთად);

7. ეკონომიკური განვითარების მინისტრი უზარმაზარი, ბოლო წლებში განსაკუთრებით მაღალი ტემპებით მზარდ საგარეო ვალებს პრობლემად არ მიიჩნევს (საფრანგეთსაც და ბრიტანეთსაც აქვთ ვალებიო) და საქართველოშიძირითად ეკონომიკურ პრიორიტეტად ტურიზმს (?!)მიიჩნევს;

8. 400.000-მდე ლტოლვილია, რომელთა ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა, მორალური მხარდაჭერა და დახმარება ხელისუფლების უპირველესი მოვალეობა და ვალია, სრულ სოციალურ დისკრიმინაციას განიცდის;

9. ხელისუფლების ხელშეწყობითა და უშუალო მფარველობით შექმნილი მონოპოლიური სტრუქტურებით, საკუთარი პროდუქციაზე, მომსახურებით, მათ მიერ იმპორტირებულ საქონელზე თავად აწესებს ფასებს – მსოფლიორეალობისათვის. წარმოუდგენელი (200 – 300%-ნი) მოგების უზრუნველსაყოფად;

10. მთლიანად განადგურებულია ოციოდე წლის წინ არსებული და აღიარებული საერთაშორისო დონის სამეცნიერო პოტენციალი;

11. განათლებისა და უმაღლესი განათლების სისტემამ მკაფიოდ და დაუფარავად აიღო კურსი მხოლოდ სხვადასხვა დარგებში მომსახურებისა და ექსპლოატაციის კვალიფიციური კადრების მომზადებაზე;

12. კერძო კომპანიებისადმი (!) გადაცემული უფლებები ამა თუ იმ სფეროში მოქალაქეთა დაჯარიმებისა და ამ ჯარიმების ოდენობათა დადგენის, ისედაც უუფლებო და გაღატაკებული მოსახლეობისათვის კიდევ უფრო გაღატაკებისა და მოქალაქეობრივი დამცირების მიზეზი გახდა.

ქვყანაში, სადაც:

1. 2003-2010 წლებში ქვეყნის ეკონომიკაში რეალური სექტორის (განვითარების ძირითადი მაჩვენებლის) წილი43,4%-დან 27,1%-მდე დაეცა;

2. 2010 წელს (I- II-III) კვარტლების მონაცემებით) აგრარულ სექტორზე მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7,2% (!!) მოდის;

3. იგივე აგრარულ სექტორში, სადაც ხელისუფლების შეფასებით თითქმის 900 000 ადამიანია„თვითდასაქმებული“ (რაც უმუშევრობის რეალურად არსებულ 60%-იან მაჩვენებლის 17% -მდე „დაყვანის“ მიზეზია), ხოლო მათ მიერ შექმნილი დამატებითმა ღირებულებამ ერთ ადამიანზე დაანგარიშებით 1400 ლარიწელიწადში შეადგინა, რაც საქართველოში ერთ დასაქმებულზე ისედაც უკიდურესად დაბალ საშუალო მაჩვენებელზე – 10.400 ლარი – თითქმის 8-ჯერ ნაკლებია;

4. სადაც ხელისუფლების მიერ რეალური შეხედულებებისა და ინტერესების დასაკმაყოფილებლად გაწეულმასაბიუჯეტო ხარჯებმა თავისი უყაირათობით, დაუსაბუთებლობით, ხოლო ხშირად კორუფციული დაკანონსაწინააღმდეგო ხასიათით – ყოველგვარ ზღვარს გასცდა (საგზაო მშენებლობა, უსახური და ქართული ტრადიციებისა და მოსახლეობის მოთხოვნებისა და გემოვნების იერსახის შენობებისა და ობიექტების აგება, უცხოური შოუ-ბიზნესის საკმაოდ მდარე ხარისხის „ვარსკვლავთა“ მომსახურება, სახელმწიფო მოხელეთა მიერ საკუთარი თავისათვის დანიშნული ხელფასები, პრემიები, ბონუსები, კომპენსაციები, სამივლინებო ხარჯები და ა.შ);

5. გაუმართლებელ საერთაშორისო „სამხედრო პროექტებში“ მონაწილეობა, რამაც მრავალი ქართველი ახალგაზრდა უკვე შეიწირა და რასაც არანაირი, მათ შორის პოლიტიკური დასაბუთება არ გააჩნია და რასაც საქართველოს მთელი მოსახლეობა გაუმართლებელ უზნეობად და ერის წინაშე დანაშაულად მიიჩნევს;

6. საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ოდენობით – ერთ სულ მოსახლეზე 35 აშშ დოლარი – 170 ქვეყანას შორის 149-152 ადგილებს ვიყოფთ იემენთან, ტოგოსთან და ერითრიასთან ერთად.

7. საშუალო ხელფასის (600 ლარი) ოდენობის პირობებში (რასაც სრულიად „კონკრეტული“ მიზეზები გააჩნია) მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 285 ლ(!) და ექიმთა საშუალო ხელფასი კი – 340 ლ. შეადგენს, ანუ 2-ჯერ ნაკლებია ქვეყანაში საშუალო ხელფასზე იმ კატეგორიის წარმომადგენელთა ანაზღაურება , ვისაც ჩაბარებული აქვს ყველაზე მაღალი ფასეულობები – ადამიანის ჯანმრთელობა და მომავალი თაობის აღზრდა;

ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ მოყვანილი ინფორმაცია სრულიად საკმარისია იმის დემონსტრირებისა და იმაში დარწმუნებისათვის, რომ დღევანდელ საქართველოს ჰყავს ანტისახალხო ხელისუფლება, რომელსაც არც შეუძლია და არც სურს მართოს ქვეყანა ისე, რომ უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება, უზრუნველყოს ქვეყნის, მისი რესურსების, ადამიანური და გეოსტრატეგიული პოტენციალის გათვალისწინებით ნორმალური განვითარება, დაამყაროს საერთაშორისო თანამეგობრობის ყოველ წევრთან ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ადექვატურად ასახავენსაქართველოს ადგილსა და როლს თანამედროვე მსოფლიოში

მხოლოდ ციფრები

– საქართველოში ბოლო სამი წლის (2008-2011) მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდის საშუალო ტემპი მხოლოდ 1,58 -ია% (აზერბაიჯანში – 2,35%)

– პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება 2007 წელთან შედარებით – 3,3-ჯერ
– სამომხმარებლო ფასების უპრეცედენტო (მსოფლიოში ფასებთან შედარებით) ზრდა. მაგ: 2010 წლის დეკემბერში 2009 წლის დეკემბერთან შედარებით – 23,1%-ით
– მიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხულმა თანხამ 2010 წელს შეადგინა 740 მლნ. აშშ დოლარი, რაც ბოლო ორი წლის მიხედვით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 140% შეადგენს (ანუ სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები მოგრანტები საქართველოს ძირითადი ინვესტორები არიან.)

– საქართველოს წილი სამხრეთ კავკასიის მშპ -ში 7,2% -მდე (!!) დაეცა.
– შრომის მწარმოებლობის უკიდურესად დაბალ მაჩვენებელი – 10, 400 საშუალო, ხოლო აგრარულ სექტორში – 1400 მლ(!) ერთ მომუშავეზე.

– ქვეყნის სასურსათო კალათის მოცულობაში 2/3 – იმპორტირებული პროდუქტია (თბილისში-4/5)

– სოფლის მეურნეობაში დაკავებულ მეწარმეთა 1,3% (2001-2005 წლების საშ. რაოდენობაზე ნაკლები). მაშინ როცა სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულთა რაოდენობა იმავე პერიოდში ქვეყანაში 12,4% – ითგაიზარდა.

– სახელმწიფო ასიგნების საერთო მოცულობიდან სოფლის მეურნეობაზე მოდის – 0,82% (!!)

– 2008 – 2010 წლებში აგრარულ სექტორში შემოვიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოოდ 1,08% (!) – 45,6 მილიონი აშშ დოლარი.

– განათლებასა და ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები 1,5-ჯერ ნაკლებია ქვეყნის უსაფრთხოებასა დათავდაცვაზე გაწეულ ხარჯებზე (2010წ)

– ხელისუფლება მუდმივად ზრდის საკუთარ თვითდაფინანსებას – 2010 წ. სახელმწიფო მომსახურების წილი შეადგენდა ბიუჯეტის ხარჯების 27,7% და 1,6-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტის მთლიან ზრდასთან შედარებით (!).

ეს არის სწორედ საკუთარი ხელფასებისადა რეალური შემოსავლების უზომო ზრდის შედეგი, მაშინ, როცა ღარიბთა და ღატაკთა რეალური შემოსავლები მცირდება

– მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ხელფასმა და პენსიამ, რომ არაფერი ვთქვათ შემწეობებზე -დაკარგა თავისი ეკონომიკური ფუნქცია.

პენსია და შემწეობა ≈ 80 ლ =ხელისუფლების მიერ განსაზღვრული (?!) საარსებო მინიმუმის მხოლოდ 50%

ყოველი 1 000 მცხოვრებიდან საქართველოში დაქირავებით დასაქმებულია მხოლოდ 140 ადამიანი ( რუსეთში – 370, დას. ევროპაში – 408, აღმ ევროპაში – 395, აშშ – 426)

– საშუალო ხელფასი ( მოსახლეობისათვის ერთსა და იმავე რაოდენობაზე დაქირავებით დასაქმებულებზე)საქართველო აშშ -ს 3,5% შეადგენს, მსყიდველობითი უნარიანობით – 6,7%, ანუ:
ხელფასის რეალური მსყიდველობითი უნარიანობა საქართველოში აშშ -ზე თითქმის 15-ჯერ დაბალია.

თანაც: ფასების დონით საქართველო უტოლდება აშშ -ს, ხოლო რიგი სამომხმარებლო საქონლის ფასით უსწრებს კიდეც.

– 2003-2010 წლებში მშპ ორჯერადი ზრდის პირობებში, მოსახლეობის ფულადი სახსრებიც გაიზარდა 2,5-ჯერ,მაგრამ ნატურალური შემოსავლების სიდიდე არა თუ არ გაზრდილა, პირიქით შემცირდა – რეალურ განზომილებაში 43%-ით.

– კონტროლის პალატის შემოწმებით დადგინდა, რომ სახელმწიფოს მიერ დამზღვევი კომპანიებისათვის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაზღვევამ გადაცემულ 289.000.000 ლარიდან, ამ უკანასკნელთა მიერ დაზღვეულებზე დახარჯულ იქნა 114.000.000 ხოლო ამ კომპანიების განკარგულებაში დარჩა – მოგებად გაიფორმეს 170.000.000

ამის გარდა, სადაზღვევო კომპანიებში კრიმინალიც ჰყვავის. მაგ. სადაზღვევო კომპანია „ალფას“ ორი თანამშრომელი 2010 წლის 4 თვის განმავლობაში 1,730.000 ლარის მითვისების გამო დააკავეს.

– საქართველო ბერდება. 2010 წელს საქართველოს მოსახლეობს საშუალო ასაკი 31,2 წლიდან გაიზარდა 37,6 წლამდე.(მსოფლიოში საშუალო ასაკია 29,1 აზერბაიჯანში 28,4, სომხეთში 31,2, თურქეთში – 28,3).

ეს არის უშუალო შედეგი იმ სოციალური პოლიტიკისა, რასაც საქართველოს ხელისუფლება (შესაძლოა, შეგნებულადაც) ახორციელებს.

ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში განათლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში2-ჯერ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში – თითქმის 1,5-ჯერ ნაკლებია, ჯანდაცვაზე გაღებულ ხარჯებში, შესაბამისად3,3-ჯერ და 2,3-ჯერ, ხოლო სოციალურ დაცვაზე გაღებულ ხარჯების მიხედვით – 1,9-ჯერ და 2,1-ჯერ.
საერთაშორისო შედარებები შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. მაგალითად საერთაშორისო შედარებები შეიძლება განხორციელდეს იმ სამუშაო დროთა შედარებით, რომლებიც აუცილებელიაერთსახელიანი სამომხმარებლო დოვლათის შესაძენად საჭირო ხელფასის გამოსამუშავებლად. ამასთან, შედარებების განხორციელება შესაძლებელია როგორც ერთი ქვეყნის მიხედვით სხვადასხვა დროებრივ მონაკვეთში, ისე ერთი და იმავე დროისათვის სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით.

ერთ-ერთი ასეთი ინდიკატორია დრო იმ ხელფასების გამოსამუშავებლად, რომელიც აუცილებელია უძრავი ქონების ტიპიური 70-კვადრატულ მეტრიანი ბინის შესაძენად ქალაქის არაცენტრალურ ნაწილში. ამგვარი ბინის შესაძენად საჭირო ხელფასების გამოსამუშავებლად საჭირო დრო დღეისათვის შეადგენს (წლებში):

ბერლინი – 3, ნიუ-იორკი – 5,7, რიგა – 6,8, ოსლო – 10, თბილისი 13,8, პარიზი – 19,0, სინგაპური – 36(საინტერესოა! ამ მხრივ თუ გავუთანაბრდებით სინგაპურს!)

ერთი კილოგრამი პურის შესაძენად საქართველოში საჭირო ხელფასის გამოსამუშავებლად 1988 წელს საჭირო იყო24,6 წუთის შრომა, 1010 წელს – უკვე 32,4 წუთის შრომა, ხორცის შესაძენად, შესაბამისად, 3 სთ და 27 წთ., ხოლო2010 წელს 2 სთ. და 57 წთ., 1 კვტ.სთ. დენის საფასურის დასაფარად 1988 წელს საჭირო იყო 2,5 წთ. ექვივალენტური ხელფასი, 2010 წელს კი – 3,7 წთ., ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძენად, შესაბამისად, 3,6 წთ. და 11,0 წთ.. წყლის გადასახადის დასაფარად – 24,6 წთ. და 67,2 წთ. ( 2010 წელს – 1 სთ და 76,2 წუთი) და ა.შ.
ანალოგიური შედარებების განხორციელება შესაძლებელია სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. მაგალითად, 2010 წლის დეკემბრის სამომხმარებლო ფასებისა და საშუალო ხელფასების თანაფარდობის გათვალისწინებით, ერთი ლიტრი ბენზინის შესაძენად საქართველოში საჭირო იყო 32,5 წთ. შრომის ანაზღაურება, აშშ -ში კი მხოლოდ 2,5 წთ. შრომის შესატყვისი ანაზღაურება. 1 კვტ. სთ. ელექტროენერგიის შესაძენად შესაბამისად, 2,8 წთ. და 0,4წთ., ბიგ-მაკის შესაძენად – 1 სთ და 65 წთ და 11,9 წთ და ა.შ.

მნიშვნელოვანია საქართველოს ჩამორჩენა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის წევრი ქვეყნებისაგანგანათლებაზე და ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯებით. დღეისათვის წმინდა სოციალური მიმართულებების ხარჯებს (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა) საქართველოში სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ მესამედი უკავიათ (33,8%) მაშინ, როდესაც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში – თითქმის ¾ (74,0%)ასევე 3-ჯერ და მეტად ჩამორჩება საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს ზემოთხსენებული ხარჯებით მთლიან შიდა პროდუქტში (საქართველო – 9,5%, ევროკავშირი – 30,4%).

არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში თავისთავად მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჯერადად ნაკლებია. შესაბამისად, სხვაობა დაფინანსების აბსოლუტურ მასშტაბებში, კიდევ უფრო მეტი იქნება.

მოსახლეობის ერთ სულზე განათლებაზე სახელმწიფო ხარჯების მოცულობა საქართველოში შეადგენს დაახლოებით 120 აშშ დოლარს, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი ბულგარეთში 520 დოლარამდეა, რუმინეთში -600, სლოვაკეთში – 700, უნგრეთსა და პოლონეთში 1000 -1000 , ლიტვასა და ლატვიაში – 1100-1100.ესტონეთსა და იტალიაში – 1400-1400, საფრანგეთში – 2000, ნიდერლანდებში – 2100, დიდ ბრიტანეთში -2300, დანიასა და შვედეთში – 2600-2600, ნორვეგიაში – 2800 , ლუქსემბურგში – 3600.

ამასთან, საქართველოს ჩამორჩენა ამ ქვეყნებისაგან განათლებაზე გაღებული ხარჯებით ორჯერ და მეტად უფრო მაღალია, ვიდრე ადგილი აქვს ეკონომიკურ ჩამორჩენას შესაბამის ქვეყნებთან.

კიდევ უფრო არასახარბიელო პროპორციები ყალიბდება საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ჯანდაცვისხაზით.

მოსახლეობის ერთ სულზე ჯანდაცვაზე ხარჯები საქართველოში, მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით,შეადგენს 384 აშშ დოლარს (საშუალო მსოფლიო დონის მხოლოდ 44,2%) ამ ინდიკატორით საქართველო მსოფლიოს 194 სახელმწიფოდან 99 ადგილზეა.

ჯანდაცვაზე მთლიანად გაღებული ხარჯების თანაფარდობით მთლიან შიდა პროდუქტთან (8,2% საქართველო ჩამორჩება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს (9,7%) უსწრებს საშუალოდ განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს (6,4%) მაგრამ საგრძნობლად ჩამორჩება მაღალგანვითარებული ქვეყნების მაჩვენებ,ლებს (11,3%).
მსოფლიოში ამჟამად ორ ათეულზე მეტ სახელმწიფოში ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან ორნიშნა რიცხვით გამოისახება. ამ ქვეყნებიდან განსაკუთრებით გამოსაყოფია აშშ, სადაც მხოლოდ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების მოცულობა (7285$), თითქმის 1,5-ჯერ აღემატება საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. შედეგად: დღეისათვის აშშსაქართველოს უსწრებს ეკონომიკურად (ერთ სულზე წარმოებული შიდა პროდუქტით ) – 19,1 – ჯერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯებით კი ფაქტობრივად – 38,1-ჯერ.

ახალი პოლიტიკური ძალა “თეთრი მოძრაობა” (“თეთრები”)
ანალიტიკური ჯგუფი
2011 წლის 23 მარტი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *