პირდაპირ და სრული დაჯერებით ვამბობ…
- პირდაპირ და სრული დაჯერებით ვამბობ: კონკურენტული საარჩევნო გარემოს პირობებში, “თეთრები” პირველთა რიგებში იქნებოდა და მე – დეპუტატი ქუთაისიდან და ეს ქვეყნისთვისაც კარგი იქნებოდა და, ვფიქრობ, ქუთაისისთვისაც!
იხ. „თეთრების“ მიმართვა საქართველოს მოსახლეობას
- ვოცნებობ ეროვნული იდეით გაერთიანებულ საქართველოზე და ისეთ ინტელიგენციაზე….
წერილი ჯანსაღი დისკუსიისთვის და ამასთანავე,პასუხი ყველას,ვინც გულწრფელად, თუ ნიშნის მოგებით,ან ქილიკით ინტერესდება, როგორია “თეთრების” შედეგი არჩევნებში!
სწორედ ამ განწყობის წერილით მივმართეთ ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ნათელაშვილის ოფისში ერთპირშეკრულთ და ბატონ ივანიშვილს ცნობილმა მეცნიერებმა ჩააბარეს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.. პასუხი დღემდე არ არის. პასუხი არ მიუღიათ მეცნიერებს ქვეყნის პირველ პირებთან გაგზავნილ უამრავ წერილზე,(“იმედის წერილი” პრემიერ გ.კვირიკაშვილს, მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს(ი.კობახიძეს, წერილი საქართველოს პრეზიდენტს,
წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს)) ქვეყნის პირველი პირებისთვის გაგზავნილ, ქვეყნის განვითარების კონცეფციაზე -“გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” და პროგრამულ დოკუმენტზე ,,ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“,
დაუჯერებელია,მაგრამ ფაქტია,რომ 3 წლის წინ ქვეყნის ყველა პირველ პირს ჩაბარდა “ხალხის წერილი“,რომელსაც 100 000 (ასიათასი ) ადამიანი აწერს ხელს და ისევ ყრუ კედელი.ამ წერილებში სწორედ ის პროგნოზია გაკეთებული,რაც რეალურად ხდება დღეს ქვეყანაში,მაშინ,როცა სრულიად სხვა სიტუაცია იქნებოდა,ვიდრე დღეს არის,თუ წავიდოდით თანამშრომლობის გზით და არა დაპირისპირების (იხ
მზად ვარ,ვისაც ეს საკითხები აწუხებს,თუნდაც მე მისთვის მიუღებელი ვიყო, პირადად ვეახლო,გადავცე ეს დოკუმენტები და ჩავერთო რეალურ დისკუსიაში.
ეჭვი არ მეპარება, ყოველი მოაზროვნე ადამიანი დარწმუნდება,რომ ქვეყნის გადარჩენა კონკურენტულ გარემოშია,რომ რეალური კონკურენციის პირობებში ადამიანები, საზოგადოება, ქვეყანაც დაცული იქნება და სრულიად სხვა პოლიტიკოსები, ბიზნესმენები,თუნდაც,მეცნიერები იქნებიან არენაზე,ვიდრე დღეს არიან და ყელყელაობენ-ყალბი ეროვნული პათოსით, დემოკრატიის თამაშით,სოციალური დემაგოგიით,ელიტარული კორუფციით.
პირდაპირ და ყოველგვარი მორიდების გარეშე ვამბობ,კონკურენტული საარჩევნო გარემოს პირობებში “თეთრები” იქნებოდნენ პირველთა რიგებში. ეს არის პასუხი კითხვაზე,რამდენი პროცენტი ავიღეთ არჩევნებში და ამავე განწყობით ვიწვევ ყველას საჯარო დისკუსიაში. მზად ვართ, მივიღოთ ამ დისკუსიის თქვენეული წინადადება, გეწვიოთ ნებისმიერ ჯგუფში, აუდიტორიაში,საინფორმაციო სივრცეში.
ბატონებო, ამ წერილით გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და თანამშრომლობის სურვილს,მიუხედავად თქვენი ჩემდამი მძიმე განწყობისა.არც იმას ვეჭვობ,რომ თქვენ ბევრი რამ არ იცით და ჩვენი შეხვედრები,დისკუსია,ჩვენ კი არ დაგვაცილებს,დაგვაახლოებს რადგან ვიცი,კარგად ვიცი,რომ ეროვნული კაცები ხართ,უდიდესი დამსახურებით სამშობლოს წინაშე…
და კიდევ ერთი, ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი!
სიკეთე თქვენთან!
პატივისცემით,
თეიმურაზ შაშიაშვილი
პარტია “თეთრების” თავმჯდომარე
ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/teimurazshashiashvili
ვებ.გვერდი: www.tetrebi.org
12.12.2020წ