საკითხთა წრე, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენასა და განვითარებას

 

5იმერეთის მხარის ადმინისტრაცია, ქუთაისის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მრეწველთა და ბიზნესმენთა საბჭო

იმერეთის მრეწველებსა და ბიზნსმენებს საჭიროზე მეტი დაუგროვდათ საგადასახადო კოდექსთან, საბაჟო სამსახურთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან, საექსპორტო პროდუქციასთან ქონების რესტრუქტურიზაციასთან, ანტიმონოპოლურ სამსახურთან, სოცდაზღვევის ფონდთან, აგრარული სექტორის განვითარებასთან, სავალუტო ანგარიშების ბლოკირებასთან, და სხვა მრავალ საჭირბოროტო პრობლემასთან დაკავშირებით.

ერთმანეთთან დათათბირებით საკუთარი მოსაზრებები ჩამოაყალიბეს და 2 აპრილს სახელმწიფო მინისტრს, ბატონ ვაჟა ლორთქიფანიძეს, საგარეო ეკონომიკური ურიერთობებისა და ვაჭრობის მინისტრს, ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს, მრეწველობის მინისტრს, ბატონ ბადრი შოშიტაიშვილს, ქონების მართვის მინისტრს, მიხეილ უკლებას, მშენებლობისა და ურბანოიზაციის მინისტრს,ბატონ მერაბ ჩხენკელს გააცნეს. 7 აპრილს კი იმერეთში ჩამოსულ პრეზიდენტამდე მიიტანენ თავის გულისტკივილს

საბაზრო ეკონომიკის მთავარი შემომქმედი მეწარმეთა ფენაა, რომელიც ბაზრის კარნახით მოქმედებს და ამით ქვეყნის ეკონომიკას სრულყოფს და განავითარებს. ქვეყანაში რაც უფრო მყარად ჩამოყალიბდება მეწარმეთა ახალი კლასი, მით უფრო მალე გამოვა იგი ეკონომიკური კრიზისიდან. სახელმწიფომ მეწარმეებს უნდა შეუქმნას ხელსაყრელი სოციალური, პოლიტიკური, სამართლებრივი და საბაზრო გარემო. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს მეწარმეებს ამოწმებს ყველა, ვისაც არ ეზარება, და ეს მაშინ, როცა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში დამოუკიდებელი საქონელმწარმოებელი არავის არ ექვემდებარება. უნდა გაცნობიერდეს, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეწარმე არავის არ ექვემდებარება, მას მართავს მხოლოდ ბაზარი და სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობა.

იმერეთის მხარის ადმინისტრაცია, ქუთაისის რეგიონული სავაჭრო სამრეწველო პალატა და მასთან არსებული მრეწველთა და ბიზნესმენთა საბჭო კმაყოფილებით აღნიშნავენ იმ დადებითი ძვრების შესახებ, რომლებიც ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ ხელშესახებია ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ამას განსაკუთრებით გრძნობენ მეწარმეები, რომლებსაც იმპორტით შემოაქვთ ნედლეული და გადამუშავებულ პროდუქციას ექსპორტზე აგზავნიან. კერძოდ, საავტომობილო სარკინიგზო საბორნე ხაზის გახსნით მოხსნილია შეფერხებები რკინიგზით ტვირთების მიღება-გაგზავნისას. ასევე ეროვნულმა ბანკმა, კომერციულ ბანკებთან ერთად საერთოდ მოხსნა პრობლემები საზღვარგარეთის ქვეყნებთან საანგარიშო ოპერაციების უმოკლეს ვადაში წარმართვის თვალსაზრისით.

მიუხედავად ასეთი წინსვლისა, მაინც არის პრობლემები, რომლებიც ითხოვენ სასწრაფოდ გადაწყვეტას, შესწორებების და ცვლილებების შეტანას საკანონმდებლო აქტებში და მიღებული კანონების უცილობელ შესრულებას. კერძოდ:

1.საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით

2.საბაჟო სამსახურთანთან დაკავშირებით

3.მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით

4.უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით

5.საექსპორტო პროდუქციის დამზადებასა და მის რეალიზაციასთან დაკავშირებით

6.სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი საწარმო-ორგანიზაციების ქონების რესტრუქტურიზაციასა და განკერძოებასთან დაკავშირებით

7.ანტიმონოპოლიურ სამსახურთან დაკავშირებით

8.სოცდაზღვევის ფონდთან დაკავშირებით

9.სამთავრობო და სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით

10.აგრარული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით

11.სახელფასო და საპენსიო დავალიენაბების დაფარვასთან დაკავშირებით

12.სავალუტო ანგარიშების ბლოკირებასთან დაკავშირებით

13.იმერეთის მხარეში ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების ბიზნეს-წინადადებები.

1.საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით

დღევანდელი საგადასახადო კანონი საქართველოს ეკონომიკის განვითარების გარდამავალ პერიოდს არ შეესაბამება. აუცილბელია შემუშავდეს ალტერნატიული საგადასახადო კანონპროექტი, რომლის მომზადებაში უნდა ჩაერთოს როგორც ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები და ექსპერტები, ასევე ჩვენი მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ექსპერტები, რომლებსაც მსგავს ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების კრიზისიდან გამოყვანის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ.

წინადადება:

აღნიშნული ალტერნატიული კანონი მიღებული უნდა იქნას უახლოეს თვეებში და მასში პრიორიტეტი უნდა მიეცეს შემდგომ მიმართულებებს:

_ უნდა შეიქმნას ისეთი ერთიანი საგადასახადო სისტემა, რომელიც გაითვალისწინებს არა მხოლოდ სამეურნეო სუბიექტებისაგან, და მოსახლეობისაგან განსაზღვრული ფულადი სახსრების ამოღებას, არამედ განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტიმულირებებსაც.

_განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საინვესტიციო საქმიანობის გაფართოებისთვის პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას, კერძოდ გადასახადებით.

_ არ უნდა დაიბეგროს ის ინვესტიციები, რომლებიც მიმართული იქნება საკუთარი საწარმოო ბაზისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისაკენ, მათი რეკონსტრუქციისაკენ.

_ გადასახადები არ უნდა იყოს უნიფიცირებული, იგი უნდა გახდეს დიფერენცირებული სემოსავლების დონის მიხედვით.

_ ახალი საგადასახადო კანონი უნდა იყოს პროფესიული, სტაბილური და არ უნდა საჭიროებდეს მუდმივ ცვლილებებს, რადგან საგადასახადო კანონის არასტაბილურობა დიდ სირთულეებს უქმნის მეწარმეებს. მუდმივი ცვლილებები კანონმდებლობაში განაპირობებს საწარმოების არარენტაბელურ მუშაობას.

_ საგადასახადო კოდექსი უნდა იყოს როგორც პროფესიულად, ასევე სტილისტურად დახვეწილი და მასში ყველა პუნქტი მკაფოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული. არაერთმნიშვნელოვან კონტექსტში დაწერილი მუხლები კი თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და ხშირად გაუთავებელი დავის საფუძველი ხდება გადამხდელსა და ინსპექტორს შორის, გამომდინარე აქედან, საგადასახადო კოდექსი აუცილებლად უნდა იყოს კორექტული და არა ორაზროვანი.

ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებამდე, მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში სასწრაფოდ უნდა შევიდეს შემდეგი შესწორებები:

_ 1998 წლის 1 იანვრიდან ძალაში სევიდა საგადასახადო კოდექსის მე-100 და 102-ე მუხლები. მათი ძალაში შესვლით გაუქმდა ექსპორტ-იმპორტზე დამატებითი ღირებულების გადასახადის დარიცხვის და ჩათვლის ის მოქმედი წესი, რომელიც ვრცელდებოდა დსთ ქვეყნებში. შესაბამისად მეწარმე ექცევა ორმაგი დაბეგვრის ქვეშ, უძვირდება პროდუქცია და შესაბამისად ვერ ახერხებს მის გატანას.

წინადადება:

კოდექსის ეს მუხლები დარჩეს ძალაში დსთ იმ ქვეყნებთან ურთიერთობაში, რომლებმაც მიიღეს ანალოგიური გადაწყვეტილებები, მაგ. უკრაინასთან, ხოლო დსთ-ს სხვა ქვეყნებთან დარჩეს ძველი წესი მანამ, სანამ საქართველოს შესაბამისი უწყებები არ მიიღებენ შეთანხმებებს ორთავე მხრიდან ექსპორტ-იმპორტზე დღგ-ს დარიცხვის გაუქმების შესახებ. უზბეკეთთან შესაძლოა დღგ შემცირდეს 18%-მდე, რადგან იქ ექსპორტზე არიცხავენ 18%-ს

_ დაწესებულია საბაჟო გადასახადი (12% და მეტი) ისეთ იმპორტულ პროდუქციაზე და ნედლეულზე, რომლებიც საერთოდ არ იწარმოება ჩვენს ქვეყანაში.

წინადადება:

ისეთ ნედლეულზე და პროდუქციაზე, რომლებიც არ იწარმოება ჩვენს ქვეყანაში. უნდა იყოს ნულოვანი საბაჟო განაკვეთი, ისეთზე, რომელიც 10-30%-ით მაინც აკმაყოფილებს შიდა ბაზრის მოთხოვნილებებს, დაიბეგროს 4-6%-ით, ხოლო ისეთ პროდუქციაზე, რომელიც აკმაყოფილებს შიდა ბაზარს და თანაც კონკურენტუნარიანია (იგზავნება ექსპორტზე) დაწესდეს შედარებით მაღალი განაკვეთები.

_ საგადასახადო კოდექსში ვრცლად ცალკე თავად (46) არის წარმოგენილი საგადასახადო ორგანოთა უფლება და მოვალეობები (მუხლი 264-268), ხოლო გადასახადის გადამხდელთა უფლებებზე თითქმის არაფერია მითითებული, ანუ კოდექსით არათანაბარ პირობებშია ჩაყენებული გადასახადის გადამხდელი და მისი ამკრეფი. კერძოდ გადასახადის გადამხდელს თანხის დაწესებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე ერიცხება 0,2% საურავი, ხოლო ზედმეტად გადახდილი თანხის კოდექსით განსაზღვრული ჩაუთვლელობის შემთხვევაში საგადასახადო ინსპექციას არ ეკისრება არანაირი პასუხისმგებლობა, პრობლემა კიდევ უფრო გართულდა ხაზინის სამსახურის შექმნის შემდეგ, რაოდენ კოდექსში ხაზინის პასუხისმგებლობა საერთოდ არ იგულისხმება.

საგადასახადო სამსახურს უფლება აქვს დღევანდელი საგადასახადო კოდექსის მიხედვით გააჩეროს საწარმო, მაგრამ თუ საწარმომ სასამართლოს საშუალებით მოიგო დავა და მიიღო ნებართვა მუშაობის გაგრძელებაზე, საგადასახადო სამსახურს ეკისრება მეწარმის სასარგებლოდ საურავის გადახდა (მუხლი 23,252) რაც ნაწილობრივაც კი ვერ ფარავს მიყენებულ ზარალს.

_ საგადასახადო სამსახურს მიენიჭა უფლება ამოიღოს ნებისმიერი დოკუმენტის ასლი მეწარმის საქმის წარმოებიდან, რაც ჩვენის აზრით ზიანს აყენებს, მეწარმის უფლებას კონფიდენციალურ ხელშეუხებლობაზე.

_ მიწის გადასახადი ერთნაირი განაკვეთით ვრცელდება, როგორც 50 წლის წინ აგებულ საწარმოებზე, ასევე დღეს პროექტირებულ ორგანიზაციებზე.

წინადადება:

_ მიეცეს წინადადება ადგილობრივ მმართველობის ორგანოებს შეისწავლონ ადრე აგებული საწარმოების ტერიტორიის შემცირების შესაძლებლობები (მეწარმის მიმართვის შემთხვეევაში) და გადაწყვიტოს გადასახადის დიფერენცირების საკითხი, ხოლო ახალი ტერიტორიების გამოყოფისა და პროექტირების დროს გამოყენებული იქნას კოდექსში გათვალისწინებული განაკვთები.

_ უნდა შემცირდეს ბუნებრივ რესურსებე ფასები დღგ-ს განაკვეთის არსებითი შემცირებისა და შესაბამის დარგებში აქციზების ლიკვიდაციის ხარჯზე.

_ მიზანშეწონილად მივიჩნევთ ქონების გადასახადში მიწისა და ავტოტრანსპორტის საშუალებებზე გადასახადების გაერთიანებას.

_ მეწარმეებისათვის გაურკვეველია, რატომ დაწესდა 3%-იანი გადასახადი მუშაკზე დარიცხული ხელფასიდან თვითღირებულებაზე მიკუთვნებით და 1% მუშაკის ხელფასიდან მედიცინის ფონდში. დასაზუსტებელია თუ რა შეღავათით სარგებლობს ამ გადასახადის გადამხდელი სხვებისაგან (ვინც არ იხდის) განსხვავებით მაშინ, როცა სამედიცინო მომსახურეობა ფასიანია.

_აუცილებლად მივიჩნევთ დაიხვეწოს ხე-ტყის ნედლეულის ექსპორტირების დღეს არსებული მექანიზმი.

წინადადება:

იმპორტით შემოტანილი სხვადასხვა სახის საავეჯო-ნაკეთობანი იბეგრება შემოხიდული ავეჯის წონიდან გამომდინარე, რაც ფაქტიურად ხელს უშლის ადგილობრივი პროდუქციის ბაზარზე დამკვიდრებას.

წინადადება:

იმპორტით შემოტანილი საავეჯო ნაკეთობა უნდა დაიბეგროს არა წონით, არამედფაქტიური ღირებულებიდან გამომდინარე.

_ აუცილებლად მივიჩნევთ, 5 წლით გადაიდოს 1999 წლის 31 დეკემბრამდე ქვეყანაში მოქმედი საწარმოებზე დღეისათვის არსებული საგადასახადო დავალიანებები, ხოლო ამ დავალიანებებით წარმოშობილი საურავები და სხვა სახის საჯარიმო სანქციები მოიხსნას და გაუქმდეს, რადგანაც იმდენად რთული და დრაკონულია საგადასახადო დავალიანების წარმოქმნისა და მასზე დარიცხული, როდესაც გადამხდელად სახელმწიფო გვევლინებოდა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ხელს შეუწყობს მოქმედი საწარმოების სრულყოფილად ამოქმედებას, უფრო ორგანიზებულს გახდის სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას და მინიმუმამდე დაიყვანს უკანონო გარიგებებსა და შეთანხმებებს.

2.საბაჟო სამსახურთან დაკავშირებით

_ ქართული პროდუქციის იმიჯისა და ავტორიტეტის ამაღლების, შიდა ბაზარზე დამკვიდრების მიზნით მკაცრად უნდა აიკრძალოს ქვეყნის ყველა სასაზღვრო ზოლიდან გაუფორმებელი, კონტრაბანდული პროდუქციის შემოდინება, უნდა გამკაცრდეს კონტროლი სხვადასხვა სახის ფალსიფიცირებული პროდუქციის დამამზადებელთა მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.

წინადადება:

აუცილებლად უნდა აიკრძალოს ქვეყნის ყველა სასაზღვრო ზოლიდან გაუფორმებელი, კონტრაბანდული პროდუქციის შემოსვლა;

აუცილებელია გამკაცრდეს კონტროლი სხვადასხვა სახის ფალსიფიცირებული პროდუქციის დამამზადებელთა მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. უნდა ჩAმოყალიბდეს მასობრივი ფალსიფიკაციისგან ქართული პროდუქციის დაცვის სისტემა და შემუშავდეს მასთან ბრძოლის კონკრეტული მიმართულები, ასევე უნდა დაჩქარდეს პროდუქციის სერთიფიცირების თAნამედროვე სისტემის დანერგვა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების სერთიფიცირების ეროვნული ქსელის შექმნას. და მის გაწევრიანებას საერთაშორისო ქსელში თუ აუცილებელი გახდება ამ მიმართულებით დახმარება ეთხოვოს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს და დონორ ქვეყნებს.

_ გასარკვევია ურთიერთობა აი-ტი-ეს ის მიმართ, რადგან მეწარმეებს დაემატათ კიდევ ერთი ბარიერი, კერძოდ მათი განცხადებით ხშირად არის შემთხვევები ექსპორტ-იმპორტისათვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმებას ხშირად რამოდენიმე კვირა და ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა სჭირდება, რაც თავისათვად მეწარმეს ეკონომიკურ და სულიერ ზარალს აყენებს. ასევე 5000 დოლარის ღირებულების შემოსული პროდუქციის შეუმოწმებლობა-აღურიცხაობა ფაქტიურად ნებადართული კონტრაბანდაა.

წინადადება:

საბაჟო სამსახურთან და აი-ტი-ეს თან შეიქმნას ერთობლივი სპეციალური სადღეღამისო ოპერატიული სამსახური, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება მეწარმეებს საბაჟო საკითხების სასწრაფოდ მოგვარებაში. აღნიშნული პროექტის განხორციელება მეწარმეებსა და ბიზნესმენებს თავიდან ააცილებს: ხელშეკრულების დროულად შეუსრულებლობის საფრთხეს, სატრანსპორტო დასაწარმოო მოცდენებს, ზედმეტ ფინანსურ ხარჯებს და სხვა არასასურველ მოვლენებს.

უმოკლეს ვადაში უნდა შევიდეს აი-ტი-ესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება, 5000 დოლარის ღირებულების საქონლის შემოწმება-აღრიცხვის ლიმიტი უნდა შემცირდეს 1 000 დოლარამდე.

3.მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის აღმასვლაში, ხელს უწყობს წარმოების დინამიკის ზრდას, სიღარიბისა და უმუშევრობის დონის შემცირებას. ახლო წარსულმა გამოავლინა მცირე და საშუალო ბიზნესის საწარმოების უპირატესობა დიდ საწარმოებთან შეადრებით, რაც ძირითადად გამოიხატება საწარმოო პროცესებისა და მომსახურეობის მობილურობაში, საოპერაციო და სამენეჯერო მეთოდების ელასტიურობაში. ეს კი კონკურენტუნარიანობის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია.

წინადადება:

_ მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შემუშავდეს სატრეინინგო სისტემა, რადგან ტრეინინგი მნიშვნელოვანი კომპონენტია მცირე და საშუალო ბიზნესის განვიტარებისათვის. დღესდღეობით მცირე და საშუალო ბიზნესში მომუშავე ბევრ მუშაკს სჭირდება ტრენინგი მარკეტინგში, მენეჯმენტში და სხვა სფეროებში. ამ მიმართულებით პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია სხვადასხვა სტრუქტურებს, ისეთებს, როგორიცაა სახელმწიფო დაწესებულებები პროფესიული ორგანიზაციები, არასახელმწიფო ორგანიზაციები, მუნიცეპალური და ადგილობრივი მართვის ადმინისტრაციები, უნივერსიტეტები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტრეინინგის საერთაშორისო პროექტების განხორციელებასა და დამკვიდრებას საქართველოში.

_ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მოითხოვს ელექტროენერგიით შეუზღუდავ უზრუნველყოფას სატრანსპორტო საშუალებებს და თანამედროვე კომუნიკაციებს, სამწუხაროდ ყველა ეს სფერო დღეისათვის, საქართველოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, ამ პრობლემების გადალახვა და ხელსაყრელი გარემოს შექმნა პრიორიტეტული უნდა იყოს ხელისუფლებისათვის. მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაჭრას ეს პრობლემები, რადგან ყველა მცდელობა მიმართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის იქნება უშედეგო, თუ იარსებებს სერიოზული წინააღმდეგობები ელექტროენერგიის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში.

_ფინანსური დაბრკოლებები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის. უცხოური ინვესტიციების, საკმარისი საკრედიტო და საგარანტიო საშუალებების გარეშე, შეუძლებელი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოში, ასევე სასარგებლო იქნება რეგიონალური საფინანსო დაწესებულებების შექმნა ეკონომიურად ჩამორჩენილი ზონებისათვის. ეს დაწესებულებები იმოქმედებდნენ სპეციალური სქემის მიხედვით, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.

_ფინანსური და ფისკალური სტიმულირება ეხმარება მცირე ბიზნესის განვითარებას, მაგრამ დღეს ამ მიმართულებით გამოყოფილი საბიუჯეტო წყაროები არასაკმარისია. (ფაქტიურად არ არსებობს)

4.უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით

მსოფლიოში არსებული ტენდენციებიდან გამომდინარე, უცხოელი ინვესტორების ყურადღებას, უმთავრესად მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა იპყრობს. ამ დროს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სტაბილურ პოლიტიკურ სიტუაციას, ღია და კონკურენტუნარიანი ბაზრების ჩამოყალიბებას. საერთო ეკონომიკური რეფორმების ფონზე პრიორიტეტული უნდა იყოს ქვეყანაში ინვესტიციების ხელშეწყობა და ამისათვის საჭირო ხელსაყრელი გარემოს შექმნა, როგორც თეორიული კვლევები, ასევე პრაქტიკული მაგალითები, ცხადყოფენ ინვესტიციების მნიშვნელოვან დადებით შედეგებს, რაც გამოიხატება დასაქმებასა და შემოსავლების ზრდაში, მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროში უცხოური გამოცდილების გაზიარებაში. ახალი პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვაში, საბანკო საპროცენტო განაკვეთების შემცირებაში, საექსპორტო პოტენციალისა და ქვეყნის სავალუტო შემოსავლების ზრდაში, როგორც სავაჭრო, ასევე საგადასახადო გადასახადების გაუმჯობესებაში. ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკურ ინტეგრაციაში.

წინადადება:

_ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ხელს უშლის ინვესტორების მოზიდვას და დამკვიდრებას საქართველოში არის კორუფცია კორუფციის არსებობა აიძულებს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ინვესტორებს არაეფექტურად ხარჯონ საკუთარი რესურსები.

_ უახლოეს მომავალში უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა. ინვესტორებს არ უნდა უხდებოდეთ თავიანთ გარშემო მიკროგარემოს შექმნა, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

_ უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას და შეუდგეს გამართულ ფუნქციონირებას საფონდო და სასაქონლო ბირჟები.

_ საჭიროა განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკის პრიორიტრტული დარგები, რომლებშიც ინვესტირებას მიენიჭება შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი.

_ ინვესტირებისას საგადასახადო შეღავათების მინიჭებისას მიგვაჩნია რომ ერთნაირ პირობებში უნდა იქნენ ჩაყენებული უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები. შეღავათებისა და პრივილეგიების ოდენობა და მიმღებთა ვინაობა განსაზღვრული უნდა იქნას კანონმდებლობით, რათა გადაწყვეტილების მიღების დროს გამოირიცხოს სუბიექტური ფაქტორის მონაწილეობა. ასევე აუცილებლად მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამთავრობო აპარატის მუშაობა უნდა იყოს გამ,ჭვირვალე.

_ მიზანშეწონილად მივიჩნევთ გააქტიურდეს მუშაობა საქართველოში არსებული პოტენციური საინვესტიციო ობიექტების უცხოეთის საფინანსო და საინვესტიციო ორგანიზაციებში წარდგენის მიმართულებით.

_ ვინაიდან ქვეყანაში არსებული ფინანსური სირთულეები არ იძლევა რიგი საინვესტიციო წინადადებების მსოფლიო სტანდარტების დონეზე დამუშავბების საშუალებას, საჭიროა ეთხოვოს საერთაშორისო ორგანიზაციებს აუცილებელი ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, საინვესტიციო წინადადებებისა და ბიზნეს-გეგმების მომზადების სრულყოფის პროექტის განხორციელებამ ხელი უნდა შეუწყოს პოტენციური საინვესტიციო ობიექტების იდენტიფიკაციას, არსებული საინვესტიციო წინადადებებისა და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებას.

ბიზნეს-გეგმების მომზადების დონის ამაღლება ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საწარმოო-ორგანიზაციების ტექნიკურ გაანგარიშებას და გამორიცხავს საქმის არასწორი წარმოების რისკის ფაქტორს, რაც თავის მხრივ წარმატებული ბიზნესის საწინდარია. მრავალი ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს პრეფერენციული მიდგომებისა და შეღავათიანი სისტემების გამოყენების ეფექტურობას. თითქმის ყველა ქვეყანა სხვადასხვა სახის საქმიანობას არეგულირებს შერჩევითი მიდგომით.

წინადადება:

_ ინვესტორის საწესდებო კაპიტალის შესავსებად შემოტანილი საშუალებები უნდა განთავისუფლდეს საბაჟო გადასახადისაგან.

_ საინვესტიცო პროექტების განხორციელებისათვის საჭირო მანქანა დანადგარებისა და ნედლეულისა და მასალების იმპორტი სრულად ან ნაწილობრივ უნდა განთავისუფლდეს საბაჟო მოსაკრებლებიდან.

5.საექსპორტო პროდუქციის დამზადებასა და მის რეალიზაციასთან დაკავშირებით

ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საექსპორტო პროდუქციის წარმოებას და მის რეალიზაციას. აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ქმედითი დახმარებით მთავარი როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფო სტრუქტურებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

წინადადება:

საექსპორტო პროდუქციის წარმოების რეალიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საექსპორტო პროდუქციის მოცულობის პროგნოზი და მისი სტიმულირებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

_ მსოფლიო სასაქონლო და სამომხმარებლო ბაზრის გამოკვლევა და ინფორმაციული დამუშავება.

_ საწარმოების, ფირმების და კომპანიების საექსპორტო პოტენციალის ანალიზი.

_ შიდა სამომხმარებლო ბაზრის გამოკვლევა და ინფორმაციული დამუშავება.

_ საწარმოების, ფირმებისა და კომპანიების საექსპორტო პოტენციალის ანალიზი

_ სავაჭრო ბალანსის მდგომარეობის ანალიზი, ექსპორტის ზრდის ტემპისა და პროპორციების პროგნოზების შემუშავება, საგარეო ვაჭრობის ეფექტიანობის ზრდისთვის ხელშეწყობა;

_ საექსპორტო პროდუქციის შესაძლო მოცულობათა შეფასება, მოსალოდნელი იმპორტის გათვალისწინებით.

_ უცხოეთის ქვეყნებში გამოფნა-ბაზრობებზე, ბიზნეს-კონფერენციებზე, პრეზენტაციებზე საწარმოების, ფირმების, კომპანიების მონაწილეობისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

_ საქართველოში უცხოური ფირმებისა და კომპანიების პროდუქციის ბაზრობებისა და მოწინავე ტექნოლოგიების გამოფენის მოწყობა.

_ რესპუბლიკაში აკრედიტეებული უცხოეთის ქვეყნების საელჩოებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიაზაციებთან მჭიდრო კონტაქტში, საექსპორტო შესაძლებლობების განსაზღვრა და კონკრეტული წინადადებების შემუშავება;

_ პრიორიტეტული საექსპორტო დარგების განსაზღვრა, ამ კუთხით საექსპორტო პროდუქციის წარმოებისათვის შეღავათიანი დაბეგვრის ხლშემწყობი იურიდიული აქტებისა და პროექტების მომზადება.

_ უცხოეთის ქვეყნებში საბვაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლობების ინსტიტუტების ჩამოყალიბება და ამოქმედება. მათი საქმიანობის უმტავრესი მიმართულებების, საექსპორტო პოტენციალის ზრდისათვის უპირატესი ხელშეწყობა.

_ საექსპორტო საქონლის წარმოშობის განსაზღვრის, მისი ხარისხი კონტროლი მარკირებისა და კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება.

_ საწარმოების, ფირმებისა და კომპანიების საექსპორტო პოტენციალის გაზრდის აუცილებლობიდან გამომდინარე, წარმოებებში პროდუქციის შეფუთვა _ მარკირება

_ ტექნოლოგიების დანერგვისა და ამოქმედებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩატარება;

საწარმოების, ფირმებისა და კომპანიების საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, წარმოებებში პროდუქციის შეფუთვა-მარკირების.

ტექნოლოგიების დანერგვისა და ამოქმედებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

_ საწარმოების ფირმებისა და კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის შიდა და გარე ბაზრებზე დამკვიდრების მიზნით პროდუქციის რეკლამისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება.

_ იმ საწარმოების, ფირმებისა და კომპანიების გადაიარაღების ხელშეწყობა, რომლებიც აწარმოებენ საექსპორტო პროდუქციას.

შესაბამისობისათვის აგრობიოლოგიური ტექნოლოგიების დანერგვისათვის საჭირო წინადადებების დამუშავება.

_ რესპუბლიკაში არსებული სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტბის დამზადება, მისგან მიღებული საქონლის შეფუთვისა და ჩამოსხმისათვის საჭირო წინადადებების შემუშავება.

_ საექსპორტო პროდუქციის ევროსტანდარტის კოდის მინიჭებისათვის გასატარებელი სამუშაოების ორგანიზაცია.

_ ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის, მისი საერთაშორისო-საინფორმაციო ქსელში ჩართვის ღონისძიებების განხორციელება.

_ საექსპორტო პროდუქციის საერთაშორისო სარეკლამო ბუკლეტებში განთავსებისათვის საჭირო ორგანიზაციული სამუშაოების ჩატარება.

_ უნდა შემუშავდეს ეკონომიკური სტიმულირების სისტემა სავაჭრო-საშუამავლო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ეწევიან ქართული პროდუქციის ექსპორტს. დღეს მეწარმეები, რომლებსაც გააქვთ თავისი პროდუქცია ექსპორტზე, სარგებლობენ მთელი რიგი შეღავათებით (დღგ-სა და საბაჟო გადასახადების ნულოვანი გადასახადები). პროდუქციის ექსპორტის ზრდის საქმეში დიდი როლი შეიძლება ითამაშოს სავაჭრო-საშუამავლო ორგანიზაციებმა, რომლებზეც შეღავათები არ ვრცელდება, მათ კი შეუძლიათ იყიდონ პროდუქცია და გაიტანონ ექსპორტზე. საზღვარგარეთის, კერძოდ ამერიკისა და გერმანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი და იმპორტი ძირითადად საშუამავლო ფირმებზე, რომლებიც ქართული პროდუქციის ექსპორტით იქნებიან დაკავებული გავრცელდეს ექსპორტზე დაწესებული შეღავათები.

_ საქართველოში ექსპორტის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორია საექსპორტო ოპერაციების დაზღვევის თანამედროვე სისტემის არარსებობა. ექსპორტის სფეროში რისკი საგრძნობიცაა და ფაქტიურად უფრო მაღალია, ვიდრე შიდა ბაზარზე. კომერციული რისკი კიდევ უფრო რთულდება დიდი დაკვეთების შემთხვევაში, რაც ძირითადში გამოიხატება: უცხოელი მყიდველის გადაუხელობაში, ამ ქვეყნის ვალუტის არაკონვერტირებადობაში, სტიქიურ უბედურებებში, ომებში, ემბარგოებსა და სხვა ფორსმაჟორულ გარემოებებში.

წინადადება:

უცხოეთის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით საქართველოში მოქმედ სადაზღვეო კომპანიებში უნდა დაინერგოს და განხორციელდეს საექსპორტო წარმოების საექსპორტო ოპერაციებისა და ხელშეკრულებების დაზღვევის თანამედროვე სისტემა.

_ ექსპორტის შემდგომი ზრდისათვის აუცილებელია დაკრედიტების ქმედითი სისტემის ფორმირება. იგი ადვილი და მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს (სისტემის მეტისმეტი სირთულე იწვევს როგორც მიზნის აცდენას, ასევე გზას გაუხსნის კორუფციას).

წინადადება:

_საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელთა ხელშეწყობისათვის საკუთარი საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით შემუშავდეს დაბალი, მყარი საპროცენტო სესხებით უზრუნველყოფის სისტემა. კერძოდ მიზანშეწონილად მიგვაჩნია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების მიერ გამოყოფილი საინვესტიციო კრედიტები და გრანტები პირველ რიგში მიმართული იყოს ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიცა უზრუნველყოფენ საექსპორტო პროდუქციის წარმოებას. ამასთან მიზანშეწონილად მიგვაჩნია დაწესდეს სისტემური კონტროლი საინვესტიციო პროექტებზე გაცემული კრედიტების მიზანმიმართული გამოყენებისა და დაწესებულ ვადებში ამ კრედიტების დაბრუნების თაობაზე.

_ კერძო ინიციატივისა და სახელმწიფო ინტერესების ოპტიმალური შეთანხმების პრობლემების გადაწყვეტის ბაზაზე ორიენტირებული მიდგომის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ექსპორტის განვითარების ფონდის დაარსება. ძირითადი ამოცანა იქნება საექსპორტო ოპერაციების უზრუველყოფა დაბალპროცებტიანი კრედიტებით, რომლის რესურსები უნდა ჩამოყალიბდეს სხელმწიფო ფინანსუი სახსრებისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორი ქვეყნების კრედიტებისა და გრანტების საფუძველზე. აღნიშნული ღონისძიებები გატარდა აღმოსავლეთ ევროპის პრაქტიკულად ყველა პოსტსოციალისტურ ქვეყანაში.

_ სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს და ახალისებდეს ექსპორტიორ მეწარმეს. ჩვენთან კი საბანკო დაწესებულებები ერთნაირ გადასახადს ახდევინებენ მეწარმეს დოლარის ნაცვლად ლარის მიღებაში და პირიქით.

წინადადება:

მყარი ვალუტის შემომტან მეწარმეს მისი მოთხოვნის შესაბამისად ეროვნული ვალუტა უნდა ეძლეოდეს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული კურსის მიხედვით ყოველგვარი გადასახადის გარეშე, ხოლო უცხოური მყარი ვალუტის შესყიდვისათვის გადასახადი გაიზარდოს 1,5% მდე. ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია ამიტომაც, რომ უცხოეთში კრედიტებზე საპროცენტო გადასახადი ჩვენთან შედარებით დაბალია და ჩვენი მეწარმეები ფასწარმოქმნიდან გამომდინარე უცხოელებთან კონკურენტულ ბრძოლას სტარტზევე აგებენ.

6.სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი საწარმოო-ორგანიზაციების ქონების რესტრუქტურიზაციასა და განკერძოებასთან დაკავშირებით:

საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულია საწარმოო-ორგანიზაციები განლაგებული საწარმოო-ორგანიზაციებისთვის, რომელთა საწესდებო კაპიტალის 51%და მეტს სახელმწიფო ფლობს და დღეს მთავარ საკითხად დგას მათი ქონების რესტრუქტურიზაციისა და განკერძოების საკითხი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი:

_ ქონების რესტრუქტურიზაციის წარდგენილი გეგმის განხორციელების დაჩქარება;

_ ქონების რესტრუქტურიზაციის შემდეგ დარჩენილი ძირითადი კაპიტალის დროული განკერძოება, მაგრამ არა ნულოვანი აუქციონით, ან ფასდაკლებით, არამედ არანაკლები მისი დამტკიცებული კაპიტალით განსაზღვრული ოდენობისა. ამასთან გაყიდვამდე უპირატესობა უნდა მიენიჭოს თანამშრომლებს.

_ განკერძოების შემთხვევაში აუცილებელ პირობად უნდა განისაზღვროს მისთვის დამახასიათებელი ძირითად საწარმოთა პროფილების შენარჩუნება.

_ საწარმოების ქონების რესტრუქტურიზაციის დროს უნდა მოხდეს საწესდებო კაპიტალის დაშლა, მაგრამ არა ისე, როგორც დღეს ხდება (კაპიტალის ნაწილის განკერძოება ძირითადი კაპიტალის უცვლელად).

_ საწარმოების ქონების რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში, დაშლილი საწესდებო კაპიტალის პროპორციულად ახლადშექმნილ დამოუკიდებელ წარმონაქმნებზე გადანაწილდეს საწარმოების იმ დროისათვის არსებული დავალიანებები.

_ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოჩნდა რეალური მყიდველი, მაშინ ეს საწარმოები (რეალური მყიდველის გამოჩენამდე) მართვის უფლებისთ გადაეცეს თვით საწარმოო ორგანიზაციებს ან დარგობრივ სამინისტროებსა და უწყებებს.

7.ანტიმონოპოლიურ სამსახურთან დაკავშირებით

ამოქმედდა კანონი ანტიმონოპოლიური საქმიანობის შესახებ, ეკონომიკის სამინისტროსთან შეიქმნა შესაბამისი სტრუქტურები, მაგრამ ქვეყნის მონოპოლისტი _ მეწარმეები სისტემატურად ზრდიან ფასებს მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის საწინააღმდეგოდ (რკინიგზა, ტრანსპორტი, ფასები ბუნებრივ აირზე, კავშირგაბმულობა, ელექტროენერგია და სხვა.

წინადადება:

_ აუცილებლად მივიჩნევთ ქვეყანაში მოქმედი ანტიმონოპოლიური სამსახური გამოყვანილ იქნას ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობიდან ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ სუბიექტად და დაექვემდებაროს სახელმწიფო მინისტრს.

_ ქვეყნის სხვადასხვა სამინისტროებში და უწყებებში მოქმედი მარეგულირებელი კომისიები ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია და სხვა) გადაყვანილ იქნენ ანტიმონოპოლიური სამსახურის დაქვემდებარებაში, რაც ხელს შეუწყობს უწყებრივი დაინტერესების აღმოფხვრას და ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას.

8.სოცდაზღვევის ფონდთან დაკავშირებით

დროა გადავიდეთ სოცდაზღვევის ფონდის სახელობითი აღრიცხვისა და შექმნის მეთოდზე. დღეს არსებული წესის შესაბამისად საგადასახადო კოდექსის მე-9 კარის ,,სოციალური გადასახადი~ 185-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ სოციალური გადასახადის გადამხდელად ითვლებიან: დამქირავებელი მეწარმეები, რომლებიც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას შრომას უნაზღაურებენ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც მათ უწევენ მომსახურებას ხელშეკრულების საფუძველზე ან მის გარეშე. ამ წესის მიხედვით დაქირავებულ პირს არ აინტერესებს და არც იცის რამდენი გადარიცხა მისი დამქირავებლის მიერ სოცდაზღვევის ერთიან ფონდში, რადგან დღეს ყველამ იცის, რომ რამდენიც არ უნდა აიღოს მან ხელფასი ოფიციალურად, პენსია ერთნაირი მიეცემა ყველას, ვინც 300 ლარს ღებულობს თვეში და ვინც 10 ლარს.

წინადადება:

გადავიდეთ სოცდაზღვევის ფონდის ინდივიდუალური წესით აღრიცხვის სისტემაზე, რისთვისაც შეტანილი უნდა იქნას ცვლილება კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლში, კერძოდ, ყველგან სოციალური გადასახადის დაბეგვრის ობიექტი უნდა იყოს დაქირავებული პირი. ასეთ შემთხვევაში არ დაზარალდება წესიერად მომუშავე მეწარმე, თითოეული მომუშავე ინტერესდება ოფიციალურად გაფორმებული ხელფასის გაზრდით და არა საერთო შემოსავლით და ამით ხელს შეუწყობს აღრიცხვის მოწესრიგებას, ასევე მნიშვნელოვნად მოიგებს სახელმწიფო ბიუჯეტი.

9.სამთავრობო და სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით

ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია სამთავრობო და უწყებრივი შეკვეთები ისეთ პროდუქციაზე, რომელიც იწარმოება საქართველოში.

წინადადება:

შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა დაარეგულირონ სახელმწიფო შეკვეთების ტენდერის წესით გაცემის პროცესი და ამასთანავე უნდა იქნას მყარი გარანტია შეკვეთის ღირებულების დროული ანაზღაურების შესახებ.

სხვადასხვა ეკონომიკური სამთავრობოთაშორისი ხელშეკრულების გაფორმების დროს არ არის გათვალისწინებული მეწარმეთა წინადადებები.

წინადადება:

სხვადასხვა ქვეყნებთან სახელმწიფოთაშორისო ეკონომიკური ხელშეკრულების დროს წინასწარ მოხდეს მეწარმეთა აქტუალური პრობლემების სახელმწიფო კანცელარიაში განხილვა და შეძლებისდაგვარად გათვალისწინება.

10.აგრარული სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით

_საბაზრო ეკონომიკის ჩასახვის პროცესში გარკვეულწილად აუცილებელია აგრარული სექტორის განვითარების განსაზღვრა. აგრარული სექტორის განვითარება ეყრდნობა სამ მომენტს: მიწის საკუთრების განსაზღვრას ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებას და მისი უზრუნველყოფას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. პირველი საკითხი ფაქტიურად გადაწყვეტილია და მიწის გადაცემა მოსახლეობაზე აქტიურ ფაზაშია შესული, ხოლო რაც შეეხება ფერმერული მეურნობების ჩამოყალიბებას და მის სასოფლო-სამეურნო ტექნიკით უზრუნველყოფას, მიგვაჩნია:

წინადადება:

უნდა მომზადდეს სახელმწიფო პროგრამა ქვეყანაში ფერმერული მეურნობების ჩამოყალიბებასა და მისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის შესახებ, სადაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ მიმართულებებს.:

ანალიტიკოსებმა უნდა შეისწავლონ და ეკონომიკურად უნდა გათვალონ უახლოეს წლების განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო სექტორის საბაზრო პერსპექტივები და შეადარონ სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებზე ლოკალურ მომხმარებეთა მოთხოვნებს.

აღნიშნულ პროგრამაში უნდა განისაზღვროს სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღებზე საწარმოო სამომსახურეო ბაზის შექმნა, რის პოტენციურ შემსრულებლად დღეისათვის გვევლინება ს.ს. ,,საქტრაქტორი~.

_ დღეისათვის საქართველოში აქტიურ ფაზაში შევიდა ქონების განკერძოების პროცესი, მაგრამ ს.ს. ,,საქტრაქტორი~.-ს საკონტროლო პაკეტის 50,236% ფლობს და განკარგავს სახელმწიფო. საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო უცხოელ ექსპერტებთან ერთად, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა ქვეყნებში სატრაქტორო ტექნიკის მწარმოებლებთან, საინვესტიციო პროგრამით უპირატესი აქციების გადაცემის თაობაზე. მათ შორის გამოკვეთილია იტალიური ხაზი ,,გოლდონი~.

წინადადება:

თუ საჭირო გახდება აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად სახელმწიფო გრანტის გაცემა, ხელისუფლებამ ამისთვის მზარყოფნა უნდა გამოთქვას, რადგანაც მიწის საკუთრებაში გადაცემა, ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბება, მათი უზრუნველყოფა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით და მისი შემდგომი მომსახურება სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის უმაღლეს რანგს განეკუთვნება.

_ აგრარული სექტორში მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს გადამამუშავებელ მრეწველობაზე, კერძოდ, ხილ-ბოსტნეული, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, ჩაი, მეფრინველეობისა და მეცხოველეობის კომპლექსები და ქვეყანაში არსებული უნიკალური ბუნებრივი რესურსები. აქ სავსებით შესაძლებელია ინვესტიციების მოზიდვა, რაც საშუალებას მოგვცემს შევქმნათ საერთაშორისო სტანდარტების პროდუქცია და პირველი ნაბიჯბი გადავდგათ საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისათვის.

11.სახელფასო და საპენსიო დავალიანებების დაფარვასთან

დაკავშირებით

საქართველოში ეკონომიკის განვითარების ხელსშემშლელ შიდა პროცესებში აღსანიშნავია სახელფასო და საპენსიო დავალიანებების წარმოქმნას რაც ხელს უშლის ისეთი მნიშვნელვანი დარგების მოქმედებასა და განვითარებას როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობა, სპორტი და სხვა ჰუმანიტარული დარგები. გაუსაძლის პირობებში იმყოფება ადამიანთა ის დამსახურებული კატეგორია, რომლებმაც ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე პირნათლად მოიხადეს ვალი და დღეს საარსებოდ რჩებათ მხოლოდ ის მიზერული საშემოსავლო თანხები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ,,პენსიას~. ქუთაისში და მთლიანად იმერეთის მხარეში უკვე დაიწყო ანაზღაურებით. მხარის მეწარმეები და ბიზნესმენები დადებითად აფასებენ ამ წამოწყებას და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ემსახურება მხარეში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, რომლის უკანაც შორს მიმავალი გეგმებია. კერძოდ ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარება, შიდა ბაზარზე დამკვიდრება და რეკლამა.

წინადადება:

_ იმერეთის მხარის რაიონებში მოქმედმა სტრუქტურებმა, რომლებიც თავიანთ რაიონებსი განახორციელებენ აღნიშნულ პროექტს, გადასაცემი პროდუქციის ნომენკლატურის დადგენისას, სურვილის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ არა რაიონში, არამედ მთლიანად იმრეთის მხარის მასშტაბით გამოშვებული პროდუქცია. მოვიყვანთ ერთ მაგალითს იმერეთის რაიონების ძირითად საქმიანობას წარმოადგენს აგრარული სექტორი, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მიწის საკუთრებაში გადაცემისა და ფერმერული მეურნობების ჩამოყალიბების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა, ამ საქმიანობის ერთ-ერთი წარმმართველი ძალა აგრარული სექტორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფაა. ამ მიმართულებით შესაძლებელია ორი მომენტის განხილვა:

რაიონებში პროდუქციით საპენსიო დავალიანების დაფარვის დროს. , სურვილის შემთხვევაში, ერთ-ერთ პროდუქციად შეთავაზებული იქნას ს.ს. ,,საქტრაქტორის~ სატრაქტორო ტექნიკა შეამხანაგების პრინციპით.

რაიონების ადგილობრივი ხელისუფლებიოს მიერ სატრაქტორო ტექნიკის შექმნა, რომელიც დავალიანების ჩათვლის პრინციპით მოახდენს კერძო საკუთრებაში მქონ მიწების დამუშავებას.

_ აღნიშნულო პროექტის განხორციელების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად მივიჩნევთ ინტერესების სამმაგი დაბალანსების პრინციპს. მაგალითად სს ,,ლითოფონის ქარხანას~, რომელსაც სოცანარიცხების დავალიანებები არ გააჩნია, მაგრამ სჭირდება გარკვეული სახის პროდუქცია, რომლის მიღების შემთხვევაში სამაგიეროდ მიაწოდოს შაბიამანი, ლაქ-საღებავები და სხვა თავისი პროდუქცია. სს “ლითოფონის ქარხანას~ პროდუქციის მიმღები საწარმო კი თავისი სოცანარიცხების დავალიანების დასაფარავად ამ პროდუქციას მიმართავს პენსიონერთა პროდუქციით უზრუნველყოფისათვის. ასეთი საქმიანებით ჩვენ ფაქტიურად პროექტში ჩავრთავთ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც დღეისათვის არ გააჩნიათ სოცნარიცხების დავალიანებები და რაც მთავარია ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, როგორც პენსიონერი, ასევე ორივე საწარმო.

_ სურვილის შემთხვევაში აღნიშნულ პროექტში შეიძლება ჩართული იქნას სხვადასხვა რეგიონის საწარმო-ორგანიზაციები. კერძოდ იგივე, ინტერესების სამმაგი დაბალანსების პრინციპი შეიძება გამოყენებულ იქნას საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საწარმოო-ორგანიზციები. კერძოდ იგივე, ინტერესების სამმაგი დაბალანსების პრინციპი შერიძლება გამოყენებულ იქნას რუსთავის ,,აზოტთან~, აგარის შაქრის ქარხანასთან, ზუგდიდის სს ,,ზუგდიდის ქაღალდთან~ და ჩვენი ქვეყნის სხვა საწარმოებთან. ხოლო სოცანარიცხებისა და საპენსიო დავალიანების დაფარვის, ნება გვიბოძეთ ასე ვუწოდოთ ,,იმერული მოდელის~, საქართველოს სხვა რეგიონებში დანერგვის შემდგომ, შესაძლებლად მიგვაჩნია საპენსიო დავალიანებების დასაფარავად საქართველოს რეგიონებში პროდუქციის მიღება-გაგზავნის უფრო მარტივი სახელშეკრულებო პრინციპის დანერგვა.

_ სოცანარიცხებისა და საპენსიო დავალიანების დაფარვის ,,იმერული მოდელი~ დაინერგოს საქართველოს ყველა რეგიონში.

12.სავალუტო ანგარიშების ბლოკირებასთან დაკავშირებით

ჩვენი წარმოების მომავალი და მისი განვითარების პერსპექტივები დიდად არის დამოკიდებული უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კავშირებზე. ამ მხრივ ჩვენს საწარმოო ოგანიზაციებსაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდათ, მაგრამ ხელისშემშლელ მიზეზად გვევლინება საწარმოო-ორგანიზაციათა სავალუტო ანგარიშეზე რიცხული თანხების ბლოკირება.

წინადადება:

უმოკლეს ვადაში მოიხსნას ბლოკირება ან შემუშავდეს მექანიზმი, რომლის თანახმად იმ საწარმოო-ორგანიზაციებს, რომლებსაც გააჩნიათ საბიუჯეტო დავალიანებები მოხდეს მისი ჩათვლა გაყინვის დროს არსებული კურსის მიხედვით.

13.იმერეთის მხარეში ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების

ბიზნეს-წინადადება

საქართველოს ეკონომიკამ 1989 წლიდან წარმოებისა და კაპიტალდაბანდებების უდიდესი ვარდნა განიცადა. ეს დაკავშირებული იყო მთელ რიგ შიდა და გარე პროცესებთან. ვარდნის პროცესის შემობრუნება დაიწყო 1996 წელს ქვეყნის ფორმალური ეკოომიკის ზრდის განახლების გზით, როდესაც თავი იჩინა პოლიტიკის და ეკონომიკური სტაბილიზაციის გზით, როდესაც თავი იჩინა რეფორმებისა და პოლიტიკური სტაბილიზაციის რეფორმების პირველი ეტაპის შედეგებმა

ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისა და ზრდის პროცესების უწყვეტობის პერსპექტივა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, შევძლებთ თუ არა ქვეყანაში არსებული სიმძლავრეების და რესურსების სრულფასოვან ამოქმედებასა და გამოყენებას. მოვახდენთ თუ არა მეგობარი ქვეყნების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით ეკონომიკური რეფორმებისაკენ მიმართული ძალიხმევის კოორდინირებასა და გაღრმავებას.

სიტუაციის საერთო გაუმჯობესების მიუხედავად, დღეს საქართველო კვლავ მძიმე პერიოდის წინაშე დგას. ქვეყანა ცდილობს დაძლიოს ბოლო წლებში მიღებული დარტყმები, რომელთა შედეგები ყოველწლიურად იჩენს თავს ქვეყნის ეკონომიკაში.

გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან დეტალურად წარმოგიდგენთ იმ დარგებსა და მიმართულებებს, სადაც შესაძლებელია უცხოელ პარტნიორებთან ერთად მოვახდინოთ, როგორც დარგების, ასევე კონკრეტული საწარმოების რეანიმაცია და განვახორციელოთ პერსპექტიული პროგრამები:

წინადადებები:

_ საშუალო სიმძლავრის 25-65 ცხ. სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებისა და საკიდი იარაღების ერთობლივი საწარმოების ან ამკრები საამქროების შექმნა, ს/ს ,,საქტრაქტორი~-ს ბაზაზე.

_ სამოქალაქო ტრანსპორტის კომუნალური, სპეციალური, მცირე ტვირთამწე და სხვა სახის მანქანების ერთობლივი წარმოების ან ამკრები საამქროების შექმნა, ს/ს ,,საავტომობილო ქარხნის~ ბაზაზე.

მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების, დიზელის ძრავების ერთობლივი წარმოების ან ამკრები საამქროების შექმნა, ს/ს ,,საქტრაქტორისა~ და ,,საავტომობილო ქარხნის~ ბაზაზე.

_ მცირეგაბარიტიანი ტრაქტორების დიზელის ძრავის ერთობლივი წარმოების ან ამკრები საამქროების შექმნა, ს/ს ,,საქტრაქტორისა~ და ს/ს საავტომობილო ქარხნის ბაზებზე.

_ ელექტროძრავებისა და ლექტროტელფერის, ელექტროამწეებისა და სხვა ასეთი ტიპის პროდუქციის ერთობლივი საწარმოების შექმნას, ს/ს ,,ელექტრომექანიკოსის~

_ საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობების (ტელეფონები, მაცივრები, სარეცხი მანქანები, მიქსერები, სათამაშოები, სალარო აპარატები და სხვა) ამკრები საწარმოების შექმნა.

_ აუდიო-ვიდეო ამკრები საწარმოს შექმნა.

_ მინი და მცირე ციფრული ავტომატური სადგურების, სახაზო კონცენტრატორებისა და მულტიპრესკორების, კავშირგაბმულობების სახაზო და სააპარატო სპეცმოწყობილობების, საკაბელო მოწყობილობების შემაერთებლების და სხვა დნობადი მცველების ერთობლივი საწარმოს შექმნა.

_ რთული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ამკრები საწარმოს შექმნა.

_ გასართობი ინდუსტრიისათვის საჭირო მოწყობილობების ერთობლივი საწარმოების შექმნა.

_ ინვალიდებისათვის კალიასკების, პროტეზების, ტრენაჟორბისა და სხვა აუციელბელი ინვერტარის დამამზადებელი საწარმოების შექმნა.

_ მარტივი სამედიციო მოწყობილობებისა და დამამზადებელი საწარმოების შექმნა.

_ ელექტროსადენების არსებული საწარმო სიმძლავრეების გადაიარაღება, შეკვეთებით უზრუნველყოფა.

_ ელემენტების მწარმოებელი საწარმოს გადაიარაღება, შეკვეთებით უზრუნველყოფა,

_ პლასტმასის არსებულ საწარმოო სიმძლავრეების გადაიარაღება, შეკვეთებით უზრუნველყოფა.

_ სატვირთო, სასოფლო-სამეურნეო მანქანების საბურავების წარმოებისა და აღდგენის საწარმოო სიმძლავრეების შექმნა.

_ ყველა სახის მინის საწარმოების ასებული სიმძლავრეების გადაიარაღება-ამოქმედება.

_ სხვადასხვა წიაღისეული (მარგანეცი, ქვანახშირი და სხვა) მადნეულის გადამამუშავებელი საწარმოს გადაიარაღება, შეკვეთებით უზრუნველყოფა

_ ინდუსტრიული თხევადი აზოტის, ჟანგბადის, ტექნიკური აირის და არგინოს საწარმოს ანოქმედება.

_ სარეცხი საშუალებების მწარმოებელი საწარმოს სახელმწიფო შეკვეთებით უზრუნველყოფა.

_ ასანთის წარმოების მომზადება-შექმნა

_ ავეჯის საწარმოების გადაიარაღება, შეკვეთებით უზრუნველყოფა.

_ საკოტეჯო მშენებლობის განვითარება

_ ქვის მოპოვებისა და გადამამუშავებელი წარმოების ტექნოლოგიური ხაზებით აღჭურვა, შეკვეთებით უზრუნველყოფა.

_ კრამიტისა და კერამიკული ფილების საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება, შეკვეთებით უზრუნველყოფა.

_ სხვადასხვა სამშენებლო მასალების (აგური, ბლოკი, ღორღი და სხვა) საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება, შეკვეთებით უზრუნველყოფა.

_ რაიონებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებეი მინი საწარმოების შექმნა-ამოქმედება.

_ ბოსტნეულის გადამამუშავებელი სპეცხაზების შემოტანა, ერთობლივი წარმოების შექმნა.

_ საწებლების (ტყემალი, პომიდორი, აჯიკა) დამამზადებელი მინი საწარმოების შექმნა-ამოქმედება.

_ ხორცის გადამამუშავებელი წარმოების გადაიარაღება-ამოქმედება,

_ სათესლე კულტურების მოყვანა-განვითარება.

_ სასათბურე მეურნეობების შექმნა-ამოქმედება.

_ მეცხოველეობისა და მეფრინველეობის კომპლექსების შექმნა –ამოქმედება თავიანთი გადამამუშავებელი ხაზებით

_ ჩაის გადამამუშავებელი ხაზების განახლება-შეკვეთებით უზრუნველყოფა.

_ მებოცვრეობის ფერმების შექმნა.

_ ღვინის გადამამუშავებელისაწარმოების გადაიარაღწება თანამედროვე ტარის დამამზადებელი ხაზების შემოტანა, შეკვეთებით უზრუნველყოფა.

_ უალკოჰოლო სასმელების, მინერალური, ბუნებრივი წყლების ჩამომსხმელი ხაზების შემოტანა, მცირე საწარმოების ამოქმედება.

_ ცვილის (სანთლის გამოყენებით ჭურჭლის დამზადება, რომელშიც მოთავსდება თაფლის სასმელები) დამზადება.

_ რძისა და რძის პროდუქტების დამამზადებელი ხაზების გადაიარაღება;

_ ადგილობრივი, (ჩაის, მაყვლის, დაფნა და სხვა) ექსტრაქტების საწარმოო ხაზების შემოტანა, რომელიც გამოიყენება პარფიუმერულ მრეწველობაში.

_ საკონდიტრო წარმოების ამოქმედება, შეკვეთებით უზრუნველყოფა.

_ ქართული აბრეშუმის პარკის გამოყვანა, აღდგენა-ამოქმედება.

_ აბრეშუმის არსებული საწარმოო სიმძლავრეების საწარმოების გადაიარაღება, შეკვეთებით უზრუნველყოფა.

_ შალის ქსოვილების საწარმოების შექმნა არსებულ სიმძლავრეებზე.

_ ტურიზმისა და მისი ინფრასტრუქტურების განვითარება.

_ სპორტული კომპლექსების, (სპორტის სასახლე, ჩოგბურთის კორტები, საცურაო აუზები, გამაჯანსაღებელი ცენტრები და სხვა აღდგენა-განვითარება).

_ გასართობი ინდუსტრიის განვითარება.

_ სათამაშო ინდუსტრიის განვითარება.

_ არსებული სასტუმროების რესტრუქტურიზაცია, სამ-ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებად გარდაქმნა.

_ არსებული სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების, კოტეჯების აღდგენა განვითარება.

_ ქალაქისა და რეგიონის შუქრეკლამებით და სხვა სარეკლამო საქმიანობით უზრუნველყოფა.

_ტურიზმის, სასტუმროების და სხვა მომსახურე პერსონალის მოსამზადებელი სკოლების შექმნა.

_ სუპერმარკეტებისა და თანამედროვე ობიექტების მოწყობა.

_ სასაქონლო ბირჟის შექმნა.

_ მუდმივმოქმედი საგამოფენო სალონების შექმნა.

_ კომპიუტერული დაკაბადონება, კომპიუტერული აწყობისა და ბეჭდვითი_ პოლიგრაფიული წარმოების შექმნა.

წარმოდგენილი წინადადებების განხორციელებაში მონაწილეობა შესაძლებელია იმერეთის მხარეში არსებული სიმძლავრეების გამოყენებით, ამ სიმძლავრეების აქციონირებაში მონაწილეობით, ერთობლივი საწაროების შექმნით, ინვესტიციების ჩადებით, კრედიტის გამოყოფით, ახალი საწარმოების დაფუძნებით.

განსაკუთრებული ყურადღება გვინდა დავუთმოთ ეკონომიკურ – ფინანსურ ურთიერთობების თანაბარი პირობების საკითხს. თუ დღეისათვის მეწარმეებს თხოვენ (სავსებით სამართლიანადაც _ საბაზრო ეკონომიკის ცივილიზებული მეთოდებით თავიანთი ვალდებულებების შესრულებას, ასევე უნდა ეთხოვოს მეორე მხარეს განურჩევლად დარგისა და იურიდიული ფირმისა (მათ შორის სახელმწიფოს) მათ მიერ აღებული ვალდებულებების აუცილებელი შესრულება.

გვჯერა, რომ ჩვენს მიერ დასმული საკითხები განიხილება და ოპერატიულად იქნება მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს სეუწყობენ ჩვენს ქვეყანაში საწარმოო პოტენციალის ზრდას და შესაბამისად ეკონომიკის აღმავლობას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *