დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში

დასაქმების პრობლემა ერთ–ერთი უმწვავესია საქართველოში და სხვადასხვა სტატისტიკური, კონიუქტურული თუ სოციალური გამოკითხვებით ხშირად იკავებს პირველ ადგილს ქვეყნისა და ქართული საზოგადოების წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი სოციალურ–ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების ნუსხაში.

მას შემდეგ, რაც დაიშალა სსრკ, როგორც ერთიანი ეკონომიკური სივრცე, მთელი სიმწვავით დაისვა საქართველოსათვის ახალი სანედლეულო და გასაღების ბაზრის პრობლემა.

აღნიშნულმა გარემოებამ, აგრეთვე ცნობილი პოლიტიკური კრიზისებისა და სეპარატისტულ რეგიონებთან და მათ უკან მდგარ რუსეთთან კონფრონტაციამ, გავლენა მოახდინა არა მარტო ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე, არამედ ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობასა და დასაქმების დინამიკაზე, რაზეც წარმოდგენას ქვემორე ცხრილი იძლევა:

ცხრილი 1

შრომითი რესურსების დინამიკა 2010 წელს

1990 წელთან შედარებით

(1990 = 100)

2010 %–ით 1990–თან

მოსახლეობა

81

ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა

71

დასაქმებულთა რაოდენობა

59

დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

30

 

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მოსახლეობის 1/5–ით შემცირებისას დასაქმება შემცირდა 2/5–ით და მეტად, ხოლო დაქირავებით დასაქმება – 3.3–ჯერ.

      აღნიშნულ პერიოდში, საქართველო „ქრონიკული დასაქმების“ ქვეყნიდან გარდაიქმნა უმწვავესი  უმუშევრობის პრობლემურ ქვეყნად.

2010 წლისთვის უმუშევართა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 320 ათას კაცს   გადააჭარბა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 16.3 პროცენტი შეადგინა.

    რეალურად, უმუშევართა აბსოლუტური რაოდენობა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ (2003 წლიდან) გაიზარდა 42 პროცენტით, მაშინ როდესაც დასაქმებულთა საერთო რიცხვი იმავე პერიოდში შემცირდა 12.5 პროცენტით, მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა – 2.5 პროცენტით.

იმავე პერიოდში ყოველ 1000 დაქირავებით დასაქმებულზე უმუშევართა რაოდენობა გაიზარდა თითქმის 1.5–ჯერ – 355–დან 517–მდე. 

გრაფიკი N12

gr12

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის აღნიშნული დონე ეფუძნება ორ სტატისტიკურ–მეთოდოლოგიურ დაშვებას, რომლებიც „ანელებენ“ აღნიშნული პრობლემის სიმწვავეს:

  1. 1.                           უმუშევრებს არ მიეკუთვნება ე.წ. თვითდასაქმებულები.
  2. 2.                           უმუშევრობის დონე გაანგარიშებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  „მკაცრი“ კრიტერიუმით[1].

 

დასაქმებულთაგან (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 83.7%) მხოლოდ 621ათასი ადამიანი ეწევა დაქირავებულ შრომას (აქედან სახელმწიფო სექტორში დახლოებით 300 ათასი), ხოლო მილიონზე მეტი განეკუთვნება .. თვითდასაქმებულ მოსახლეობას.

     ამ მეორე ჯგუფში გაერთიანებულია ყველა, ვინც სტატისტიკური სამსახურის ყოველკვარტალური კვლევის მონაცემებით, შერჩეული ერთი საკვლევი კვირის განმავლობაში ერთი საათი მაინც იმუშავა – ანაზღაურებით თუ უსასყიდლოდ(!).

      აღნიშნული კატეგორიის დასაქმებულთა 4/5–ზე მეტი დასაქმებულია ეკონომიკის აგრარულ სექტორში, სადაც ერთ სულზე წარმოებული დამატებული ღირებულება ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია (შესააბამისად, 80$ და 84$, 2010  წლის მდგომარეობით).

    აღნიშნული გარემოება საგრძნობლად ამცირებს უმუშევრობის დონეს, თუმცა რეალური გარდატეხის მოხდენა მოსახლეობის დიდი ნაწილის კეთილდღეობაში, ფაქტობრივად, არ შეუძლია.

შედეგად ვღებულობთ იმას, რომ უმუშევრობა სოფლად თითქმის 4–ჯერ დაბალია ქალაქთან შედარებით (შესაბამისად, 28.8% და 7.8%). სოფელზე მოდის ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 57 პროცენტი, დასაქმებულთა 63.2 პროცენტი, დაქირავებით დასაქმებულთა მხოლოდ 30.6 პროცენტი და თვითდასაქმებულთა 81.5 პროცენტი.

ამასთან, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საბაზრო ურთიერთობების განვითარება  და აგრარული სექტორის თანამედროვე მდგომარეობა, უფრო მოწყვლადს ხდის სოფლად მცხოვრებლებს უმუშევრობის რისკისადმი.  2000  წელთან შედარებით სოფლად თვითდასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდა (45.7 ათასით, ანუ 5.6 პროცენტით), ხოლო ქალაქად – პირიქით შემცირდა 28.1 ათასით, ანუ  12.6 პროცენტით.

შედეგად, თვითდასაქმებულებში სოფლად მცხოვრებლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა (3 პროცენტული პუნქტით). უმუშევრობის დონე ამ წლებში გაიზარდა როგორც ქალაქად, ისე სოფლად, თუმცა სოფლად „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იგი გაიზრდა 1.8–ჯერ, ხოლო ქალაქად – მხოლოდ 32 პროცენტით. 

შედეგად, თუ 2003 წელს უმუშევრობის დონე ქალაქად აღემატებოდა სოფლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.4–ჯერ, 2010 წლისთვის ეს სხვაობა შემცირდა 3.7–ჯერამდე.

გრაფიკი N 13

gr13

ზემოთმოტანილი უმუშევრობის დონე გაანგარიშებულია, როგორც უკვე ითქვა,  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „მკაცრი“ კრიტერიუმით.

„შერბილებული“ კრიტერიუმით კი, ანუ როდესაც მხედველობაში მიიღება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელსაც სურს მუშაობა, მზადაა ამისათვის, მაგრამ აქტიურად აღარ ეძებს სამუშაოს იმედის დაკარგვის გამო (სამუშაოს შოვნაზე ე.წ. „ხელჩაქნეული პირები“), უმუშევრობის მაჩვენებელი  კიდევ დაახლოებით 65 ათასით უნდა გაიზარდოს.

ამ შემთხვევაში, უმუშევრობის დონე კიდევ 2.8 პროცენტით გაიზრდება და 19.1 პროცენტს მიაღწევს.   განვლილ წლებში „შერბილებული კრიტერიუმით“ გაანგარიშებული უმუშევრობის დონე  ოფიციალურად დეკლარირებულ უმუშევრობის დონეს   აღემატებოდა, საშუალოდ, 2.6 პროცენტული პუნქტით.

ქვემოთ მოტანილია გრაფიკი საქართველოში უმუშევრობის დონეებზე შეფასების „მკაცრი“ და „შერბილებული“ კრიტერიუმების მიხედვით.

       გრაფიკი N 14

gr14

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ბოლო წლებში (2008–2010წწ) შეინიშნება უმუშევრობის დონის ზრდა ორივე კრიტერიუმით.

ამასთან, „შერბილებული“ კრიტერიუმით უმუშევრობის რამდენადმე წინსწრების ხარჯზე.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე საქართველოში ევროკავშირისას 1.6–ჯერ აღემატება (შესაბამისად, 10.0% და 16.3%).

       საქართველოზე მაღალი დონის უმუშევრობა (საქსტატის მონაცემებიდან გამომდინარე, და არა რაელური მდგომარეობის ამსახველი, რაც  65–70 პროცენტს შეადგენს) ევროკავშირში მხოლოდ ოთხ ქვეყანას – ესპანეთს (20.2%) და ბალტიის ქვეყნებს (ესტონეთი – 18.5%, ლიტვა – 18.2%, ლატვია – 19.4%) აქვთ.

თუმცა იმის გამო, რომ დასაქმების სტრუქტურაში ამ ქვეყნებში დაქირავებით დასაქმების დონე საქართველოსთან შედარებით ჯერადად მაღალია (თანაფარდობა გამოიხატება პროპორციით 4/1–თან, მაშინ როდესაც საქართველოში იგი შეადგენს მხოლოდ 5.6/10–ს), დასაქმების პრობლემა ჩვენთან გაცილებით მწვავედ დგას, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში.

2003 წლის შემდეგ საქართველოში არსებითად გადაწყდა დაქირავებით დასაქმებულთა შრომის საშუალო ანაზღაურების და არა ზოგადად დასაქმების პრობლემა.

დღეისათვის, საშუალო ხელფასი 600 ლარს აღემატება (2003 წ. – 128 ლარი), რაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელზე ოთხჯერ მაღალია.

დასაქმების პრობლემის გადაუჭრელობაში იგულისხმება ის, რომ ზოგადად, არსებითად არ გაზრდილა სამუშაო ადგილების რაოდენობა, გაიზარდა უმუშევრთა რაოდენობა და უმუშევრობის დონე ქვეყანაში.

      აღნიშნულის ძირითადი მიზეზი შრომის ბაზრის ქრონიკული განუვითარებლობა და ახალი სამუშაო ადგილების ნაკლებობაა.

      ახალისამუშაოადგილებისშექმნაკიპირდაპირარისდაკავშირებულიბიზნესსექტორის, ეკონომიკისმწარმოებლურიდარგებისგანვითარებასთან.

     განსაკუთრებული როლი ამ პროცესში საშუალო და მცირე ბიზნესს ენიჭება.

ცნობილია, მაგალითად, რომ აშშში 70% დამატებითისამუშაოადგილებისასწორედმცირედასაშუალობიზნესისსექტორშიიქმნება, საქართველოშიკი, ეკონომიკის ცალკეული დარგებისა და სექტორების მონოპოლიზაციის გამო სულუფრომცირდებამისიწილი, ამჟამადიგი 16%–არაღემატება, რაც 3–4–ჯერ ჩამოუვარდება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების მაჩვენებელს.

     ჩვენთან ბიზნეს–სექტორში დასაქმებულთა 63 პროცენტი მსხვილ ბიზნესშია დაკავებული, მაშინ როდესაც ევროკავშირში აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 39 პროცენტია.

აღნიშნული გარემოება, ისევე როგორც მთლიანად ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ეკონომიკაში მდგრადი და სტაბილური განვითარების დეფიციტი, უბიძგებს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის საგრძნობ ნაწილს სამუშაო  ეძებოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

     ამჟამად  ეკონომიკური მიზეზებით საქართველოდან გასული ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით  1 – 1,5 მილიონი კაცია, რაც,მნიშვნელოვნად  აღემატება საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რაოდენობას.

რომ არა ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ქვეყნის გარეთ ამგვარი „გაწოვა“, დღეისათვის უმუშევრობის  დონე საქართველოში ოფიციალური 16–17 პროცენტი კი არ იქნებოდა (რაც თავისთავად ისედაც მაღალი მაჩვენებელია),  არამედ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სულ ცოტა, 65–70 პროცენტი, ანუ „ოფიციალურად“არსებულზე 4–ჯერ მაღალი.

       ანუ მთავარი ის არის, რომ „თვითდასაქმებულთა“ უმუშევართა კატეგორიაში ჩართვით, რაც ყველა აზრით გამართლებულია, უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი საქართველოში 65% ს აღწევს.

 

უმუშევრობის მხრივ ყურადსაღები პროცესები იკვეთება ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

უმუშევრობა, ისევე როგორც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში, საქართველოშიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

როგორც წესი, მისი დონე ახალგაზრდებში მნიშვნელოვნად აღემატება უმუშევრობის საერთო დონეს.

ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი არ მიეკუთვნება ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას.

25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ეკონომიკურად აქტიურია მხოლოდ 202 ათასი  ახალგაზრდა – ამ ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის მხოლოდ 37 პროცენტი (საშუალოდ, 15 და მეტი წლის ასაკს მოსახლეობის საერთო რაოდენობაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა 63 პროცენტია, მათ შორის 25 წელზე უფროს მოსახლეობაში – 69 პროცენტი).

გამოდის, რომ დასაქმების საერთო მაჩვენებელი 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 2.5–ჯერ ჩამორჩება უფროსი ასაკობრივი ჯგუფის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

ცხრილი N 2

ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი და უმუშევრობის დონე

ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 2010წელს

(პროცენტი)

25 წლამდე ასაკის მოსახლეობა

25 წელზე უფროსი მოსახლეობა

15 წელზე უხნესი მოსახლეობა

ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში, %

37

69

63

უმუშევრობის დონე

37.5

14.2

16.7

 

 

ამასთან, საქართველოში მნიშვნელოვნად განსხვავდება დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.

25 წლამდე ასაკიანებზე მოდის: 15 და უფროსი ასაკის მოსახლეობის 17.5 პროცენტი. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 10.2 პროცენტი და დასაქმებულთა მხოლოდ 7.5 პროცენტი;

     „სამაგიეროდ“, ამ ასაკობრივ ჯგუფზე მოდის უმუშევართა 23.4 პროცენტი, ანუ დასაქმებაში შესაბამის ასაკობრივ წილზე  3–ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი.

25 წლამდე ახალგაზრდებზე მოდის ქვეყნის არააქტიური მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტი (30.2%),  რაც განსაკუთრებით ზრდის ამ ასაკობრივი ჯგუფის სოციალური აქტივობის პოტენციალს.

გრაფიკი N 15

gr15

       საქართველოში უმუშევრობა ახალგაზრდებში ჯერადად მაღალია უმუშევრობის დონეზე სხვა ასაკობრივ ჯგუფებში.

აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში (25 წლამდე) უმუშევრობის დონე საშუალოს 2.3–ჯერ, ხოლო დანარჩენი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით არსებულ უმუშევრობის დონეს – 2.6–ჯერ აღემატება.

მეტ–ნაკლებად ანალოგიური სურათია სხვა ქვეყნებშიც, სადაც უმუშევრობის დონეები ახალგაზრდებში აღემატება საშუალო ქვეყნისმიერ მაჩვენებლებს 1.9–3.4–ჯერ.


[1] უმუშევარი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „მკაცრი“ კრიტერიუმით –  15 და მეტი წლის პირი, რომელიც არ მუშაობდა გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში ერთი საათითაც კი, ეძებდა სამუშაოს ბოლო ოთხი კვირის მანძილზე და მზად იყო მუშაობის დასაწყებად. მისაგან განსხვავებით, „შერბილებული“ კრიტერიუმით უმუშევრებს მიეკუთვნებიან პირები, რომლებსაც სურთ მუშაობა, მზად არიან სამუშაოს დასაწყებად, მაგრამ აღარ ეძებენ სამუშოს მისი შოვნის იმედის დაკარგვის, ხელჩაქნეულობის გამო.

მიუხედავად უმუშევრობის მაღალი დონისა ახალგაზრდებში, საქართველოს  ამ მხრივ თავისი სპეფიციკა აქვს:

2003 წლის შემდეგ. მმართველობით ორგანოებში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ახალგაზრდების მასობრივმა მოსვლამ გააჩინა ერთგვარი ეიჯიზმის სინდრომიმკაფიოდ გამოხატული დისკრიმინაციული დამოკიდებულება საშუალო და უფროსი ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ.

     ეს კარგად ჩანს დაქირავებით დასაქმებულთა ასაკობრივ დინამიკაში.

შესაბამის ასაკობრივი ჯგუფის  ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობიდან დაქირავებით დასაქმებულთა ყველაზე მაღალი წილი სწორედ ახალგაზრდებშია.

მათ შორის, დაქირავებით დასაქმების დონე საშუალო ქვეყნისმიერ მაჩვენებელს დაახლოებით 1.4–ჯერ, ხოლო წინასაპენსიო ასაკის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელს – 1.5–ჯერ უსწრებს.

აღნიშნული ინდიკატორის შინაარსიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალი ალბათობით შეიძლება იმის თქმაც, თუ რომელი ასაკობრივი კოჰორტიდან ახდენს ამჟამინდელი ხელისუფლება თავისი სოციალური საყრდენის ფორმირებას.

 გრაფიკი N17

gr17

უმუშევრობის ქრონიკული და მაღალი დონე იწვევს შრომით მიგრაციას.

      2009 წლის მდგომარეობით (2010 წლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა), საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობისა და დასაქმებულების  თითქმის 30-30 პროცენტი (შესაბამისად, 28.9% და 29.8%) და  დაქირავებით დასაქმებულთა ნახევარზე მეტი (53.8%).

 გრაფიკი N 18

gr18

შრომითი მიგრანტები უზრუნველყოფდნენ გამომუშავებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილის რეპატრიაციას სამშობლოში.

აღნიშნული რესურსი, თანხობრივად, საქართველოს შინამეურნეობათა მთლიანი შემოსავლების 30 პროცენტის ტოლია, ხოლო

ბოლო წლების (2009–2010 წ.) საშუალო მაჩვენებელი კი თითქმის 1.5–ჯერ აღემატება საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას.

 დასაქმების პრობლემის სიმწვავეს განაპირობებს ისეთი ფაქტორიც, როგორიცაა საკუთარი ბიზნესის წამოწყებისათვის რესურსების სიმწირე და საკრედიტო რესურსების სიძვირე.

     დღეის მდგომარეობით საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მხოლოდ 28 პროცენტია (ბალტიის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი სულ ცოტა, სამჯერ უფრო მაღალია).

თავის მხრივ, საკრედიტო რესურსების მხოლოდ 38 პროცენტია გაცემული ფიზიკურ პირებზე – 62 პროცენტი იურიდიულ პირებზე მოდის.

      მიუხედავად ბიზნესის წამოწყების სიიაფისა, საქართველოში თავად ბიზნესი წარმოება საკმაოდ ძვირადღირებულიდა, რაც მთავარია, სხვადასხვა რისკებთან დაკავშირებული  სიამოვნებაა და მის წარმოებაში სულ უფრო და უფრო მცირდება საშუალო და მცირე მეწარმეების წილი.

 ბოლო წლებში გაიზარდა ხელფასის მსყიდველობითი უნარიანობა.

ასე მაგალითად, თუ 2003 წელს საშუალო ხელფასით შესაძლებელი იყო 22 კგ საქონლის ხორცის შეძენა, 2010 წელს – დაახლოებით 72 კგ–სა (თუმცა 2011 წლის მარტში – უკვე მხოლოდ 48 კგ–ის).

ეს რამდენადმე აღემატება 1990-იანი წლების დასაწყისის დონეს.   მაგრამ იმ დროს  დაქირავებითდასაქმებულობისდონეთითქმის4ჯერ, ხოლოდასაქმებულობისსაერთოდონე 1.5-ჯერუფრომაღალიიყოამჟამინდელთანშედარებით.

     ამასთან, ერთი შეხედვით, საშუალო ხელფასი ფარავს საშუალო ზომის შინამეურნეობის (ოჯახის) საარსებო მინიმუმს დაახლოებით 2.3–ჯერ, მაგრამ ეს მხოლოდ აშკარად შემცირებული ნორმატივების, შემცირებული საარსებო მინიმუმის მიხედვით.

           რეალურად,  ამჟამინდელი ხელფასი საკმარისია საშუალო, ოთხსულიანი ოჯახის სოციალური სიღარიბის ნიშნულის მხოლოდ 65 პროცენტის გადასაფარად.

მთლიანობაში, მასობრივი დაუსაქმებლობა და დასაქმების არარაციონალური სტრუქტურა აფერმკრთალებს საშუალო ხელფასის ზრდის ეფექტს.

       დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ყოველ 100 შინამეურნეობაზე საქართველოში არ აღემატება 52–ს, რაც ჯერადად დაბალია სხვა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.

იმის გათვლისწინებით კი, რომ ზოგიერთ შინამეურნეობაში დაქირავებით დასაქმებულია 2 და მეტი წევრი (განსაკუთრებით ქალაქებში), შეიძლება ითქვას, რომ:

       დღეისათვის საქართველოს შინამეურნებათა ნახევარზე მეტში არც ერთ შრომისუნარიან წევრს არ გააჩნია ანაზღაურებითი სამუშაო.

      მიუხედავად ზრდისა, ხელფასმა ჯერაც ვერ დაიბრუნა შინამეურნეობათა ძირითადი შემოსავლების სტატუსი, ხოლოშემოსავლების ფორმების დივერსიფიცირებისა და დაქირავებით დასაქმებულთა შედარებით მოკრძალებული წილის გამო, საშუალო ხელფასის მიხედვით სხვა ქვეყნებთან შედარებამ, ფაქტობრივად დაკარგა თავისი ეკონომიკური შინაარსი, სოციალურ-ეკონომიკური შედარებითობის ფუნქცია.

      ამის გამო, ანაზღაურების საერთო დონის, მსყიდველობითი უნარიანობისა და მოსახლეობის (როგორც დასაქმებული, ისე მთელი) კეთილდღეობის დასახასიათებლად განვითარების თანამედროვე პირობებში, უფრო მაღალი გამოყენებითი ღირებულება შეიძინა ისეთმა მაჩვენებელმა, როგორიცაა ხელფასის ჯამური ფონდი ქვეყნის ყოველ ათას მცხოვრებზე.

დღეს უკვე მნიშვნელოვანია შევუდაროთ, მოსახლეობის ყოველ 1000 სულზე ხელფასის ჯამური ფონდის მაჩვენებელი, რადგან ქვეყნები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან საშუალო ხელფასის სიდიდითაც და დასაქმებულთა რაოდენობითაც.

     მაგალითად, საქართველოში ყოველ 1000მცხოვრებიდან დაქირავებით დასაქმებულია 140,   რუსეთში – დაახლოებით 370, აშშ–ში – 426.

        საშუალო  ხელფასი საქართველოში ამერიკის დონის მხოლოდ 10.6 პროცენტს შეადგენს (შესაბამისად, 608 ლარი და 3260 დოლარი, კურსი  2010 წლის დეკემბერში – 1$ = 1.7632).

     აღნიშნულის გამო, მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასის ჯამური მაჩვენებელი საქართველოში ამერიკულის მხოლოდ 3.5 პროცენტს აღწევს, მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით კი – 6.9 პროცენტს.

       სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეისათვისმოსახლეობისერთსულზეგაანგარიშებითსაშუალოხელფასისრეალური მსყიდველობითიუნარიანობასაქართველოშიაშშზეთითქმის 15.0ჯერდაბალია.

      თუმცა, ფასების დონით საქართველო ფაქტობრივად ტოლს არ უდებს აშშ–ს, ზოგიერთი სამომხმარებლო საქონლის პოზიციის მიხედვით კი კიდევაც უსწრებს მას.

     ასევე, მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე, ჩვენთან, რუსეთის ფედერაციასთან შედარებით, 2.8-ჯერ ნაკლები დაქირავებით დასაქმებულია. შესაბამისად, სახელფასო ფონდი ყოველ ათას კაცზე ჩვენთან რუსეთის ანალოგიური მაჩვენებლის ერთ მეხუთედზე ნაკლებია (18.8%), ხოლო მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით – ერთ მეოთხედზე ნაკლებია (24.9%).

საქართველოსათვის, ისევე როგორც სხვა გარდამავალი ტიპის ქვეყნებისათვის, დამახასიათებელია სტრუქტურული უმუშევრობის მაღალი დონე, რომლის დაძლევისათვის, სხვა საკითხებთან ერთადს, აუცილებელია ქვეყანაში სახელობო პროფესიული სასწავლებლების რეალური აღდგენა და თანამედროვე მოთხოვნებისადმი მისადაგება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *