Foreign Policy – ივანიშვილის უდიდესი წვლილი კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად შესაძლოა, თეა წულუკიანი იყოს

foreigგამოცემა Foreign Policy აქვეყნებს მელინდა ჰერინგისა და მაიკლ სესირის სტატიას, სათაურით – “რატომ ჩავარდა ფერადი რევოლუციები”. სტატიის ავტორები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში – საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში რევოლუციების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

როგორც მელინდა პერინგი და მაიკლ სესირი აღნიშნავენ, საქართველოში, სადაც უზომოდ ენერგიულმა მიხეილ სააკაშვილმა გულში ჩაიკრა დასავლეთი და სიამოვნებით გაატარა თავისუფალი ბაზრის რეფორმები, ელიტური კორუფცია კვლავ ყვავის. უკრაინაში, ვიქტორ იუშჩენკოს საჯარო უთანხმოება ერთ დროს მოკავშირე იულია ტიმოშჩენკოსთან იმდენად მასშტაბური იყო, რომ ვიქტორ იანუკოვიჩმა – “ნარინჯისფერი რევოლუციის” ანტიგმირმა, შეძლო ხელისუფლებაში დაბრუნება და გაპრემიერება 2006 წელს, ცოტა ხნის შემდეგ კი, საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა. ყირგიზეთში, “ტიტების რევოლუციის” ლიდერმა ყურმანბეკ ბაკიევმა მალევე გამოიჩინა თავი, როგორც ძლევამოსილმა პოლიტიკოსმა და არაფორმალურად დანიშნა საკუთარი ვაჟი მაქსიმი ყველა ბიზნესტრანზაქციების ხელმძღვანელად. 2010 წელს სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ, როცა ყირგიზელებმა უარი თქვეს ბაკიევზე, პრეზიდენტი მინსკში გაიქცა.
რატომ ჩავარდა ეს რევოლუციები? – კითხვას სვამენ სტატიის ავტორები და თავადვე პასუხობენ – ამ ქვეყნებში კანონის უზენაესობა ვერ დამყარდა. თუმცა, ამ სამიდან საქართველომ, – ნათქვამია Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, – ყველაზე მეტი პროგრესი განიცადა. მაგრამ მიუხედავად ამისა, სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა მას შემდეგ, რაც მისი რეფორმისტი, ნდობით აღჭურვილი პირები ციხის საკნდალში გაეხვნენ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მიუხედავად საქართველოს პროდასავლური რიტორიკისა, – აღნიშნულია სტატიაშია, – ამ სკანდალმა აჩვენა, რამდენად არასრული იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვალდებულებები კანონის უზენაესობისადმი.
როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, ნდობის მოპოვების გზაზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” მცირე პროგრესს მიაღწია. მათ ქვეყნის ყველაზე სანდო ინსტიტუციად აქციეს პოლიცია, რომელიც მანამდე მექრთამეობით იყო ცნობილი და ბოლო მოუღეს კორუფციას უნივერსიტეტებში ჩაბარებისას. 2012 წლისთვის, წვრილმანი კორუფცია ფაქტობრივად აღარ არსებობდა. ამავე დროს ამ რეფორმების უმრავლესობა – დაწყებული ძველი პოლიციელებისა და კორუმპირებული ყოფილი მაღალჩინოსნების გათავისუფლებით, დამთავრებული “კრიმინალური ავტორიტეტების” დაპატიმრებებით, – არ იყო საკმარისი და ხშირად კონსტიტუციურად საეჭვო იყო.

როგორც მელინდა ჰარინგი და მაიკლ სესირე წერენ, მიუხედავად ციხის სკანდალისა და აშკარა ელიტური კორუფციისა, საქართველოს კვლავაც აქვს შესანიშნავი შანსი, გახდეს კონსოლიდირებული დემოკრატიული ქვეყანა, რასაც ვერ ვიტყვით უკრაინასა და ყირგიზეთზე, გამომდინარე იქ განვითარებული მოვლენებიდან. ამ ქვეყნებთან შედარებით, – აღნიშნავენ სტატიის ავტორები, – 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველომ რეგიონში პოლიტიკური ანგარიშვალდებულების იშვიათი მაგალითი აჩვენა.

უარი თქვა რა სააკაშვილის პარტიაზე, ქართველმა ამომრჩევლებმა ხელისუფლებაში ექვსი პარტიისგან შემდგარი კოალიცია მოიყვანეს, რომელსაც ყოფილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი უდგას სათავეში. სანამ ახალი მთავრობა ახალ მდგომარეობას ეჩვევა, ივანიშვილის უდიდესი წვლილი საქართველოში კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად შესაძლოა, მისი არჩევანი – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იყოს, – აღნიშნავენ Foreign Policy-ის ავტორები.

სტრასბურგში ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში ათი წლის განმავლობაში ადვოკატად მუშაობის შემდეგ, წულუკიანი საქართველოში 2010 წელს დაბრუნდა პარტია “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარის ირაკლი ალასანიას მოადგილედ, – ნათქვამია სტატიაში, – მან უმაღლესი განათლება საჯარო მოხელეებისთვის პრესტიჟულ ფრანგულ უნივერსიტეტ ENA-ში მიიღო, ასევე დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. დასავლური განათლება აქვს მიღებული წულუკიანის სამ მოადგილესაც. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წულუკიანი თანამდებობაზე სწორი იდეებით მოდის.

“ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუციებს ვქმნით და არა უბრალოდ პირებს, რომლებიც მართავენ და ინარჩუნებენ კანონიერი რეფორმების პროცესს. მინდა, სამართლებრივი სისტემა არც ჩემზე და არც საქართველოს ნებისმიერ მომავალ იუსტიციის მინისტრზე არ იყოს მორგებული. ჩვენი მთავარი მიზანია, გახსნილი სახელმწიფო ინსტიტუციები მოქალაქეებისთვის იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და სანდო”, – ციტირებენ სტატიის ავტორები საქართველოს იუსტიციის მინისტრის ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში გაკეთებულ კომენტარს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ახალი ხელისუფლებამ განსაკუთრებული აქცენტი ადამიანთა უსაფრთხოებაზე უნდა გააკეთოს.
როგორც სტატიის ავტორებენ წერენ, იუსტიციის სამინისტრო გამჭვირვალობის უკიდურესად გაზრდამდე აქამდეც ისწრაფვოდა. პირველად, სწორედ ახლა არის ხელმისწავდომი კანონების უფასო ასლები. პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც სასამართლო მოსმენისას ჩაწერის ნებას დართავს დამსწრეებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს საქმის გაყალბებას. გარდა ამისა, სასამართლო დარბაზში დაუშვებენ მედიის წარმომადგენლებსაც. თავად იუსტიციის სამინისტროში, წულუკიანმა გამჭვირვალე გახადა ხელფასები და აღმოფხვრა სახელფასო უთანასწორობა ერთნაირი გამოცდილებისა და პოზიციის მქონე თანამშრომლებს შორის. ხელფასები, რომლებიც მანამდე პოლიტიზირებული იყო, – აღნიშნულია სტატიაში, – ახლა შეესატყვისება თანამშრომლის სტაჟსა და პასუხისმგებლობას. ამ წლის გაზაფხულზე, წულუკიანი პირობას დებს, რომ განაახლებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და მიუბრუნდება მოსამართლეების ხელფასების საკითხს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ერთობ გაიზარდა, თუმცა “არ იყო საკმარისი”, – აღნიშნავენ სტატიის ავტორები.
როგორც მელინდა ჰერინგი და მაიკლ სესირი წერენ, საქართველოს წინა ხელისუფლებამ კარგად გაართვა თავი დაბალ ფენაზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა ელიტური კორუფცია კვლავ გავრცელებული იყო. “ჩვენ გვჭირდება სისტემა, სადაც დაუშვებელი იქნება ნებისმიერი ელიტური კორუფცია”., – ციტირებენ სტატიის ავტორები თეა წულუკიანის სიტყვებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, წულუკიანმა ასევე უნდა მოაგვაროს წინა მთავრობის წინააღმდეგ შეტანილი საჩოთირო საჩივრები. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა, იუსტიციის სამინისტრომ, წულუკიანის განცხადებით, 8 ათასი საჩივარი მიიღო, რომელთაგან 30 კრიმინალური საქმე გახსნა. დროებითი სახელმწიფო კომისის შექმნის საკითხი – დამოუკიდებელი ორგანოსი, რომელიც განიხილავს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმეებს, – ახლა განიხილება. წულუკიანი მიესალმება, ამ ამ მაღალი რანგის საქმეებს ისეთი საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდნენ, როგორიც ეუთო/ODIHR-ია.
მიუხედავად გადამეტებული საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, გამოვლინდეს წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმეები, – ნათქვამია სტატიაში, – ახალმა მთავრობამ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება, მიუდგეს საკითხს მეთოდურად. არც ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც ბრალი ედება, არ გასამართლებულა და მხოლოდ ზოგიერთი მათგანია დაპატიმრებული. ბაჩო ახალაიას, რომელიც სამარცხვინოდ ცნობილი ყოფილი თავდაცვის მინისტრია და, რომელიც ციხის სკანდალის შემდეგ გადადგა, ნაფიცი მსაჯულები შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა ნაფიცი მსაჯულების სასამართლოზე. თბილისის მერმა და ერთ დროს სააკაშვილის მემკვიდრედ შერაცხულმა პრინცმა თავი აარიდა მისი მერობის ვადის შეჩერებას.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, მიუხედავად ფართოდ გავრცელებული მოსაზრებისა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ჯერაც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნული ჩინოვნისკებისგან შედგება და მათი პოლიტიკის გამტარებლად რჩება, ეს ვერ აჩერებს წულუკიანს, გაატაროს მართებული სამართლებრივი პროცესები და პატივი სცეს ამ პროცესებს.
მისი ამბიციური საგაზაფხულო გეგმები ასევე შეიცავს რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილების განხორციელებას სასამართლო კოდექსში. წინა ხელისუფლების იურიდიულ პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენებოდა საპროცესო შეთანხმების მეთოდი სასამართლო განხილვის დაჩქარების მიზნით, – წერენ მელინდა ჰერინგი და მაიკლ სისერე, – თუმცა, უფრო შემაშფოთებელია, საქართველოს მოქალაქეებისგან 37 მილიონი ლარის გამოძალვა სახელწიფო ხაზინის შესავსებად. როგორც სტატიის ავტორები წერენ, კალიფორნიაში ამას წინათ მყოფი წულუკიანის ერთ-ერთი მოადგილის განცხადებით, “ერთადერთი კავშირი აშშ-სა და საქართველოში არსებულ საპროცესო შეთანხმებას შორის მხოლოდ სახელშია”. წულუკიანს სურს, – ნათქვამია Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, – შეზღუდოს საპროცესო შეთანხმება წვრილმანი დანაშაულების დროს, რაც თავის მხრივ შეამცირებს გამოძალვის შესაძლებლობას.
წულუკიანის იუსტიციის სამინისტრო ასევე გეგმევას სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმას, რათა შექმნას ძლიერი დამცავი სისტემა დამნაშავეებისთვის. გარდა ამისა, წულუკიანი გეგმავს, მეტი ძალაუფლება მიანიჭოს პოლიციასა და პროკურატურას, რათა მათ უფრო პროაქტიურად გამოიძიონ ადამიანებით ტრაფიკინგის საქმეები, რომლის რიცხვიც შესაძლოა წელს გაიზარდოს, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორები წერენ, მიუხედავად ასეთი გაბედული გეგმებისა, წულუკიანი რეალისტია და აანალიზებს მის წინაშე მდგარი ამოცანების სირთულეს. “საქართველოში ფართოდ ფესვგადგმული დაუსჯელობის კულტურა” შესაძლოა სერიოზული საფრთხე გახდეს ამ რეფორმებისთვის”, – ციტირებენ სტატიის ავტორები წულუკიანის კომენტარს.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ახალი ხელისუფლება ამ ამოცანების ერთგული რჩება. “საქართველოს სასამართლო სისტემას ახლა აქვს დამოუკიდებლობის უნიკალური შანსი”, – ციტირებენ სტატიის ავტორები დავით უსუფაშვილის მიერ ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებას.
შეძლებს თუ არა წულუკიანი ამ რეფორმების განხორციელებას საქართველოს ჰიპერპოლიტიზირებული კლიმატის პირობებში? – კითხვას სვამენ სტატიის ავტორები და ვარაუდს გამოთქვამენ, – რომც შეძლოს, ინსტიტუციები ამ პაზლის ერთი ნაწილია. საბოლოოდ, კანონის უზენაესობის განვითარება დამოკიდებულია საზოგადოებრივი ჩართულობის ხარისხზე,
ეს ნიშნავს, – ნათქვამია სტატიაში, – პროცესებისა და მექანიზმების შესაბამისობას ნაკლებკონკრეტულ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვან სახალხო ელემენტთან, ორპარტიულობის აღიარებასთან. ამისთვის წულუკიანმა არა მხოლოდ უნდა ითანამშრომლოს ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” სხვადასხვა წევრებთან, არამედ სააკაშვილისა და მისი კვლავაც გავლენიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან.
თუმცა, სააკაშვილის პარტიისა და ახალი მთავრობის წარმომადგენელი მისი ოპონენტების ბრძოლა არჩევნების შემდეგ, კონსესუსის მიღწევის პერსპექტივას ართულებს, – აღნიშნულია სტატიაში. საკითხები, რომლებსაც წესით ორივე პარტიის მხარდაჭერა უნდა მოეპოვებინათ, როგორებიც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებაა, სააკაშვილის მხრიდან ღალატად იქნა აღიარებული. და მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კოალიციამ პარლამენტში 85 მანდატი მოიპოვა, მათ არა აქვთ საჭირო 100 ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, – წერენ მელინდა ჰერინგი და მაიკლ სისერე.

“საქართველოში მაინც ჩნდება თანამშრომლობის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნიშნები. ცოტა ხნის წინ ორივე მხარემ ერთობლივად მიიღო საგარეო პოლიტიკის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს დასავლურ კურსს უჭერს მხარს. ახალი მთავრობა აპირებს საერთო ამნისტიის კანონის მიღებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დასაქმებულების მიერ ჩადენილ არაძალადობრივ დანაშაულებებს დაფარავს. ეს და სხვა ასეთი ნაბიჯები დაეხმარება საქართველოს ძველ და ახალ მთავრობას ერთმანეთს შორის ხიდის აგებაში, დაეხმარება წულუკიანის შეთავაზებულ რეფორმებს განხორცილებასა და სიმტკიცეში.

მოდით, ვიქონიოთ იმედი, რომ საქართველო ამას მიაღწევს. თუ ის შეძლებს ამას, ეს შესაძლოა ძლიერი მაგალითი გამოდგეს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიც ყირგიზეთი და უკრაინა არიან, რომელთა სურვილი, მოეხდინათ ცვლილებები – ერთმანეთში ბრძოლამ და ენდემურმა კორუფციამ ჩაშალა”, – ნათქვამია Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

“ინტერპრესნიუსი”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *