აშშ “დამფუძნებელთა“ შიში ხელისუფლების ბოროტად გამოყენების გამო

 

usaზოგიერთი რამ აშშ კონსტიტუციის „შემქმნელთა“ამერიკის „დამფუძნებელთა“ გამოცდილებიდან ქართული რეალობის ანალიზისა დამოქმედების ჩამოყალიბებისთვის

ალექსანდრე ჰამილტონი, ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე (1787წ.)

„გადაეცით მთელი ხელისუფლება მრავალთ და ისინი დათრგუნავენ მცირეთ. მიეცით მთელი ძალაუფლება მცირეთ და ისინი დათრგუნავენ მრავალთ.“

ბენჟამენ ფრანკლინი, ამერიკელი სახელწიფო მოღვაწე, ფილოსოფოსი (1787წ.)

„ორ ქვენა გრძობას უძლიერესი გავლენა აქვს ადამიანთა საქმიანობაზე. ესენია ამპარტავნება და სიღარიბე; ძალაუფლებისა და ფულის სიყვარული.“

ჯორჯ მეისონი, ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე (1787წ.)

„ადამიანის ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვირწმუნოთ, რომ ვისაც ხელთ უპყრია ძალაუფლება, – უმალვე გადაამეტებს მას… როგორც კი ამის საშუალება მიეცემა.

1. ხელისუფლებაში მყოფნი უნდა იყვნენ, არა მარტო პროფესიონალები – ამ ადამიანებს, მართვის საკუთარი გამოცდილების გარდა – უნდა გააჩნდეთ სახელმწიფო მმართველობის საფუძვლიანი ცოდნა. ამ უკანასკნელის შეძენა შეიძლება პოლიტიკურ ფილოსოფოსთა და ისტორიკოსთა მიერ საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ნაშრომების შესწავლით.

2. საჭიროა კარგად გავიაზროთ, თუ რა არის სახელმწიფოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პრინციპები და ღირებულებანი საქართველოში.

3. კარგად უნდა გავიაზროთ პოლიტიკური ფილოსოფიის ის უმნიშვნელოვანესი იდეები, რომელთა გათვალისწინების გარეშე გვექნება არასრულყოფილი სახელმწიფო მოწყობა.

4. ბუნებითი უფლებების ფილოსოფია:

კარგად უნდა გავიაზროთ ბუნებითი უფლებების ფილოსოფია.

– ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად, რომ არსთა გამრიგემ მათ უბოძა გარკვეული ხელშეუვალი უფლებანი, რომ მათ შორისაა სიცოცხლე, თავისუფლება, ბედნიერებისკენ სწრაფვა. ეს არის ჭეშმარიტება და ისიც ჭეშმარიტებაა; რომ ამ უფლებათა დასაცავად ადამიანები ქმნიან ხელისუფლებას, რომელიც თავის მართლზომიერ უფლებამოსილებას მათგანვე იღებს, მათივე თანხმობით; რომ უკეთუ მმართველობის რომელიმე ფორმა ხელყოფს ამ მიზნებს, ხალხის უფლებაა, შეცვალოს ან გააუქმოს არსებული მმართველობა და დაამყაროს ახალი ხელისუფლება…

ინგლისელი ფილოსოფოსის ჯონ ლოკის (1632 – 1709) პოლიტიკურ ფილოსოფიას ხშირად ბუნებითი უფლებების ფილოსოფიას უწოდებენ. მისი ნათქვამია: „ბუნებით სახელმწიფოს თავის სამართავად გააჩნია ბუნებითი კანონები, რაც ავალდებულებს ყველა ჩვენთაგანს… „არ ვხელყოფდეთ სხვის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, თავისუფლებასა და ქონებას.“
ეს კანონები „ბუნებისა და ღმერთის კანონებია“, როგორც მათ დამოუკიდებლობის დეკლარაციაში უწოდა თომას ჯეფერსონმა.

– ერთადერთი გზა სხვისი მართვის უფლების მოპოვებისა არის ის, რომ თანხმობა მიიღო იმათგან, ვინც უნდა მართო. თუ ხალხი არ დათანხმდა ხელისუფლების შექმნას, ვერც ის ხელისუფლება იქნება.
– ხალხი, ძირითადად, გონიერი და დამთმობია. მაგრამ, ამავე დროს, ის საკუთარი ინტერესებით ცხოვრობს.
ვიდრე თავისი ბუნებითი უფლებების დაცვის ერთადერთ საშუალებად ხალხი საკუთარ ძალასა და მოხერხებულობას მიიჩნევს, უფრო ძლიერები და უნარიანები ხშირად შეეცდებიან, წაართვან სუსტებს სიცოცხლე, თავისუფლება ან საკუთრება. უფრო სუსტნი კი საკუთარი თავის დაცვას ძლიერთა წინააღმდეგ გაერთიანებით შეეცდებიან…
ხელისუფლება იქმნება იმიტომ, რომ დაცული იყოს ბუნებითი უფლებები, ძიერები არ ართმევდნენ მათ სუსტებს და სუსტებს თავის დასაცავად გაერთიანება და ამბოხი არ სჭირდებოდეთ.

5. რა საჭიროა ხელისუფლება?

ლოკს კარგად აქვს გაანალიზებული ბუნებითი სახელმწიფოს პრობლემების გადაწყვეტის გზა – ბუნებითი თავისუფლების დათმობა, რათა მიაღწიოს საკუთარი უფლებების დაცვას.

ბუნებითი სახელმწიფო – ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების გარეშე.

ლოკმა ეს პრობლემა სოციალური კონტრაქტის პრინციპით გადაწყვიტა:

ადამიანი თმობს ყველაფრის კეთების აბსოლუტურ უფლებას, რომელიც შეუზღუდავად ჰქონდა ბუნებით სახელმწიფოში. სამაგიეროდ, იგი იღებს ხელისუფლებით უზრუნველყოფილ უსაფრთხოებას. ყოველი პიროვნება თანახმაა, ხელისუფლების მიერ გამოცემული კანონებით დაემორჩილოს მასზე დაკისრებულ შეზღუდვებს და ამით იყოს დამშვიდებული, რომ მისი სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება დაცულია.

6. ხელისუფლების მთავარი დანიშნულება

ლოკი და ბუნებითი უფლებების სხვა ფილოსოფოსები ამბობდნენ, რომ ხელისუფლები მთავარი დანიშნულებაა ადამიანის ბუნებითი უფლებების დაცვა.

აშშ კონსტიტუციის პრეამბულა:

„ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი, იმ მიზნით, რომ შევქმნათ უფრო სრულყოფილი კავშირი, დავამკვიდროთ მართლმსაჯულება, დავამყაროთ საშინაო მშვიდობა, უზრუნველვყოთ საერთო დაცვა, ხელი შევუწყოთ საყოველთაო კეთილდღეობასა და შევუნარჩუნოთ ჩვენს თავს და ჩვენს შთამომავლობას თავისუფლება, ვადგენთ და ვაფუძნებთ ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას“

– მართვის უფლებას ხელისუფლება მოიპოვებს საკუთრივ მმართველობის ქვეშ მყოფთა თანხმობით, ხელისუფლებისათვის უფლებამოსილებათა დელეგირებას ხალხი ახდენს. ხალხი გადასცემს ხელისუფლებას შესაბამის უფლებამოსილებას.

7. რომის რესპუბლიკა

რომის რესპუბლიკის ზნეობის ხანის (500 წლიანი პერიოდი – ჩვ. წ.აღ-მდე 509 წლიდან 27 წლამდე) ამსახველი ისტორიული ჩანაწერები რომაელებს ახასიათებენ, როგორც სამოქალაქო ღირსებით აღსავსე ხალხს.

სამოქალაქო ღირსების ცნებაში ისტორიკოსები გულისხმობდნენ რომაელთა შრომისმოყვარეობას, ცხოვრების წესის სისადავეს, პატიოსნებასა და პატრიოტიზმს. ყველაფერთან ერთად, ეს ეს იყო სამართლიანობისა და თავისუფლების მოყვარე ხალხი, ვინაიდან თავიანთი ქვეყანა საკუთარ თავზე მეტად უყვარდათ, უბრალო ხალხი და არისტოკრატია ერთმანეთში ინაწილებდა პოლიტიკურ ძალაუფლებას. ღირსებით აღსავსე რომაელები საკუთარ თავს მართავდნენ სამეფო ტახტის გარეშე. ამის შედეგად, მათ ჰყავდათ სამართლიანობის უზრუნველმყოფი და თავისუფლების დამცველი ხელისუფლება, ეს იყო მმართველობა, რომელიც ხელს უწყობდა საერთო კეთილდღეობასა და საერთო სიკეთეს. ამ ფორმას რესპუბლიკური მმართველობა ეწოდა.

(ამერიკის შეერთებული შტატების „დამფუძნებლებმა“ ამერიკის კონსტიტუციას საფუძვლად დაუდეს რომაელთა გამოცდილება სამოქალაქო ღირსების თაობაზე.)

8. ხელისუფლებათა გაყოფ

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიხედვით:
– საკანონმდებლო ხელისუფლება პასუხისმგებელია კანონთა შექმნაზე.
– ადმინისტრაციული, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება პასუხისმგებელია კანონთა განხორციელებასა და იძულებით უზრუნველყოფაზე.
– სასამართლო ხელისუფლება პასუხისმგებელია კონფლიქტთა მოგვარებაზე, კანონთა ინტერპრეტაციის, შეფარდებისა და აღსრულების მეშვეობით.

კონტროლი და გაწონასწორება ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიხედვით:

…ნიშნავს, რომ მმართველობის სხვადასხვა განშტოებისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი განაწილებული და „გაწონასწორებულია“, თანაც, არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს იმდენი უფლება, რომ სრული უპირატესობა მოიპოვოს სხვებზე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ხელისუფლებას აქვს თავისი განსაკუთრებული უფლებამოსილებანი, ბევრი მათგანი „კონტროლდება“, რადგანაც ისინი საზიაროა სხვა ჯგუფებისათვის.
მაგალითად, შეერთებულ შტატებში კანონთა შექმნის უფლებამოსილება საკანონმდებლო ხელისუფლებას აქვს მინიჭებული. ეს საკანონმდებლო უფლებამოსილება, თავის მხრივ, გაყოფილია წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის, რომლების ერთმანეთს აკონტროლებენ. გარდა ამისა, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას ეძლევა კანონმდებლის ამ უფლებამოსილების კონტროლის საშუალებები.

მაგალითად:
– პრეზიდენტს შეუძლია გააკონტროლოს კონგრესის უფლებამოსილება მის მიერ მიღებულ კანონებზე ვეტოს დადებით, ხოლო უზენაეს სასამართლოს შეუძლია გააკონტროლოს კონგრესის უფლებამოსილება მის მიერ მიღებული კანონების არაკონსტიტუციურად ცნობით და ბათილად გამოცხადებით.

თეიმურაზ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *