სააკაშვილმა პოზიცია შეიცვალა

,,თეთრები“ ეხმიანება სააკაშვილის გადაწყვეტილებას საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე

 

 

emigrantebi,,აშკარაა, რომ შეხვედრებმა რომელიც მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში გვქონდა 7 ქვეყნის 4000-ზე მეტ ემიგრანტთან და მათი მონაწილეობით მომზადებულმა  და ივნისის დასაწყისში საჯაროდ გაცხადებულმა პოზიციამ:  ,,ემიგრანტთა განწყობაგადაძახილი მომავლის საქართველოსთვის ხელისუფლება ბევრ რამეზე ჩააფიქრა,“ – თვლის ,,თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი.

გუშინ სააკაშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის მოქალაქეობის მინიჭების ნებართვის შესახებ მანამდე  მიღებული უკანონო გადაწყვეტილება შეცვალა. ჩვენ ამას მას 2009 წლის 23 ნოემბრიდან  (“სამართლიანობის მანიფესტი”) ვთხოვდით  – ჯიუტად ეწინააღმდეგებოდა. დღეს პოზიცია შეიცვალა.

საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებთან ჩვენი შეხვედრების შემდეგ, ეს ადამიანები დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ხოლო მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ მოინახულეს.

,,კარგია, რომ მოქმედებაში მოვიდა ის საკითხები რომელზეც ამ დოკუმენტში გვაქვს საუბარი, თუმცა, ხელისუფლებას არ სურს  ამის ხაზგასმა,“ – თვლის თეიმურაზ შაშიაშვილი.

ევროპაში დროებით მცხოვრებ ქართველ მიგრანტთა შორის დაიწყო დიდი სამოქალაქო მოძრაობა პოლიტიკური მოთხოვნებით, რომლებიც საჯარო შეხვედრების კვალობაზე თანდათანობით იზრდება და იხვეწება.

საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში, რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, თურქეთში  შეხვედრების შედეგად შექმნილი პოლიტიკური დოკუმენტი „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო!“ დღეისათვის მოიცავს ხუთ პუნქტს: ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ თითოეულის შესრულებისათვის, რადგან ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მათ ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ.

უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა მოთხოვნებია:

პირველი მიგრანტებს უნდა დაგვიბრუნდეს სამოქალაქო უფლებები, სრულფასოვანი მოქალაქის შეგრძნება, შელახული ღირსება. ჩვენ არა მხოლოდ იმ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც კონსტიტუციით თითქოს გარანტირებული გვქონდა, არამედ ევროპული ქვეყნების დარად უნდა მოგვეცეს უფლება მაჟორიტარი დეპუტატები ავირჩიოთ იგივე წესით, რა წესითაც ისინი აირჩევიან სამშობლოში;

 მეორე ქართველი და აფხაზი დაბადებისთანავე საქართველოს მოქალაქე იყო ისტორიულად, ეთნიკურად, ფსიქოლოგიურად, სოციალურად, ვინაიდან არც ქართველს, არც აფხაზს, არასდროს არ ჰქონია სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი.;

მესამე– საქართველოს მოქალაქის  მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, პიროვნებას არ უნდა ჩამოერთვას თავდაპირველი მოქალაქეობა;

 მეოთხე – საჭიროა საქართველოს მთავრობამ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა მის მოქალაქეებს იგივე უფლებები ჰქონდეს უცხოეთში,რა უფლებებიც გააჩნიათ უცხოელებს საქართველოში.

 მეხუთე – ჩვენ უცხოეთმა გადაგვარჩინა;

ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი ოჯახები;
ჩვენ დაგროვილი გამოცდილებით, ცოდნით, ადამიანური ურთიერთობებით შეგვიძლია გადავარჩინოთ სხვები, თუ ამის რეალური სურვილი და პოლიტიკური ნება ექნება საქართველოს ხელმძღვანელობას. ამისათვის კი, უპირველესად საჭიროა სამუშო ადგილები. სამუშაოს გარეშე, ყოველგვარ დემოკრატიაზე, კეთილდღეობაზე, წინსვლაზე ლაპარაკი სულ ფუჭი საქმე და თვალებში ნაცრის შეყრაა. ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ უცხოელ მეგობრებთან ერთად საქართველოსა და უცხოეთში შექმნან ქართველთა დასაქმებისა და საქართველოსათვის სიკეთის მომტანი ერთობლივი ობიექტები. ყველა ახალ საქმეს კი თავდაპირველად დაფინანსება სჭირდება. საჭიროა დასაწყისისათვის თუნდაც 300-400 მლნ ევროს გამოყოფა, რაც ქვეყანას არათუ მძიმე ტვირთად დააწვება. ერთი-ასად დაუბრუნდება კიდეც. სასურველია, ამ ფონდის შექმნისას გათვალისწინებული იქნას მიგრანტების, მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს ეკლესიის მოსაზრებები და საქმიანობაში ჩაბმის სურვილები.

,,ამ და ბევრ საკითხზე იქნება საუბარი ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეის“  საბერძნეთის  კონგრესზე, რომელის ჩატარება დაგეგმილია ოქტომბრის დასაწყისში ოლიმპოს მთაზე. კონგრესში 1000-მდე ევროპაში მცხოვრები ემიგრანტი მიიღებს მონაწილეობას,“ – აღნიშნავს ,,თეთრების“ ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი.

 

“თეთრების“ პრეს-ცენტრი

საკონტაქტო პირი

ირინა ჯიბლაძე

ტელ 599 274053

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *