სოციალური გენოციდი, ანუ სტრატოციდი.

.   

      ეს არის საზოგადოების გარკვეულ შრეებში შემავალ ადამიანთა გენოციდი.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სოციალური გენოციდის განხორციელებამ თითქმის საყოველთაო ხასიათი მიიღო.

„თითქმის“ კი იმიტომ, რომ საზოგადოების ერთ კონკრეტულ შრეს – სახელისუფლებო   და   სამართალდამცველ    (უფრო  სწორად  კი,  „ხელისუფლების დამცველ“  შრეს) და მის წარმომადგენლებს ის არ შეხებია.

       არადა, ეს საკმაოდ მრავალრიცხოვანი შრეა.

დღეს საქართველოს ყველა სახის და დონის სახელისუფლებო სტრუქტურებში მომუშავეთა რაოდენობა 150 000  ადამიანია.

მხოლოდ სამართალდამცველ და სამხედრო სტრუქტურებში (შსს, „კუდი“, „სოდი“, იუსტიციის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, საგარეო დაზღვევის დეპარტამენტი, კონსტიტუციური, უმაღლესი და ქვედა რგოლის სასამრთლოები), მომუშავეთა რაოდენობა  100 000–ს აღწევს.

ჯამში,  3 500 000 –ზე  ოდნავ მეტ ადამიანს  ხელმძღვანელობს და „იცავს“  150 000 ადამიანი.

      და სწორედ ეს 3,5  მილიონი განიცდის უმწვავეს, ცინიზმით აღსავსე ბატონობას 150 000–გან.

კიდევ ერთი მონაცემისთვის საჭიროდ მიგვაჩნია კომენტარის გაკეთება.

2010 წლის მიხედვით, საშუალო ხელფასი საქართველოში შეადგენდა 614 ლარს, მაგრამ როგორც ირკვევა, ქვეყნის მმართველი,  სამართალდამცველი და სამხედრო დანიშნულების სტრუქტურებში, საშუალო ხელფასი 1000 ლარზე მეტია,

      ხოლო ყველაზე მაღალი ხელფასები  – 10 000–15 000 ლარის ფარგლებშია,  პრემიალური და სხვადასხვა სახის დანამატებისა და კომპენსაციებისჩაუთვლელად.

ამ 150 000 ადამიანის, რაც მთლიანად ხელფასის მიმღებთა 20 პროცენტია, საშუალო ხელფასია 1 200 ლარი, და ამ ხელფასს იღებს  150 000 –ვე, ხოლო დანარჩენი 80 პროცენტის კი – 420 ლარი, მაგრამ ამ ხელფასს იღებს, მხოლოდ ის, ვისაც გააჩნია სამუშაო, რადგან უმუშევრობა 60 %–ს აღემატება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ 420 ლარის მქონე ხელფასის ადამიანებს სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ.

მაშინ, როდესაც პირველი ჯგუფის წარმომადგენლებს აქვთ დამატებითი, სხვადასხვა ტიპის შემოსავალი, ლეგალურიც  და არალეგალურიც.

       ყველაფერს თავი რომ დავანებოთ,  მასწავლებლების საშუალო ხელფასი 348 ლარია, ხოლო ექიმების – 420 ლარი, ანუ ე.წ. „საშუალო ხელფასზე“ გაცილებით ნაკლები.

ასე რომ, საქართველოში ერთიან საშუალო ხელფასზე საუბარი მოკლებულია ყოველგვარ აზრს.

ამავე დროს, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ    

     მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი  70 პროცენტი უხდის მოსახლეობის მაღალშემოსავლიან  30 პროცენტს ხელფასს, საკუთარი  სოციალური გენოციდის განხორციელების საფასურად.

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *