ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში ნაციონალური ხელისუფლების 8 წლისთავზე (თ. შაშიაშვილის ინტერვიუ)

 

თემურ შაშიაშვილის ვრცელი ინტერვიუ ჩაწერილი 2011 წელს

– ბატონო თემურ, პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ, რომ დამეთანხმეთ ინტერვიუზე. მითუმეტეს, წინასწარ გითხარით, რომ ის არ იქნება იმ თემებზე, რომლებიც დღეს დომინირებს პრესაში. ვეცდები დავსვა კითხვები, რომელთა პასუხები ვერ იქნება ტრანსპარანტული და მოითხოვს ზუსტ ფაქტებს და სერიოზულ ანალიზს. კაცმა რომ თქვას, ამ თვალსაზრისით, თამაში თქვენს მოედანზე იქნება. ეს ხომ თქვენი სტილია.

– ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა შეიძლება დახასიათდეს სულ ერთი წინადადებით, მაგრამ იმ ერთ წინადადებას დასაბუთება სჭირდება, რაც არაერთ საათსა თუ გვერდს საჭიროებს. ამიტომ, ყველას, ვისაც აინტერესებს ჩვენი აზრი, ვთხოვთ გვესტუმროს საიტზე www.tetrebi.org. ვიწვევთ როგორც თანამოაზრეებს, ისე ოპონენტებს ჩვენგან განსხვავებულად მოაზროვნე პარტიებიდან და ქვეყნის დღევანდელო მმართველი გუნდიდან. გარწმუნებთ, ყველაზე რადიკალურად განსხვავებული აზრიც კი თუ ის იქნება ქვეყანაზე ფიქრით ნაკარნახევი, მიღებულ იქნება ღრმა გულისხმიერებით და დიდი მადლიერებით.

ჩვენ საიტზე დევს ნაშრომი „საქართველო დღეს, ვარდების რევოლუციის 8 წლისთავზე“. ამ ანალიზების მომზადების პროცესში მეცნიერებთან ერთად თავად ვიყავი ჩართული, მაგრამ როცა ციფრები და ფაქტები თავმოყრილი ვნახე და ერთიანობაში გავიაზრე, უდიდესი მორალური დარტყმა მივიღე – შემძრა იმ უბედურებამ, რომელშიც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა. სამშობლო – თქო შეგნებულად არ ვამბობ, ვინაიდან ისინი, ვინც ასეთ მდგომარეობაში ჩააყენებენ სახელმწიფოს, არა მგონია მასზე ფიქრობდნენ, როგორც სამშობლოზე.

შეფასებები შეიძლება ზედმეტად რადიკალური მოგეჩვენოთ, მაგრამ სახელმწიფო აღარ გვაქვს სრულად , ხოლო იმით, რაც დარჩა, შესულნი ვართ არნახული რისკების ზონაში.

პროგრამით, რომელიც დაიწერა საქართველოს საზღვრებს გარეთ და რომელსაც პირნათლად ასრულებს „ნაციონალური მოძრაობა“ ორიოდ სატელიტური და ფსევდოოპოზიციური პარტიის თანადგომით, ქვეყანა ფასადურად შენდება, შინაგანად კი ინგრევა, თუ რამ დარჩა დასანგრევი.

– მოქკავშირმა – დაიწყო და დაამთავრა ხალხის დამშევა და დაუძლურება;
– ნაცმოძრაობა“ – დამშეული და დაუძლურებული ხალხისაგან ქმნის ქართული ცნობიერებისათვის უცხო ეთნოტიპს.
საუბარია ახალ ქართველებზე, რომლებისთვისაც წელთაღრიცხვა 2003 წლიდან იწყება. იმ მიწის ერის შვილებზე, „… ქრისტესშობამდე რომ შეიქმნა წიგნი ქართული“. დღევანდელი ხელისუფლება ნამდვილად არ არის მათი ჯიშისა და ჯილაგისა.

– დღეს ქვეყანაში – პოლიტიკური პროსტიტუციის ეპოქაა;
– დღეს ქვეყანაში – გონება განიდევნა პოლიტიკიდან;
– დღეს ქვეყანაში – მმართველობა ემყარება ემოციებსა და ერთი ადამიანის ტვინში აღძრულ იმპულსურ სიგნალებს;
– დღეს ქვეყანაში – გაჭირვების გამო ხალხი ყიდულობს იმას, რაც ყველაზე იაფია. ყველაზე იაფი კი არის აგრესია და ტყუილი.

არასდროს! ჩვენი სამშობლოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, არასდროს მართავდნენ ქვეყანას ისეთი არასერიოზული და არაკვალიფიციური ადამიანები, როგორც დღეს.

არასდროს, ქვეყნის არსებობის მანძილზე მისი პოტენციალი იმდენჯერ არ აღემატებოდა რეალურად გაკეთებულს, რამდენჯერ დღეს.

ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი, ბუნებრივი რესურსები, გეოპოლიტიკური მდებარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ცუდ პირობებში მინიმუმ ხუთჯერ მეტი, კარგ პირობებში კი – მინიმუმ ოცჯერ, და რეალურია, ოცდაათჯერ მეტიც გაკეთდეს, ვიდრე დღეს კეთდება… და მოსახლეობის ერთი ნაწილი ამ დროს არსებულით კმაყოფილია!?

ქვეყნის განვითარების ზემოაღნიშნული შესაძლებლობა ჰორიზონტზე გამოჩნდება მაშინ, როცა ძალაუფლება ექნება არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან რომელიმე პიროვნებას, არამედ – ნიჭს, აზროვნებას, სინდის – ნამუსს. ქვეყნის მიყვანა კი ნიჭის ძალაუფლებამდე შეუძლიათ სახელმწიფო კაცებს, პოლიტიკოსებს, რომლებიც მზად არიან თავგანწირვისათვის.
აი, ახლა კი ვისაუბროთ ისე, რომ ხალხი ძალიან არ შევაშინოთ ამდენი სიმართლით.

– დღე არ გავა, ხელისუფლებამ ახალი ობიექტი არ გახსნას, წარმოება არ აამუშაოს. თქვენ კი უმოწყალოდ აკრიტიკებთ.
– საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2011 წელს, წინასწარი შეფასებით, 23.5 მლრდ. ლარს მიაღწევს (დაახლოებით 13.8 მლრდ. აშშ დოლარი). მოსახლეობის ერთ სულზე 2011 წელს წარმოებული იქნება დაახლოებით 5.3 ათასი ლარის მშპ (ოფიციალური კურსით, 3112 აშშ დოლარი).

2003 წელთან შედარებით ქვეყნის მშპ გაიზარდა: ნომინალურად – 2.7-ჯერ, რეალურად – 57.5 პროცენტით, მოსახლეობის ერთ სულზე დოლარულ განზომილებაში – 3.4-ჯერ.

მიუხედავად აღნიშნული ზრდისა, მოსახლეობის ერთ სულზე ქვეყანაში წარმოებული მშპ (3.1 ათასი აშშ დოლარი) საშუალო მსოფლიო დონის მხოლოდ 28.4 პროცენტია, ხოლო მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით – ნახევარზე ნაკლები – მხოლოდ 49.8%.

– იქნებ მსოფლიო დონეებთან და მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებთან შედარებაზე დროებით თავი შევიკავოთ და ჩვენს მეზობლებს გადავხედოთ. რა პოზიციები გვიჭირავს კავკასიაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში?

2003 წელს აზერბაიჯანის მშპ მოსახლეობის ერთ სულზე შეადგენდა საქართველოს ანალოგიური მაჩვენებლის 91.6 პროცენტს, 2011 წელს კი – უკვე 242.4 პროცენტს.
ანალოგიურად, სომხეთის მაჩვენებლის თანაფარდობა საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს ინდიკატორთან შედარებით გაიზარდა 95.1 პროცენტიდან 98.4 პროცენტამდე (ცნობისათვის: 2010 წელს სომხეთის მშპ მოსახლეობის ერთ სულზე აღემატებოდა საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელს 8.0 პროცენტით).
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთს ეკონომიკების უფრო სწრაფი ზრდა საქართველოსთან შედარებით მიმდინარეობდა ამ ქვეყნებში მოსახლეობის რიცხოვნობის უფრო სწრაფი ზრდის პირობებში.

საქართველოს ეკონომიკური და დემოგრაფიული ზრდის ტემპების ჩამორჩენამ ჩვენს სამხრეთ კავკასიელ მეზობლებთან შედარებით გამოიწვია ის, რომ საქართველოს წილი სამხრეთ კავკასიის მთლიან შიდა პროდუქტში ბოლო 16 წლის მანძილზე შემცირდა 2-ჯერ და მეტად (2.3-ჯერ) – 1995 წლის 33.9 პროცენტიდან 2011 წლის – 15.0 პროცენტამდე.

„სამაგიეროდ“, გაიზარდა აზერბაიჯანის წილი სამხრეთ კავკასიაში. – დღეს ამ ქვეყანაზე მოდის მთელი სამხრეთ კავკასიის მთლიანი შიდა პროდუქტის 74.1 პროცენტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83 პროცენტი.

აღსანიშნავია, რომ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ჩამორჩენა უფრო თვალსაჩინოა. მაგალითად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების განვითარების დონეს ამჟამად საქართველო ჩამორჩება 7.5–ჯერ (მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენს ამ ორგანიზაციის ანალოგიური მაჩვენებლის 13.3%-ს), მაშინ როდესაც 1980–იანი წლების ბოლოს ჩვენ ჩამოვრჩებოდით „მხოლოდ“ 2.5–ჯერ.

– მგონი, ვერც დემოგრაფიული განვითარების მხრივ გვაქვს მთლად კარგად საქმე.
2011 წელს 2003 წელთან შედარებით მოსახლეობა გაიზარდა: აზერბაიჯანში – 8.3 პროცენტით, სომხეთში – 3.4 პროცენტით, საქართველოში – მხოლოდ 2.9 პროცენტით.მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მოსახლეობის ბუნებრივი მატების მაჩვენებელი რამდენადმე გაუმჯობესდა, გაიზარდა ბავშვთა შობადობის აბსოლუტური მაჩვენებელი (2000-იანი წლების დასაწყისთან შედარებით დაახლოებით 1/3-ით), ქვეყნის მოსახლეობის გაფართოებული

ვლავწარმოებისათვის აუცილებელია, რომ შობადობის 2000–იანი წლების დასაწყისში არსებული დონე გაორმაგდეს, ხოლო ამჟამინდელთან შედარებით გაიზარდოს სულ ცოტა 55–60 პროცენტით.

საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი ბოლო ოცი წლის მანძილზე გაიზარდა 6 წლით და მან 37.6 წელს მიაღწია, რაც 8 წლით აღემატება აზერბაიჯანის, და 5 წლით – სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებლებს.

მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერება, საშუალო ასაკის ზრდა ამცირებს ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის – ადამიანისეული რესურსების გამოყენების ეფექტურობის პოტენციალს, შეიცავს ეკონომიკურ, სახელმწიფოებრივ, სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეების მზარდ ნეგატიურ კუმულატიურ მუხტს.

მოსახლწეობის დაბერების პარალელურად იზრდება დემოგრაფიული ზეწოლა – საპენსიო ასაკის მოსახლეობის თანაფარდობა შრომისუნარიან და ბავშვების ასაკში მყოფ მოსახლეობასთან.

მარტო ბოლო თერთმეტ წელიწადში შრომითი პენსიონერების წილი მთელ მოსახლეობაში გაიზარდა 14.1 პროცენტიდან 15.4 პროცენტამდე, ბავშვების წილი კი (15 წლამდე) შემცირდა 21.2 პროცენტიდან 17.0 პროცენტამდე.

– გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტებიდან ჩვენს აზროვნებასა და მეტყველებაში შემოიჭრა ტერმინი „ადამიანისეული“ , ანუ „ჰუმანური განვითარების ინდექსი“. ვიცი, რავალმხრივ განვითარებულ ჩემს კოლეგებს შორისაც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად უარყოფენ ასეთის არსებობას.

საქართველოს მდგრადი განვითარებისათვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მნიშვნელოვანი სხვაობა რეიტინგულ დონეებს შორის ერთს მხრივ, ადამიანისეული (ან, როგორც ხშირად უწოდებენ, ჰუმანური) განვითარების ინდექსსა (გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გამხორციელებულ შეფასების მიხედვით საქართველოს 2011 წლისთვის მსოფლიოში უკავია 75-ე ადგილი 187 სახელმწიფოს შორის) და ეკონომიკური განვითარების ინდექსის მიხედვით (111-ე ადგილი მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი ეროვნული პროდუქტის მიხედვით).

სხვაობა საქართველოს ადგილებს შორის ამ ორი რეიტინგული ინდიკატორის მიხედვით შეადგენს 36-ს (= 11 – 75), მაშინ როდესაც მსოფლიოს ყველაზე განვითარებული 30 ქვეყნის მიხედვით ამ ორი რეიტინგული ინდიკატორის მიხედვით სხვაობა არ აღემატება 8.2-ს, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ბალტიის ქვეყნების ჩათვლით, 10.8-ს, ანუ საქართველოს მაჩვენებელი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე 3.33-ჯერ უფრო მაღალია (უარესია).
ცნობისათვის:

187 ქვეყნიდან საქართველოზე ცუდი მაჩვენებელი (უფრო დიდი სხვაობა) ეკონომიკური განვითარებისა და ჰუმანური განვითარების ინდექსებით დონეთა შორის აქვს მხოლოდ 9 ქვეყანას, ამასთან ყველა მათგანი საქართველოზე წინაა მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მთლიანი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (ანგოლა, ბოტსვანა, ბუთანი, გაბონი, კატარი, კუბა, კუვეიტი, ომანი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).

იზრდება ის რისკები, რომ საქართველო გაიუარესებს მდგომარეობას ჰუმანური განვითარების ინდექსითაც (ბოლო ერთ წელიწადში ამ ინდიკატორით საქართველომ ერთი საფეხურით უკან დაიხია – 74-დან 75-ე ადგილზე).
ამჟამად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (ბალტიის ქვეყნების ჩათვლით) საქრთველო მეშვიდე ადგილზეა ადამიანისეული განვითარების ინდექსით და მეთერთმეტე ადგილზე – ეკონომიკური განვითარების დონით.

– ასეთი საშინელი მდგომარეობა შეიძლება ჰუმანური განვითარების სფეროში კი გვაქვს, მაგრამ, როგორც პრეზიდენტი გვაუწყებს დღეში ათჯერ, ეკონომიკაში გვაქვს დიდი გარღვევები.

– გააჩნია, გარღვევებს რას ვუწოდებთ. ხანდახან პერანგის ამხანაგიც ირღვევა-ხოლმე. არა მგონია სასიამოვნო იყოს. აი, ის გარღვევა გვჭირს ყველას, ჩვენი ყველაფრის მცოდნე პრეზიდენტისა და ეკონომიკის წინამძღოლთა გამოისობით.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ერთ ფაქტს: როცა ეკონომიკაზე საუბრობენ „ერის მამები“, აპელირებენ ფულადი გამოსახულებებით და არა წარმოებული პროდუქციის დასახელებით და მათი ოდენობით. ანუ, ეკონომიკური ზრდა უპირატესად მომსახურების, ვაჭრობის, საფინანსო საქმიანობის ხარჯზე ხდება. მომსახურების სფეროში ზრდის ერთ პროცენტზე მოდის მატერიალური სიმდიდრის წარმოების, ანუ რეალური სექტორის მხოლოდ 0,3%. შედეგად, 2003 წელთან შედარებით რეალური სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 43,4%-დან დღეისათვის დაეცა 27,5%-მდე.

2003 წელთან შედარებით 2011 წლისთვის თუ ნომინალურ განზომილებაში მომსახურების სექტორი გაიზარდა 256%–ით, რეალური სექტორი გაიზარდა მხოლოდ 76 პროცენტით.

რეალური სექტორის და საერთოდ, მთელი ეკონომიკის ხარისხობრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს აგრარული სექტორის მძიმე მდგომარეობა.

დარგი, რომელზეც მოდის საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 57.0 პროცენტი, დასაქმებული მოსახლეობის 63.2 პროცენტი, თვითდასაქმებული მოსახლეობის 81.5 პროცენტი და დაქირავებით დასაქმებულების 30.5 პროცენტი, წლიდან წლამდე კარგავს პოზიციებს და დღეს მის წილად მოდის მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების მხოლოდ 8.2 პროცენტი (2011 წლის პირველი ორი კვარტალის მიხედვით).

2003 წელთან შედარებით ამ დარგში არათუ რეალური ზრდა, არამედ თითქმის 15–პროცენტიანი ვარდნა დაფიქსირდა.

 

აღნიშნული გარემოების ერთერთი მიზეზი ამ დარგში შრომის დაბალი მწარმოებლურობაა, რომელიც საშუალო ეროვნულის მხოლოდ 13 პროცენტია (2003 წ. – 30%), ხოლო თუ საშუალო ეროვნული მაჩვენებლიდან სოფლის მეურნეობას გამოვრიცხავთ, მაშინ კიდევ უფრო ნაკლები – მხოლოდ 7.0 პროცენტი.
ამჟამად, შრომის მწარმოებლურობა ერთ დასაქმებულზე – დამატებული ღირებულების სიდიდე საშუალოდ ერთ დასაქმებულზე – შეადგენს 14.4 ათას ლარს, სოფლის მეურნეობაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.9 ათასი ლარია, ხოლო ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებში – თითქმის 27.0 ათასი ლარი.

– მოდით, გავიხსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის დედაბოძი ისტორიულად იყო სოფელი. მეტალურგიისა და მანქანათმშენებლობის გიგანტების ეპოქაშიც კი საქართველოს ძლიერება ქართველი გლეხის ხერხემალს ეყრდნობოდა. სოფლად ეზო-კარმიდამო არ იყო ორ-სამ სართულიანი ოდა და ერთი-ორი მსუბუქი ავტომობილი არ ყოფილიყო. ოთხფეხა საქონლისა და ფრინველთა სიმრავლეზე აღარ ვსაუბრობ.
ამჟამად სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე თვეში იქმნება დაახლოებით 95 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც ფაქტობრივად შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის ექვივალენტურია.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღევანდელ პირობებში აგრარულ სექტორში ერთი დასაქმებულის მიერ შექმნილი დოვლათი საკმარისია მხოლოდ ოფიციალური საარსებო მინიმუმის დონეზე უშუალოდ მის გამოსაკვებად.

შრომის მწარმოებლურობის არსებული დონე არაა საკმარისი იმ ჭარბი პროდუქტის (ღირებულების) შესაქმნელად, რომელიც ასევე აუცილებელია ამ დასაქმებული ოჯახის წევრების, კმაყოფაზე მყოფი პირების არსებობისათვის. – ანუ, რომ არა საქმიანობის სხვა, არააგრარული სახეობები (პირველ რიგში, ვაჭრობა, მომსახურება), სოფლად ტოტალური შიმშილი და გაჭირვება დაისადგურებდა.

აღნიშნული ვითარება მნიშვნელოვანწილად ხსნის, თუ რატომაა ამჟამად იმპორტირებული პროდუქციის წილი ქვეყანაში მოხმარებული სასურსათო კალათის მოცულობაში 2/3, მათ შორის თბილისის მასშტაბით – თითქმის 4/5.
იმპორტის ასეთი მოძალება, რა თქმა უნდა, არსებითად უშლის ხელს ადგილობრივი სასოფლო–სამეურნეო წარმოების განვითარებას და ფაქტობრივად, დაუცველს ხდის მოსახლეობას მსოფლიო სასურსათო კრიზისის გავლენისაგან.

– უცხოელებიც კი ერთხმად აღიარებენ ჩვენში საბანკო სექტორის სწრაფი ტემპით განვითარებას. ხომ შეიძლება ბანკებმა მეტი დახმარება გაუწიონ ფერმერებსა და გლეხებს?
ამჟამად (2011 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით) საბანკო სექტორის მიერ სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების მოცულობა მხოლოდ 0.82 პროცენტია, ხოლო მოსახლეობაზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა (1203.3 მლნ. ლარი) 20.7–ჯერ აღემატება სოფლად სამეწარმეო საქმიანობაზე გაცემული სესხების მოცულობას.

თანაც ეს სხვაობა წლიდან წლამდე კი არ მცირდება, არამედ იზრდება. მაგალითად, 2003 წლის ბოლოს სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა საბანკო სექტორის მიერ გაცემული სესხების 2.01 პროცენტი.

– ქართველი ბანკირები თუ არ იჩენენ სათანადო ყურადღებას, იქნებ უცხოელი ინვესტორებისათვის მიგვემართა შესაბამისი წინადადებებით?

მიუხედავად ბიზნესის დაწყების სიიოლისა, უცხოური ინვესტიციებისათვის საქართველო ჯერჯერობით ვერ გახდა განსაკუთრებული ინტერესის ობიექტი.
2011 წელს, 2005 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში გაიზრდება მხოლოდ 1.8–ჯერ, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში საქართველოს ნომინალური მშპ გაიზრდება 102 პროცენტით, ხოლო საგარეო ვალების მოცულობა – 127%–ით.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს საგარეო ვალების მოცულობა ბოლო წლებში იზრდება 1.6-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

ამასთან, უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 1.06 პროცენტი მოდის სოფლის მეურნეობაზე, მაშინ როცა თითქმის 15 პროცენტი (14.64%) – უძრავ ქონებაზე.
მოსახლეობის ერთ სულზე განხორციელებული ინვესტიციების საშუალო წლიური მოცულობა ბოლო ხუთი წლის მანძილზე 273 აშშ დოლარს არ აღემატება, 2011 წელს კი 200 აშშ დოლარზე ნაკლები იქნება. ცნობისათვის: აზერბაიჯანში მოსახლეობის ერთ სულზე უცხოური ინვესტიციები საქართველოსაზე დაახლოებით 2.5–ჯერ მეტს (670 აშშ დოლარს) შეადგენს, მოსახლეობის რიცხოვნობა ამ ქვეყანაში საქართველოსას ასევე თითქმის 2–ჯერ აღემატება ანუ უცხოური ინვესტიციების აბსოლუტური მოცულობით აზერბაიჯანი საქართველოს 5–ჯერ უსწრებს.
ინვესტიციების მთლიანი მოცულობა (როგორც საშინაო, ისე საგარეო) მშპ–სთან მხოლოდ 19.5 პროცენტია, რაც 2003 წლის მაჩვენებელზე სულ ცოტა, 1.4–ჯერ დაბალი მაჩვენებელია (2003. წ. 27.7%).

ინვესტიციების წილის შემცირების „კომპენსირებას“ ვერ ახდენს გაზრდილი საგარეო ვალები, რომელთაც მულტიპლიკაციური ეფექტი ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში 1.0-ზე დაბალია (0.8) და ამ სესხებისა და კრედიტების გამოყენების დაბალ ეფექტურობაზე (ან ყველაზე ოპტიმისტური შეფასებით, მეტისმეტად გრძელვადიან პერიოდზე გათვლილ ეკონომიკურ სარგებელზე) მიუთითებს. აქ არის ერთი ძალიან სერიოზული საფრთხე:

საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი მიძღვნილ სტატიაში ნორვეგიულ გაზეთ „აუფტენჰოპტენს“მოჰყავს ციტატა მეცნიერების ლაურა ნადერისა და უგო მატეის წიგნიდან: „ეს პროცესი ხშირად ქვეყნის კოლონიზაციის და ძარცვის პირველ ფაზას წარმოადგენს… პროცესში მთავარი მიზანი უცხოური ინვესტიციების დაცვაა და არა მოსახლეობის უსაფრთხოება…“

ინვესტიციების მოცულობა საგრძნობლად ჩამორჩა უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ფულადი ტრანზაქციების მოცულობას. თუ 2004 წელს ფულადი გზავნილები შეადგენდნენ ინვესტიციების 52 პროცენტს, 2011 წელს მათ თითქმის 120 პროცენტს მიაღწიეს.
– გამოდის, უცხოეთში შინამოსამსახურეებად გადახვეწილი ქართველი პედაგოგი, ინჟინერი, ექიმი ქალბატონები ბევრად მეტ „ინვესტიციას“ მოიპოვებენ სამშობლოსათვის და ოჯახებისათვის, ვიდრე მთელი ჩვენი მთავრობა ყველა თავისი სამინისტროთი.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში გაიზარდა 64.2 პროცენტით, ფულადი ტრანზაქციების, ანუ გადმორიცხვების, მოცულობა – 278.4 პროცენტით, ანუ ინვესტიციების მატების ყოველ ერთ პროცენტზე ფულადი ტრანზაქციების მოცულობა იზრდებოდა 4.3 პროცენტით. ამას დაუმატეთ ის თანხებიც, რომლებიც სრულიად კანონიერად ფიზიკურად შემოდის შვებულებებით ჩამოსულთა მიერ.

2011 წელს 2004 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან შემცირდა 9.7 პროცენტიდან 5.9 პროცენტამდე, ფულადი ტრანზაქციების მოცულობის თანაფარდობა კი, პირიქით, გაიზარდა 5.1 პროცენტიდან 7.1 პროცენტამდე.

– შრომით მიგრანტებზე საუბარმა გამახსენა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის „მუშაობა“ იმ ახალგაზრდის წინააღმდეგ, რომელიც თქვენი მხარდაჭერით საპროტესტო აქციების მოწყობას აპირებდა ევროპის ექვსი სახელმწიფოს დედაქალაქში. მგონი ცოტა ბუნდოვან სიტუაციაში გაიტაცეს კიდეც რამდენიმე დღით. იმ პერიოდში აქტიურად გამოჩენილმა ერთმა ახალგაზრდამ მოგვიანებით აღნიშნა: ახალგაზრდული ჯგუფი „თეთრებს“ არ ჰყავდათ და მათი რეიტინგი ავწიეო. მგონი ისე გამოვიდა, კინოფილმ „მაია წყნეთელში“ რომ არის „…ქართველებს მეზარბაზნენი არ ჰყავთო“ . ინტერნეტში ისეთ „თეთრების“ მეზარბაზნეს გადავაწყდი, ერთ ლეგიონად რომ ღირს – თურქეთში მცხოვრებ ყმაწვილ შოთა ჯიქიაზე ვსაუბრობ.

– სასიამოვნოა, რომ თქვენ ასეთი კარგი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს ახალგაზრდებზე. ისინი სულით და ხორცით პატრიოტები, პატიოსნები, სამშობლოს მომავალზე მოაზროვნე ახალგაზრდა ქართველები არიან. და იმედი მაქვს სათქმელს ჩვენს თაობაზე უფრო რიხიანად იტყვიან.

– საბერძნეთში განვითარებულმა მოვლენებმა თვალსაჩინოდ დაგვანახეს საგარეო ვალების ხელაღებით აღებისა და მათი დანაშაულებრივად ფლანგვის სავალალო შედეგი. თქვენი ინფორმაციით, ჩვენთან რა მდგომარეობაა. ეჭვი არ მაქვს, ამ თემაზეც გექნებათ სენსაციური მასალები და შეფასება

ბოლო სამ წელიწადში (2011 წელს 2008 წელთან შედარებით) საგარეო ვალები (აშშ დოლარებში) გაიზარდა 65 პროცენტით, მაშინ როდესაც მშპ დოლარულ განზომილებაში – მხოლოდ 7.9 პროცენტით .

2011 წელს მთავრობის საგარეო ვალის მოცულობამ მოსახლეობის ერთ სულზე დაძლია „ისტორიული მიჯნა“ და ოთხნიშნა გახდა – მოსახლეობის ერთ სულზე მან 1002 აშშ დოლარი შეადგინა.

ამის გარდა, სახელმწიფოს აქვს დიდი ოდენობის საშინაო ვალიც (2011 წლის ბოლოსათვის მოსახლეობის ერთ სულზე დაახლოებით 250 აშშ დოლარი).
მთავრობის საგარეო ვალი 2012 წელს გაიზრდება 552 მლნ. აშშ დოლარით – 12.4 პროცენტით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საბიუჯეტო შემოსავლებისა და მათ შორს საგადასახადო შემოსავლების ზრდის ტემპს.

საგარეო ვალის მოცულობა თითქმის 5 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწევს (4991 მლნ. აშშ დოლარი). თუმცა, ამ საგარეო ვალების თანაფარდობა მშპ-სთან 32.0 პროცენტის დონეზე იქნება, რაც მხოლოდ 0.2 პროცენტით უფრო ნაკლებია წინა წლის დონეზე (ცნობისათვის: 2008 წელს საგარეო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან შეადგენდა მხოლოდ 23.5%-ს).

ამასთან, სახელმწიფო ვალის თანაფარდობა ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებთან კიდევ უფრო გაიზრდება და 2012 წელს 148.1 პროცენტს მიაღწევს (2011 წელს – 141.7%).

– რამდენადაც ვიცი, სესხებს ტყუილად არავინ იძლევა.
ბოლო ოთხი წლის მანძილზე (2008–2011 წლები) მარტო საგარეო ვალის მომსახურებაზე პროცენტის სახით გადახდილია 313 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში (2012–2015 წლები) გადასახდელი იქნება 424.3 მლნ. აშშ დოლარი.
სახელმწიფო ვალების მოცულობა, რომლის 4/5 საგარეო ვალებზე მოდის, მნიშვნელოვნად (თითქმის 1.5–ჯერ) აჭარბებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს.
ბოლო წლებში უკვე მხოლოდ საგარეო ვალებიც საგრძნობლად აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს.
– კარგი და პატიოსანი. მთავრობას მიაჩნია, რომ ამ ფასადაც კი უღირს სესხების აღება. თუ ნაწილდება მაინც ბიუჯეტი ისე, რომ ქვეყანა განვითარდეს თანაბრად, ადგილზე არსებული პრიორიტეტებისა და პრობლემების შესაბამისად. რამდენად უწყობს ხელს ბიუჯეტის განაწილების სისტემა დემოკრატიის განვითარებას?
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების 93.1 პროცენტი, მათ შორის საგადასახადო შემოსავლების 95.2 პროცენტი სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის. შედარებისათვის: აშშ–ში ფედერალური ბიუჯეტის წილი მთლიან საბიუჯეტო შემოსავლებში მხოლოდ 60 პროცენტია.

ასეთ პირობებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსურ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია: ტრანსფერებზე მოდის ავტონომიური რესპუბლიკების, თბილისისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო სახსრების თითქმის 2/3.

ეს ხელს უშლის თავის მხრივ თვითმმართველობის ორგანოების რეალურ დამოუკიდებლობასა და დემოკრატიის განვითარებას, რაც შემდგომში უკუგავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდასა და ბიზნესის განვითარების პირობებზე. სახსრების მობილიზაციის და კონცენტრაციის ასეთი დონე ადასტურებს, რომ ეს არის ზეცენტრალიზებული, მკაცრად კონტროლირებად ვერტიკალზე დაყრდნობილი დიქტატორული სახელმწიფო მონური ფსიქოლოგიის სახელმწიფო აპარატით.

– კი მაგრამ, ახალი სამუშაო ადგილების და ხელფასის ზრდაზე მთავრობა იმდენს საუბრობს, მგონი მთლად ტყუილიც არ უნდა იყოს.

საშუალო თვიური ხელფასი 2003 წლის 125 ლარიდან 2011 წელს 679 ლარამდე გაიზარდა.
მიუხედავად ამგვარი ზრდისა, დაბალი რჩება ხელფასების წილი მშპ–ში – იგი მხოლოდ 23 პროცენტია.
შედარებისათვის: ევროკავშირში აღნიშნული მაჩვენებელი 39 პროცენტს შეადგენს, დანიაში კი ნახევარზე მეტს – 52 პროცენტს.
ამასთან, მიუხედავად საშუალო ხელფასების ზრდისა, რეალური გარდატეხა დასაქმების მდგომარეობაში, განსაკუთრებით კი დაქირავებით დასაქმებულებში, ბოლო წლებში არ შეცვლილა, უმუშევრობის დონე კი პირიქით, 1.3–ჯერ და მეტად გაიზარდა – 12.5 პროცენტიდან 16.3 პროცენტამდე.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის მაღალი დონე საქართველოში ნარჩუნდება შრომითი მიგრაციის მაღალი დონის პირობებში.
ექსპერტული შეფასებით, საქართველოდან დაახლოებით 800-900 ათასამდე ჩვენი თანამემამულეა გასული ეკონომიკური მიზეზებით, თუ მათაც საქართველოში დაუსაქმებლების არმიას მივათვლით (ისინი საქართველოდან გავიდნენ საქართველოში შესაბამისი სამუშაო ადგილების უქონლობის გამო), აღმოჩნდება, რომ უმუშევრობის ჰიპოთეტური, ბრუტო დონე საქართველოში იქნება არა 16.3%, არამედ 42.3 პროცენტი.
დღეისათვის დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 3/5-ზე მეტი თვითდასაქმებული, ხოლო 2/5-ზე ნაკლები – დაქირავებით დასაქმებული.
1980–იანი წლების ბოლოსთან შედარებით 2011 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 18 პროცენტით, დასაქმებულთა რაოდენობა 40 პროცენტით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა – 71.4 პროცენტით.
საქართველო ერთერთია (თუ ერთადერთი არა) მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის, რომელსაც

– თქვენმა მეგობარმა ბატონმა ოტია იოსელიანმა სამიოდ წლის წინ ერთ ინტერვიუში ბრძანა: „ უწიგნურობა წაგვლეკავს, ბატონო, უწიგნურობა…“ იქნებ იმაზეც ვისაუბროთ, რას აკეთებს სახელმწიფო განათლებისათვის, ჯანდაცვისათვის, სოციალური დაცვისათვის…

სოციალური მიმართულებების ხარჯებს (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ მესამედი უკავიათ (33.8%), მაშინ როდესაც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში – თითქმის ¾ (74.0%). ასევე, სამჯერ და მეტად ჩამორჩება საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს ზემოხსენებული ხარჯებით მთლიან შიდა პროდუქტში (საქართველო 9.5%, ევროკავშირი – 30.4%).

– დღევანდელი ხელისუფლების წამყვანმა იდეოლოგმა და ყოფილმა განათლების მინისტრმა, ბატონმა დია ნოდიამ სულ ახლახან სიტყვა-სიტყვით ბრძანა:“ სწორედ საბჭოთა დრომ ჩაგვინერგა წმიდათაწმინდა პრინციპი, რომ განათლება უფასო უნდა იყოს“. თქვენ კი ამტკიცებთ, რომ დასავლეთის ქვეყნებში სახელმწიფო სოლიდურ თანხებს დებს განათლებაში.
ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში განათლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 2–ჯერ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში – თითქმის 1.5–ჯერ ნაკლებია, ჯანდაცვაზე გაღებულ ხარჯებში, შესაბამისად, 3.3–ჯერ და 2.3–ჯერ, ხოლო სოციალურ დაცვაზე გაღებული ხარჯების მიხედვით – 1.9–ჯერ და 2.1–ჯერ.

– ბოლო პერიოდში პრეზიდენტი თავს იწონებს ახალი სამკურნალო დაწესებულებების გახსნით. ამაზე რაღას იტყვით?

ქვეყნის პრეზიდენტმა თერჯოლაში ერთი პატარა სამკურნალო (სხვათაშორის კერძო!) ობიექტის გახსნისას ტელევიზიით გვამცნო, რომ ჩვენში მკურნალობა მინიმალური ფასები ღირს და რომ მკურნალობა ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ციფრები სულიად საწინააღმდეგოს მეტყველებენ.
თუ დავეყრდნობით მეცნიერების ანალიზს, მათ მიერ მოპოვებული გაეროს განვითარების პროგრამის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, ჯანდაცვის მთლიანმა ხარჯებმა საქართველოს მშპ-სთან შეადგინა 10.1 პროცენტი. ეს საგრძნობლად აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (6.0%). ეს იქნებოდა ძალიან კარგი, რომ აღნიშნული ფული ძირითადად მოსახლეობის ჯიბიდან არ იყოს ამოღებული. საკუთარი ჯანმრთელობისთვის ჯიბიდან ფულის ამოღებით მსოფლიოში ნამდვილად ერთ -ერთ პირველ ადგილზე ვართ. ამასთან, ჩვენთან საბიუჯეტო ხარჯებში ჯანდაცვის წილად მოდის მხოლოდ 6.0%, ანუ 478 მლნ. ლარი. 2010 წლის მშპ-ის 10.1 პროცენტი არის 2 100 მლნ. ლარი, რასთანაც მიმართებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯები შეადგენენ მხოლოდ 22.8%-ს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კერძო სექტორი და მოსახლეობა ფარავენ ჯანდაცვის ხარჯების 77.2%-ს.ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიოს ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით ჩვენში ჯანდაცვაზე დახარჯული თანხა მთლიან შიდა პროდუქტში საშუალოდ 4,1 პროცენტით მეტია, რაც თავისთავად ცუდი არ იქნებოდა, ამას რომ ბიუჯეტი უზრუნველყოფდეს. ჯანდაცვაზე გაღებულ საერთო ხარჯებში სახელმწიფოს უაღრესად დაბალი წილია. ამ მაჩვენებლით, საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა მსოფლიოში – 18,4%, რაც საშუალო მსოფლიო დონეზე 3,2-ჯერ დაბალია ( საშუალოდ მსოფლიოში – 59,6%). ამ მაჩვენებლით საქართველო მხოლოდ გვინეას (11%) და მიანმას (11,7%) უსწრებს.

კიდევ უფრო საგანგაშო აქ სხვა რამ არის

სახელმწიფო მხოლოდ მეხუთედზე ოდნავ მეტს თუ აფინანსებს. თითქმის ოთხი მეხუთედი კი გაღატაკებული მოსახლეობის ჯიბიდან მიდის ჯანდაცვის სახელმწიფო თუ კერძო ობიექტების მფლობელთა სალაროში.
ანუ:
სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 478,8 მილიონი ლარი;
ავადმყოფთა ოჯახებიდან – 1 მილიარდ (!!) 621 მილიონ 200 ათასი ლარი.
(მილიარდ ნახევარზე მეტი!! ჯიბიდან).

ახლა ამას დაუმატეთ წამლების ბიზნესში შესული თანხები და მივიღებთ, რომ დღგ-ს და სხვა გადასახადების სახით ჯანდაცვის სფეროდან სახელმწიფო ბიუჯეტში 2-ჯერ მეტი შედის, ვიდრე ის იმეტებს ამ სფეროს დასაფინანსებლად.
კატასტროფაა, რომ სახელმწიფომ გაჭირვებული ხალხის ჯანმრთელობის დაცვა მისივე შემუშავებული კაცთმოძულე კანონებზე დაყრდნობილ ჯოჯოხეთური მექანიზმით მომგებიან ბიზნესად აქცია.

ეს მძიმე შეფასება და ბრალდებაა ნებისმიერი, თუნდაც უკიდურესად უუნარო, არაკომპეტენტური, უზნეო, საკუთარი მოსახლეობის მდგომარეობის ნაკლებად გამთვალისწინებელი ხელისუფლების მიმართ. მაგრამ სხვაგვარად არ ძალგვიძს, ვინაიდან ქვეყანაში სახეზეა გენოციდის ყველა დღემდე ცნობილი სახეობა:
– გაეროს მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად შემოდის 7 ტონა ჰეროინი ამერიკელების დასკვნით, 8-9 ტონა. მათივე მონაცემებით შსს-მ 2007 წელს ამოიღო 9,8 კგ; 2008 წელს – 8,3კგ; 2009 წელს – 20კგ; 2010-ში კი 10კგ ჰეროინი. ანალოგიური მდგომარეობაა მარიხუანას, კოკაინის, სუბოტექსის შემთხვევებშიც. ასე „ებრძვის“ პოლიცია ნარკომანიას – ეს გახლავთ ნამდვილი ომნიციდი;

– ქვეყნის მოქალაქეთა 25%, რომელთა ასაკი 60 წელს გადასცდა, აბსოლუტურად მიტოვებულია სახელმწიფოსაგან, ხოლო სადაზღვევო კომპანიების დიდი უმეტესობა არ აზღვევს, ან თუ აზღვევს, მედიკამენტების მხოლოდ 20%-ს უნაზღაურებს – ამას გერონტოციდი ეწოდება;

– ევროპის 47 ქვეყანას შორის საქართველოს 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების ოდენობით პირველი ადგილი უჭირავს – ეს უკვე ინფანტიციდია;

– სკოლებში „ნატოს კუთხეების“ მოწყობა ინგლისურ ენაზე ცალმხრივი ორიენტაცია და სხვა მსგავსი ქმედებები უნდა შეფასდეს, როგორც – ინტელექტუალური გენოციდი;

– სვანეთისა და ლეჩხუმის მთებში ჰიდროელექტროსადგურების, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე ქალაქ ლაზიკას მშენებლობის გადაწყვეტილება არის გამოუსწორებელი შედეგების მომასწავებელი

ვითარება , რომლის ძირითადი შემსრულებელი დღევანდელი ხელისუფლებაა, უნდა შეფასდეს, როგორც გენოციდი საქართველოს მოსახლეობის მიმართ.

2011 წლის 9 დეკემბერი

ინტერვიუ შემოკლებული სახით დაიბეჭდა გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში”

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *