საქართველოს რეიტინგები

.       

      საქართველოს საერთაშორისო შედარებების განხორციელება შესაძლებელია სულ უფრო მრავალი ინდიკატორით, დაწყებული ისეთი კომპლექსური, სინთეზური ინდიკატორით, როგორიცაა ადამიანისეული განვითარების ინდექსი (HDI)და ბედნიერების საერთაშორისო ინდექსით დამთავრებული.

დღეისათვის, ყველაზე გავრცელებული და „კონვერტირებადია“ ადამიანისეული განვითარების ინდექსი, რომლის გაანგარიშება, გაეროს განვითარების პროგრამამ დაიწყო  1990 წლიდან და რომელშიც, როგორც სინთეზურ მაჩვენებელში,  აისახება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე (მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით), დემოგრაფიული  მდგომარეობა (სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლიობა) და განათლების დონე(სწავლების წელთა რაოდენობა)

საქართველო, ადამიანისეულიგანვითარებისინდექსით, ამჟამად, საშუალო მსოფლიო დონეს,  დაახლოებით 12 პროცენტით აღემატება და 1970–იანი წლების მეორე ნახევრის სინგაპურის, 1980-იანი წლების დასაწყისის ჰონგკონგის, 1990–იანი წლების დასაწყისის პორტუგალიის და 2000–იანი წლების დასაწყისის მექსიკის დონეზეა.

182 ქვეყნიდან საქართველო, ამ მაჩვენებლით, ამჟამად მსოფლიოში 74-ე ადგილზეა და 26 პუნქტით უსწრებს ეკონომიკური განვითარებით ქვეყნის ადგილს (მშპ-ის წარმოება მოსახლეობის ერთ სულზე PPP-ის გათვალისწინებით).

დღეისათვის საქართველოადამიანურიგანვითარებისინდექსითჩამორჩებამსოფლიოშიპირველადგილზემყოფნორვეგიას25.6პროცენტით;ადამიანისეულიგანვითარებისინდექსით,საქართველოამჟამადყოფილისაბჭოთაკავშირის 15 ქვეყნიდანმეცხრეადგილზეა, ჩამორჩება რა ესტონეთს, ლატვიას, ლიტვას, რუსეთს, ბელორუსიას, უკრაინას, ყაზახეთს და აზერბაიჯანს, ხოლოეკონომიკურიგანვითარებისდონითმეთერთმეტეადგილზე(გვისწრებენ ზემოხსენებული ქვეყნები, აგრეთვე სომხეთი და თურქმენეთი) .

ცხრილი 3

საქართველოსა და დანარჩენი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ადგილი მსოფლიოში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტითა (მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით ) და ადამიანისეული განვითარების

ინდექსით  2010 წლის მდგომარეობით[1]

 

 

NN

ქვეყნები

ადგილი მსოფლიოში

ჰუმანური განვითარების ინდექსით

მშპ–ის წარმოებით მოსახლეობის ერთ სულზე

1. ესტონეთი

34

47

2. ლიტვა

44

51

3. ლატვია

48

61

4. ბელარუსი

61

62

5. რუსეთის ფედერაცია

65

50

6. ყაზახეთი

66

72

7. აზერბაიჯანი

67

75

8. უკრაინა

69

89

9. საქართველო

74

100

10. სომხეთი

76

95

11 თურქმენეთი

87

88

12. მოლდოვა

99

118

13. უზბეკეთი

102

119

14. ტაჯიკეთი

112

134

15. ყირგიზეთი

119

136

გაეროს განვითარების პროგრამით, საქართველომ 2010 წელს მთელი 15 პუნქტით

წინ წაიწია ადამიანური განვითარების ინდექსით – იყო 89–ე ადგილზე და გადაინაცვლა 74–ე ადგილზე.

ბუნებრივია, რაც უფრო მაღალ საფეხურზეა ქვეყანა, მით უფრო ნაკლები სივრცე რჩება კიდევ უფრო წინ წაწევისათვის.

უნდა ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, წინა შეფასებათან შედარებით, მდგომარეობა გააუმჯობესა ყველა ქვეყანამ, გარდა ლატვიისა – ეს უკანასკნელი იმავე 48–ე ადგილზე დარჩა, რომელზეც წინა შეფასებისას იმყოფებოდა.

      ამ  მაჩვენებლით საქართველომ, ისევე, როგორც ტაჯიკეთმა, 15 პოზიციით წაიწია წინ, მაშინ როდესაც  ყაზახეთმა და უკრაინამ  წინ წაიწიეს 16–16 ადგილით თითოეულმა, უზბეკეთმა – 17, აზერბაიჯანმა – 19, თურქმენეთმა – 22, მოლდოვამ კი – 38 ადგილით.

თუ ადამიანისეული განვითარების ინდექსით საქართველო უსწრებს საშუალო მსოფლიო დონეს, ეკონომიკური განვითარების დონით პროპორცია საპირისპიროა: მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი ეროვნული პროდუქტით (4902$),  საქართველო (საშუალო მსოფლიო დონის მხოლოდ 46.1 პროცენტია, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით (მიმდინარე ფასებით) –  32.6პროცენტი.  

                                                                                                                                                                                                                                    

გრაფიკი N22 

 gr22

         საქართველო,გაეროს განვითარების პროგრამით განხორციელებულ რეიტინგ–ლისტში,ეკონომიკური განვითარებით გაცილებით უკანაა, ვიდრე ადამიანური განვითარების ინდექსით.

ერთერთი ძირითადი მიზეზი ამისა არის ის გარემოება, რომ თავის დროზე,საბაზრო ეკონომიკისტრანსფორმაციისა და ამ პროცესთან  სამხედრო კონფლიქტებისა და სამოქალაქო დაპირისპირების დროში თანხვედრის გამო, 1991 წლიდან ქვეყნის სათავეში მყოფი „გუნდების“ დაბალი კვალიფიკაციის, უუნარობის, კორუფციულობისა და გარეშე პოლიტიკური და ეკონომიკური ძალების მიერ მათი მართვის შედაგად,ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა იმდენად დიდი იყო, რომ დღესაც კი,საქართველოს,ეკონომიკურიგანვითარებით (მოსახლეობისერთსულზეწარმოებულიმთლიანიშიდაპროდუქტით) ვერ მიუღწევია კრიზისამდელი დონისათვისდა  დღეისათვის,1989 წლის¾–ისდონეზეა.

      მთლიანიშიდაპროდუქტისწარმოებისაბსოლუტურისიდიდითკი(იმის გათვალისწინებით, რომ განვლილ პერიოდში ქვეყანამ დაკარგა არა მარტო ტერიტორიის 20%, არამედ მოსახლეობის დაახლოებით ამდენივე ნაწილი) 3/5ის  დონეზე.   

       ეკონომიკურის გარდა, საქართველო დგას ისეთი სერიოზული გამოწვევის წინაშე, როგორიცაა დეპოპულაცია.

დემოგრაფიული კუთხით საქართველო მიეკუთვნება მსოფლიო  იმშვიდ სახელმწიფოს,  სადაც ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე  ადგილი ჰქონდა მოსახლეობის შემცირებას  (უნგრეთი, ესტონეთი, ლატვია, ბულგარეთი, უნგრეთი, საქართველო);

      გაეროს ექსპერტთა შეფასებით, საქართველო შედის იმ ოცი ქვეყნის შემადგენლობაში, სადაც უახლოესი ათი წლის განმავლობაში მოსახლეობა ზრდის ნაცვლად შემცირდება[2];

     მსოფლიოს იმ სახელმწიფოთა ხუთეულში, სადაც ოთხი ათეულიწლის განმავლობაში – 2015 წელს 1975 წელთან შედარებითმოსახლეობა არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება კიდეც.

დაბალი ბუნებრივი მატების გამო, ადგილი აქვს საქართველოს საშუალო ასაკის მკვეთრ ზრდას, მოსახლეობის დაბერებას. 2010 წლისათვის 1990 წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობის საშუალო მედიანური ასაკი გაიზარდა 6.4 წლით (31.2 წლიდან 37.6 წლამდე), მაშინ როდესაც მსოფლიოში – მხოლოდ 4.7 წლით (24.4 წლიდან 29.1 წლამდე). დღეისათვის მოსახლეობის საშუალო ასაკი საქართველოსთან შედარებით უფრო დაბალია:

მსოფლიოში – 8.5 წლით,

აზერბაიჯანში – 9.2 წლით,

სომხეთში – 5.6 წლით,

თურქეთში –  9.3 წლით.

საერთაშორისო შედარებებები შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.

მაგალითად, საერთაშორისო შედარებები შეიძლება განხორციელდეს იმ სამუშაო დროთა შედარებით, რომლებიც აუცილებელია ერთსახელიანი სამომხმარებლო დოვლათის შესაძენად საჭირო ხელფასის გამოსამუშავებლად.

     ამასთან, შედარებების განხორციელება შესაძლებელია როგორც ერთი ქვეყნის მიხედვით სხვადასხვა დროებრივ მონაკვეთში, ისე ერთი და იმავე დროისათვის სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით.

ერთერთი ასეთი ინდიკატორია დრო,იმ ხელფასის გამოსამუშავებლად, რომელიც აუცილებელია უძრავი ქონების,ტიპიური 70კვადრატულმეტრიანი ბინის შესაძენად ქალაქის არაცენტრალურ ნაწილში. ამგვარი ბინის შესაძენად საჭირო ხელფასის გამომუშავებისათვის საჭირო დრო, დღეისათვის  შეადგენს (წლებში):

ბერლინი – 3,

ნიუ–იორკი – 5.7,

რიგა – 6.8,

ოსლო – 10,

თბილისი – 13.8.

პარიზი – 19.0,

სინგაპური – 36.

       ერთი კილოგრამი  პურის შესაძენად საჭირო ხელფასის გამოსამუშავებლად, 1988 წელს საჭირო იყო 24.6 წუთის შრომა, 2010წელს – უკვე 32.4წუთის შრომა;

      ერთი კილოგრამი ხორცის შესაძენად, შესაბამისად,  3 საათი და 27 წუთი, ხოლო 2010წელს – 2 საათი და 57წუთი;

     ერთი კილოვატ–საათი დენის საფასურის დასაფარად 1988 წელს საჭირო იყო 2.5 წუთის ექვივალენტური ხელფასი, 2010წელს კი – 3.7წუთის;

      ერთი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძენად, შესაბამისად, 3.6 წუთი და 11.0წუთი;

      წყლის გადასახადის დასაფარად – 24.6 წუთი და 67.2წუთი (1 სთ და 76.2 წუთი)და ა.შ.

ანალოგიური შედარებების განხორციელება შესაძლებელია სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც.

მაგალითად, 2010 წლის დეკემბრის სამოხმარებლო ფასებისა და საშუალო ხელფასების თანაფარდობის გათვალისწინებით, ერთი ლიტრი ბენზინის შესაძენად საქართველოში საჭირო იყო 32.5 წუთის შრომის ანაზღაურება, აშშ–კი – მხოლოდ 2.5 წუთის შრომის შესატყვისი ანაზღაურება, ერთი კილოვატსაათ ელექტროენერგიის შესაძენად, შესაბამისად, 2.8 წუთისა და 0.4 წუთისა, „ბიგ–მაკის“ შესაძენად – 1 საათისა და 65 წუთისა და 11.9 წუთისა და ა.შ.

მნიშვნელოვანია საქართველოს ჩამორჩენა განვითარებული საბაზრო ეკონომიკის წევრი ქვეყნებისაგან განათლებაზე და ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯებით.

     დღეისათვის, წმინდა სოციალური მიმართულებების ხარჯებს (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ მესამედი უკავიათ (33.8%), მაშინ როდესაც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში – თითქმის ¾ (74.0%).

ასევე, სამჯერ და მეტად ჩამორჩება საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს ზემოხსენებული ხარჯებით მთლიან შიდა პროდუქტში (საქართველო 9.5%, ევროკავშირი – 30.4%)         

       გრაფიკი 23

gr23                                                                                                               

         

 გრაფიკი N 24                                                                                              

 gr25

 

         ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში  განათლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში  2–ჯერ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში – თითქმის 1.5–ჯერ ნაკლებია;

        ჯანდაცვაზე გაღებულ ხარჯებში, შესაბამისად, 3.3–ჯერ და 2.3–ჯერ, ხოლო სოციალურ დაცვაზე გაღებული ხარჯების მიხედვით – 1.9–ჯერ და 2.1–ჯერ.  

        მაგალითად, ევროკავშირის ლიდერ–ქვეყანას განათლების ხარჯების წილით –  კვიპროსს – საქართველოს მაჩვენებლები ჩამორჩებიან, შესაბამისად 3.2–ჯერ და 2.7–ჯერ, ესტონეთს კი  – 2.8–ჯერ და 2.5–ჯერ.

        თუ რამდენად ჩამორჩება განათლებაზე ხარჯები საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაჩვენებელს მოსახლეობის ერთ სულზე, ამაზე დანართში მოტანილი გრაფიკი მეტყველებს.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში, თავისთავად, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჯერადად ნაკლებია. შესაბამისად, სხვაობა დაფინანსების აბსოლუტურ მასშტაბებში კიდევ უფრო მეტი იქნება.

მოსახლეობის ერთ სულზე განათლებაზე სახელმწიფო ხარჯების მოცულობა საქართველოში შეადგენს დაახლოებით 120 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი;

ბულგარეთში 520 დოლარამდეა,

რუმინეთში – 600,

სლოვაკეთში – 700,

უნგრეთსა და პოლონეთში 1000– 1000,

ლიტვასა და ლატვიაში – 1100–1100,

ესტონეთსა და იტალიაში – 1400–1400,

საფრანგეთში – 2000,

ნიდერლანდებში – 2100,

დიდ ბრიტანეთში – 2300,

დანიასა და შვედეთში – 2600–2600,

ნორვეგიაში – 2800,

ლუქსემბურგში – 3600.

 

ამასთან, საქართველოს ჩამორჩენა ამ ქვეყნებისაგან განათლებაზე გაღებული ხარჯებით, ორჯერ და მეტად უფრო მაღალია, ვიდრე ადგილი აქვს ეკონომიკურ ჩამორჩენას შესაბამის ქვეყნებთან.

კიდევ უფრო არასახარბიელო პროპორციები ყალიბდება საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ჯანდაცვის ხაზით.

მოსახლეობის ერთ სულზე, ჯანდაცვაზე გაღებული მთლიანი ხარჯები (არ აგვერიოს საზოგადოებრივ ხარჯებში) საქართველოში, მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით, შეადგენს 384 აშშ დოლარს (საშუალო მსოფლიო დონის მხოლოდ 44.2 პროცენტს). ამ ინდიკატორით საქართველო მსოფლიოს 194 სახელმწიფოდან 99–ე ადგილზეა.

ჯანდაცვაზე მთლიანად გაღებული ხარჯების თანაფარდობით მთლიან შიდა პროდუქტთან (8.2%) საქართველო ჩამორჩება საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს (9.7%), უსწრებს საშუალოდ განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს (6.4%), მაგრამ საგრძნობლად ჩამორჩება მაღალგანვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს (11.2%).

მსოფლიოში, ამჟამად, ორ ათეულზე მეტ  სახელმწიფოში, ჯანდაცვის მთლიანი ხარჯების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, ორნიშნა რიცხვით გამოისახება. ამ ქვეყნებიდან განსაკუთრებით გამოსაყოფია აშშ, სადაც მხოლოდ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების მოცულობა (7285$)[3] თითქმის 1.5–ჯერ აღემატება საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას.

     შედეგად: დღეისათვის აშშ საქართველოს უსწრებს ეკონომიკურად (ერთ სულზე წარმოებული შიდა პროდუქტით) –  19.1–ჯერ, ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯებით კი ფაქტობრივად – 38.1–ჯერ.

კიდევ უფრო არასახარბიელო მდგომარეობაა, შედარების თვალსაზრისით, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

     საქართველოში, სახელმწიფოს მიერ გაღებული ხარჯები ჯანდაცვაზე, პროცენტობით ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, 2007 წელს შეადგენდა მხოლოდ 1.5 პროცენტს, მაშინ როდესაც საშუალოდ მსოფლიოში, აღნიშნული მაჩვენებელი 5.8 პროცენტია.

     აღნიშნული მაჩვენებელი:

საფრანგეთში 8.7%–ია,

დანიაში – 8.2%,

გერმანიაში – 8.0%,

აშშ–ში – 7.1%,

გაერთიანებულ სამეფოში – 6.9%,

საბერძნეთში – 5.8%,

უკრაინაში – 4.0%,

სამხრეთ აფრიკაში – 3.6%,

რუსეთში – 3.5%,

ჩინეთში – 1.9%.

      მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 170 ქვეყნიდან, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების წილით, საქართველო 149–152–ე ადგილებს იყოფს იემენთან, ტოგოსა და ერიტრეასთან.[4]

      მოსახლეობის ერთ სულზე საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯებით, საქართველო აშშ–ს ჩამოჩება ასტრონომიულად – 94.6–ჯერ (შესაბამისად, 35$ და 3317$)[5].

ამგვარი ჩამორჩენის ძირითადი მიზეზი ჯანდაცვაზე გაღებულ საერთო ხარჯებში სახელმწიფოს უაღრესად დაბალი წილია.

      ამ მაჩვენებლით, საქართველო ერთერთ ბოლო ადგილზეა მსოფლიოში – 18.4%) – რაც საშუალო მსოფლიო დონეზე 3.2–ჯერ დაბალია  (საშუალოდ მსოფლიოში – 59.6%).

      სახელმწიფო ხარჯებიდან ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების წილით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბოლოდან მესამე ადგილზეა, უსწრებს რა მხოლოდ გვინეას (11.0%) და  მიანმას (11.7%).

ასევე, საქართველოში საგრძნობლად დაბალია სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში – მხოლოდ 4.2%  (2009 წ. – 4.7%) (საშუალოდ მსოფლიოში – 15.4%).

საქართველოში, ჯანდაცვაზე გაღებული მთლიანი ხარჯების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება ანალოგიურ საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს (შესაბამისად, 8.2% და 9.7%).

ამასთან, თუ მხედველობაში მივიღებთ  მხოლოდ ხარჯებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხაზით, ჩამორჩენა კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება.

ამ ინდიკატორით, საქართველო ჩამორჩება საშუალო მსოფლიო დონეს 3.9–ჯერ და მაღალგანვითარებულ ქვეყნებს – 4.5–ჯერ,  რაზეც წარმოდგენას  გრაფიკი  N 25 იძლევა.

გრაფიკი N 25

 

 

ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯები საკმაოდ მაღალ კორელაციაშია ქვეყნის ეკომომიკური განვითარების დონესთან.

 

რაც უფრო მაღალია მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი, მით უფრო მეტია ჯანდაცვაზე გაღებული მთლიანი ხარჯების მოცულობა.

      დაბალშემოსავლიან ქვეყნებში, ჯანდაცვის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტis 5.3%–ს, საშუალოშემოსავლიანებში – 6.4%–ს, მაღალშემოსავლიანებში – 11.2%–ს შეადგენს.      საშუალოდ მსოფლიოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 9.7%–ს.

ქვემოთ მოტანილია გრაფიკები, რომლებშიც ჩანს ჯანდაცვაზე გაღებული ხარჯების წილი საშუალოდ მსოფლიოში, საქართველოსა და საზღვარგარეთის რიგ სახელმწიფოებში.

        გრაფიკი N26

gr26

 

გრაფიკი N27

gr25 

თანამედროვე პირობებში, იმ მინიმალურ ზღვარად, რომელიც უნდა ეკავოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯებს სახელმწიფოს ხარჯების საერთო მოცულობაში, მიჩნეულია ბიუჯეტის ხარჯების არანაკლებ 6 პროცენტი.

საქართველოში ეს მაჩვენებელი ბოლო ათწლეულში მხოლოდ ერთხელ ასცდა 6–პროცენტიან ნიშნულს (2005 წ. – 6.3%: 2011 წ. იქნება 6.4%), მაშინ როდესაც დანარჩენ მსოფლიოში, საპირისპირო ტენდენცია შეინიშნება – 2007 წელს 2000 წელთან შედარებით,  ეს მაჩვენებელი მსოფლიოში გაიზარდა 14.5%–დან 15.4%–მდე, ანუ აღნიშნული ინდიკატორით მსოფლიო დონეს ჩამოვრჩებით (ლაპარაკია შეფარდებითი მაჩვენებლების თანაფარდობაზე) 3.7–ჯერ.

        ჩვენზე დაბალი დონე აქვთ 170–დან მხოლოდ ექვს სახელმწიფოს[6].  უნდა აღინიშნოს, რომ თვით ეკონომიკურად ყველაზე დაბალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი, აღნიშნული დონე ორჯერ მაღალია (8.7%). 

  • თუ მხედველობაში მივიღებთ უშუალოდ საზოგადოებრივ დანახარჯებს ჯანდაცვაზე, აქ ჩამორჩენა გაცილებით მაშტაბურია – მსოფლიოში, საშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე,  ერთ მცხოვრებზე იხარჯება 478 აშშ დოლარი, მაშინ როდესაც საქართველოში – მხოლოდ 35 აშშ დოლარი (7.3%). ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის მიხედვით, შესაბამისად, 493 აშშ დოლარი და 71 აშშ დოლარი (14.4%).

       საქართველო, აღნიშნული ინდიკატორით ჩამორჩება მაღალგანვითარებულ ქვეყნებს ზუსტად 35.0–ჯერ, რაც ჯერადად მაღალია საქართველოს ამ ქვეყნებისაგან ეკონომიკურ ჩამორჩენაზე (7.6–ჯერ). 

  ცხრილი 4

მოსახლეობის ერთ სულზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხაზით

განხორციელებული ხარჯები 2007 წელს

(აშშ დოლარებში)

 

                                                                                                                                 ცხრილი 4

ვალუტის ოფიციალური კურსით

ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით

საქართველო

35

71

დაბალგანვითარებული ქვეყნები

11

28

საშუალოდგანვითარებული ქვეყნები

269

419

მაღალგანვითარებული ქვეყნები

2699

2492

საშუალოდ მსოფლიოში

478

493

 

       ამრიგად, ჯანდაცვის მდგომარეობა, შესაბამისი ხარჯების მოცულობა საქართველოში საკმაოდ არადამაკმაყოფილებელია და არ შეესაბამება არა თუ განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნების დონეს, არამედ თავად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს.

საქართველოში მკაფიოდ იგრძნობა სახელმწიფოს გარკვეული დისტანცირება ჯანდაცვის პრობლემებისაგან, რის გამოც ჩვენი ჩამორჩენა საშუალო მსოფლიო დონესთან შედარებით გაცილებით დიდია, ვიდრე  ეკონომიკური ჩამორჩენა.

      ჯანდაცვის ხარჯების ფაქტობრივი გადაკისრება მოსახლეობაზე არა მარტო მძიმე ტვირთად აწვება შინამეურნეობათა ბიუჯეტებს, არამედ აღარ უტოვებს მათ საკმარისს და საჭირო რესურსს ეკონომიკური საქმიანობისათვის და შეიცავს ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის სულ უფრო მზარდ ნეგატიურ კუმულატიურ მუხტს. 

და ბოლოს.

საერთაშორისო შედარებები ყოველთვის შეიცავენ გარკვეულ პირობითობას, არაა გამორიცხული სუბიექტურობა და ცალმხრივი დამოკიდებულება, შეფასება ამა თუ იმ ინდიკატრორის გაანგარიშებისას. მაგალითად, ასეთად უნდა მივიჩნით საქართველოს მოწინავე პოზიცია მსოფლიოში ბიზნესის დაწყების სიიოლის მიხედვით. 

     ამგვარ „ლიდერობას“ ფაქტობრივად  აბათილებს ქვეყნის მოკრძალებული პოზიციები მაკროეკონომიკური გარემოსა (130–ე ადგილი მსოფლიოში) და კონკურენტუნარიანობის მიხედვით (124–ე ადგილი).

ასევე, საქართველო მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიოში,  გაეროსა და იუნესკოს მონაცემებით, განათლების დონის მიხედვით, თუმცა ეს   სამამულო სტატისტიკის „დამსახურება“ უფროა, ვიდრე რეალური მდგომარეობის ადექვატური ასახვა.

     ჯერ კიდევ 2001 წელს, საქართველოში ბავშვთა შრომის კვლევის მონაცემებით, 7–დან 15 წლამდე ასაკში, 15 ათასზე მეტი ბავშვი დაფიქსირდა, რომლებიც არც სწავლობდნენ და არც მუშაობდნენ.

შესაბამისად, მათი განათლების მდგომარეობაზე ცალსახად უარყოფითი პასუხი არსებობს. მდგომარეობა მას შემდეგ საქართველოში არსებითად არც გაუმჯობესებულა, თუ არ გაუარესდა კიდეც.

       სხვა ინდიკატორებით (მათ შორის სტუდენტთა რაოდენობით ყოველ 10 ათას მცხოვრებზე, განათლების დაფინანსების წილით სახელმწიფო ბიუჯეტსა და მთლიან შიდა პროდუქტში და ა.შ.) აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომლითაც საქართველო სულ უფრო კარგავს ხარისხობრივ პოზიციებს ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულების მიხედვით.


[1] იხ.: Human Development Report, 2010, pp. 143-145.

[2] სლოვენია, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლიტვა, ხორვატია, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, რუსეთი, ბელორუსი, უკრაინა, სომხეთი, საქართველო, გვიანა, მოლდოვა, ბოცვანა, სვაზილენდი, ლესოტო.

[3] ჯანდაცვაზე გაწეული საერთო ხარჯების წილი მთლიან შიდა პროდუქტში = 15.7%–ს.

[4] საქართველოზე ნაკლები სახელმწიფო ხარჯების წილი ჯანდაცვაზე მთლიან შიდა პროდქტში 2007 წელს ჰქონდათ მხოლოდ 18 ქვეყანას. ესენია (ქვეყანა და შესაბამისი პროცენტი): თურქმენეთი, სიერა–ლეონე და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – 1.4–1.4 თითოეულში,  კამერუნი, სუდანი და ფილიპინები – 1.3–1.3, ინდონეზია , კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ჰაიტი – 1.2–1.2,  ბანგლადეში  და ტაჯიკეთი – 1.1–1.1,  აზებაიჯანი  და კოტდევუარი –1.0–1.0, ლაოსი და  პაკისტანი – 0.8–0.8, გვინეა – 0.6, მიანმა – 0.2%.

[5] ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობით კი – 47–ჯერ – შესაბამისად, 71$ და 3317%.

[6] ავღანეთს (3.7%), ესტონეთს (4.0%), გვინეა ბისაუს (4.0%), პაკისტანს (3.5%),  ტაჯიკეთს (3.6%), მიანმას (0.9%).

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *