რა ხდება სოციალურ სფეროში? (ნაცმოძრაობის მმართველობის წლები)

  • ხელისუფლების აზრით – ქვეყანაში სიღარიბე 4-ჯერ შემცირდა.
  • ხალხის და ექსპერტების უმრავლესობის აზრით  – ეს არის დიდი ტყუილი

კონკრეტულად:

  • ქვეყნის მოსახლეობის 50%-ზე მეტი სახსრების უქონლობის გამო სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების ნახევარსაც კი ვერ იღებს. მოსახლეობის მხოლოდ 15% აქვს საშუალება მიიღოს სიცოცხლისათვის აუცილებელი კალორიები. ექსპერტები ასეთ მდგომარეობას სოციალურ გენოციდს უწოდებენ.
  • ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 160 ლარია, ამერიკელები სამომხმარებლო კალათას უწოდებენ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც უნდა მიიღოს ცოცხალი ადამიანის ორგანიზმმა, რომ არ დაჩლუნგდეს, არ დაავადდეს, სწრაფი სიკვდილით არ მოკვდეს.

იმას, რასაც ამერიკელები (ევროპელებიც) სამომხმარებლო კალათას უწოდებენ, საქართველოში სჭირდება 1450 ლარი. ე.ი. აქტიურმა ადამიანმა უნდა მიიღოს 1450 ლარის პროდუქტები ყოველთვიურად. ამას, ალბათ, მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი მეგობარი ბიზნესმენები ახერხებენ. ქვეყანაში მოსახლეობის დაჩქარებული კვდომის პროცესია.

  • ხელისუფლება მუდმივად ზრდის საკუთარ დაფინანსებას ხალხის ფულით და ხალხის ხარჯზე. 2010 წელს ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის მესამედი (28%) ხელისუფლებას მოხმარდა…  ხელისუფლებისათვის დახარჯული თანხა 1,6-ჯერ გაიზარდა ბიუჯეტის მთლიან ზრდასთან შედარებით  (ამას მსოფლიო პრაქტიკაში ანალოგი არ აქვს)
  • „ ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელისუფალთა შემოსავალი გაიზარდა 2 ათასიდან – დან 14-16 ათას  ლარამდე, ანუ 50-60-ჯერ. პენსია – 4-5-ჯერ – 14-დან 80 ლარამდე.
  • საშუალო ხელფასი ქვეყანაში 600 ლარია, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი 248 ლარი, ექიმის საშუალო ხელფასი – 340 ლარი. უკვე აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაშიც კი ძნელად მოიძებნება ქვეყანა, სადაც მასწავლებლის, ექიმის, კულტურისა და სპორტის სფეროს მუშაკთა ხელფასი ამდენჯერ ნაკლები იქნება ხელისუფლებისა და იმ ქვეყნებში არსებულ საშუალო ხელფასზე.
  • მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის ხელფასმა, პენსიამ, შემწეობამ დაკარგა ეკონომიკური ფუნქცია. პენსია და შემწეობა (80 ლარი)  ხელისუფლების მიერ განსაზღვრული საარსებო მინიმუმის ნახევარიც კი არ არის (ეს, მართლაც ტრაგედიაა)
  • ყოველი 1000 მცხოვრებიდან, საქართველოში დასაქმებულია მხოლოდ 140 ადამიანი და ისიც ძირითადში საბიუჯეტო სფეროში

რუსეთში – ყოველი 1 000 მცხოვრებიდან დასაქმებულია – 370 ადამიანი;

აღმოსავლეთ ევროპაში – 395;

დასავლეთ ევროპაში – 408;

აშშ – 426;

საქართველოში – 140

  • საშუალო ხელფასი  (მოსახლეობისათვის ერთსა და იმავე რაოდენობაზე დაქირავებით დასაქმებულებზე) საქართველო აშშ -ს 3,5% შეადგენს, მსყიდველობითი უნარიანობით – 6,7%, ანუ: ხელფასის რეალური მსყიდველობითი უნარიანობა საქართველოში აშშ – ზე თითქმის 15-ჯერ დაბალია.

ამავე დროს: ფასების დონით საქართველო თითქმის უტოლდება აშშ -ს, ხოლო რიგი სამომხმარებლო საქონლის ფასებით უსწრებს კიდეც.

  • მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (1,5 მლნ) საარსებო წყაროს საძებრად ქვეყნის გარეთაა წასული და ყოველწლიურად 1,3-1,5 მილიარდ დოლარს აგზავნის ქვეყანაში, ანუ ქვეყნის გარეთ გაჭირვების გამო იძულებით წასულთა მიერ ქვეყანაში ახლობლებისა და ნათესავებისათვის გამოგზავნილი ფული მეტია, ვიდრე საქართველოს მოსახლეობაზე ქვეყნის შიგნით გაცემული ხელფასები, პრაქტიკულად 2-ჯერ მეტია, ვიდრე  სახელმწიფო 1 მილიონი პენსიონერისათვის გაიღებს წელიწადში.

 

  • სახელმწიფოს მიერ სადაზღვევო კომპანიებისათვის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაზღვევის მიზნით გადაცემული თითქმის 289 მილიონი ლარიდან, მხოლოდ 114 მილიონი გამოიყენეს დაზღვეულთათვის, 170 მილიონზე მეტი სადაზღვევო კომპანიებმა მოგებად  გაიფორმეს.
  • საქართველო ბერდება. 2010 წელს მოსახლეობის საშუალო ასაკი 31,2 წლიდან გაიზარდა 37,8 წლამდე. მსოფლიოში საშუალო ასაკია 29,1, აზერბაიჯანში 28,4, თურქეთში – 28,3
  • ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით,  საქართველოში განათლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 2-ჯერ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში 1,5-ჯერ ნაკლებია. ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებში, შესაბამისად 3,3-ჯერ და 2,3-ჯერ, ხოლო სოციალურ  დაცვაზე გაცემული ხარჯების მიხედვით – 1,9-ჯერ და 2,1-ჯერ. ეს უკვე ქვეყანა აღარ არის!

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *