კოლონიზაციის და ძარცვის პირველ ფაზა

 

gerbi1ინვესტიციები პრეზიდენტის უკიდეგანო ბაქიობის საყვარელი თემაა. რეალური მდგომარეობა კი ასეთია:

მიუხედავად ბიზნესის დაწყების სიიოლისა, უცხოური ინვესტიციებისათვის საქართველო ჯერჯერობით ვერ გახდა განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი.
2011 წელს, 2005 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში გაიზრდება მხოლოდ 1.8–ჯერ, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში საქართველოს ნომინალური მშპ გაიზრდება 102 პროცენტით, ხოლო საგარეო ვალების მოცულობა – 127%–ით.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს საგარეო ვალების მოცულობა ბოლო წლებში იზრდება 1.6-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

ამასთან, უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 1.06 პროცენტი მოდის სოფლის მეურნეობაზე, მაშინ როცა თითქმის 15 პროცენტი (14.64%) – უძრავ ქონებაზე.
მოსახლეობის ერთ სულზე განხორციელებული ინვესტიციების საშუალო წლიური მოცულობა ბოლო ხუთი წლის მანძილზე 273 აშშ დოლარს არ აღემატება, 2011 წელს კი 200 აშშ დოლარზე ნაკლები იქნება. ცნობისათვის: აზერბაიჯანში მოსახლეობის ერთ სულზე უცხოური ინვესტიციები საქართველოსაზე დაახლოებით 2.5–ჯერ მეტს (670 აშშ დოლარს) შეადგენს, მოსახლეობის რიცხოვნობა ამ ქვეყანაში საქართველოსას ასევე თითქმის 2–ჯერ აღემატება ანუ უცხოური ინვესტიციების აბსოლუტური მოცულობით აზერბაიჯანი საქართველოს 5–ჯერ უსწრებს.

ინვესტიციების მთლიანი მოცულობა (როგორც საშინაო, ისე საგარეო) მშპ–სთან მხოლოდ 19.5 პროცენტია, რაც 2003 წლის მაჩვენებელზე სულ ცოტა, 1.4–ჯერ დაბალი მაჩვენებელია (2003. წ. 27.7%).

მაგრამ ეს ყველაფერი თურმე ნახევარი უბედურებაა.

საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი მიძღვნილ სტატიაში ნორვეგიულ გაზეთ „აუფტენჰოპტენს“მოჰყავს ციტატა მეცნიერების ლაურა ნადერისა და უგო მატეის წიგნიდან: „ეს პროცესი ხშირად ქვეყნის კოლონიზაციის და ძარცვის პირველ ფაზას წარმოადგენს… პროცესში მთავარი მიზანი უცხოური ინვესტიციების დაცვაა და არა მოსახლეობის უსაფრთხოება…“

ვიმეორებთ, ეს შეფასება საქართველოს მოქმედებისა ეკუთვნის არა სააკაშვილის ოპონენტ რომელიმე ოპოზიციონერს, არამედ ევროპელ მეცნიერებს და გავლენიან ევროპულ გაზეთს.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *