„სახალხო კრება“: დროა ქვეყანაში არსებულ ვითარებას საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი სახელი დაარქვას

saxalxo_krebaaa-225x150„სახალხო კრება“ მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევათა ფაქტების `ობიექტურ შეფასებას“. განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ჯონ ბასის განცხადებას, სადაც ის საუბრობს ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემებში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე.

`ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2011 წლის 26 მაისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე ”სახალხო კრების” მიერ ორგანიზებული აქციის დაშლისას, მოხდა მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლიანი დარბევა, უმოწყალო ცემა, აბუჩად აგდება, მათი ღირსების შელახვა. აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მისული 20-ზე მეტი ჟურნალისტი დაზარალდა, უხეშად დაირღვა მათი უფლებები.

2011 წლის 26 მაისის სისხლიან ღამეს ხელისუფლების მხრიდან სადამსჯელო სპეცოპერაციის დროს, დაირღვა ყველა საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, კონვენცია, შეთანხმება. დაირღვა საქართველოს უზენაესი კანონი _ კონსტიტუცია. სადამსჯელო საპეცოპერაციის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით გარდაიცვალა 4 ადამიანი, აქციის ასობით მონაწილემ მიიღო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება. უკანონოდ, მოგონილი ბრალდებებით დააპატიმრეს 300-მდე ადამიანი, „სახალხო კრების“ 41 პოლიტპატიმარი დღემდე უკანონოდ რჩება საპატიმროებში, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში პოლიტ-დევნილის სტატუსით ცხოვრობს „სახალხო კრების“ ათობით მხარდამჭერი~, _ ნათქვამია სახალხო კრების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მიუხედავად „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნისა, რომ ჩატარებულიყო ობიექტური გამოძიება 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ შსს-ს ე.წ. დახურული შიდა მოკვლევით დაკმაყოფილდა.

`სამწუხაროდ, დიდი გულისტკივილით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ყოველივე ამაზე ამერიკის ელჩს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ერთი წლის წინ, ბატონ ჯონ ბასს, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისათვის, რომ ობიექტური შეფასება მიეცა, დარწმუნებული ვართ, ქვეყანაში არ იქნებოდა ის მდგომარეობა რაც დღეს არის: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მდგომარეობა უმძიმესია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად გაურკვეველ ვითარებაში 146 პატიმარია დაღუპული, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის 30-ზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული და არც ერთი მათგანი არ არის გამოძიებული, ხელისუფლების ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებით, კონტროლის პალატამ შეიძინა სადამსჯელო ფუნქცია და ახორციელებს ზეწოლას ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და მის მხარდამჭერებზე, წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მიერ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებებით საარჩევნო გარემო უკიდურესად გაუარესდა~, _ აცხადებს სახალხო კრება და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, უფრო აქტიურად შეისწავლონ და განახორციელონ მონიტორინგი ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ობიექტური ანგარშის გამოქვეყნებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში სამართლიანი წინა საარჩევნო გარემოს შექმნას. რადგანაც მიგვაჩნია, რომ შემოდგომით, როდესაც პილიტიკური ტემპერატურა მაქსიმალურად აიწევს, ხელისუფლებისაგან მოსალოდნელია საარჩევნო სუბიექტების წინააღმდეგ რეპრესიების კიდევ უფრო გაძლიერება. `მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებში წარმოდგენილი ფაქტები მოწმობს, რომ ყოველწლიურად ქვეყანაში მდგომარეობა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით უკიდურესად მძიმდება და ჩვენის აზრით, დროა ქვეყანაში არსებულ ვითარებას დაარქვან თავისი სახელი: საქართველოში არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად მიდის დიქტატურისაკენ და რომელსაც დემოკრატიასთან არაფერი საერთო არ აქვს“, _
ნათქვამია ოპოზიციური გაერთიანების განცხადებაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *