გენოციდის თემა

საზოგადოების სხვადასხვა წრეებში, პოლიტიკურ სტრუქტურებში, სულ უფრო და უფრო ხშირად, სულ უფრო და უფრო არგუმენტირებულად ჟღერს 

ეს მძიმე შეფასება და ბრალდებაა ნებისმიერი, თუნდაც უკიდურესად უუნარო, არაკომპეტენტური,უზნეო, საკუთარი მოსახლეობის მდგომარეობის ნაკლებად გამთვალისწინებელი  და, ამავე დროს, მის მიმართ აგრესიულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ.

        პრეცედენტებიც,  ყოველმხრივ დასაბუთებული და საყოველთაოდ აღიარებული გენოციდისა, ისტორიაში არცთუ ბევრია.

       მაგრამ ის ვითარება, რაც 21–ე საუკუნის პირველ ათწლეულში ჩამოყალიბდა საქართველოში და რომლის ძირითადი ინიციატორი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ძირითადი შემსრულებელი დღევანდელი ხელისუფლებაა, უნდა შეფასდეს როგორც

     გენოციდი საქართველოს მოსახლეობის მიმართ.

ჩვენი შეფასების და არგუმენტაციის უკეთ გააზრების მიზნით, მოკლედ შევეხოთ გენოციდის ცნებას.

ტერმინი „გენოციდი“ პირველად 1943 წელს პოლონელმა იურისტმა რაფაელ ლენკინმა გამოიყენა, ხოლო საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსი მან მიიღო 1948 წელს („კონვენცია გენოციდის დანაშაულის აცილებისა  და მის გამო სასჯელის შესახებ“), როგორც ცნებამ, რომელიც განსაზღვრავს კაცობრიობისა და ადამიანთა ჯგუფების მიმართ უმძიმეს დანაშაულს.

ამრიგად, გენოციდი აღიარებულია, როგორც საერთაშრისო დანაშაული.

თანამედროვე სამართალში, გენოციდი (ბერძნული გენიოს–მოდგმა, ტომი და   ლათინური  ceado – მოკვლა) განიმარტება, როგორც მოქმედება, ჩადენილი   ადამიანთა    ამა თუ იმ ჯგუფის  მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით, რაც   გამოიხატება:

–       ამ ჯგუფის წევრთა ფიზიკური განადგურებით.

 –       მათი ჯანმრთელობისათვის მძიმე ზიანის მიყენებით.  

–      ამ ჯგუფის წევრთათავის, წინასწარი განზრახვით, ისეთი სასიცოცხლო პირობების შექმნით, რომლებიც მათ ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურებას გამოიწვევენ.

         იყო თუ არა საქართველოს მოსახლეობის გენოციდი ან გენოციდის ელემენტების შემცვლელი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის 70–წლიანი პერიოდი, ე.წ. „გამსახურდიას“ და „შევარდნაძის“ პერიოდები?

მიუხედავად შესაძლო და ამ საკითხთან დაკავშირებით,  გარკვეულად, აზრთა ბუნებრივი სხვადასხვაობისა (რაც ცალკე, დეტალური და ყოველმხრივი მსჯელობის საკითხი შეიძლება გახდეს კიდეც),  მიგვაჩნია,

რომ სპეციალისტების, ექსპერტების და მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების და მთლიანობაში მოსახლეობის პასუხი იქნება უარყოფითი, რადგან:

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდი, მრავალ და მნიშვნელოვან პოლიტიკურ,  სოციალურ და სულიერ ნეგატივთან ერთად, რაც არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე, არამედ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი სხვა რესპუბლიკების მოსახლეობაზეც აისახა (შეიძლება, უფრო მძლავრადაც კი), შეიცავდა მრავალ პოზიტივსაც, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში.

ე.წ. „გამსახურდიას“ პერიოდი, რომც ყოფილიყო გენოციდის თუ არა, მოსახლეობის ძირეული ინტერესების და მოთხოვნების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების შემცვლელი,

თავისი არსებობის უკიდურესად მცირე ხანგრძლივობის გამო, ასეთი შეფასებისგან  ასევე თავისუფალია.

ე.წ. „შევარდნაძის“ პერიოდი, რომელმაც ხელი შეუწყო და გამოიწვია კიდეც ის მრავალი სიმახინჯე, რაც დღევანდელ რეჟიმს ახასიათებს (თუმცა უფრო მაღალ და ქვენისთვის სახიფათო ხარისხში აყვანილი) და რომლის დროსაც ჩაეყარა საფუძველი სტაგნაციურ მოვლენებს, შეიძლება შეფასდეს, როგორც ტოტალური წარუმატებლობებისა და იმედების რღვევის პერიოდი, დაწყებული აფხაზეთის ტრაგედიით და ქვეყნის მართვის სრული უუნარობით – საგარეო პოლიტიკაში დაშვებული სერიოზული შეცდომებით დასრულებული.

მაგრამ ეს პერიოდიც,  საქართველოს მოსახლეობის გენოციდად, ალბათ, ასევე არ შეიძლება შეფასდეს.

       რა მოვლენები  განვითარდა საქართველოში 2003 წლის ბოლოდან, როცა ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის ხელში გადავიდა?

სანამ ამ კითხვაზე პასუხების გაცემას შევუდგებოდეთ, სასურველია, შევთანხმდეთ შემდეგზე:

აბსოლუტურად დესტრუქციული, ანუ  უკლებლივ ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით წარუმატებელი, უშედეგო, თუნდაც დანაშაულებრივი ხელისუფლება, ისევე , როგორც აბსოლუტურად კონსტრუქციული, ყველა სფეროში და მიმართულებით წარმატებული შედეგიანი, ქვეყნის ცალსახად აღმშნებელი ხელისუფლება

მსოფლიოს ისტორიაში არც არსებობდა და არც არსებობს. 

ამა თუ იმ ქვეყნის, მისი განვითარების ამა თუ იმ ისტორიულ ეტაპზე არსებული ხელისუფლების შეფასების კრიტერიუმები საყოველთაოდ ცნობილია.

მათ შორის ძირითადია:

–       ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

–       მოსახლეობისათვის ცხოვრებისა და მისი ძრითადი მიზნების, სურვილების, მისწრაფებების რეალიზებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნა.

–       ქვეყნის და მისი მოსახლეობის ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული ტრადიციების დაცვა და განვითარება.

–       ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტზე ზრუნვა.

–       ქვეყნის მეურნეობის განვითარება.

–       მოსახლეობის ყველა ფენის,  ჯგუფის, ყოველი წარმომადგენლის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა – ეთნიკური, რელიგიური, ასაკობრივი და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად.

დღევანდელ მსოფლიოში არსებული (არა მხოლოდ გაეროს წევრების) 252 ქვეყნის კონსტიტუციებიც, რომლებიც მთავარ საკითხებში ერთმანეთის ანალოგიურია, სწორედ ჩამოთვლილი პრინციპების შემცველია.

ასეთივე მიდგომებით, თავისი საპროგრამო დოკუმენტების ჩამოყალიბებისას, ხასიათდება ამ ქვეყნებში არსებული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, გაერთიანებები, მოძრაობები და სხვა, ძალაუფლების მქონე თუ ძალაუფლებისათვის მებრძოლი სტრუქტურები.

     და მიუხედავად ამისა, მრავალი მაგალითია,თანამედროვე მსოფლიოს  ქვეყნების ნაწილში,  სოციალური უსამართლობის,  ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების არსებობის, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრებისა. 

        გენოციდის რა ფორმებსა და სახეობებთან გვაქვს საქმე საქართველოში: 

      

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *