გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელის წინასწარი ანგარიში 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით

 

გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა, მაინა კიაიმ წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც კიაიმ “ქორთიარდ მარიოტში”  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დემოკრატიისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, “ბევრი შემაშფოთებელი ნიშანი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანაში ზოგადად არსებული დადებითი ტრაექტორია შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს და მოდერნიზაციაზე ორიენტირება ფართოდ გავრცელებული შიშის, დაშინების და ფუნდამენტური თავისუფლების თვითნებური შეზღუდვების მიმართულებით წაიყვანოს”.

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მიიჩნევს, რომ საქართველოში არათანაბარი პოლიტიკური თამაშის ველია. აღნიშნულ თემაზე საუბრისას მან “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში გასული წლის დეკემბრის ბოლოს შესული ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკა.

“2011 წლის გვიან დეკემბერში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რაც გავლენას ახდენს გაერთიანების უფლებებსა და მშვიდობიან შეკრებაზე. მე ვაკვირდებოდი, რომ ცვლილებები, რომელიც გარკვეულ პერიოდში ორაზროვანი და ბუნდოვანი ენით გადმოიცა, მთლიანობაში უნდობლობის ატმოსფეროს შექმნას ახდენს და საგრძნობლად არღვევს ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონს. საერთაშორისო კანონი სახელმწიფოებს ვალდებულს ხდის, რომ პატივი სცენ და დაიცვან ყველა პირის უფლება, თავისუფლად, დამოუკიდებლად მოხდეს მათი პოლიტიკური უპირატესობების გაერთიანება. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმების 22-ე მუხლის მიხედვით, ხალხს გაერთიანების საშუალება შეუფერხებელი შეზღუდვების გარეშე ეძლევა, მათ შორის – პოლიტიკური მიზნების კუთხითაც”, – განაცხადა გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა, რომლის შეფასებითაც, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” შეცვლილი ორგანული კანონი არღვევს გაერთიანების უფლებას და საფრთხეს უქმნის უფლების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო გაერთიანებებს.

აღნიშნულ კონტექსტში, მაინა კიაი კონტროლის პალატის მიერ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ფინანსური ანგარიშის მოთხოვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “არსამთავრობო ორგანიზაციებსა და ნებისმიერ იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კანდიდატს ან მათი არჩევანის პოლიტიკურ შეხედულებას”. “გამიკვირდა ის ფაქტი, რომ კანონი კონტროლის პალატას უფლებას აძლევს, მიიღოს გადაწყვეტილება თავისი აზრის მიხედვით და გადაწყვეტილებებზე მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე. მე მტკიცედ ვაცხადებ, რომ ნებისმიერი მონიტორინგის უწყება კომპანიის ფინანსებზე უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი”, – განაცხადა მაინა კიაიმ.

საერთო ჯამში, გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის შეფასებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ ცვლილებები კონკრეტული პიროვნების პოლიტიკური ქმედებების გაკონტროლების მიზნით იქნა მიღებული. “ისტორია გვასწავლის, რომ მსგავსი სუბიექტური მიზნებისთვის შემდგარი კანონები ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს და ცხოვრების ცვლად გარემოში არამდგრადია”, – აღნიშნა მაინა კიაიმ.

მაინა კიაის შეფასებით, “საქართველო კრიტიკულ ზღვარზეა” გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში მაინა კიაის შეფასებით, “საქართველო კრიტიკულ ზღვარზეა”.

“2003 წლიდან, როცა ქვეყნის მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, ჩართულიყვნენ მასობრივ მშვიდობიან შეკრებაში, რომელიც “ვარდების რევოლუციის” სახელით არის ცნობილი და საფუძველი გახდა ახალი მთავრობის შექმნისა, საქართველომ დიდი გზა განვლო. ეს უნდა ვაღიაროთ და დავაფასოთ. ამ მხრივ მინდა, ყურადღება იმ ძალისხმევაზე გავამახვილო, რომელიც ქართველი ხალხის დაცვისა და უსაფრთხოებისკენ იყო მიმართული და მნიშვნელოვნად შეამცირა სერიოზულად მძვინვარე კრიმინალი და კორუფცია, განსაკუთრებით – პოლიციაში. მსგავსად ამისა, უახლესი კანონმდებლობა, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების სტატუსს უკავშირდება, ყურადსაღები და აღსანიშნავია. თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ბევრი შემაშფოთებელი ნიშანი არსებობს იმისა, რომ საქართველოში ზოგადად არსებული დადებითი ტრაექტორია შესაძლოა, კატასტროფული აღმოჩნდეს და მოდერნიზებაზე ორიენტირებამ ქვეყანა ფართოდ გავრცელებული შიშის, დაშინებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების თვითნებური შესზღუდვების მიმართულებით წაიყვანოს” – განაცხადა კიაიმ დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ კონფერენციაზე. მისივე შეფასებით, “საქართველომ რიგ დასახულ ამოცანებს კარგად გაართვა თავი, მაგრამ ამ ეტაპზე კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება, როცა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას გაუმჯობესებისაკენ, ან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საკუთარი თავი უკან დასწიოს”. “ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო აყვავებისკენ, სიმდიდრისა და უსაფრთხოებისაკენ სვლას გააგრძელებს, არის ადამიანის უფლებების დაცვა და ფუნდამენტური თავისუფლება. არსებული საკანონმდებლო აქტები, ასევე სახელმწიფოს ქმედებები ამ გზას საფრთხეს უქმნის ” – დასძინა კიაიმ. გაეროს სპეციალური მომხსენებელი 26 მაისის მოვლენების ხელახალ გამოძიებას მოითხოვს 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე ახალი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება უნდა იქნას დაწყებული, სადაც ჩართული იქნებიან ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მთავრობადა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამის შესახებ მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ჩატარებული ვიზიტის შეფასება -შეჯამებას მიეძღვნა. 26 მაისის მოვლენების გამოძიებაში გათვალისწინებულ უნდა იქნას ყველა მოსაზრება დახედვა, რადგან არსებობს ანგარიშვალდებულება ძალის აშკარა გადამეტებისათვის, რომელსაც ამ მოვლენების დროს ადგილი ჰქონდა. ნათქვამია გაეროს მომხსენებლის ანგარიშში. მაინა კიაის დასკვნის თანახმად, მთავრობის რეაქცია აშკარად არაპროპორციული იყო. საპროტესტო აქციების დაშლის შემდეგაც მისი მონაწილეების ცემის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ყოველივე ეს ეჭვს ბადებს, რომ მიზანი არა საპროტესტო აქციების მონაწილეების დაშლა, არამედ მათი დასჯა და საზოგადოებაში შიშის დანერგვა იყო.

მაინა კიაი – 26 მაისს აქციის მონაწილეებზე მთავრობის რეაქცია არაპროპორციული იყო

2011 წლის 26 მაისს აქციის მონაწილეებზე მთავრობის რეაქცია არაპროპორციული იყო, – ამის შესახებ შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხზე მომუშავე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის წინასწარ ანგარიშშია ნათქვამი , რომელიც მან დღეს, “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა. გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის განცხადებით, არსებობს დამაჯერებელი დასაბუთება იმისა, რომ საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგაც ადგილი ჰქონდა ადამიანების ცემის ფაქტებს და რომ პროტესტის მონაწილეებს “მისდევდნენ და უმოწყალოდ უსწორდებოდნენ”.

“ყოველივე ეს ბადებს ეჭვს, რომ მიზანი იყო არა საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლა, არამედ მათი დასჯა და საზოგადოებაში შიშის დანერგვა”, – განმარტა მაინა კიაიმ.

გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი მიიჩნევს, რომ მომხდარზე ახალი და დამოუკიდებელი გამოძიება უნდა დაიწყოს. “გამოძიება უნდა წარიმართოს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც მთავრობის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ძალის აშკარა გადამეტებისთვის ანგარიშვალდებულება არსებობს. ამ ანგარიშვალდებულების არარსებობის შემთხვევაში მთავრობის დაუსჯელობისა და მისდამი უკმაყოფილების განცდა გაბატონდება”, – განაცხადა გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ საბოლოო ანგარიშს ივნისში გამოაქვეყნებს. აქციის მონაწილეებისთვის საზოგადოებრივ შენობებთან 20 მეტრის რადიუსში მიახლოების აკრძალვა მაინა კიაის ანგარიშში უარყოფითადაა შეფასებული აქციის მონაწილეებისთვის საზოგადოებრივ შენობებთან 20 მეტრის რადიუსში მიახლოების აკრძალვა და დემონსტრაციის ძალისმიერი გზით დაშლისთვის 15-წუთიანი გაფრთხილების წესი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხზე მომუშავე გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის წინასწარ ანგარიშში უარყოფითადაა შეფასებული. საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ წინასწარი ანგარიში მაინა კიაიმ დღეს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა და აღნიშნა, რომ კანონში შესული შესაბამისი ცვლილება მშვიდობიანი შეკრების უფლებას ზღუდავს. “მე ვიცი, რომ საქართველოში მშვიდობიანი შეკრების გამართვა არ საჭიროებს წინასწარ ნებართვას. ასევე ვიცი, რომ საქართველოში იმართება სხვადასხვა მშვიდობიანი შეკრებები. საქართველოში ყოფნისას მე ერთ-ერთი აქციის მომსწრეც გავხდი. მიუხედავად ამისა, კანონში რიგი პრობლემური დებულებები ჯერ კიდევ რჩება, რომლებიც შეკრების თავისუფლებას ზღუდავს. უნდა გვახსოვდეს, რომ “ვარდების რევოლუციის” დროს არ ყოფილა დაცული საზოგადოებრივი შენობების შესასვლელებიდან 20 მეტრის მოთხოვნის ნორმა, მოხდა საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა, მაგისტრალებისა და ტრანსპორტის მოძრაობის გადაკეტვა. ვშიშობ, აღნიშნული შეზღუდვები შემოღებულია იმისთვის, რომ ხელი შეეშალოს მოქალაქეებს, მშვიდობიანი პროტესტის გზით საკუთარი მოსაზრებები გამოხატონ”, – განაცხადა მაინა კიაიმ. მისივე თქმით, იგი შეშფოთებულია შეკრების ძალისმიერი დაშლისთვის 15-წუთიანი გაფრთხილების წესით, რადგან ეს საერთაშორისო სტანდარტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

მაია კაიას შეფასებით, საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმცია არ არსებობს.

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე სპეციალური მომხსენებლის , მაინა კიაის შეფასებით, საქართველოში უდანაშაულობის პრეზუმცია არ არსებობს. „ქორთიარდ მერიოტში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოდგენილ წინასწარ ანგარიშში ნათქვამია: „ჩემში გაკვირვებას იწვევს განცხადებები, რომლებიც მიუთითებს სამართლებრივი გარანტიების არარსებობაზე და იმ ფაქტზე, რომ სასჯელის გამოტანა ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზე დაყრდნობით. სასამართლო ხელისუფლებასთან რიგი საუბრების შემდგომ მე ერთობ შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ უდანაშაულობის პრეზუმცია აშკარად არ არსებობს და ძირითადად, მნიშვნელობა ენიჭება პოლიციელებისგან მიღებულ ჩვენებებს!. – განაცხადა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა. ამასთან, მან შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ „90 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება ხშირად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ხდება.“ „მე შეშფოთებული ვარ დაკავების აღნიშნული ფორმის ასეთი სიხშირით, ფაქტობრივად, მუდმვად გამოყენებით. ეს უმნიშვნელო დანაშაულები გახლავთ და არა რის საჭირო, ხელისუფლებამ ისინი ცუდ და დამამცირებელ პირობებში ამყოფოს,- აღნიშნა მაია კიაიმ. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში არსებულ ვითარების შესახებ საბოლოო ანგარიშს ივნისში გამოაქვეყნებს.

კიაი: „მთავრობის მიზანი სადამსჯელო ღონისძიების ჩატარება არ უნდა იყოს“

გაზეთი “ბათუმელების” ექსკლუიზიური ინტერვიუ “ გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან

ბატონო კიაი, როგორც ვიცი, საქართველოში პირველად ხართ, მაგრამ უკვე ბევრ ჯგუფს შეხვდით. იმ ინფორმაციებიდან, რაც მოისმინეთ ან ნახეთ, რა მოხვდება თქვენს ანგარიშში, რომელსაც მალე გამოაქვეყნებთ?

ჯერ ვერ გეტყვით, რა შევა ჩემს რაპორტში, მაგრამ გეტყვით იმას, რაც გავაკეთე: თითქმის ორი კვირაა, რაც აქ ვარ და შეხვედრები დავიწყე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე ვიღებდი ინფორმაციას არა მარტო საქართველოდან, არამედ რეგიონის მასშტაბით. ასევე მოვისმინე იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში საქართველოზე, რომელსაც აღნიშნული თავისუფლების შესახებ მონიტორინგი აქვს ჩატარებული. ვხვდები სახელმწიფო წარმომადგენლებს, პარლამენტარებს, პოლიციის წარმომადგენლებს, ოპოზიციურ პარტიებს, შრომის პროფესიული კავშირების წარმომადგენლებს და ზოგიერთ მსხვერპლს. ვიყავი საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ქუთაისში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფართოდ შევხედე საკითხს _ შთაბეჭდილებები უკვე შემექმნა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ მოისმინეთ ინფორმაცია საქართველოში 2011 წლის 21 და 26 მაისის აქციების დაშლასთან დაკავშირებით. 21 მაისის აქციის შემდეგ ბათუმში 7 ადამიანი დააკავეს. ისინი ჯერაც პატიმრობაში რჩებიან. ამას როგორ შეაფასებთ?

ზუსტად ამ საკითხზე სასაუბროდ ცოტა ხანში შევხვდები გუბერნატორს (იგულისხმება ლევან ვარშალომიძე). ფაქტობრივად, ვაპირებ მაგ საკითხებზე მას ვკითხო.

და თქვენი პირადი შეფასება ამასთან დაკავშირებით როგორია?

როდესაც ამ საქმით ვარ დაკავებული, როგორც წესი, ვუსმენ ყველას და მერე ერთმანეთს ვუკავშირებ ინფორმაციებს. ხოლო რასაც შევაფასებ და გადავხარშავ, ეს იქნება ჩემი აზრი, როგორც გაეროს ექსპერტის. ჩემთვის, როგორც გაეროს სპეციალური მომხსენებლისთვის, ქვეყანაში შეკრების თავისუფლების უფლების განხორციელება არის უდიდესი მნიშვნელობის. ამას დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგანაც ადამიანის უფლებაა, თქვას სიმართლე და ის უთხრას თავის მთავრობას, რომელსაც აქვს ძალაუფლება. ეს ის უფლებაა, რომელიც ადამიანებს აძლევს საშუალებას, უფრო ორგანიზებულნი გახდნენ თავიანთი პროტესტის გამოხატვის დროს. ეს ხდება იმისათვის, რომ მოსახლეობის წინაშე მთავრობა იყოს პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული.

რაც შეეხება 21 და 26 მაისის მოვლენებს თბილისსა და ბათუმში, შეიძლება ვთქვათ, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი ადამიანის უფლებების დარღვევებს. როცა ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი, შემდეგ ჩნდება კითხვა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

როდესაც ერთ მხარეს არის აქცია და მეორე მხარეს _ მთავრობა, რომელსაც დაგეგმილი აქვს აღლუმი, რას უნდა მიანიჭოს უპირატესობა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, დემოკრატიის პრინციპები რომ არ დაარღვიოს?

პროტესტი ზუსტად იმიტომ იწყება, რომ არაკომფორტული იყოს ხელისუფლებისთვის. უფრო მეტიც, დისკომფორტი შეუქმნა მთავრობებს, გარანტირებულია საერთაშორისო კანონმდებლობით. ეს არის გარანტია იმისა, რომ მოქალაქეებმა ორგანიზებულად გამოხატონ მშვიდობიანი პროტესტი. ანუ თუ მთავრობას აღლუმის ჩატარება უნდა, მაშინ, ალბათ, აქცია უნდა დაშალოს, მაგრამ დაშალოს მშვიდობიანად. მისი მთავარი მიზანი სადამსჯელო ღონისძიების ჩატარება არ უნდა იყოს. ქართულ კონტექსტს რომ დავუბრუნდეთ, თუ მთავრობას უნდოდა აღლუმის ჩატარება, უნდა დაეშალა ეს დემონსტრაცია, მაგრამ მშვიდობიანად. მთავრობამ აღიარა, რომ 26 მაისს ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. ის, რომ მთავრობამ აღიარა გადამეტებული ძალის გამოყენება, კარგია, რადგან ამის შესახებ უკვე შეიძლება დიალოგის დაწყება.

26 მაისის შემდეგ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ისევ აიკრძალა 20 მეტრის რადიუსში აქციის გამართვა შს სამინისტროსთან, პროკურატურასთან… ამ კანონის მიხედვით, პოლიციას შეუძლია დაშალოს სპონტანური აქცია, თუ ის სავალ ნაწილს გადაკეტავს. ეს აკრძალვები მოდის თუ არა წინააღმდეგობაში საერთაშორისო კანონებთან?

საერთაშორისო კანონის მიხედვით, სპონტანური აქციები არ არის უსამართლო. ეს ჯდება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. სპონტანურობა ადამიანის ბუნებაშია, შეიძლება უცებ გაღიზიანდნენ ადამიანები და უცებვე გადაწყდეს აქციის შეკრება. მე რამდენადაც მითხრეს, ქართული კანონის თანახმად, შეუძლიათ სავალი ნაწილიდან ადამიანების გადასვლა მოითხოვონ ტროტუარზე, მაგრამ თუ 20 ათასი ადამიანი გამოვიდა აქციაზე, მაშინ როგორ დაეტევა ყველა ტროტუარზე, ანუ საუკეთესო გამოსავალი იქნება, რომ აქცია დაშვებულ იქნას სავალ ნაწილზეც. რაც შეეხება 20-მეტრიან დისტანციასთან დაკავშირებულ პრობლემას, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, თუ საზოგადოებრივ წესრიგს ემუქრება საფრთხე, მაშინ დასაშვებია მომიტინგეების გადაწევა. ალბათ სამართლიანი იქნება, პროტესტის არდაშვება პოლიციის შენობის შიგნით, რადგან იქ ინახება იარაღი და შესაძლებელია უსიამოვნო ფაქტი მოხდეს. მაგრამ პარლამენტისა და პროკურატურის შენობების წინ მანიფესტაციის გამართვაში დასაძრახი ან არასწორი არაფერია. ეს საერთაშორისო სამართლით დაშვებულია და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *