ინფანტიციდი.

.    

    

 ინფანტიციდი არის ისეთი  სოცალური და ეკონომიკური პირობებისა და გარემოს ჩამაყალიბება, რომლის ძირითადი მსხვერპლი ბავშვები, უპირველეს ყოვლისა კი– ახალშობილები ხდებიან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შემაშფოთებელი სტატისტიკა გაავრცელა.

      კერძოდ, ევროპის 47 ქვეყანას შორის საქართველოს 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების რაოდენობის მიხედვით პირველი ადგილი უჭირავს.

      მაშინ, როცა ევროპის რიგ ქვეყნებში ყოველ 1000 დაბადებულზე, დაახლოებით, 3-4 ბავშვი იღუპება, ჩვენთან ეს მაჩვენებელი, საშუალოდ 20-ს აღწევს.

     ამ ეტაპზე ბავშვთა გარდაცვალების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით თითქმის გაორმაგდა.

საქართველოში ბავშვთა მოკვდავობის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე     მეზობელ  და  ევროპის სახელმწიფოებში.

    აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ბავშვთა მოკვდავობის მაჩვენებელი ორი-სამი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით.

ასევე უნდა ითქვას, რომ 2000 წლის დასაწყისში, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბავშვთა მოკვდავობის დონე ყველაზე მაღალი იყო საქართველოში და მომდევნო წლებშიც ასევე მაღალი დარჩა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ყირგიზეთს, რომელმაც საკუთარი მაჩვენებლებით ოდნავ გაუსწრო საქართველოს.

დანარჩენ ქვეყნებში, საქართველოსთან შედარებით, ბავშვთა მოკვდავობის დონე, ყველგან დაბალია როგორც 1 წლამდე, ისე 5 წლამდე ასაკში. 

ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელგია, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. ყოველ 1000 დაბადებულზე, დაახლოებით, 3-4 ბავშვი იღუპება. მაშინ, როცა, ჩვენთან 1995 წელს, ეს მაჩვენებელი უდრიდა 28,4-ს,  2006 წელს ჩამოვიდა 15,8 –მდე, მაგრამ, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელმი ისევ გაიზარდა და ახალშობალთა შორის სიკვდილის ფაქტები უფრო და უფრო მატულობს.

       ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, როგორც 1 წლამდე, ისე 5 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა აოდენობა.

კერძოდ, თუ 2007 წელს 1 წლამდე ასაკში გარდაიცვალა 656 ბავშვი, 2009 წელს ეს

მაჩვენებელი 945-მდე გაიზარდა.

1 წლიდან 5 წლამდე ასაკში 2007 წელს 56 ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 2009 წელს – 98 ბავშვი. ანუ, სიკვდილიანობის რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა.

60-იან წლებთან შედარებით, სიკვდილიანობა ოდნავ შემცირდა, მაგრამ ბოლო წლებში ისევ საგრძნობად მოიმატა, როგორც აბსოლუტურმა, ისე ფარდობითმა მაჩვენებელმა.

      კერძოდ, თუ 2007 წელს 1 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა მოკვდავობის კოეფიციენტი 13,7-ს შეადგენდა, ანუ ყოველ 1000 დაბადებულ ბავშვზე 13,7 კვდებოდა, 2009 წელს ამ მაჩვენებელმა უკვე 16 ბავშვი შეადგინა.  

იმის გასარკვევად, თუ რატომ არის ჯერ კიდევ მაღალი ბავშვთა მოკვდავობა საქართველოში, მეზობელ ან დასავლეთ-ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სპეციალური კვლევების ჩატარებაა საჭირო, მაგრამ, ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ  ძირითადი მიზეზები შემდეგია:

         პირველ რიგში, ეს არის უმძიმესი ეკონომიური პირობები. ასევე, ამის განმაპირობებელია ჯანმრთელობის მთელი სისტემის დეფორმირებული მდგომარეობა, სამშობიარო დაწესებულებებში არსებული ჰიპერტარიფები, სამედიცინო პერსონალის დაბალი პროფესიონალიზმი და უყურადღებობა, დაბალკალორიული კვება.

      ახალგაზრდა დედების დიდ ნაწილს არ აქვს საშუალება მიიღოს საჭირო რაოდენობის კალორიები, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა აუცილებელი და მრავალი სხვა.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *