თემურ შაშიაშვილი: „გამოუშვეს კრიმინალები, რეზო ჩხეიძეს პასუხი არ აღირსეს!“

 

1794518_725828464152539_4449993306695063159_n (1)“რეზო ჩხეიძემ  წერილი გაუგზავნა პრეზიდენტს დ პარლამენტის თავმჯდომარეს,  65 წელს გადაცილებული ქალები ციხეში ნუ გყავთ, თუ მკვლელობა  და სახელმწიფო ღალატი არ ჩაუდენიათ, 70 წელს გადაცილებული მამაკაცები ციხეში ნუ გყავთ, ასევე ბავშვები ნუ გყავთ ციხეებშიო. გამოუშვეს კრიმინალები და რეზო ჩხეიძეს პასუხი არ აღირსეს. ბატონი რეზო წერს, მთელი მსოფლიო შემოვიარე, ყველგან ქართველები მხვდებიან,. ნახევარი საქართველო გაქცეულია, ჩამოიყვანეთ, შეკარით, გააერთიანეთ ქვეყანაო, ეს არავის არ აინტერესებს, ამ დროს გამოვა რომელიმე ოპოზიციონერი რაღაცას იტყვის  და მეორე დღეს მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს“, – ასეთი განცხადება გააკეთა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გაზეთ „ქრონიკისთვის“ დღეს მიცემულ ინტერვიუში.

ზემოაღნიშნულ დაკავშირებით ვაქვეყნებთ ყველა მასალას, რაც უკავშირდება ბატონი რეზოს წერილებს პრეზიდენტის, და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ.

 

რეზო ჩხეიძის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს (პირველი)

რეზო ჩხეიძის მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს (მეორე)

(ვიდეო) მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს (რეზო ჩხეიძის, თემურ შაშიაშვილის, რამაზ ყურაშვილის, ჯონი ჯანელიძის ბრიფინგი “რეპორტიორის” პრეს-კლუბში (20.01.2014წ))

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *