„ნაცმოძრაობის” ხელში სოფელი საკონცენტრაციო ბანაკს დაემსგავსა.
ეკონომიკის მინისტრ კახა ბენდუქიძისეული ქართული სოფელი.
ამის გაკეთება მხოლოდ მტერს შეეძლო
ვითარება სოფლის მეურნეობაში “ნაცმოძრაობის” მმართველობის წლებში
▪ “ნაცმოძრაობის” ხელისუფლების აზრით: სოფლად აღმავლობაა…
▪ ხალხის და ექსპერტთა უმრავლესობის აზრით: „მოქკავშირ“ – „ნაცმოძრაობა“ – „აღორძინების“ ხელში სოფლის მეურნეობა კვდება, სოფელი საკონცენტრაციო ბანაკს ემსგავსება.
კონკრეტულად
• სახელმწიფო ასიგნების საერთო მოცულობიდან
სოფლის მეურნეობაზე მოდის 0.82%. ვართ ბოლო ადგილზე.
• 2008 – 2010 წლებში აგრარულ სექტორში შევიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 1.,08%. ვართ ბოლო ადგილზე.
• 2010 წელს (I-II-III -კვარტლების მონაცემებით) აგრარულ სექტორზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 7,2% (!!) მოდის. ვართ ბოლო ადგილზე. ასეთო ცუდი შედეგი არ ახსოვს ქართულ ისტორიას.
• ხელისუფლება თვლის, რომ აგრარულ სექტორში „თვითდასაქმებულთა“ რაოდენობა 900 000 შეადგენს. ეს არის დიდი ტყუილი… „თვითდასაქმებულთა“ რაოდენობით ნამდვილად ვართ პირველ ადგილზე.
• აგრარულ სექტორში დასაქმებული ერთი წლის განმავლობაში ქმნის მხოლოდ 1400 ლარის პროდუქტს… ეს კატასტროფაა. ვართ ბოლო ადგილზე.
• უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში სახნავ-სათესი მიწების დამუშავება შემცირდა 65% -ით. ეს მაშინ, როცა საქართველოში ერთ სულზე მოდის მხოლოდ 0,17 ჰა. (ანუ 1700მ2 სახნავ-სათესი), მუშავდება მხოლოდ 0,04 ჰა. (ანუ 400მ2 )… ცნობისათვის: მხოლოდ სტატისტიკით ერთი ადამიანის სასურსათო უზრუნველყოფისათვის საჭიროა 0,5 ჰა (5000მ2 ) … საქართველო დამუშავებული მიწების მიხედვით 12,5-ჯერ ჩამორჩება საერთაშორისო მაჩვენებელს.
• უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში საქართველოში ხორბლის, ბოსტნეულის და ხილის მოსავალი შემცირდა 50-80% – ით. საქართველომ პრაქტიკულად დაკარგა სასურსათო დამოუკიდებლობა (საპირისპირო პროცესებია აზერბაიჯანსა და სომხეთში).
• ხელისუფლება მალავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ სად დახარჯა ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული 4 მილიარდზე მეტი ინვესტიციიდან აგრარული სექტორისათვის განკუთვნილი 1 მილიარდ დოლარზე მეტი…