ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ… საგანგაშო ანალიზი
რამდენიმე ციფრი ანალიზისა და დაფიქრებისათვის
• საქართველოში განათლებაზე ერთ სულზე გაანგარიშებით იხარჯება 76 აშშ დოლარი… – ისრაელში – 1477 , ფინეთში – 1940, გერმანიაში – 2548 ამერიკული დოლარი.
• საქართველოში განათლებაზე ერთ სულზე გაანგარიშებით იხარჯება ყველაზე ნაკლები მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში.
• საქართველოში განათლებაზე იხარჯება რამდენჯერმე, ან გაცილებით ნაკლები, ვიდრე კითილმოწყობაზე, ვიდრე გზების დაგებაზე. ყველა ქვეყანაში, რომელსაც ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება ჰყავს – პირიქითაა.
• საქართველოში სამთვრობო, საპარლამენტო და საპრეზიდენტო სტრუქტურების შენახვა ჯდება 1,8 -ჯერ მეტი, ვიდრე განათლება, 5-ჯერ მეტი, ვიდრე კულტურა და სპორტი, 3-ჯერ მეტი, ვიდრე ჯანდაცვა, 1,2-ჯერ მეტი, ვიდრე სოციალური დაცვა. ხელისუფლების ასეთ ქმედებასა და თავგასულობას ანალოგი არ აქვს მსოფლოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა დიქტატორულისა.
• საქართველოში ბენზინი ღირს 37,4 პროცენტით, ხორცი – 41,8 პროცენტით, კვერცხი – 24,4 პროცენტით, მოუხდელი რძე – 52,9 პროცენტით უფრო ძვირი, ვიდრე ამერიკაში, მაშინ, როცა საქართველოში 10-ჯერ ნაკლებია საშუალო ხელფასი, ვიდრე ამერიკაში.
საშუალო ხელფასი
საქართველოში – 572,5 ლარი
ამერიკაში – 3202 დოლარი
• საქართველომ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის უკანასკნელი 25 წლის პიკური მაჩვენებელის (1988წ.) მხოლოდ ნახევარს მიაღწია, მაშინ, როცა სომხეთმა 32,2 პროცენტით,აზერბაიჯანმა 78.5 პროცენტით გადააჭარბა. პოზიტიური მაჩვენებელი აქვს ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, გარდა საქართველოსი.
• საქართველო ადამიანური განვითარების ინდექსით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მე10 ადგილზეა: ჩამოვჩებით ყველას, გარდა თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთისა.
• საქართველო ეკონომიკური განვითარების დონით ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის მე11 ადგილზეა. გვისწრებს თურქმენეთიც. ჩამოგვრჩება ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
• საქართველოში ხელისუფლებას მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი საპენსიო ასაკი და ყველაზე დაბალი პენსია აქვს დაწესებული. თუ საქართველოშიიგი 48 ამერიკული აშშ დოლარია, სომხეთში – 65 დოლარს, აზერბაიჯანში 107 დოლარს,რუსეთში – 220 დოლარს აჭარბებს.
• საქართველო ჩამორჩება მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს საშუალო ხელფასისა და საშუალო პენიის თანაფარდობითაც. ეს თანაფარდობაა : საქართველოში 15.2 პრცენტი,სომხეთში 20.1 პროცენტი, რუსეთში – 34. 2 პროცენტი, აზერბაიჯანში- 34.9 პროცენტი.
• საქართველო ერთადერთია ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორისაც, სადაც მასწავლებლის, კულტურის მოღვაწის ხელფასი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე საშუალო ხელფასი.
• საქართველო ერთადერთია ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, სადაც სახელმწიფო სახსრებიდან გაცემულ მაქსიმალურ ხელფასსა და პენსიას შორის 200-300 ია და ზოგჯერ 400- საც აღწევს.
• საქართველოში პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირია უმაღლესი განათლება, ყველაზე დაბალია სტიპენდია, ყველაზე ნაკლებია მეცნიერებაში ჩადებული თანხების მოცულობა.
13მაისი, 2010 წელი