მთავრობა პარლამენტში – სამარცხვინო სპექტაკლი ტყუილების კორიანტელით

 

პარლამენტში სამთავრობო კვირეული უპრეცედენტოდ დაიწყო – პრემიერის, ფინანსთა და ეკონომიკიე მინისტრების გამოსვლებიდან გაირკვა, რომ დიდი წარმატებებია სოფლად, სიღარიბე 4 – ჯერ შემცირდა, წამლები იაფდება, ინვესტიციები იზრდება…

 არათუ პოლიტიკოსისათვის, რიგითი მოქალაქისათვისაც კი ყოველგვარი კომენტარი ზედმეტია, რადგან მათ გაცილებით უკეთ იციან, რომ ყველაფერი ეს ტყუილია, დიდი ტყუილია… იციან, რომ უკვე ამ ხელისუფლების მართალიც კი ძნელად დასაჯერებელია… მაგრამ კიდევ ერთხელ შევეხოთ მხოლოდ ზედაპირზე არსებულ ანალიზს. 

I.სოფლად აღმავლობაა – დიდი ტყუილი

 საპასუხო ფაქტები 

  • უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში სახნავ-სათესი ფართობის დამუშავება შემცირდა 65%-ით. (1 წუთში მსოფლიოში 2 ჰა. მიწა იკარგება საქართველოში ერთ სულზე მოდის 0,17 ჰა, ხოლო მუშავდება 0,04 ჰა).
  •  ხორბლის, ბოსტნეულს და ხილის მოსავალი შემცირდა 50-80% – ით საქართველომ პრაქტიკულად დაკარგა სასურსათო დამოუკიდებლობა.

ევროკავშირმა, აშშ,   USAID – მა უზარმაზარი სახსრები მიმართეს საქართველოში სოფლის მეურნეობის რეალური განვითარებისათვის.

 შედეგი: ბოლო სამ წელიწადში სოფლის მეურნეობაში საერთო პირდაპირმა  ინვესტიციებმა შეადგინა 40.000.000 ანუ წელისადში 13.000.000$.

საქართველოში 4.000 სოფელია, მარტო ამით რომ ვიმსჯელოთ1 სოფელზე  მოდის 3.300$ წელისადში. ამით უნდა ააღორძინოს ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა და  „თვითდასაქმებულთა“ 1 მილონიანი არმია? 

მაგრამ ეს ვიცით. რა არ ვიცით?

სად წავიდა სოფლის მეურნეობის მიზნობრივად გამოყოფილი ინვესტიციები?

ხოლო როცა ცნობილი გახდება, თუ  სად წავიდა,  დადგება უფრო მნიშვნელოვანი კითხვები:

 – რატომ წავიდა? როგორ დაიხარჯა? და მთავარი: ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი – ანუ საჭიროა სარჩელის შეტანა ხელისუფლების წინააღმდეგ. სარჩელების კორიანტელი უნდა დადგეს და ამას ცალკე რესურსი ესაჭიროება.

რა ჯობდა

 ტანია მარიას და ტოტო კუტუნიოს ძვირადღირებულ ჩამოყვანას – არ  სჯობდა, უფასოდ ჩამოეყვანათ ისეთი პიროვნებები,   ქართველები, მსოფლიოში  აღიარებული ექსპერტი  – ეკონომისტი ნოდარ სიმონია -ИМЕМО ( დირექტორი ბოლო ხანებში) ან ბაგრატ სანდუხაძე, რომელიც მნიშვნელოვან შედეგებს აღწევს ხორბლის მოსავლიანობის გაზრდაში (საქართველო. 2010 წ. 9-10 ც/ჰა. პოლონეთი – 8ც/ჰა, ინგლისი.- 80ც/ჰ, ირლანდია – 88ც/ჰ, ეგვოპტე – 65ც/ჰ, ტაჯიკეთი (!)-22ც/ჰ. საქ. 1980 წლებში 20-22ც/ჰა) სანდუხაძე – 130ც/ჰა, მოსკოვის ოლქში – არა საუკეთესო ადგილზე ხორბლისათვის.

 ინიციატივა:

შეიქმნას სტრუქტურა, რომელიც აკუმულირებას გაუკეთებს ყველა  წარმოქმნილ ეჭვს. და სისტემატიზებული დოკუმენტის სახეს მისცემს.

ეს სასაზართლოზეც, კრებაზეც და ყველა ცალკეულ ბრალდებაზე გაცილებით მეტი და რაც მთავარია, საერთაშორისო სამართლებრივი პერსპექტივის გასაგასაგები და მისაღები ფორმა იქნება პროტესტის, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს.

 

II.   სიღარიბე 4-ჯერ შემცირდა  – დიდი ტყუილი

 600 ლ. –  საშუალო ხელფასი (ეს 600 ლარი ხალკე თემაა)

მასწავლებლების საშუალო ხელფასი –  248 ლარი

ექიმის საშუალო  ხელფასი –  340 ლარი

იმ ოჯახმა რა ქნას, სადაც 3 უმუშევარია და 1 პენსიონერი – ხომ 256 ლარი ერგება ხელისუფლების გათვლით?!

256 კი არა თვეში 400 ლარიც კი ვერ  მისცემს  არსებობის საშუალებას – აქედან გამომდინარე ყველა პერსპექტივებით: განუვითარებლობა, უკურნებელი დაავადებები, სულიერი ტანჯვა, მორალური დეგრადაცია. მოსახლეობის 80% – ს ყველა უფლება  წართმეული აქვთ. გარდა არჩევნებზე ხელისუფლებისათვის ხმის მიცემის  უფლებისა .

 

III. წამლები იაფდება –  დიდი ტყუილი?!!

„ავერსის“ ინფორმაციით, „ავერსის“ პროდუქცია სომხეთში უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. რა, ჰუმანიტარული დახმარებას ეწევა „ავერსი“ სომხეთში? არა, ის ფასიც კი მოგების მომტანია. მაშ, რატომ იღებს საქართველოს მოსახლეობისგან უფრო დიდ, ანუ ზემოგებას?

მეორე: თუ ეხლა იაფდება წამლები (როცა მთელს მსოფლიოში მათზე ფასები იზრდება), ეს ნიშნავს, თუ რამხელა რეზერვი ჰქონდა პსპ,  „ავერსსა“ და სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს და რა მოგება ჰქონდათ აღნიშნულ კომპანიებს ადრე, თუნდაც 2010 წელს,დღევანდელი ე.წ. 20.30, 40% -იანი ფასდაკლებით  რომ ყიდის – რა მოგებები მოჰქონდა, ადგილობრივი ავადმყოფების ხარჯზე.,

მაგალითად: თუ „X“ ღირდა 10$ – ეხლა ღირს 12$

იგივე „X“ საქართველო იღებდა (თუ იმპორტირებული იყო) ადრე -20$-ად, ახლა იყიდება 16$-ად. ე.ი მოგება იყო 80% – ეხლა მოგებაა – 60%

უცხოეთში ეს კონტროლს ქვეშაა, მაგალითად, მატება ნებისმიერი სახის პროდუქტზე 2-3% დან 10-12% მდე ძალიან მაღალი შედეგია.

წამლების ხარისხი სხვა თემაა!

სწორედ ამის შედეგად მცირდება ღარიბთა რაოდენობა!!

(აბსოლუტური და არა ფარდობითი მაჩვენებლებით ოპერირებენ)

ანალიზით, ქართული ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციაზე ფასები გაზრდილია 150, 200, 350% აგრეთვე 700 და 900%-ით

მაგალითად: ვალოკორდინი – 208%

სოფრალექსი – 357%

PEO – 735%

Салбеса – 854%

(წყარო:www.bizonne.info.markets/125090250.php).

 

IV.ინვესტიციები იზრდება – დიდი ტყუილი

საქართველოს ძირითადი ინვესტორები მიგრანტებია – უცხოეთში სიღატაკეში მცხოვრები ადამიანების  ინვესტიციები 1,5-ჯერ მეტია  ჯამურ პირდაპირ  უცხოურ  ინვესტიციებზე.

მთავარი!

 მასივი ნეგატიური სტატისტიკის იმდენად დიდია, რომ მის ფიქსაციას აზრიც ეკარგება. თითოეული ფაქტი ამ მასივიდან ქვეყანათა უმრავლესობაში მთავრობის სულ ცოტა გადაყენებას გამოიწვევდა. თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც. (შირაკის მაგალითი – სასამართლოა , რამდენიმე მკვდარი სული აღმოაჩინეს პარიზის მერიაში, მისი მეორედ მუშაობის პერიოდში. შირაკმა დარწმუნებული ვარ, ეს არ იცოდა) ამიტომ – საჭიროა პასუხის მოთხოვნის მექანიზმის პერსპექტივა.

(ცალკე სალაპარაკოა – ოღონდ სერიოზულად და პარტნიორებთან ერთად)

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“)

ანალიტიკური ჯგუფი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *