ჩვენ თეთრები – პოზიცია

gerbi1ბრძოლა მამულისათვის

gerbi1დემოკრატიისათვის

gerbi1შიმშილის დამარცხებისა და

gerbi1ღირსეული მომავლისათვის

ეს არის ნაკრები იმ პროგრამული და ანალიტიკური დოკუმენტებისა, რომელიც დაურიგდათ “თეთრების” კონგრესის მონაწილეებს და სტუმრებს

***

ბროშურა წარმოადგენს „თეთრების“ მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული ოფიციალური განცხადებების და უმნიშვნელოვანესი საკითხებისადმი პოლიტიკური პოზიციის გამომხატველი დოკუმენტების მხოლოდ მცირე ნაწილის კრებულს.

• ის უჩვენებს „თეთრების“ პოზიციის თანმიმდევრულობას;
• ქვეყანაში და ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ჩვენეული პროგნოზის მიხედვით მოვლენათა განვითარების სისტემატურობას;

• პოლიტიკური ოპონენტებისადმი შეურიგებლობას და ქართული ცნობიერების ყველა ძალისადმი ჩვენს ლოიალობას, მიუხედავად მეორე მხრიდან ჩვენდამი დამოკიდებულებისა;

პოლიტიკური პარტნიორებისადმი ჩვენს ერთგულებას და ერთხელ მიცემული სიტყვის ბოლომდე გატანას. მოცემული ბროშურა გახლავთ:

• შემცირებული სარკე იმ წინადადებებისა, რომლებიც არაერთხელ დაგვიყენებია ხელისუფლების წინაშე. წინადადებები არა მხოლოდ პრობლემების, არამედ მათი გადაწყვეტის გზების ჩვენების;

• მცირე ნაწილი პოლიტიკურ პარტნიორებთან ურთიერთობის ამსახველი მასალებისა, რომელიც ადასტურებს ჩვენს პატივისცემით დამოკიდებულებას თანამოაზრეთა მიმართ მაშინაც კი, როცა პრობლემათა პოლიტიკური ხედვა განსხვავებულია;

• ერთი ნაწილი დოკუმენტებისა, რომელიც გვიჩვენებს შიდაპარტიული მშენებლობის ცალკეულ ეტაპებზე „თეთრების“ პოლიტიკური ძალის პარტიად ხავერდოვნად გადაზრდის პროცესს.

ეს ბროშურა შეიძლება ყოფილიყო მრავალტომიანი სერიოზული სამეცნიერო ნაშრომი, ვინაიდან ჩვენი თითოეული ნაბიჯი დღემდე განპირობებული იყო მეცნიერთა დიდი ჯგუფის წინადადებებით, რეკომენდაციებით, წინასწარ ჭვრეტით. არც ერთი ჩვენი სიტყვა არ ყოფილა სუფთა პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი, მითუმეტეს პოლიტიკური კონიუქტურით განპირობებული. ბროშურა არის ერთგვარი სამახსოვრო ყველა ჩვენი წევრისათვის, მეგობრისათვის, ახლობელისათვის, რათა ყველამ იცოდეს, ჩვენ ისა ვართ, რაც ვიყავით და ის ვიქნებით, რაც დღეს ვართ. ჩვენთვის სამშობლო, ქართული ცნობიერება, პოლიტიკურ შეხედულებათა სისტემა -ურყევი სულიერი, ზნეობრივი, ინტელექტუალური კატეგორიებია და პოლიტიკურ კონიუქტურას არ ექვემდებარებიან.

gerbi1ჩვენ თეთრები  – პოზიცია


  • სააკაშვილისათვის იჭერენ საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც

     

     

 

 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *