(საერთო გაზეთი) პაატა ცნობილაძე: “საპრეზიდენტო არჩევნების დამთავრებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები

3-2რა სიტუაციაა ქვეყანაში, რა არის ამის მიზეზი, რაშია გამოსავალი და რა გზით უნდა წავიდეთ, ამ და სხვა საკითხებზე “საერთო გაზეთი” ესაუბრა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, მსოფლიოს იურისტთა ასოციაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს,მსოფლიო იურისტთა ასოციაციის ოქროს ჯვრისა და არაერთი ჯილდოს მფლობელს, პროფესორ პაატა ცნობილაძეს.

-1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სერიოზული გარდატეხა მოხდა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, დღეს რა ვითარება იქნებოდა საქართველოში. სამწუხაროა, მაგრამ ხალხის განწყობაც ადასტურებს, რომ ის მოლოდინები, რაც იყო, მთლად არ გამართლდა. ამას აქვს თავისი სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზები, საგარეო და საშინაო ფაქტორები, მაგრამ ვფიქრობ, მაინც შეიძლებოდა სერიოზული ნაბიჯების გადადგმა.

საქმე იმაშია, რომ მთავარი ლოზუნგი, რომლითაც მოდიოდა “ქართული ოცნება” სახელისუფლო ბრძოლაში, ეს იყო სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაუყოვნებლივ დაწყება. მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შენელებული პროიცესებიდან გამომდინარე, სწორედ ამ ნაწილში არის ძალიან დიდი უკმარისობა და უკმაყოფილება. – ეს ერთი.

მეორე – როდესაც “ქართული ოცნების” პროგრამა მუშავდებოდა, უმთვრესი მდგენელი ამ პროგრამისა იყო, რომ რადიკალურად უნდა შეცვლილიყო საკონსტიტუციო სივრცე. ერთხმად მივედით იმ დასკვნამდე, რომ ის კონსტიტუცია, რომელიც სახელმწიფო ცხოვრებისათვის იყო გათვალისწინებული, ფაქტობრივად, მთლიანად შესაცვლელი გახლდათ, ვინაიდან, მთლიანად მორგებული იყო ერთ ადამიანზე, ერთ რაღაც “ელიტაზე” – ამ თვალსაზრისითაც საგრძნობი შეფეხება იგრძნობა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც იგივე განწყობაა, რომ ვიღაცეებს კონსტიტუციის მორგება დღეს საკუთარ თავზე სურთ.

როგორი კარგი ადამიანიც უნდა იყოს ბატონი ივანიშვილი, ძალაუფლება ისეთი რამ არის, თუ არ შეიქმნა ჩამოყალიბებული სისტემა, ერთი კაცი მას ვერასდროს დააბალანსებს, რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად დაიწყება მისი ჩამოშლა. რაც უფრო გვიან მოხდება სისტემური ცვლილებები, მით უფრო მალე მივიღებთ იგივე შედეგებს, და შეიძლება უარესსაც, რადგან გამოწვევები დღეს უფრო მეტია, გნებავთ, საერთაშორისო, გნებავთ შიდა პროცესებიდან გამომდინარე.

ხალხი არის მაქსიმალისტი. შენ როდესაც ხალხი მხარს გიჭერს, ჰგონია. რომ წინამორბედზე უკეთესი ხარ, მაგრამ როიგორც კი იმედისგაცრუება იწყება, მაშინვე იწყება ნიჰილიზმი და ფაქტობრივად, უკვე შენ თვითონ აღარ შეგიძლია ამ პროცესების დემოკრატიულად მართვა. ეს თავისთავად იწვევს უკვე იძულების, ძალადობის და მსგავსი ფორმების გამოყენებას და ვუბრუნდებით სააკაშვილისეულ მართვის მეთოდებს.

ქართველ მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზის მიზანი არის, რომ გაიმართოს ღია მსჯელობა იმის შესახებ, რამდენად შეესბამება დღევანდელი პოლიტიკური განლაგება საზოგადოების მოთხოვნას და მის ინტერესებს.

ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა ამ ნაწილში, გარდა იმისა, რომ ერთპოლუსიანი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაცვლად შეიქმნა ორპოლუსიანი, ერთ მხარეს არის კოალიცია – “ქართული ოცნება”, რომელსაც ხალხი ენდო, ხოლო მეორე მხარეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც აბსოლუტურად გაკოტრებულია, უარესი – ხალხისთვის გაიგივებულია დანაშაულებრივ რეჟიმთან. დანაშაულებრივი რეჟიმი არ შეიძლება წარმოდგენილი იყოს საკანონმდებლო ორგანოში, ვიდრე არ გაირკვევა მათი “წვლილი” ქვეყნის უბედურებაში, სანამ არ აგებენ პასუხს ამ ფაშისტურ-ბოლშევიკური ნაზავი იდეოლოგიის შემქმნელები.

1 ოქტომბრის მხოლოდ გამარჯვება არ არის საკმარისი. მითუმეტეს, ამ პირობებში, როდესაც მოქმედი კონსტიტუციით საქართველო ხდება საპარლამენტო რესპუბლიკა. ჩემთვის, პირადად, ყოვლად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება საპარალმენტო რესპუბლიკის ქვეყანაში იყოს მხოლოდ ორი ცენტრი, მით უმეტეს, ერთი, ნდობის მაღალი ვოტუმით აღჭურვილი, მეორე, ხალხის მიერ მრავალ დანაშაულში ეჭვმიტანილი და თან იწოდებოდეს ოპოზიციად – ვისი ოპოზიცია?

ოპოზიცია ყოველთვის არის ხალხის ინტერესების გამომხატველი, ანუ ხელისუფლებას ყოველ წუთს რომ უნდა შეახსენოს ხალხის პრობლემები – ესენი ხალხის ინტერესების გამომხატველები როგორ არიან, როდესაც ხახლის უპირველესი ინტერესი სწორედ ის არის, რომ ეს ჯგუფი კანონის საფუძველზე კანონისვე შესაბამისად იყვნენ დასჯილნი. სწორედ იმიტომ, რომ ცხრა წლის განმავლობაში ტერორის ეპოქა მოუწყო საკუთარ ხალხს, გააღატაკა, დაკარგა ტერიტორიები, შექმნა მძიმე პოლიტიკურ ვითარება, ქვეყანა აღმოჩნდა რაღაც, უაზრო ომში, და ა.შ

 – რა გზა მიგაჩნიათ მართებულად დარბაზში, როგორ შეიძლება ეს გარდამავალი პერიოდი უმტკივნეულოდ გადავლახოთ და წინ ეკეთესობისკენ წავიდეთ?

– არა მხოლოდ მეცნიერები, დრგის სპეციალისტები, ექსპერტები, და რაც მთავარია, ხალხი, თვლის, რომ უპირველესად, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა წავიდეთ დანაშაულებრივი რეჟიმის აღიარების გზით. რა თქმა უნდა, ამ გზას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მათ შორის, ბევრი უცხოელი. მაგრამ ყველამ ერთად მივადევნოთ თვალი ისტორიას.

ყველა მთავრობას შერჩა ყველა ის დანაშაული, რაც ჩაიდინა – არც ერთ ეტაპზე პასუხი არ უგია. ახალი ძალა მოდიოდა იმ ის იმედით, რომ რადგან ძველს ეპატია, მასაც ეპატიებოდა და ამგვარი განწყობა ყოველ ჯერზე გვაძლევდა უარეს და უარეს შედეგებს. უფრო და უფრო ცუდს უკეთებდა საკუთარ ხალხსა და ქეყანას. საქართველოს პროკურატურაში უამრავი საქმეა აღძრული, რომელთა ინდივიდუალურად განხილვადა დამნაშავეთა პასუხისმგებლობაში მიცემა ერთობ გაჭირდება, რადგან, რაც საქართველოში ხდებოდა, ეს იყო იდეოლოგიური ფონის ქვეშ მიმდინარე სისტემური დანაშაული, ანუ იყო “ნაცელიტის” ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც თვითონ წყვეტდა ადამიანთა ბედს.

დღეს ის ძალა იწოდება “უმცირესობა” . უკავია საკმაოდ ბევრი ადგილი და თანაც, არა კუთვნილი – ხომ ყველამ ვიცით, რომ არჩევნების გაყალბებული შედეგებით სხედან იქ? აქედან გამომდინარე, ის ძალა, რომელიც ახლა არის წარმოდგენლი, იქ არ უნდა იყოს!

– ასეა, თუ ისე, ეს ადამიანები უკვე სხედან ამ სკამებზე, როგორია მათი იქიდან აბრძანებისა და კუთვნილ სკამებზე გადაბრძანების მექანიზმი?

– საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები – წარმოუდგენელია, დამნაშავე რეჟიმის შემქმნელები კიდევ ოთხი წელი იჯდნენ იქ და დესტრუქცია უწყონ უმრავლესობასაც, ქვეყანასაც და ხალხსაც. ხედავთ,მ რომ ქვეყნისგარეთ სიარულისა და ფეხის გამოკვრის გარდა, არაფრით არიან დაკავებულნი. ცხადია, იმიტომ, რომ საკუთარი ტყავი გადაირჩინონ და თან, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლებაში მობრუნების შესაძლებლობა, რაც ყოვლად დაუშვებელია.

არჩევნები – ეს არ არის მხოლოდ ის დღე, როცა ხმას აძლევ, ეს არის ხანგრძლივი პერიოდი, მთელი პროცესი არჩევნების დანიშვნიდან მის დამთავრებამდე. გადავავლოთ თვალი, რომელი დღე იყო დემოკრატიული პროცესი არჩევნების დღემდე?

საკაშვილი და, ზოგადად, “ნაცმოძრაობა” არ ელოდა იმას, რაცმ მოხდა, მაგრამ მოხსა. უამრავი ბოროტება, ძალადობა, დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამიტომ, მათი დაუსჯელობა გამორიცხულია.

საუკეთესი გამოსავალი ის არის, რომ მომავალ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც დაინიშნოს და ვინც რა ხმას მოიპოვებს, ღმერთმა შეარგოს! ეს აუცილებელია, რადგან დღეს ხალხის განწყობა კიდევ უფრო სხვანაირია, ვიდრე ეს იყო ერთი წლის წინ.

“კოალიციაში” შემავალი პარტიების არგუმენტი იყო ის, რომ თურმე პარტიული სისტემა უნდა განვავითარით; რომ საპარალმენტო რესპუბლიკა, არის ისეთი კულტურული და დახვეწილი მმართველობის ფორმა, რომლის გზითაც მთელი ევროპა წავიდა.

მთელი ევროპა თუ წავიდა, ევროპაში არის ასე, – ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ პარტიული სისტემა განვითარდეს და საკანონმდებლო ორგანოში რაც შეიძლება მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი. თქვენ იცით, რომ რამდენიმე სუბიექტმა შეგნებულად არ მიიღო მონაწილეობა 1 ოქტომბრის არჩევნებში, რათა ხელი არ შეშლოდა ბატონ ბიძინას. ასე იყო, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ახლა კიდევ ოთხი წელი ვუყუროთ ამ მარაზმს, რაც ახლა იქ ხდება? იმიტომ კი არა, რომ ვინმეს წინააღმდეგი ვართ, არა, წინააღმდეგი ვართ ერთი რამის, დანაშაულებრივი ჯგუფის ხელისუფლებაში ყოფნის – უნდა აღდეგს ჯერ სამართილაინობს და კი, ბატონო, მერე, უნდათ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით იმოძრაონ, უნდათ, სხვა სახელი დაირქვან.

თანამედროვე ისტორიაში  გვაქვს მაგალითები იმისა, რომ ძალიან კარგად იქნა აღიარებული დანაშაულებრივი რეჟიმი. როცა ყველაფერს არქმევ თავის სახელს, გაცილებით ადვილია სახელმწიფოს შენება, რადგან მომავლისათვის ყველასათვის დგინდება თამაშის წესები, რომლის ხაზს ვერავინ ვერ გაცდება. მაგრამ თუ მაინც გაცდა, მაშინვე ხდება მისი აღკბეთა. ასე რომ, თუ ჩვენ ახლა ეს ნაბიჯი არ გადავდგით, თამაშის წესებს ვერასდროს დავადგენთ.

მარტივად გეტყვით, ბიძინა ივანიშვილი მუდმივად არ იქნება პოლიტიკაში, სხვა მოვა, ვიღაც. ქართველი მეფეები ავიღოთ, ყველა არ იყო იდეალური, შესაბამისად, გვქონდა აღმავლობის და დაღმავლობის პერიოდები. აღმავლობის პერიოდი როდის იყო? როცა სისტემა მუშაობდა და არა ერთი კაცი, დავით აღმაშენებელი, თამარ-მეფე. თამარ მეფემ დარბაზი რომ შექმნა, ის იყო ფაქტობრივად პირველი ჩანასახი პარლამენტისა საქართველოში და ცუდი შედეგი მოიტანა? ეს იყო სწორედ მექანიზმის შემუშავება – ჩამოყალიბება, რომელმაც გაქაჩა და სწორ გზაზე დააყენა ქვეყანა მონარქიის პერიოდშიც კი. რაც ახლა ფაქტობრივად, ბრიტანეთში გვაქვს – მაგიდას რომ აკეთებ, უნდა გაუკეთო ის დეტალები, რაც ადასტურებს, რომ მაგიდაა, თორემ ფორმა როგორი იქნება, მრგვალი, ოვალური თუ ოთხკუთხედი, ეს გემოვნების საკითხია. იგივეა სახელმწიფოს შემთხვევაში, მმართველობის ფორმა იქნება, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი სისტემა, სწორედ იმდაგვარად უნდა მოარგო, რაც მას ეკუთვნის. ეხლა თუ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადაალთ და შევინარჩუნეთ საპრეზიდენტო მმართველობის ელემენტები, ეს ვერ იმუშავებს – ტრაქტორს ველოსიპედის საბურავებით ან პირიქით წავიყვანთ? – მარტივია, რაღაც გაუგებარ ფილოსოფიას არ ვლაპარაკობ. ახლის მოგონება არ გვჭირდება. ის, რაც არის კაცობრიობის მიერ შემუშავებული, მეცნიერების მიერ დადგენილი, უკვე აპრობირებული, ავიღოთ ის, მაგრამ არა ავტომატურად, ჰომოფობიისა არ იყოს.
როდის იყო საქართველოში ჰომოფობიის ისეთი შეგრძნება, რომ ვინმე შეწუხებულიყო, რა ჰომოფობიაზეა საუბარი?

აქ ერთი რამ არის მთავარი, როცა ეკლესიას აკრიტიკებენ – იცით, როგორი ღვარძლიცაა ეკლესიის წინააღმდეგ, არადა მე გეუბნებით, 17 მაისს, მართლა რომ არ ევაჟკაცათ პოლიციელებს და ეკლესიის მსახურებს, იქ მართლაც შეიძლება უბედურება მომხდარიყო, რომელიც გამოწვეული იყო პროვოკაციით.

ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ და მინდა ყველას ვუთხრა: ლიბერალიზმი მხოლოდ ჰომოფობია არ გახლავთ. ლიბერალიზმის პრინციპი უპირველესად ხელისუფლების მოწყობას ე ხება, რომ რაც შეიძლება დეცენტრალიზებული იყოს, რათა ხალხმა მაქსიმალურად მიიღოს მონაწილეობა ხელისუფლების მართვაში. თვითმმართველობის განვითრებაა ლიბერალიზმი და ა.შ. რაც გადადის ადამიანის უფლებებში. რასაკვირველია, გამოხატვის უფლება ყველას აქვს და არანაირი ძალობისმეთოდების გამოყენება არ არის გამართლებული, მაგრამ თვით სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებებშიც კი, რომელიც არის ყველაზე ჰჰუმანური ორგანო, გამოთქმულია, რომ ევოლუცია მიმდინარე პროცესია და არ შეიძელბა ხელოვნურად დააჩქარო რაღაცეები. ვერც სახელმწიფოს აიძულებ შიდასახელმწიფოებრივი ნორმებით დაარეგულიროს რაიმე, გინდა თუ არა, ეს ასე უნდა იყოსო – ისინი სახელმწიფოს შიდა კომპეტენციაში არ ერევიან. ამიტომ, სახელმწიფოს იძულებით ვერავინ ვერაფერს მოხვევს თავს, თუ ხელისუფლება თავისი მოწოდების სიმაღლეზე დგას, რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად. რა წერია იცით, “გათვალისწინებული უნდა იქნას სახელმწიფოში არსებული ტრადიციების, ზნეობრივი და მორალური ნორმებისადმი საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება”… ანუ, არ არის ასე, ნაჯახით მიადგე დაადებინო თავი და მეორე დღეს შენ როგორც გინდა, ისე იყოს.

-რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მივუბრუნდეთ, რისი აუცილებლობაც დღითიდღე უფრო იკვეთება. და რომლის დაყენების საკითხიც პრეზიდენტის პრეროგატივაა. მაგრამ მთელი რიგი ნიუანსებია…

– რა თქმა უნდა პრეზიდენტი ნიშნავს, მაგრამ ასე მარტივად არ არის, “მოდი, ახლა უნდა დაგითხოვოთო”, მიზეზი უნდა არსებობდეს, რაც ასახულია კონსტიტუციაში. ვთქვათ, ერთ ჩარჩოში რომ მოვათავსოთ, კრიზისი უნდა შეიქმნას მთვრობასა და პარლამენტს შორის

– რაღაც ფორმით კრიზისი ისედაც არსებობს…

– ის კრიზისი, რაც არსებობსმ არ არის საკმარისი იმისათვის,რ ომ პარლამენტი იქნას დათხოვილი, მაგრამ როდესაც ხდება დანაშაულებრივი რეჟიმის აღიარება, ჩნდებას საფუძველი ამისა, არის სხვა მექანიზმები. საქართველოს მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ, ხომ აქვს უფლება აირჩიოს ის შემადგენლობა, რომელიც მას მიაჩნია ქვეყნის მიმხედად? ადამიანები, რომლებსაც აღარავინ ენდობა, სხედან პარლამენტში. ვის ინტერესებს წარმოადგენენ ისინი? – არსად არ ხდება, რომ ნდობადაკარგული რაღაც უაზრო გუნდი ამხელა რაოდენობით იყოს წარმოდგენილი პარლამენტში.
რა თქმა უნდა, რიგგარეშე საპარალმენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის წამოწევა ბევრს არ მოეწონება არც უმცირესობიდან, არც უმრავლესობიდან, მაგრამ ვინმეს მოწონება-არმოწონებაზე არ არის საუბარი, პარლამენტი უნდა იყოს ხალხის მიერ არჩეული!

აუცილებლად უნდა აღვნიშნო – ყველა ხელისუფლების დროს მეტ-ნაკლებად მჟღავნდება, რომ დახშულია პირველი პირების კარები და არათუ შეხვედრა, წერილობითი ინფორმაციებიც კი თითქმის არ აღწევს. სამწუხაროდ, მეტსაც გეტყვით,მსოფლიო იურისტთა ასოციაციის (რომლის წევრი მეც გახლავართ) პრეზიდენტმა, აშშ-ს ჩვენი ოფისიდან გამოაგზავნა წერილი და პასუხს ველოდებით. დარწმუნებული ვარ, ეს წერილი ვერ მივიდა პრემიერ ივანიშვილამდე, თუმცა იგივე წერილი მივიდა ერთ მინისტრთან, მეორე მინისტრთან, მაგრამ უკვე მესამე თვე ხდება და ფაქტობრივად, არანაირი რეაგირება არ ხდება. მინდა გითხრათ, რომ არათუ ჩვენს პრემიერთან, ჩემს მიერ სხვადასხვა პრეზიდენტებთან გაგზავნილ ყველა წერილზე მივიღეთ პასუხი. უბრალოდ ეს ეთიკური მხარეც არის და ურთიერთობის ცივილიზებული ფორმაც, ამდენად, ასეთი უგულებელყოფა და იგნორირება გაუგებარია. კონკრეტულად ვერავის დავადებ ხელს, მაგრამ ეს ეხება იმ ჯგუფს, რომელსაც ევალება ამ სახის ინფორმაციის ადრესატამდე მიტანა.

ყოველთვის არის ხოლმე რაღაც ნაწილი გარემიცვისა, რომელიც ცდილობს კონკრეტულ პირთან დაკავშირებით წრე შეკრას და ხელოვნური ბარიერები შექმნას. ამდენად, არ გამოვრიცხავ, რომ ბატონ ბიძინასთან დაკავშირებითაც ასე იყოს. თუმცა სიმარტლე გითხრათ, ამგვარი ქცევის მიზანი არ მესმის. მინდადავარწმუნო ყველა, ვინც ასეთ ვაკუუმს ქმნიან, რომ არავინ ეცილებათ თავიანთ ადგილებშიდა ყველამ თავისი მოვალეობა შეასრულოს პირნათლად. ნუ ჩაკეტავენ ხელოვნურად გზებს. მისცენ საშუალება ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტისა. ზოგჯერ მათზე გამოცდილებსაც და ჭკვიანებსაც ბოლოს და ბოლოს, თვითონ მაუნც მიაწოდონ ინფორმაცია იმ პირველ პირს, რომელმაც რაღა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს არისძალიან ცუდი ტენდენცია, რომელიც ჩვენ ვერასდროს და ვერაფრით ვერ მოვიცილეთ.

ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებდა , მაგრამ მისი საქმიანობიდან გამომდინნარე, ბატონი ბიძინა არ იხნობდა ქართულ საზოგადოებას. უბრალოდ,მაგალითს გეტყვით, ინფორმაცია, რომელიც მას მიაწოდეს და გაიმეორა – გამოვიდა ბატონი ბიძინა და ბრძანა, საქართველოში არისკადრების შიმშილიო. ასეთი გამონათქვამებთან მორიდებული მიდგომა უნდა ჰქონდეს ყველას, და იცით, რატომ? თუ სააკაშვილმა “ჩარეცხა” ინტელიგენცია, დამერწმუნეთ, არანაკლები სიმძიმის გამონათქვამია ესეც. რას ნიშნავს “კადრების შიმშილი”?! ვინც “ნაცმოძრაობამ” დაასაქმა, ისინი ყოფილან “რჩეულთა ნაკრები” და მეტი აღარავინ არის? – სწორედ გარეთ არის დარჩენილი სუკეთესო კადრები.

სწორი ინფორმაცია მაინც მიიტანონ ამ კაცთან და ის მაინც არ ათქმევინონ, რომ თურმე კადრების შიმშილია. მე ჩემს თავს არ ვგულისხმობ, იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვისაც თუნდაც მარტო მე ვიცნობ. ბატონმა ბიძინამ რომ მითხრას, ახლავე დამისახელე ოცი კაცის ვინაობაო, ასს დავუსახელებ, ვინც ამათზე უკეთ შეასრულებს ყველა სამუშაოს, ვინც ეხლა არიან, ამათზე სუფთებს, არანაირ სიბინძურეში რომ არ მიუღიათ მონაწილეობა და მზად არიან ქვეყანას ერთგულად ემსახურონ.

ესაუბრა თამარ მჟავია

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *