საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 20 წელი გავიდა

 ამ ხნის  განმავლობაში, მსოფლიოში  მრავალი მნიშვნელოვანი, ხოლო რიგ შემთხვევებში, უპრეცედენტო მოვლენები განვითარდა.

ბუნებრივი რესურსების საყოველთაო დეფიციტმა, სურსათისა და სასმელი წყლის მწვავე უკმარისობამ, კლიმატის გლობალურმა ცვლილებებმა,  ახალი ტიპის ეპიდემიებმა,  ეკონომიკური კრიზისის აღიარებამ – არსებითი ცვლილებები შეიტანა  ადამიანთა  მსოფლხედვასა და პრაქტიკულ საქმიანობაში, გამოიწვია თვისობრივად ახალი მოტივაციებისა და მოქმედებათა ალგორითმების ფორმირება.

შემაშფოთებელი ხასიათი და მაშტაბები შეიძინა საერთაშორისო და ლოკალურმა ტერორიზმმა.

საერთაშორისო პოლიტიკურ ურთიერთობებში დამკვიდრდა   სამართლებრივად და აზრობრივად ისეთი  ალოგიკური კონსტრუქციები, როგორიცაა  „იძულება მშვიდობისათვის“, “დემოკრატიის  ექსპორტი“, „ჰუმანიტარული დაბომბვა”,  „საკუთარი მოსახლეობის დაცვა სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე“  და ა. შ.

ყველა ამ პროცესებსა და მოვლენებში საქართველოს  უშუალო მონაწილეობის ხარისხი  მეტად დაბალია, მაგრამ მათი პირდაპირი თუ ირიბი გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე – საკმაოდ მაღალი და ხელშესახები.

1991–2003 წლებში საქართველომ ვერ მიაღწიაშესამჩნევ წარმატებებს ეკონომიკის განვითარებასა  და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში.

პირიქით.

მოხდა ყველა სოციალურ–ეკონომიკური მაჩვენენებლის საგრძნობი გაუარესება გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლო პერიოდთან შედარებით;  1,700,000 ადამიანით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა;  მნიშვნელოვნად გაიზარდა უმუშევრობა და სოციალური დაუცველობის ხარისხი;  დაიწყო სტაგნაციური პროცესები მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში.

2003 წლიდან, ხელისუფლების სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ, მდგომარეობა ქვეყანაში არა თუ არ გაუმჯობესდა, პირიქით, საგრძნობლად გაუარესდა, ხოლო რიგ დარგებსა და სფეროებში, გაუარესებამ  შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პენსიონერები, ინვალიდები, უმწეობები, ლტოლვილები.

მთელი რიგი სერიოზული დიპლომატიური შეცდომების გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი.

ხელისუფლების მიერ გატარებული „რეფორმები“ მიმართულია მოსახლეობის ისადაც უმძიმესი საცხოვრებელი პირობების, შემდგომი გაუარესებისაკენ.

საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ხშირად და არგუმენტირებულად ჟღერს ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობის მიმართ მიმდინარე გენოციდის თემა.

უფრო მეტიც, ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური სტრუქტურები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად,  მიზანმიმართულად  ახორციელებს საკუთარი მოსახლეობის გენოციდს.

წინამდებარე კვლევის მიზანია,  ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ადგილობრივი და უცხოელი პოლიტოლოგებისა და ექსპერტების  შეფასებათა,  ქართულ და უცხოურ მედია–საშუალებებში  გამოქვეყნებული მასალების გათვალისწინებით,   შეძლებისდაგვარად, გაანალიზებულ იქნას დღევანდელ საქართველოში არსებული მდგომარეობა და გააცნოს საზოგადოებას, კვლევის ავტორთა მოსაზრებები, საქართველოში შექმნილ ვითარებასა და საქართველოს მოსახლეობის გენოციდის არსებობა–არარსებობის საკითხთან დაკავშირებით.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *