მოსახლეობის ცხოვრების დონე

 

       მოსახლეობის ცხოვრების დონე არის სოციალურ–ეკონომიკური კატეგორია, რომელიც გამოხატავს საზოგადოებრივი განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ადამიანთა ცხოვრების, შრომის და ყოფის პირობათა ერთობლიობას და რომელიც ახასიათებს მოსახლეობის ფიზიკური, სოციალური და ინტელექტუალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ხარისხს.

მოსახლეობის ცხოვრების დონე არის არა მხოლოდ საზოგადოების განვითარების ერთ–ერთი ძირითადი მახასიათებელი,  არამედ მისი განვითარების ობიექტურად აუცილებელი პირობაც.

მოსახლეობის ცხოვრების დონის რაოდენობრივი მაჩვენებლები ხასიათდება იმ სოციალურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ერთობლიობით, რომლებიც ახასიათებს მოსახლეობის მატერიალური და სულიერი  დოვლათით  უზრუნველყოფას და ამავე დროს, მოსახლეობის ამ  დავლათით  მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ხარისხს.

ცხოვრების დონის  ერთ–ერთი მთავარი მახასიათებელი არის სამომხმარებლო კალათის ღირებულება.

      სამომხმარებლო კალათა – არის საქონლისა და მომსახურების ერთობლიობა, რაც აუცილებელია ადამიანის უპირველესი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის წლის განმავლობაში.

სამომხმარებლო კალათა გამოიყენება საცხოვრებელი (საარსებო) მინიმუმის დასაანგარიშებლად, აგრეთვე, სხვადასხვა რეგიონებში სურსათზე, საქონელსა და მომსახურებაზე არსებული ინტეგრალური ფასების შესადარებლად.

სამომხმარებლო კალათის ღირებულება არის მასში შემავალი ნივთების, სურსათისა და მომსახურების ჯამური ღირებულების ტოლი.

      და ბოლოს, საჭიროა იმის აღნიშვნაც, რომ სამომხმარებლო კალათა და მისი ღირებულება არის ისეთივე მნიშვნელოვანი და თვალსაჩინო მახასიათებელი ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური სურათისა, როგორიც არის მშპ, ბიუჯეტი, საგარეო და საშინაო ვალები და სხვა უმნიშვნელოვანესი მაკრო–  და მიკროეკონომიკური მაჩვენებლები.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი გუნდები, ერთმანეთისაგან მრავალი პარამეტრითა და მიდგომებით განსხვავებულობის მიუხედავად, ერთ საკითხში აბსოლუტურად იდენტური პოზიციებით გამოირჩეოდნენ და გამოირჩევიან.

     ეს საკითხი არის სწორედ სამომხმარებლო კალათა, მისი შედგენილობა და მისი ღირებულება.

ქვეყნის ეკონომიკური, საფინანსო და სტატისტიკური ორგანოები, შესაშური მონდომებით ცდილობდნენ არიდებოდნენ მსჯელობას  მოსახლეობისათვის, ზოგადად, და ყოველი ოჯახისა და თითოეული ადამიანის სისხლხორცეული მნიშვნელობის პრობლემას – როგორ გაიტანოს თავი, როგორ უზრუნველყოს საკუთარი და საკუთარი ოჯახის წევრების უკიდურესად მორიდებული მოთხოვნების დაკმაყოფილება, ნაწილობრივ მაინც.

არადა, ამ თემატიკისაგან თავის არიდება, ნებისმიერ მოქმედ ხელისუფლებას, არა თუ არ უადვილებს, არამედ ურთულებს და ურთულებს ძალიან სერიოზულად,  მის საქმიანობას და მოსახლეობასთან ურთიერთობას.

მაგრამ არა საქართველოში.

სახელისუფლებო „პროფესიონალებისა და ექსპერტების“ დასკვნით, დღეს საქართველოში, ზრდასრული ადამიანის საარსებო მინიმუმი შეადგენს 150 ლარს, ხოლო 4–სულიანი ოჯახისა კი – 270 ლარს თვეში.

აქ არ არის არავითარი შეცდომა.

    150 და 270 ლარი ერთი თვის განმავლობაში.

განვიხილოთ ოთხსულიანი ოჯახის ასეთი ვარიანტი:

მამა, დედა, ათი წლის ქალიშვილი, 14 წლის ვაჟი.

ოჯახი ცხოვრობს 60 კვ.მ.  ფართობის ოროთახიან ბინაში.

 

ჩავთვალოთ, რომ ოჯახს არ გააჩნია და არც აპირებს, რომ შეიძინოს:

ავტომობილი;

სარეცხი მანქანა;

კომპიუტერი;

საკაბელო ტელევიზია;

მტვერსასრუტი;

სამზარეულოსათვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა;

კონდიციონერი;

ფოტოაპარატი;

ვიდეოტექნიკა;

 

 მოკლებულია:

კინოს;

თეატრს;

მუზეუმს;

გამოფენას;

დასვენების პარკს;

კლუბს;

რესტორანსა და კაფეს;

სეზონურ დასვენებას;

ინტერნეტით სარგებლობას;

ქალაქგარეთ გასვლას;

წიგნებსა და ჟურნალ–გაზეთებს

 

  არ ხარჯავს თანხებს:

საჩუქრებზე;

ტრადიციულ დახმარებებზე;

სასაფლაოს მოვლაზე;

 

არ ყიდულობს:

ტკბილეულს;

დელიკატესებს;

ალკოჰოლურ და გამაგრილებელ სასმელებს;

წვენებს;

სიგარეტს;

სათვალეებს;

საგალანტერეო საქონელს.

მოკლებულია, არ ყიდულობს, არ გააჩნია კიდევ უამრავი, თანამედროვე ყოფისათვის დამახასიათებელი და აუცილებელი სხვა ნივთი და მომსახურება.

  ამ შემთხვევაშიც კი, იმისათვის რომ უზრუნველყოს გადახდა:

კომუნალური გადასახადები;,

ელემენტარული სურსათის შეძენის;

საყოფაცხოვრებო ქიმიის და პირადი ჰიგიენის პროდუქციის შეძენის;

იაფი ან მეორადი აუცილებელი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენის;

და კიდევ რამდენიმე სახის საქონლისა და მომსახურების შეძენისა  (რაც ინდივიდუალური ხასიათისაა).

ოთხსულიან ოჯახს დასჭირდება თვეში არანაკლებ 350 ლარისა, რაც ხელისუფლების დაანგარიშებულზე 80 ლარით მეტია.

ეს 350 ლარი დაანგარიშებულია ექსპერტების მიერ  (ცდომილებამ, შეიძლება შეადგინოს 10–15 პროცენტი),  ხოლო 270 ლარი საკმარისია ოთხსულიანი ოჯახის არსებობისათვის თვეში მხოლოდ 23 დღის განმავლობაში.

      ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ქალაქებში უმუშევრობამ 60  პროცენტს გადააჭარბა, რაც 2011 აპრილის დასაწყისში ენდიაის ( NDI)  მიერ სოციალური კვლევის შედეგებმაც  დაადასტურა (მათი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 73 პროცენტიადათუ დავუშვებთ, რისი ალბათობაალიანმაღალია,  რომ ჩვენს მიერ განხილულ ოჯახში დედაც და მამაც უმეშევრები არიან, ანუ არანაირი შემოსავლები არ გააჩნიათ, გამოვა, რომ ხსენებული 256 ლარიც ამ ოჯახს, ისევე, როგორც ბევრ სხვა ოჯახსაც,  არ გააჩნია.

ასეთ სიტუაციაში, საქართველოს სტატისტიკური დეპარტამენტი, ანუ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ანუ საქართველოს მთავრობა აქვეყნებს იმ სამომხმარებლო კალათის ოფიციალურ ნუსხას, რომელიც მისი შეხედულებით, საქართველოს მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი.

როგორც ხედავთ, კალათაში 266 დასახელებაა (მსოფლიოში ანალოგიური მაჩვენებელი მერყეობს შუალედში:  260–480).

სამწუხაროდ, არ არის მითითებული ფასები, მაგრამ ძნელი არ არის იმ თანხის გამოანგარიშება, რომელიც დასჭირდება იმავე ოთხსულიან ოჯახს ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სამომხმარებლო კალათის შესაძენად.

ეს თანხა ყოველთვიურად 1450 ლარს (600 ევრო) შეადგენს.

შედარებისათვის,  გადავხედოთ ევროპის  ზოგიერთი ქვეყნის სამომხმარებლო კალათების ღირებულებებს (2009 წლის მონაცემებით; ევრო):

ლიხტენშტეინი – 44581

ნორვეგია –––––––25165

ავსტრია ––––––––20045

საფრანგეთი –––– 19525

იტალია  ––––––––16949

ესპანეთი –––––––13942

კვიპროსი –––––––12652

სლოვენია –––––––9943

ესტონეთი –––––– 6229

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *