თავისუფალი აზრის დარბაზი – თემურ შაშიაშვილის გამოსვლა

თავისუფალი აზრის დარბაზი, 2005 16 მაისის გამოშვება
მოძრაობა ,,წინ საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის
თემურ შაშიაშვილის გამოსვლა (სტენოგრამა)

IMG_9295ზოგიერთ მოსაზრებას, რომელიც აქ გამოითქვა – ბევრი თქვენგანი, მათ შორის მეც შეიძლება არ ვიზიარებდე, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ ყველა შეხედულებას პატივი ვცეთ. ადამიანი თავისუფლებისთვის მოევლინა სამყაროს. მას ამ გაუსაძლის ყოფაში აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ვთქვათ პირდაპირ, ქვეყანაში თავისუფალი აზრი რეპრესირებულია. ხელისუფლების ქებას დიდი ძალისხმევა არ უნდა. ძალა მართალი სიტყვის თქმას ჭირდება.

თავისუფალი აზრის დარბაზი სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. ეს შეხვედრები აუცილებელია. დარწუნებული ვარ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ გავლენიანი პოლიტიკური ტრიბუნა გახდება საქართველოში. დღეს თავისუფალ აზრს ქვეყანაში პრობლემები შეექმნა. საკუთარ პარტიულ ოფისებში ჩაკეტვის დრო აღარ არის. ტელევიზიით ერთმანეთთან საუბრებზე უფრო მეტად შეხვედრები და მოქმედებაა საჭირო.ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩაკეტილია, საქართველოს მომავალზე არ ფიქრობს. შესაძლოა, ბევრ ვინმეს არ მოვწონდე, ან მე გამიჩნდეს ვინმეს მიმართ რაიმე პრეტენზია, მაგრამ ამჟამად პრეტენზიების დრო არ არისჩვენ ყველას საქართველო გვიყვარს და ამ გრძნობამ ერთმანეთთან უნდა მიგვიყვანოს და დაგვაახლოვოს. იმედს ვიტოვებ, საერთო გადაწყვეტილებამდეც მივალთ. ასეთი იქნება, ალბათ ეს თავისუფალი აზრის დარბაზი, რომელიც დღეს პირველად იმართება. ამ დარბაზის აუცილებლობა იმითაც არის განპირობებული, რომ საქართველოში თავისუფალ სიტყვას არ აქვს ის ასპარეზი, რომელიც უნდა ჰქონდეს თავუისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოში. ქვეყნისათვის სჯობს, რომ მე ვცდებოდე და საქართველოში თავისუფალი პრესა ყვაოდეს. მედიის ეს შეფასება ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს – ჯორჯ ბუშს. დარწმუნებული ვარ, არც მას სჯერა, რომ საქართველოში პრესა თავისუფალია, ან კი როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს ავტორიტარულ, დიქატურისაკენ მიმავალ ქვეყანაში, სადაც უპრეცედენტო საკონსტიტუციო ცვლილებები მოხდა ე.წ. ,,ვარდების რევოლუციის~ შემდეგ. განსაკუთრებული კონტროლი აქვთ დაწესებული ტელევიზიებს, რომლებიც, გარკვეულწილად, დაკავშირებულია ცალკეულ პიროვნებებთან, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და მიზნები გააჩნიათ. ფაქტია, რომ ამგვარია რეალობა. პრესისა და ტელევიზიის თავისუფლება ილუზიაა. მოვა დრო, როცა ამ ტელევიზიათა მეპატრონეებს სინდისი შეაწუხებთ და აღარ დაუშვებენ იმას, რაც დღეს კეთდება: ისინი ქვეყანას შეთქმულებას უწყობენ. საქართველოში მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. დრო ბევრს აიძულებს ანგარიში გაუწიოს ვითარებას და არა მეპატრონეებს.

აქ ითქვა, რომ გარკვეული ჯგუფი საქართველოს ნეიტრალიტეტს მხარს არ უჭერს, ერთმანეთის მოსმენის კულტურა უნდა გაგვაჩმდეს. ჩვენ არ გვითქვამს, რომ საქართველო დღესვე ნეიტრალურ ქვეყნად უნდა გამოცხადდეს მის გარშემო, შესაძლოა, დღესვე დისკუსიაც კი გაიმართოს. მთავარია, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია სწორად განისაზღვროს და სწორი არჩევანი გაკეთდეს. დიალო გამართვისა არ უნდა გვეშინოდეს. მოძრაობა ,,წინ საქართველო~ აფიქსირებს, რომ ყველა დიდი საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი მიწის თაობაზე საკითხს რეფერენდუმის გარეშე არ უნდა წყვეტდნენ. ჩვენი პოზიცია ღიად უკვე განცხადდა. მივიჩნევთ, რომ უცხო ქვეყნის ჯარების ყოფნა-არყოფნის საკითხი უნდა გადაწყდეს რეფერენდიმის გზით, ანალოგიურად, რომელიმე ალიანსში შესვლაც მსგავსად უნდა წყდებოდეს. საერთოდ, უმნიშვნელოვანესი პრობლემები რეფერენდიმმა უნდა გადაწყვიტოს. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში შესვლა მხოლოდ ამ ფორმით არის გადასაწყვეტი. ნატო-ში გაწვრიანება მან ხალხს რეფერენდუმის გზით შესთავაზა. ანალოგიური რამ ჩვენ იუშჩენკოს განცხადებამდე ვთქვით. ცივილურ ქვეყანაში ნებისმიერი საკითხი რეფერენდუმით წყდება.

მოხარული ვარ ჩვენი სტუმრების მობრძანებით. მე ვადასტურებ ჩემს პატივისცემას მათ მიმართ. საქართველოში ეროვნულ მოძრაობასთან მთელი ქვეყანა იყო დაკავშირებული. მაგრამ მათ ჰყავდათ ლიდერები და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
სასიხარულოა იმ მნიშვნელოვანი წინადადების შემოტანა, რომელსაც ბატონმა გია მაისაშვილმა ,,მშვიდობის მარში უწოდა~ ამის პარალელურად, მსურს განვაცხადო მოძრაობა ,,წინ საქართველოს~ ინიციატივა, რასაც ალტერნატიული პარლამენტი ჰქვია. მოხარული ვარ, რომ იგივე მოსაზრება აქვს ბატონ ირაკლი წერეთელს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე იქნებ ჯობდეს ,,ალტერნატიულ მთავრობას~ – ,,ალტერნატიული პარლამენტის~ იდეა?! რადგან დღეს პარლამენტარიზმი სერიოზულ ჩიხშია შესული ნებისმიერი მოქალაქე უკეთ გაართვეს თავს ამ მოვალეობას, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელი პარლამენტარები. არ ვიჩემებ, რომ ჩემი მოსაზრება უაპელაციოა, მაგრამ რეალობა თავის სათქმელს ჩვენგან დამოუკიდებლად იტყვის.

მსურს, ხაზი გავუსვა, რომ თავისუფალ ტრიბუნასთან შესაძლოა განსხვავებული მოსაზრება გამოითქვას და ეს ბუნებრივია. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვუგებთ. დარბაზში დღეს მიწის კანონთან დაკავშირებით გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა. როცა ევროკავშირში გაწვრიანების სურვილს გამოვთქვამთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მიწის კანონი სწორედ ამ სტრუქტურაში არის მომზადებული და ასეთ შემთხვევაში მის წესებს უნდა დავექვემდებაროთ. ანალოგიურად, ევროსტრუქტურას განათლების კანონიც გააჩნია, რომელსაც დამახინჯებულად გვთავაზობენ და იძულებული ვართ მათი რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. ჩვენთვის სწორედ ეს იძულებაა უბედურება.
რამდენიმე სიტყვით რუსეთთან დაკავშირებით: პარადოქსია, უფრო ზუსტად, მრავალმხრივ დამაფიქრებელია რუსეთთან დაპირისპირების მომხრეებად ძირითადად ისინი გამოდიან, ვინც იქ ცხოვრობდა, სწავლობდა და მათზე არიან ბევრ რამეში დღესაც დამოკიდებულნი. საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ მოსკოვის უნივერსიტეტი დაამთავრა და შინაგანად უფრო სხვანაირად არის განწყობილი, ვიდრე ამას საჯაროდ აფიქსირებს; პრესა რომ თავისუფალი არ არის, ეს ნათლად ჩანს იქიდან, რომ საქართველოს პრეზიდენტი, პრაქტიკულად სწავლობდა უშიშროების სისტემაში (საბჭოთა კავშირის დროს დიპლომატია და კგბ ერთმანეთთან იყო კავშირში) და ჟურნალისტების მხრიდან ამაზე არ მახვილდება ყურადღება. მან გნაცხადა: ,,მე კგბ-ს შავ სიაში მოვხვდი პირველ კურსზეო” დაუჯერებელია, როგორ შეიძლება სწავლობდე კგბ-ს სისტემაში და მის შავ სიაში იყო? სააკაშვილმა ვერ ჩააბარა მოსკოვში და წავიდა კიევში სასწავლებლად; პარლამენტის თავჯდომარე სწავლობდა რუსეთში, რომელიც პრაქტიკულად კგბ-ს სკოლა იყო; კახა ლომაიამ საკანდიდატო დისერტაცია რუსეთში დაიცვა. ყველა, ვინც ქვეყნის სათავეებშია უპირისპირდება რუსეთს, რადგან მათ კომპლექსი აქვთ – ვინმემ არ წამოაძახოს რამე.

საქართველომ კარგად უნდა გაიაზროს, რომ რუსეთი ან დაიშლება, ან იქნება დემოკრატიზებული. სხვა მომავალი მას არ აქვს. დაშლილი რუსეთი საქართველოსათვის უბედურება იქნება – ეს კავკასიის ომის დასაწყისი იქნება! ამაზე მავანი მუშაობს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ქვეყნებმა მიიღონ დამოუკიდებლობა. და, რატომღაც, ეს საქართველოში უხარიათ!!! დღევანდელი სახით რუსეთი ვეღარ დარჩება. მას თანამედროვე მსოფლიო ამის ნებას არ მისცემს. რუსეთში ძლიერდება ის ძალები, რომლებიც ქვეყნის რეალურ დემოკრატიზაციაზე ფიქრობენ.

დღეს შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ რუსეთს არასდროს შეუსრულებია იმაზე დიდი ანტიქართული როლი, რასაც ის დღეს ასრულებს. რუსეთის ლანძღვა-გინებით საქართველოს ხელისუფლებაში არაქართული ცნობიერების, ყალბი ეროვნული პათოსის ძალები მოდიან. ეს საქართველოსათვის დამანგრეველია. დრო დაადასტურებს ჩვენი პოზიციის სისწორეს, მაგრამ უკვე გვიან იქნება. დღეს დიდი დაფიქრება გვმართებს.

ბ-ნი ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით შევეხები რამდენიმე საკითხს:

ა) დამოკიდებულება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისადმი;
ბ) დამოკიდებულება ქართული ისტრიისა და ისტორიული ფიგურებისადმი;
გ) საქართველოში მცხოვრებ როგორც მათ უცხოელები უწოდებენ, ეროვნული უმცირესობებისადმი;

ამერიკის პრეზიდენტი ერთადერთია, ვინც არ ჩათვალა საჭიროდ შეხვედროდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლს. სამწუხაროდ, ამერიკის სახელმწიფო მაღვაწეებმა და მოხელეებმა არც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოინახულეს და არც ის პოლიტიკოსები, რომლებიც მართლმადიდებლობას იზიარებენ. გაცილებით მეტ პატივს სექტანტიზმით დაავადებულ ან ურწმუნო პოლიტიკოსებს სცემენ. მე მაწუხებს ეს თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკისადმი კეთილგანწყობილი ვარ ბუნებრივად და არა იმის გამო, რომ თანამდებობების მიღებას ველი მათგან.

გაცილებით დამაფიქრა მეორე მომენტმა – დავით აღმაშენებლისა და ილია ჭავჭავაძის ქვყანაში გვითხრეს, რომ ზურაბ ჟვანიას იდეალებით უნდა ვიცხოვროთ. დავფიქრდეთ, იქნებ ვცდები?! გულწრფელად გამიხარდება, თუ არავინ ფიქრობს ასე და ჩემი მსჯელობა მცდარია, თუნდაც იმის გამო, რომ საქართველოსათვის ასე ჯობია და ამერიკისადმი ჩემი კეთილი განწყობაც მსურს შევინარჩუნო.

რაც შეეხება ეროვნულ უმცირესობებს, ამ საკითხზე ქართველ კაცს სწავლება არ ჭირდება. ჩვენ ერთნი ვართ და გვტკივა აფხაზეთი და სამაჩაბლო. დღეს ვისაც საქართველოს თანადგომა ჭირდება – ქართველი დევნილებია, რომლებიც შინ და გარეთ, ყველგან მიტოვებულნი არიან.
ვფიქრობ, საქართველოში ეროვნული უმცირესობათა პრობლემა არ არსებობს. თუ იგი ხანდახან წამოიწევს – ამის მიზეზი ხელისუფლებისა და არჩევნებში უნდა ვეძებოთ მოქკავშირმა დამისმა ლიდერებმა დაამკვიდრეს უმძიმესი ტრადიცია, რომელიც დღეს კიდევ უფრო ძლიერდება: არჩევნების წინ აზერბაიჯანელ ამომრჩევლებთან აზერბაიჯანის ხელისუფლება, ხოლო სომეხ ამომრჩევლებთან სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოყავთ. ვიმედოვნებ დადგება დრო, როცა ჩვენი ძმები აზერბაიჯანელი და სომხები, ბერძნები, ქურთები და სხვა ეროვნებათა წარმომადგენლები, ესე ერთხმად მოსწონდა შევარდნაძე, სააკაშვილი ან მომავალში ასე ერთხმად მოეწონებათ ვინმე? მე ნებისმიერი ერის წარმომადგენელი მიყვარს, რომელმაც იცის, რომ ის ამ ქვეყნის შვილია და ხმას აძლევს იმას, ვინც ამ ქვეყნისთვის უკეთესია. ,,წინ საქართველო~ ვიქნებით ის ძალა, რომელიც ძველ სტერეოტიპს დაშლის! ,,ხელისუფლების~ ერთხმად მხარდაჭერა – ეს ტერაქტია!!! ამით გარე ძალები გვაიძულებენ, რომ რევოლუციებითა და იარაღის გამოყენებით ხელისუფლება ჩამოვაგდოთ.

რაც ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით ითქვა – მწარეა, მაგრამ რეალობაა. ფაქტია, ქართველი კაცი ამერიკისადმი ბუნებრივად არის განწყობილი და, სამწუხაროდ, ჯორჯ სოროსის ძალისხმევით მოყვანილი ხელისუფლება ანგრევს ამ ბუნებრივ განწყობას.

ბუშის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ამერიკას შეუძლია და უნდა იამაყოს თავისი პრეზიდენტით. ჯორჯ ბუშმა იცის ამერიკელების ინტერესები. ბედნიერი იქნება ყველა ის ქვეყანა, რომელსაც ეყოლება თავისი ინტერესების დამცველი ხელისუფლება.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *