მოსახლეობის რეალური შემოსავლები

.       

 

შინამეურნეობათა საშუალო თვიური შემოსავალი 2010 წელს 614 ლარს შეადგენს, რაც წინა წლისას დაახლოებით 8.2 პროცენტით, ხოლო 2003 წლის დონეს – ორჯერ და მეტად აღემატება (203.6%).

ამასთან, ფასების მატების ზრდის გათვალისწინებით (2010 წელს 2003 წელთან შედარებით ფასების საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელმა 7.3 პროცენტი შეადგინა) შინამეურნეობათა შემოსავლები 2010 წელს წინა წელთან შედარებით მხოლოდ 1.0 პროცენტით, ხოლო 2003 წელთან შედარებით – 24 პროცენტით გაიზარდა.

გრაფიკი N 19

gr19

      შინამეურნეობათა საერთო  შემოსავლების მხოლოდ მესამედზე ნაკლები (32%) მოდის შემოსავლებზე დაქირავებით დასაქმებიდან.

აღნიშნული ინდიკაატორის წილი, ბოლო წლებში სისტემატურად იზრდება, 2003 წელთან შედარებით იგი გაიზარდა 12 პროცენტული პუნქტით (2003წ. – 20.0%), თუმცა,ჯერაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება,  როგორც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების, ისე ჩვენი ქვეყნის ადრეული წლების მაჩვენებლებს.

ამავე დროს, შეინიშნება იმ სხვაობის შემცირება, რაც ანაზღაურებით შრომითი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს აქვთ შინამეურნეობათა მთლიან და ფულად შემოსავლებში:

     თუ 2003 წელს ეს სხვაობა შეადგენდა 7.5 პროცენტს, 2010 წლისთვის იგი 5 პროცენრტამდე შემცირდა, ძირითადად ნატურალური შემოსავლების სწრაფი შემცირების გამო.

 გრაფიკი N 20

gr20

 

ბოლო წლებში ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საქრთველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ხელფასოტევადობა (2003 წლის 6 პროცენტიდან 2010 წლის 23 პროცენტამდე).

თუმცა, ამ მაჩვენებლითაც საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებს, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის ხელფასოტევადობა, თითქმის 40 პროცენტია [1](იხ. დანართი).

      უფრო მეტიც.

ხელფასმა ჯერ ვერ დაიბრუნა შინამეურნეობათა ძირითადი შემოსავლების სტატუსი, ხოლო საშუალო ხელფასმა, როგორც უკვე ითქვა,  ფაქტობრივადდაკარგა თავისი საერთაშორისო შედარებადობის სოციალურ-ეკონომიკური ფუნქცია – შემოსავლების ფორმების დივერსიფიცირებისა და დაქირავებით დასაქმებულთა მეტად დაბალი წილის გამო. 

მიუხედავად შინამეურნეობათა შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდისა, მისი ზრდის ტემპი  დაბალია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარი ინდიკატორის – მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან შედარებით, რომელიც 2010 წელს 2003 წელთან შედარებით ნომინალურად – 2.4–ჯერ, ხოლო რეალურად – 49.5 პროცენტით გაიზარდა.

ერთ, განსაკუთრებული მნიშვნელობის გარემოებას უნდა გაესვას ხაზი:

        ალბათ, უფრო გამართლებულია,  მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებზე ცალ–ცალკე მსჯელობა, რადგან „საშუალოთი“ ოპერირება,რეალური შემოსავლების „ქვედა სართულების“ ბინადართათვის – აბსოლუტურად გაუგებარია.

       დღეს,საქართველოში მძიმე და უმძიმესი მატერიალური მდგომარეობა 1,500.000–ზე მეტ ადამიანს აქვს და „საშუალო“ სტატისტიკა მათი  მდგომარეობის დასახასიათებლად მიუღებელია.

მიუხედავად რეალური ზრდისა, ოფიციალური სტატისტიკით, შინამეურნეობათა ფულადი ხარჯების 41.1 პროცენტი და მთლიანი ხარჯების 44 პროცენტი მოსახლეობის მიერ იხარჯება სასურსათო უზრუნველყოფაზე.

ამ მხრივ 2003 წელთან შედარებით, თითქოს, მნიშვნელოვანი ცვლილებებია განხორციელებული – მოსახლეობის ფულად ხარჯებში სურსათზე გაღებული ხარჯების წილი შემცირებული 9.2 პროცენტული პუნქტით (49.9%–დან 40.7%–მდე), ხოლო მთლიან ხარჯებში, შესაბამისად –  13.2 პროცენტული პუნქტით (57.3%–დან 44.2%–მდე).

       მაგრამ ერთ–ერთი ძირითადი მიზეზი ამისა არის ის, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის დანახარჯები ტრანსპორტზე, კომუნალურ მომსახურებაზე, განათლებაზე. ჯანმრთელობის დაცვაზე, ჯარიმების გადახდაზე და ა.შ. და საგრძნობლად შემცირდა – სწორედ აქედან გამომდინარე – სურსათზე.

         შინამეურნეობათა შემოსავლებსა და ხარჯებში სულ უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს ნატურალური სახსრები – მათი წილი შინამეურნეობათა მთელ სახსრებში 2003 წელთან შედარებით 2010 წლისთვის ორჯერ და მეტად შემცირდა 29.2 პროცენტიდან 13.4 პროცენტამდე.

ამასთან, სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობათა შემოსავლებში ნატურალური შესემოსავლების წილი კვლავ მაღალია და დაახლოებით, 30 პროცენტს შეადგენს (ქალაქად – დაახლოებით 4.5 პროცენტი).

       სოფლად მცხოვრები ოჯახური მეურნეობების შემოსავლებში არა მარტო მაღალია ნატურალური შემოსავლები, არამედ დაბალია ფულად შემოსავლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილიც – მხოლოდ 21 პროცენტი (საშუალოდ ქვეყანაში – 6 პროცენტი).

       სოფლად მაცხოვრებელი შინამეურნეობების აგრარული სექტორიდან მიღებული შემოსავლების მხოლოდ 28 პროცენტი ღებულობს სასაქონლო სახეს (ქვეყანაში საშუალოდ – 26 პროცენტი), დანარჩენი 72 პროცენტი – ნატურალური შემოსავლებია.

სხვაგვარად რომ ვთქვათ,

საბაზრო ეკონომიკის პირობებში,  მოსახლეობის შინამეურნეობების მიერ წარმოებული პროდუქციის დასაქონლიანების დონე, ამჟამად უფრო დაბალია, ვიდრე წინა ფორმაციის, არასაბაზრო კოლექტივისტური ეკონომიკის პირობებში[2].

სახეზეა ფრიად სამწუხარო პარადოქსი:

საბჭოურ, ადმინისტრაციულმბრძანებლურსისტემაში,პირადიდამხმარემეურნეობებიუფრომეტადიყობაზარზეორიენტირებული, ვიდრედღესაა.

      მაშასადამე, ჩვენსაქმეგვაქვსსასოფლოსამეურნეოწარმოებისნატურალიზაციასთან, რაცმისიიმ ხანგრძლივი კრიზისისა და დეგრადირების მაჩვენებელია.

        ბოლო შვიდი წლის მანძილზე, მთლიანი შემოსავლების ორჯერადი ზრდის პირობებში, შინამეურნეობათა ფულადი სახსრები გაიზარდა თითქმის ორნახევარჯერ, მაშინ როცა:

      ნატურალური შემოსავლების სიდიდე არა თუ არ გაიზარდა, არამედ პირიქით, შემცირდა – ნომინალურად 6.5 პროცენტით და რეალურ განზომილებაში – 43 პროცენტით.  

 გრაფიკი N 21

 gr21


[1] საქართველოში ამჟამად არსებული საშუალო ხელფასის პირობებში მთლიანი შიდა პროდუქტის ხელფასოტევადობა რომ საშუალო ევროპული დონეზე იყოს, ეს საშუალებას მოგვცემდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ამჟამინდელზე  400 ათასით მეტი ყოფილიყოს – არა ნაკლებ ერთი მილიონი კაცი, რაც ყოველ 100 შინამეურნეობაზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას 52–დან, სულ ცოტა, 87–მდე გაზრდიდა.

[2] 1980-იან წლებში მოსახლეობის პირად დამხმარე მეურნეობებში  წარმოებული პროდუქციის 45 პროცენტი ღებულობდა სასაქონლო ფორმას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *